ნინო კაპერსკის გამოცდილება

1010
თბი­ლი­სის მე-200 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნო კა­პერ­ს­კი გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და სა­უბ­რობს სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამა თუ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა, მშო­ბელ­მა და სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ, რად­გან უპირ­ვე­ლე­სი სწო­რედ ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა. მი­სი აზ­რით, ბავ­შ­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, სწო­რედ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მა გა­გი­წევთ მნიშ­ვნ­ელო­ვან და­ხმ­არე­ბას. პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვის ან სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს კი, ბავ­შ­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­მი ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ: შეც­ვა­ლეთ მოთხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი; შეც­ვა­ლეთ ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა; შეს­ძი­ნეთ სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა. „რო­დე­საც ბავ­შ­ვი ავ­ლენს პრობ­ლე­მურ ქცე­ვას ან უჩ­ნ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლის დროს, თქვენ ხართ ის, ვინც უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და არა ბავ­შ­ვ­მა“ – ამ­ბობს ნი­ნო კა­პერ­ს­კი.

იქო­ნი­ეთ მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მა

ბავ­შ­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მა გა­გი­წევთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ რო­დე­საც სტრე­სის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დო­ნე მა­ტუ­ლობს, ბავ­შ­ვი იწყებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რის და­კარ­გ­ვას. ასეთ დროს, უმ­ჯო­ბე­სია, გქონ­დეთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი წე­სი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის­თ­ვის იქ­ნე­ბა ნაც­ნო­ბი და უსაფ­რ­თხო. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, ბავ­შ­ვის­თ­ვის, იმის ცოდ­ნა, თუ რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბათ მის გარ­შე­მომ­ყოფ ადა­მი­ა­ნებს, უქ­მ­ნის მე­ტი ნდო­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­დას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის გა­და­ხედ­ვა და პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა უნ­და ხდე­ბო­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და უნ­და იყოს წი­ნას­წარ გან­ხი­ლუ­ლი, რე­ა­ლუ­რი საფ­რ­თხის დად­გო­მამ­დე. მა­გა­ლი­თად: „სა­ნამ ჩვენ ვართ სკო­ლის ეზო­ში, შე­საძ­ლოა ხმა­ურ­მა და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა გა­გა­ღი­ზი­ა­ნონ რო­დე­საც და­გეწყე­ბა აღელ­ვე­ბა, შეგ­ვიძ­ლია შე­ვის­ვე­ნოთ და ავი­დეთ საკ­ლა­სო ოთახ­ში და­სამ­შ­ვი­დებ­ლად. შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, დავ­ბ­რუნ­დეთ ეზო­ში, თუ დავ­რ­ჩეთ ოთახ­ში.“ იმის ცოდ­ნა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს, ამ­ცი­რებს ბავ­შ­ვის მღერ­ვა­რე­ბას.

მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა
  1. რო­გორც კი, შე­ამ­ჩ­ნევთ ად­რე­ულ ნიშ­ნებს, იმოქ­მე­დეთ სწრა­ფად ბავ­შ­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად. ეს უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რულ მოქ­მე­დე­ბებს, მა­გა­ლი­თად: გაყ­ვა­ნა და იზო­ლა­ცია, მუ­სი­კა, ღრმა სუნ­თ­ქ­ვა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, დათ­ვ­ლა და ა.შ.
  2. მშობ­ლებ­მა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და ბავ­შ­ვ­მა ერ­თად უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მა. ბავ­შ­ვის ჩარ­თ­ვა მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა თქმა უნ­და, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მი­ე­ცით მას სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად გან­საზღ­ვ­როს ტექ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს უსაფ­რ­თხოდ და მშვი­დად. მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თეთ ბავ­შ­ვ­თან მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი, რად­გან უმ­ჯო­ბე­სია, თუ ყვე­ლა იმოქ­მე­დებთ ერ­თ­ნა­ი­რად.
  3. ივარ­ჯი­შეთ მშვი­დად ყოფ­ნის დროს და, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნეთ რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი. გან­საზღ­ვ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეთ პრაქ­ტი­კა­ში, იქამ­დე სა­ნამ გა­და­იზ­რ­დე­ბა ჩვე­ვა­ში. ამ­გ­ვა­რად ბავ­შ­ვი, იმ მო­მენ­ტის­თ­ვის, იქ­ნე­ბა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის მზად­ყოფ­ნა­ში. გახ­სოვ­დეთ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, ახა­ლი ტექ­ნი­კის სწავ­ლე­ბას, რა­ი­მე და­უ­გეგ­მა­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნად რთუ­ლი ფორ­მით გა­მოვ­ლინ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, იმ ვი­თა­რე­ბა­ში, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ იმა­ზე, თუ რა წა­რი­მარ­თა გეგ­მის მი­ხედ­ვით და ბავ­შ­ვი, რო­გორ შე­ე­ცა­და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.
  4. მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა გა­მო­ი­ყე­ნეთ რაც შე­იძ­ლე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად. ბავშვს უნ­და ჰქონ­დეს რწმე­ნა, რომ ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ გეგ­მის მი­ხედ­ვით. ამ დროს, ნდო­ბა უზო­მოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
  5. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე წას­ვ­ლამ­დე გა­და­ხე­დეთ გან­საზღ­ვ­რულ მოქ­მე­დე­ბას. მა­გა­ლი­თად: „ერ­თად გა­ვი­დეთ სა­სე­ირ­ნოდ, რო­დე­საც თავს იგ­რ­ძ­ნობ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლად.“ ამ გზით ბავ­შ­ვის გო­ნე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სიმ­შ­ვი­დეს, რო­დე­საც იცის რას უნ­და ელო­დოს და რა უნ­და გა­ა­კე­თოს.

პირ­ველ რიგ­ში, შეც­ვა­ლეთ პი­რო­ბე­ბი

ძა­ლი­ან მაც­დუ­რია ბავ­შ­ვის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, რო­დე­საც ავ­ლენს არა­სა­სურ­ველ ქცე­ვას ან არ შე­იმ­ჩ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი წინ­ს­ვ­ლა. ასეთ დროს, თავ­და­პირ­ვე­ლი გან­ზ­რახ­ვაა, ფიქ­რი, ბავ­შ­ვის შეც­ვ­ლის, რა­თა იგი მო­ერ­გოს ჩვენ მო­ლო­დი­ნებს, ნაც­ვ­ლად ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბის შეც­ვ­ლი­სა, რომ მო­ერ­გოს ბავშვს. ეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნ­დეს ბავ­შ­ვის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გა­მო, რომ მათ არ აქვთ ამ ცვი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ან არ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მი­იჩ­ნი­ეთ, რომ ბავ­შ­ვი აკე­თებს მაქ­სი­მა­ლურს, რაც შე­უძ­ლია, არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ბავ­შ­ვი იქ­ცე­ვა არა­სა­თა­ნა­დოდ ან ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვენ მო­ლო­დი­ნებს, ხში­რად, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ვი­თა­რე­ბის მოთხოვ­ნე­ბი აღე­მა­ტე­ბა მის ამ­ჟა­მინ­დელ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ გა­უმ­კ­ლავ­დეს მათ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ უმ­ჯო­ბე­სია მო­ახ­დი­ნოთ მო­ლო­დი­ნე­ბი­სა და მოთხოვ­ნე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, ბავ­შ­ვის არ­სე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ასე­ვე, შე­ამ­ცი­რეთ მოთხოვ­ნე­ბი (მო­ლო­დი­ნე­ბი), უზ­რუნ­ველ­ყა­ვით, კი­დევ, უფ­რო მე­ტი მხარ­და­ჭე­რა მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ორი­ვე მათ­გა­ნის ერ­თობ­ლი­ო­ბა. ბავ­შ­ვი ბევ­რად მეტს ის­წავ­ლის და გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც მოთხოვ­ნე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა მის არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან.

მა­შა­სა­და­მე, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვის ან სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, ბავ­შ­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სა­მი ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა:

♦ შეც­ვა­ლეთ მოთხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი

თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­და­ხე­დეთ მი­საღ­წევ მიზ­ნებს მოთხოვ­ნე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად, ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი, სენ­სო­რუ­ლი, კოგ­ნი­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სფე­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ბავ­შ­ვის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სა და და­ვა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­აკ­ვირ­დით ფი­ზი­კურ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბა ბავ­შ­ვი (საკ­ლა­სო ოთა­ხი, სა­სა­დი­ლო, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, მუ­სი­კის ოთა­ხი და ა.შ.). არის ის გა­დატ­ვირ­თუ­ლი სენ­სო­რუ­ლი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბით? არ­სე­ბობს სენ­სო­რუ­ლი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ვარ­ძე­ლი, ხმა­უ­რის დამ­ხ­შო­ბი ყურ­სას­მე­ნი, სათ­ვა­ლე და სხვა? მის გვერ­დით მჯდო­მი ბავ­შ­ვე­ბი, მე­ტის­მე­ტად ახ­ლოს სხე­დან? თუ ბავშვს აქვს სენ­სო­რუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, სთხო­ვეთ, ოკუ­პა­ცი­ურ თე­რა­პევტს გა­გი­წი­ოთ რე­კო­მენ­და­ცია, საკ­ლა­სო ოთა­ხის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ, იმი­სათ­ვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყოთ მი­სი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სიმ­შ­ვი­დე და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა. მე­ო­რე მხრივ, არის თუ არა, ბავ­შ­ვის­თ­ვის, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი, რთუ­ლი ან არას­წო­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა, და­ნა­წევ­რე­ბა ან უფ­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნა? სკო­ლის სრუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უძ­ლია თუ არა ბავშვს გა­უმ­კ­ლავ­დეს მიმ­დი­ნა­რე მოთხოვ­ნებს?

შეც­ვა­ლეთ ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა

მას შემ­დეგ, რაც, ბავ­შ­ვის არ­სე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეც­ვ­ლით მოთხოვ­ნებს / მო­ლო­დი­ნებს, შემ­დეგ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ, რო­გორ ურ­თი­ერ­თობთ და ას­წავ­ლით ბავშვს. ჰკითხეთ სა­კუ­თარ თავს: „სჭირ­დე­ბა მას დახ­მა­რე­ბა თუ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა? გა­სა­გე­ბად წარ­მო­ვად­გენ ინ­ფორ­მა­ცი­ას? მე­ტის­მე­ტად მომ­თხოვ­ნი ხომ არ ვარ? ყვე­ლა­ზე კარ­გად, ურ­თი­ერ­თო­ბის რო­მელ სტილ­ზე (ნე­ლი და მშვი­დი, მხი­ა­რუ­ლი და ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლად ჩვე­ნე­ბა და ა.შ.) რე­ა­გი­რებს? იღებს იგი ჩემ მხარ­და­ჭე­რას? ბავ­შ­ვი ჩემ­თან თავს გრძნობს უსაფ­რ­თხოდ, აღი­ა­რე­ბუ­ლად და უნა­რი­ა­ნად?“ იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უნ­და მო­ძებ­ნოთ სწო­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სწავ­ლა­ში. თუ ბავ­შ­ვი თქვე­ნი მიდ­გო­მით არის შე­წუ­ხე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, იგი შე­ეც­დე­ბა თქვე­ნი მი­თი­თე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. ქცე­ვის მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა პირ­და­პირ კავ­შირ­შია იმას­თან, თუ რო­გორ ხდე­ბა ბავ­შ­ვ­თან  ურ­თი­ერ­თო­ბა.

♦  შეს­ძი­ნეთ სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა

მას შემ­დეგ, რაც შე­ამ­ცი­რებთ მოთხოვ­ნებს, უზ­რუნ­ველ­ყოფთ სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რას და შეც­ვ­ლით ურ­თი­ერ­თო­ბის სტილს,  ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ბავშვს და­ეხ­მა­რე­ბა მოთხოვ­ნებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში. თუ ბავშვს პრობ­ლე­მე­ბი აქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თე­ბით, მა­შინ უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როთ უკე­თე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი. თუ მას უჭირს ემო­ცი­ე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა, მა­შინ სა­ჭი­როა გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა. ამ გზით, ბავშვს შეს­ძენთ სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­რე­მოს­თან, და­ვა­ლე­ბებ­თან და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. და­იწყეთ მარ­ტი­ვად, და­ა­შე­ნეთ ნელ-ნე­ლა, უზ­რუნ­ველ­ყა­ვით მხარ­და­ჭე­რა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და გა­ნუ­ვი­თა­რეთ წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი.

რო­დე­საც ბავ­შ­ვი ავ­ლენს პრობ­ლე­მურ ქცე­ვას ან უჩ­ნ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლის დროს, თქვენ ხართ ის, ვინც უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და არა ბავ­შ­ვ­მა. ამ გზით, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი იქ­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი და თავს იგ­რ­ძ­ნობთ კომ­პე­ტენ­ტუ­რად, იმის მი­მარ­თე­ბით, რა­საც აკე­თებთ.

ნინო კაპერსკი, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

დატოვეთ კომენტარი