„ობერტონი” ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება

222

„საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო გუნდი „ობერტონი” დააჯილდოეს.

გამარჯვებულმა ხუთეულმა, სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რეგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ წარადგინეს.

„დღეს ჩვენ აქ მოსწავლეების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი, ინოვაციური პროექტები ვნახეთ. მომავალი მეცნიერ-გამომგონებლებიც ალბათ, საკუთარ კარიერა, სწორედ, ასეთი ტიპის პროექტებით იწყებენ. ამ ბავშვების მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობით დააგროვეს. მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი ათასწლეულის განვითარების ფონდს, აშშ-ს საელჩოსა და კონკურსის მხარდამჭერ ყველა უწყებს ამ პროექტის განხორციელებისთვის”- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

პირველ ადგილზე გასული ჯგუფი ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წელს გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რამაც მათ ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული პროექტები გუნდებმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე დასრულებული სახით წარადგინეს.”

დატოვეთ კომენტარი