პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო

321

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა: „თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. რეფორმა მასწავლებლით იწყება და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები. პედაგოგზე დგას ქვეყნის მომავალი. დიდი შრომა და წარმოუდგენელი ძალისხმევა გაქვთ ამ საქმეში ჩადებული და მადლობა თქვენი შრომისთვის, სამინისტროს, ბავშვებისა და მშობლების სახელით. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენ მიმართ. პედაგოგი არის მთავარი ადამიანი ქვეყანაში!“

პირველ ეტაპზე სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ღირსეული ნაბიჯი მათ მიმართ არასდროს გადადგმულა და ეს აღიარება მათთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანია. ეს პრეცედენტი მნიშვნელოვანი სტიმულია იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.

დატოვეთ კომენტარი