ნათია ფურცელაძე – 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი

488

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.

 

კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე, კომისიამ 5 საუკეთესო მონაწილე შეარჩია. კომისიის წევრები თითოეული მათგანის გაკვეთილს დაესწრნენ, სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან ჩაატარეს ინტერვიუები, ასევე, შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019 წელს, ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს.

დატოვეთ კომენტარი