ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა   სტუ­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი

746
ჩვენ წი­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ვი­სა­უბ­რეთ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რა­საც დე­ბუ­ლე­ბა­ში წელს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა. რა თქმა უნ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცია ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თვი­თონ სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვ­ლის გა­რე­შეც. ამ­ჯე­რად სწო­რედ სტან­დარ­ტებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, კა­ხა­ბერ ერა­ძეს.

 

— რამ­დე­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი ძვე­ლი­სა­გან?

— ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა წი­ნა სტან­დარ­ტე­ბი­სა­გან რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, ისე სტრუქ­ტუ­რუ­ლად და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. ამ­ჯე­რად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ხუთ სტან­დარტს უდ­გენს: მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი და ბო­ლოს — მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი სტან­დარ­ტი კომ­პო­ნენ­ტე­ბად და კრი­ტე­რი­უ­მე­ბა­დაა ჩაშ­ლი­ლი და თი­თო­ე­ულ მათ­განს ინ­დი­კა­ტო­რე­ბი ერ­თ­ვის. ეს ინ­დი­კა­ტო­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით ერ­თ­გ­ვა­რო­ვან შე­ფა­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სტან­დარ­ტი მო­ი­ცავს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­საც, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მა­ძი­ე­ბელს ხელს შე­უწყობს თი­თო­ე­ულ კომ­პო­ნენ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა­ში. ამ­რი­გად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­რე თვა­ლის­თ­ვი­საც კი აშ­კა­რაა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სრუ­ლი­ად ახალ ში­ნა­არ­ს­ზე.

— თუმ­ცა ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბიც მო­ი­ცავ­და პროგ­რა­მული, მა­ტე­რი­ა­ლური და ადა­მი­ა­ნური რე­სურ­სის ნა­წი­ლებს. რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, რა­საც ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბი სა­ერ­თოდ არ ეხე­ბო­და და რას­თა­ნაც კო­ლე­ჯებს შე­ხე­ბა აქამ­დე არ ჰქო­ნი­ათ?

— ვერ ვიტყო­დი, რომ კო­ლე­ჯებს რო­მე­ლი­მე სტან­დარ­ტ­თან ში­ნა­არ­სობ­რი­ვი შე­ხე­ბა არ ჰქონ­დათ. შე­საძ­ლოა, ბევრ სა­კითხს ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბი არ ეხე­ბო­და, თუმ­ცა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კარ­გად იაზ­რებ­და სა­კუ­თარ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სი­ას და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვერ ას­ც­დე­ბო­და ისეთ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბას, რაც ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ამ უკ­ვე სტან­დარ­ტად გან­საზღ­ვ­რა და რა­საც მა­ნამ­დე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით ვაწ­ვ­დი­დით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და რაც სტან­დარ­ტ­ი­ს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ათს არ ატა­რებ­და. ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ, დღეს უკ­ვე შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არი­ან ახალ სტან­დარ­ტებ­თან.

— ასე­თია და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა?

— დი­ახ, ერთ-ერ­თი „სი­ახ­ლე“ მი­სია და სტრა­ტე­გიაა. ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხე­ბი. თუმ­ცა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის სტან­დარ­ტის ნა­წი­ლი იყო და თვი­თონ სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მ­ვის პრო­ცე­სი არ ფას­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც, სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი იყო, გეგ­მა­ში ჩა­წე­რი­ლი­ყო მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­ს­ზე ზრუნ­ვა, რო­გორც ამო­ცა­ნა. დღე­ი­სათ­ვის სტან­დარ­ტი გას­ც­და მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის სა­კითხს და შე­ფა­სე­ბა­დი გახ­და არა მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სი­ას­თან, რე­გი­ო­ნის ან თე­მის პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან, არა­მედ თვით გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სიც კი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლო­ბი­თი უნ­და იყოს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­თან მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბა გა­მო­რიცხუ­ლია. თუ ვიტყ­ვით, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა აღ­ნიშ­ნულ სტან­დარტს, ეს ნიშ­ნავს, რომ მას კარ­გად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი რო­გორც სა­კუ­თა­რი რო­ლი და ად­გი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა მო­ლო­დი­ნე­ბი ქვეყ­ნის, სექ­ტო­რის, რე­გი­ო­ნის ჭრილ­ში.

— მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ბო­ლო ორი სტან­დარ­ტი მთლი­ა­ნად ადა­მი­ა­ნურ, მა­ტე­რი­ა­ლურ, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს ეთ­მო­ბა, პროგ­რა­მულ სტან­დარ­ტ­ში მა­ინც ცალ­კე ჩა­ნა­წე­რია პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნე­ბის ასე­თი დუბ­ლი­რე­ბა?

— ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია. ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს დუბ­ლი­რე­ბაა, თუმ­ცა, თუ სტან­დარ­ტებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად შევ­ხე­დავთ, პროგ­რა­მუ­ლი სტან­დარ­ტი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, და­ნარ­ჩე­ნი ოთხი სტან­დარ­ტი „ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რია“, ანუ ეხე­ბა ზო­გა­დად, სას­წავ­ლე­ბელს, მის პო­ლი­ტი­კას, მი­უ­ხე­და­ვად პრო­ფი­ლი­სა, სწავ­ლე­ბის სფე­რო­ე­ბი­სა ან პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და არა კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მას. მე­ტი მოქ­ნი­ლო­ბი­სათ­ვის ჩვენ გვსურ­და, ცალ­კე აღე­ბუ­ლი პროგ­რა­მა სრულ­ფა­სოვ­ნად ყო­ფი­ლი­ყო შე­ფა­სე­ბა­დი ერ­თი სტან­დარ­ტით და ეს სწო­რედ პროგ­რა­მუ­ლი სტან­დარ­ტია. პროგ­რა­მულ სტან­დარ­ტ­ში თქვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მი აფა­სებს მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მა­ტე­რი­ა­ლურ ან ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს. ეს გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვი­ყოთ მოქ­ნილ­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ან მო­ნი­ტო­რინ­გის დროს. თუ ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ პროგ­რა­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის გა­მო, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად კარ­გავ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, ახ­ლა პროგ­რა­მე­ბი ცალ-ცალ­კე ფას­დე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მხო­ლოდ იმ პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა პროგ­რა­მულ სტან­დარტს. ეს იძ­ლე­ვა რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ისე ცენ­ტ­რის, რო­გორც ხა­რის­ხის გა­რე შემ­ფა­სებ­ლის, რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

— გა­მო­რიცხავთ, რომ პროგ­რა­მუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

— არა, ამას არ გა­მოვ­რიცხავთ. ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად კარ­გად გა­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბიც მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა არც პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ვე­ზის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს ყო­ველ­თ­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ შე­უ­სა­ბა­მო­ბას. პროგ­რა­მუ­ლი შე­ფა­სე­ბის დროს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას გა­რე შემ­ფა­სე­ბე­ლი თვალს ვერ და­ხუ­ჭავს. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს მას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დას­კ­ვ­ნა­ში გა­ა­კე­თოს ჩა­ნა­წე­რი, თუმ­ცა არც ის იქ­ნე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი, რომ ცალ­კე­უ­ლი პროგ­რა­მის ხარ­ვე­ზის გა­მო, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­მარ­თულ პროგ­რა­მა­ზე ვუთხ­რათ უარი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბის გა­მო, საკ­მა­ოდ დიდ სა­ბი­უ­ჯე­ტო თუ კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ითხოვს.

— ჩვენ ვერ ვი­პო­ვეთ სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის ში­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მას შე­ე­ხე­ბო­და.

— მარ­თა­ლია. ცალ­კე ასე­თი სტან­დარ­ტი არ გვაქვს, რად­გა­ნაც ყვე­ლა სტან­დარ­ტი სწო­რედ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ციკ­ლის პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. რო­დე­საც ჩვენ ცალ­კე გვქონ­და ასე­თი სტან­დარ­ტი, დაწ­ესე­ბუ­ლე­ბებ­მა ფორ­მა­ლუ­რად შექ­მ­ნეს ხა­რის­ხის ში­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, კითხ­ვა­რე­ბი და უამ­რა­ვი რამ, თუმ­ცა მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ მა­ინც ვერ გა­ი­აზ­რა რის­თ­ვის იყო ეს სა­ჭი­რო. ეს არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბას და უსარ­გებ­ლო რუ­ტი­ნად იქ­ცა. ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, რომ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი სტრუქ­ტუ­რუ­ლა­დაც კი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ყო­ვე­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტი თვი­თონ არის აგე­ბუ­ლი ხა­რის­ხის ციკ­ლის (და­გეგ­მე- გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე-შე­ა­ფა­სე-გა­ნა­ვი­თა­რე) პრინ­ცი­პით, ანუ თუ სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა გვაქვს, ე.ი. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც სა­ხე­ზეა. თუნ­დაც პროგ­რა­მუ­ლი სტან­დარ­ტის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი ადილ­ზეა: პროგ­რა­მის და­გეგ­მ­ვა და შე­მუ­შა­ვე­ბა, პროგ­რა­მის რე­სურ­სი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა და პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა შე­ფა­სე­ბა, პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

— ბო­ლოს, იქ­ნებ სრუ­ლი­ად ახალ სტან­დარ­ტ­ზეც გვითხ­რათ: პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და მა­თი მხარ­და­ჭე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

— გა­მარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არის ბიზ­ნე­სის, ინ­დუს­ტ­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა და, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ბიზ­ნე­სის და გა­ნათ­ლე­ბის ზრუნ­ვის სა­გა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამ სის­ტე­მის მი­მართ ბიზ­ნე­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბის — ადა­მი­ა­ნის, სტუ­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სხვა ტი­პის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ტრე­ნინგ-ცენ­ტ­რე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ შრო­მის ბაზ­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის შე­ძე­ნის საქ­მეს. ეს, თა­ვი­სი არ­სით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ციაა, რომ­ლის მი­ზა­ნიც, და­საქ­მე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას­თან ერ­თად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. სწო­რად ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბი: პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო გა­რე­მოს­თან მა­თი ადაპ­ტა­ცია, აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის, პი­როვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის თუ და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ხომ სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მაა. აქ თავს იყ­რის არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და ზრდას­რუ­ლი, თე­ო­რია და უფ­რო მე­ტი პრაქ­ტი­კა, ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი, სას­წავ­ლე­ბე­ლი და სა­წარ­მო, ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კი და საფ­რ­თხე, რაც სა­ს­წავ­ლებ­ლის უკი­დუ­რე­სად და­ცულ და რე­ა­ლურ სა­მუ­შაო ად­გი­ლას არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე მხრივ, სწო­რედ ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ქმნის უაღ­რე­სად დი­ნა­მი­ურ, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცესს. ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბის ფონ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მა­თი მხარ­და­ჭე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცალ­კე სტან­დარ­ტად გა­მო­ტა­ნა ბუ­ნებ­რი­ვია.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი