მსოფ­ლი­ოს ათი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი

1874

 

21 თე­ბერ­ვალს ცნო­ბი­ლი გახ­და წლე­ვან­დე­ლი „მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტ­თა ვი­ნა­ო­ბა. მსოფ­ლი­ოს ათ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ქარ­თ­ვე­ლი ლა­დო აფხა­ზა­ვა და­სა­ხელ­და.

მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს და­მა­არ­სე­ბე­ლი Varkey-ს ფონ­დი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ერთ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, ჯილ­დოს მფლო­ბელს, პრი­ზად 1 მლნ დო­ლარს გა­დას­ცემს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თ­ვის 2015 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ჯილ­დო უკვე ხუთ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო: პირ­ვე­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ნენ­სი ეტ­ვე­ლი გახ­და აშშ-ს შტატ მე­ნი­დან, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ნო­ვა­ტო­რუ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის; 2016 წელს ჯილ­დო ჰა­ნან ალ ჰრუბს გა­და­ე­ცა, მას­წავ­ლე­ბელს პა­ლეს­ტი­ნი­დან, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო და ახ­ლა, სწავ­ლე­ბი­სას, მი­სი ლო­ზუნ­გია — „არა ძა­ლა­დო­ბას“; 2017 წელს ჯილ­დო კა­ნა­დელ მას­წავ­ლე­ბელს, მე­გი მაკ­დო­ნელს გა­და­ე­ცა, 2018 წელს კი — ან­დ­რია ზა­ფი­რა­კუსს, მას­წავ­ლე­ბელს დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან, რო­მე­ლიც ბრენ­ტის სკო­ლა­ში ას­წავ­ლის მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­დან.

ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის გა­ვიც­ნობ ლა­დო აფხა­ზა­ვას და მო­ვის­მენ მი­სი სწავ­ლე­ბის სტი­ლის შე­სა­ხებ, — გა­ნაცხა­და „გლო­ბალ თი­ჩერ ფრა­ი­ზის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, „ვარ­კე­ის ფონ­დის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ვი­კას პო­ტამ.

მი­სი თქმით, ლა­დო აფხა­ზა­ვას გა­მარ­ჯ­ვე­ბის დი­დი შან­სი აქვს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა.

„ალ­ბათ ნა­ნა­ხი გაქვთ ლა­დოს ვი­დეო. პი­რა­დად მე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ ამ ადა­მი­ან­ში. ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის გა­ვიც­ნობ და მო­ვის­მენ მის­გან მი­სი სწავ­ლე­ბის სტი­ლის შე­სა­ხებ, რო­დის გა­მი­ზი­ა­რებს შე­ხე­დუ­ლე­ბებს გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს შე­ე­ჭი­და — დე­მოკ­რა­ტია, ბავ­შ­ვ­თა შრო­მა, უცხო ენის წიგ­ნე­ბი. ჩე­მი აზ­რით, ლა­დო არის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მას მო­გე­ბის ძა­ლი­ან დი­დი შან­სი აქვს. ის ათე­ულ­შია. ჩე­მი აზ­რით, თუ­კი მო­ი­გებს, ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა“, — გა­ნაცხა­და ვი­კას პო­ტამ.

წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლებ­ამ­დე კი გა­ე­ცა­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას წლე­ვან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა მიღ­წე­ვე­ბის­თ­ვის აირ­ჩია გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს ჟი­უ­რომ ისი­ნი და ვინ არი­ან მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წე­ვენ ქარ­თ­ველ ლა­დო აფხა­ზა­ვას.

ენ­დ­რიუ მო­ფა­ტი

პარ­კ­ფილ­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი

სკო­ლა, ბირ­მინ­გე­მი,

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო

 

ენ­დ­რიუ ას­წავ­ლის პარ­კ­ფილ­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სკო­ლა­ში, ბირ­მინ­გე­მის ერთ-ერთ ღა­რი­ბულ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი. ყო­ვე­ლი 10 მოს­წავ­ლი­დან 9-ის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი არამ­შობ­ლი­უ­რი ენაა.

ენ­დ­რი­უს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა „No Outsiders“ მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ე­ბის სუ­ლი­ერ, მო­რა­ლურ, სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას. ის ასე­ვე აწყობს ვორ­ქ­შო­ფებს მშობ­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით. მი­სი პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს არა­ერთ ქა­ლაქ­ში და­იწყეს. თა­ვის პროგ­რა­მას იგი, ასე­ვე, იყე­ნებს რა­დი­კა­ლიზ­მ­თან ბრძო­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად.

ენ­დ­რიუ სკო­ლის შემ­დეგ ჩარ­თუ­ლია „პარ­კ­ფილ­დის ელ­ჩე­ბის კლუბ­ში“, სა­დაც მი­სი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა 99% ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რია, აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეხ­ვ­დ­ნენ და გა­ეც­ნონ სხვა რე­ლი­გი­ის, რა­სი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ბავ­შ­ვებს.

2016 წელს პარ­კ­ფილ­დის სკო­ლა და­ჯილ­დოვ­და Ofsted-ის მი­ერ და აღი­ნიშ­ნა, რომ ამ სკო­ლა­ში ზე­ი­მობს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რა­შიც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ენ­დ­რი­უს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას. 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში ენ­დ­რიუ და­ჯილ­დოვ­და ინ­გ­ლი­სის დე­დოფ­ლის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი MBE-ის ჯილ­დო­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ნას­წო­რო­ბისა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის.

„მას­წავ­ლებ­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სიაა, ვი­ნა­ი­დან მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყო ბავ­შ­ვე­ბის გა­რე­მო­ში და ბევ­რი ვის­წავ­ლო მათ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს, რო­ცა მათ ვაკ­ვირ­დე­ბი, სწავ­ლის და­საწყის­ში — 4 წლის ასაკ­ში და შემ­დეგ —11 წლის ასაკ­ში. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, რომ მა­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის ნა­წი­ლი ვარ“.

დე­ი­ზი მერ­ტენს

ჰელ­მონ­დი, ნი­დერ­ლან­დე­ბი

2016 წლის ნი­დერ­ლან­დე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. დე­ი­ზი წარ­მო­შო­ბით ნი­დერ­ლან­დე­ბის ერ­თი პა­ტა­რა სოფ­ლი­დან, სამ­ხ­რეთ ნა­წი­ლი­და­ნაა. მხო­ლოდ ერ­თ­მა მშო­ბელ­მა გა­ზარ­და და ამი­ტომ მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო ბევ­რი სირ­თუ­ლე, მაგ­რამ სკო­ლა­ში თავს ყო­ველ­თ­ვის და­ცუ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე, ირ­წ­მუ­ნა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც შემ­დეგ და­ეხ­მა­რა გა­ნე­საზღ­ვ­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა: „რო­ცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევრს შთა­მა­გო­ნებ­დ­ნენ, მაძ­ლევ­დ­ნენ მო­ტი­ვა­ცი­ას, რის გა­მოც მსი­ა­მოვ­ნებ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. იგი­ვე მინ­და მივ­ცე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს“.

რო­გორც კი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და, არ­ჩე­ვა­ნი ღა­რიბ და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სკო­ლა­ზე გა­ა­კე­თა. ის ამ­ჟა­მად დიდ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც 30-ზე მე­ტი   ეროვ­ნე­ბის 440 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

დე­ი­ზის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი ეფუძ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბის თა­ნა­ბარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მის და­გეგ­მ­ვა­ში. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია და რეფ­ლექ­სი­უ­რად ჩა­მოა­ყა­ლი­ბონ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, პი­როვ­ნუ­ლი ზრდის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის გზით მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, კვლე­ვით პრო­ექ­ტებს ან­ხორ­ცი­ე­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე, მა­გა­ლი­თად, მდგრა­დი გა­სარ­თო­ბი პარ­კის შექ­მ­ნა; კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტებ­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. რო­დე­საც მათ სთხო­ვა, შე­ექ­მ­ნათ ერ­თი სახ­ლი, რო­მე­ლიც ექვს ძი­რი­თად მსოფ­ლიო რე­ლი­გი­ის მლოც­ვე­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ უმე­ტე­სო­ბას შიგ­ნი­დან ნა­ნა­ხიც არ ჰქონ­და ეკ­ლე­სია. ამი­ტომ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ ად­გი­ლობ­რივ პას­ტორს სწვე­ოდ­ნენ, რა­თა ბავ­შ­ვებს მის­გან მო­ეს­მი­ნათ პა­სუ­ხე­ბი სა­სურ­ველ კითხ­ვებ­ზე.

მას შემ­დე, რაც დე­ი­ზიმ წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა, სხვა მას­წავ­ლებ­ლებს უტა­რებ­და ტრე­ნინ­გებს, კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს და ას­წავ­ლი­და   National Teacher Congress (მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­გ­რე­სი). ასე­ვე ის გახ­და გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სწავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის რე­ცი­პი­ენ­ტი.

მი­სი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­დ­ნენ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი, ას­წავ­ლის თუ რო­გორ უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბე­ბად და რო­გორ გახ­დ­ნენ იმა­ზე კარ­გე­ბი, ვიდ­რე არი­ან.

ერთ-ერთ ტრე­ნინ­გ­ზე დე­ნიზს ჰკითხეს, რა არის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი მი­სი სწავ­ლე­ბის მე­თოდ­ში? მან უპა­სუ­ხა, რომ მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ეხ­მა­როს ბავ­შ­ვებს, გახ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ში და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და ჰქონ­დეთ ერ­თ­მა­ნე­თის ნდო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

„მე მომ­წონს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ამით მეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვე­სა­უბ­რო ბავ­შ­ვებს და და­ვეხ­მა­რო მათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში, თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვცდი­ლობ და­ვარ­წ­მუ­ნო ისი­ნი, რომ მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, უფ­რო შორს წა­ვიდ­ნენ და მი­აღ­წი­ონ ახალ მწვერ­ვა­ლებს, უფ­რო მაღ­ლა იფ­რი­ნონ“.

დე­ბო­რა გა­რო­ფა­ლო

EMEF Almirante Ary Parreiras

ბრა­ზი­ლია, სან პა­უ­ლო

თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც დე­ბო­რამ სან პა­უ­ლოს სკო­ლა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა, ბავ­შ­ვებს არ ჰქონ­დათ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი იმის­თ­ვის, რომ სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღოთ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რად­გან სკო­ლას ამის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი არ ჰქონ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ გა­რე­მო­ში, სა­დაც იყო ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, ძა­ლა­დო­ბა და სი­ღა­რი­ბე. სან პა­უ­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე რე­ა­ლო­ბა გახ­და დე­ბო­რას­თ­ვის ინ­ს­პი­რა­ცია, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ფო­ტო­ფირ­ზე აღე­ბეჭ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­რი­ტო­რი­ის პრობ­ლე­მე­ბი — ნაგ­ვით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო. დე­ბო­რამ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მიზ­ნად და­ი­სა­ხა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და მო­ი­ფიქ­რა პრო­ექ­ტი — Junk Robotics, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და მათ მი­ერ ნაგ­ვის შეგ­რო­ვე­ბას და ბოთ­ლე­ბის, თუ­ნუ­ქის ქი­ლე­ბის, სხვა მსგავ­სი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად   რო­ბო­ტე­ბის შექ­მ­ნას. დე­ბო­რამ ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტი გახ­ს­ნა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა   გა­ა­ფარ­თო­ვა.

„რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი იდეა, მითხ­რეს, რომ რო­ბო­ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა მხო­ლოდ კერ­ძო სკო­ლებ­ში ხდე­ბო­და და ამის­თ­ვის ისი­ნი საკ­მა­რი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ. — ამ­ბობს დე­ბო­რა, — ჩვენ არ ვართ საკ­მა­რი­სად ჭკვი­ა­ნე­ბი, რომ შე­ვის­წავ­ლოთ რო­ბო­ტექ­ნი­კა — ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია, რო­ცა ამას ის­მენ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, რომ­ლებ­საც არ სჯე­რათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის“. მან მოს­წავ­ლე­ებს თან­და­თან გა­აც­ნო ელექ­ტ­რო­ნი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი და გა­და­ვი­და რთუ­ლი რო­ბო­ტე­ბი­სა და მიკ­როს­ქე­მე­ბის შექ­მ­ნა­ზე. 2 ათას­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თო პრო­ექ­ტ­ში და 700 კი­ლოგ­რა­მი ნა­გ­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მ­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ნივ­თე­ბი — რო­ბო­ტე­ბის, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის, ნა­ვე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი. პრო­ექ­ტის გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლე­ებ­ზე დი­დი იყო. მათ ცოდ­ნა გა­იღ­რ­მა­ვეს ელექ­ტ­რო­ნი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში, ასე­ვე, მი­ეჩ­ვივ­ნენ ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას, და­იწყეს გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ზრუნ­ვა. სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბით პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის ხა­რის­ხი 4,2-დან 5,2-მდე გა­ი­ზარ­და, მი­ნი­მუმ 28 კი სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვას გა­და­ურ­ჩა.

სან პა­უ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა სკო­ლებ­მაც და­იწყეს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მათ შო­რის პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და რო­ბო­ტე­ბის სწავ­ლე­ბის ჩათ­ვ­ლით.

„მას­წ­ვ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ეს არის ერთ-ერ­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ღი­რე­ბუ­ლი რამ, რაც გაგ­ვაჩ­ნია. მე მიყ­ვარს სწავ­ლე­ბა, რად­გან მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ვეხ­მა­რო მოს­წავ­ლე­ებს, მსოფ­ლიო უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლონ, რის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბაა, რა­საც მე მათ ვაძ­ლევ“.

ჰი­დე­კა­ზუ შო­ტო

იაპო­ნია, კი­ო­ტო

ინ­გ­ლი­სუ­რის მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სწავ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. ბავ­შ­ვებს თა­მა­ში აკავ­ში­რებს გა­რე სამ­ყა­როს­თან, ჰიდეკაზუს მე­თო­დით ისეთ უნარ-ჩვე­ვებს ეუფ­ლე­ბი­ან, რო­გო­რი­ცაა კო­მუ­ნი­კა­ცია, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა.

მი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით მოს­წავ­ლე­ე­ბი, საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლის გა­რე­შე, სრულ­ყო­ფი­ლად ეუფ­ლე­ბი­ან ინ­გ­ლი­სურ ენას. სწავ­ლე­ბი­სას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს Skype-სა და Minecraft-ს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან. და­ახ­ლო­ე­ბით 10-ზე მე­ტი ქვეყ­ნი­დან ხდე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ აქ­ტი­ვო­ბის წყა­ლო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ, იძე­ნენ უნა­რებს, გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, წარ­მო­სახ­ვი­სა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებს. ჰი­დე­კა­ზუ თუ მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს მო­ი­პო­ვებს, აპი­რებს შექ­მ­ნას ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც იაპო­ნი­ა­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა უცხო­ეთ­ში ინ­ფორ­მა­ციის გაც­ვ­ლაში. ასე­ვე, გეგ­მავს შექ­მ­ნას სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სოფ­ლის სკო­ლებს ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭუ­რავს.

„მე მომ­წონს ჩე­მი პრო­ფე­სია, რად­გან მიყ­ვარს მოს­წავ­ლე­ე­ბი. ისი­ნი ხან­და­ხან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, ხში­რად სკო­ლა­ში თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბით მო­დი­ან, მაგ­რამ მათ ამ პრობ­ლე­მას ვა­ვიწყებთ და შე­უძ­ლი­ათ, სა­კუ­თარ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ხში­რად გა­ი­ღი­მონ. ვა­მა­ყობ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ“.

მარ­ტინ სალ­ვე­ტი

მე-5 ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა,

ბუ­ე­ნოს აირე­სი, არ­გენ­ტი­ნა

მარ­ტინ სალ­ვე­ტი არა­სო­დეს გეგ­მავ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც და­იწყო პე­და­გო­გო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც მოს­წონს. მას შე­ეძ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბის გრძნო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ხვდე­ბო­და, რო­გორ შე­ეძ­ლო დახ­მა­რე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

თავ­და­პირ­ვე­ლად მან სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი და­ა­ფუძ­ნა, რო­მელ­შიც სტუ­დენ­ტე­ბი და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად სწავ­ლობ­დ­ნენ, რო­ცა აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი რა­ღაც საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სწო­რედ ეს გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი მი­სი შემ­დ­გო­მი სწავ­ლე­ბის­თ­ვის.

სალ­ვე­ტის სწავ­ლის მე­თო­დის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მი­სი მიღ­წე­ვე­ბით, სკო­ლა ჩა­ერ­თო ხე­ლოვ­ნე­ბის პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო ჯგუ­ფის მი­ერ. ამ გზით მათ მო­ი­პო­ვეს და­ფი­ნან­სე­ბა რა­დიო, კი­ნოპრო­ექ­ტის­თ­ვის და ბენ­დის­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სირ­თუ­ლი­სა, რა­დი­ოპ­რო­ექ­ტით, 2007 წელს, სალ­ვეტ­მა და მის­მა სტუ­დენ­ტებ­მა ეროვ­ნუ­ლი შე­ჯიბ­რი მო­ი­გეს და მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ე­ძი­ნათ სა­მა­უწყებ­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. პირ­ვე­ლი ეთე­რი 2008 წელს ჰქონ­დათ.

ამის შემ­დეგ რა­დი­ო­მა­უწყებ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და — ახ­ლა კვი­რა­ში შვი­დი დღე, 24 სა­ა­თი მა­უწყებ­ლობს. სალ­ვე­ტის სკო­ლას სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი­დან სტუმ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. მა­უწყებ­ლო­ბის თე­მე­ბი არ­ჩე­უ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ და მო­ი­ცავს, მა­გა­ლი­თად, საგ­ზაო უსაფ­რ­თო­ე­ბას, სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას და ბუ­ლინგს.

ეს რა­დი­ო­სად­გუ­რი არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს. სტუ­დენ­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მებს, სა­უბ­რო­ბენ რე­ლი­გი­ებ­ზე, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე, იმაღ­ლე­ბენ ცნო­ბი­ე­რე­ბას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის, ასე­ვე წყლის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ.

აქ გა­ერ­თი­ან­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი და შე­იქ­მ­ნა პრო­ექ­ტი „ერ­თი მან­ქა­ნა ერ­თი ცხე­ნის­თ­ვის“. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბი­სა და მან­ქა­ნე­ბის შე­კე­თე­ბა­ზე და ცვლი­ან მათ ცხე­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მძი­მე შრო­მის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან რომ­ლე­ბიც სას­ტიკ მოპყ­რო­ბას გა­ნიც­დი­ან.

სალ­ვე­ტი სწავ­ლე­ბას გლო­ბა­ლურ სა­კითხებს უკავ­ში­რებს, ამი­ტო­მაც მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ფარ­თო ცოდ­ნას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს და აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ისი­ნი თა­ვად არი­ან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვის კან­დი­და­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, ინ­ს­პი­რა­ცია მან­ქა­ნე­ბის შე­სა­კე­თე­ბელ სა­ხე­ლოს­ნო­ში, რა­დი­ო­სად­გურ­ში, მუ­სი­კა­ში ან თე­ატ­რ­ში იპო­ვეს.

„მე მიყ­ვარს სწავ­ლე­ბა, რად­გან აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს არის ის, რაც ვი­ცი რო­გორ უნ­და ვა­კე­თო და ამი­ტო­მაც მსი­ა­მოვ­ნებს ამის კე­თე­ბა. სწავ­ლე­ბა მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვი­ყო ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლი. ეს არის ის, რაც მიყ­ვარს ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში.“

მე­ლი­სა სალ­გუ­ე­რო

ჯო­ზეფ რ. დრე­ი­კის 48-ე სა­ჯა­რო სკო­ლა, ბრონ­ქ­სი, აშშ

მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი მე­ხუ­თე კლას­ში გა­უჩ­ნ­და. ის ებ­რ­ძო­და და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც დის­ლექ­სი­ის შე­დე­გი იყო. მან თა­ვი­სი მას­წავ­ლებ­ლის­გან იგ­რ­ძ­ნო უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა — რო­გორც მენ­ტო­რი, ეხ­მა­რე­ბო­და ქუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში.

ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, მე­ლი­სას მუ­სი­კა მი­უძღ­ვე­ბო­და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. რო­დე­საც ის ბენდს შე­უ­ერ­თ­და, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე, ძა­ლი­ან რთუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნა და სურ­და მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა, მა­ლე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რაც უფ­რო მეტს აკე­თებ, უფ­რო უკეთ გა­მოგ­დის და მა­ლე ბენ­დის ლი­დე­რი გახ­და. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ ას­წავ­ლა, რომ არა­სო­დეს არ უნ­და და­ნებ­დე, უნ­და ეცა­დო მსოფ­ლიო საცხოვ­რებ­ლად უკე­თე­სი გა­ხა­დო და და­ეხ­მა­რო სხვებს.

რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და, მიზ­ნად და­ი­სა­ხა ამ­გ­ვა­რად დახ­მა­რე­ბო­და მოს­წავ­ლე­ებს. მე­ლი­სამ სწავ­ლე­ბა ჯო­ზეფ რ. დრე­ი­კის 48-ე სა­ჯა­რო დაწყე­ბით სკო­ლა­ში და­იწყო. სკო­ლას, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ჰქონ­და მუ­სი­კის პროგ­რა­მა, არ იყო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და სხვა ინ­ვენ­ტა­რი. ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კის მქო­ნე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სკო­ლის ბავ­შ­ვე­ბის 59% სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და. მე­ლი­სამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში და მი­ი­ღო საკ­მა­რი­სი თან­ხა ინ­ს­ტრუ­მენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ შე­ექ­მ­ნა სკო­ლის პირ­ვე­ლი ბენ­დის პროგ­რა­მა, რაც უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა იყო.

2013 წელს მე­ლი­სა სალგუერო Big Apple Awards & Lincoln Center Arts Teacher-ის წლის მას­წავ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და.

2014 წლის გა­ზაფხულ­ზე, და­ი­კარ­გა 30,000$ ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა (ნა­წი­ლი მო­ი­პა­რეს, ნა­წი­ლი და­ა­ზი­ა­ნეს). მე­ლი­სამ იგ­რ­ძ­ნო, რომ მას უნ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მხნე­ო­ბის მა­გა­ლი­თი. მათ და­წე­რეს სიმ­ღე­რა, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა და გა­აძ­ლი­ე­რა ისი­ნი. შექ­მ­ნეს მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დეორგოლი და სხვებს გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი ამ­ბა­ვი.

ვი­დე­ორ­გოლს დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა, ამე­რი­კე­ლი ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის, ელენ დე­ჯე­ნე­რე­სის ყუ­რადღე­ბაც მი­იქ­ცია. მან მე­ლი­სა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, თა­ვის ცნო­ბილ შო­უ­ში — The Ellen DeGeneres Show მი­იწ­ვია და სა­ჩუქ­რად ახა­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და 50,000 დო­ლა­რი გა­დას­ცა! 4 წლის შემ­დეგ მე­ლი­სამ მო­ი­გო 2018 წლის GRAMMY Music Educator Award მუ­სი­კის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის. შე­ირ­ჩა სა­მი ათა­სი ნო­მი­ნან­ტის­გან.

„ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს სწავ­ლე­ბა­ში, ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბის ზრდის და­ნახ­ვაა. მიყ­ვარს მა­თი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ შეძ­ლეს ის, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ეგო­ნათ. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გვას­წავ­ლის, რომ სწორ ჩა­ნა­წე­რებ­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შევ­ქ­მ­ნათ რა­ღაც ახა­ლი და გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი. ეს გვა­კავ­ში­რებს ერ­თ­მა­ნეთ­თან.“

პი­ტერ ტა­ბი­ჩი

კე­რი­კოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, კე­ნია, ნა­კუ­რუ

პი­ტერ ტა­ბი­ჩი მა­თე­მა­ტი­კის და ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია კე­რი­კოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბის 95 პრო­ცენ­ტი ძა­ლი­ან ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა. მა­თი მე­სა­მე­დი ობო­ლია ან მხო­ლოდ ერ­თი მშო­ბე­ლი ჰყავს. ამ რე­გი­ონ­ში ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს წარ­მო­ად­გენს გვალ­ვა, შიმ­ში­ლო­ბა, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ორ­სუ­ლო­ბა თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა, სუ­ი­ცი­დი და მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვა. პი­ტე­რი შე­მო­სავ­ლის 80% -ით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბა.

სკო­ლის პი­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლია. აქვთ მხო­ლოდ ერ­თი კომ­პი­უ­ტე­რი და ნე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი. 58 მოს­წავ­ლე­ზე მხო­ლოდ ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დის. მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლამ­დე 7 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა უწევთ, გზა კი წვი­მა­ში გა­უ­ვა­ლი ხდე­ბა. პი­ტერ­მა შექ­მ­ნა სკო­ლის სა­მეც­ნი­ე­რო კლუ­ბი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კე­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ბაზ­რო­ბა­ზე პი­ტე­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­რად­გი­ნეს მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სმე­ნა და მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ გა­ზო­მონ საგ­ნე­ბი. პი­ტე­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა ქი­მი­კოს­თა სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯილ­დო მი­ი­ღეს მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ი­ყე­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვი მცე­ნა­რე ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად. ამ­ჟა­მად პი­ტე­რის სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კოს­თა გუნ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი გა­მო­ფე­ნის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც წელს, არი­ზო­ნა­ში, აშშ-ში გა­ი­მარ­თე­ბა.

პი­ტერ­მა და მის­მა ოთხ­მა კო­ლე­გამ, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბითი სა­ა­თე­ბი შა­ბათ-კვი­რას გა­მოყ­ვეს იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სწავ­ლა უჭირ­დათ. პი­ტე­რი ხში­რად სტუმ­რობს თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის ოჯა­ხებს, რად­გან სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხოს ის პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან.

„რო­ცა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის, უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ზრდას ვხე­დავ, ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რო­დე­საც მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­დუქ­ტი­უ­ლებს, სტა­ბი­ლუ­რებს და კრე­ა­ტი­უ­ლებს ვხე­დავ, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ჩე­მი წვლი­ლი მა­თი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.“

სვა­რუპ რა­ვა­ლი

ლა­ვა­დის დაწყე­ბი­თი სკო­ლა, გუ­ჯა­რა­თის და სხვა სკო­ლე­ბი,

ინ­დო­ე­თი

სვა­რუ­პი არა­სო­დეს აპი­რებ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც დე­და გახ­და და სწავ­ლას და­უბ­რუნ­და 37 წლის ასაკ­ში, გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ ჰქონ­და რა­ღაც უნი­კა­ლუ­რი, რი­სი შე­თა­ვა­ზე­ბაც სხვე­ბის­თ­ვის შე­ეძ­ლო. მიხ­ვ­და, რომ სწავ­ლე­ბის ზო­გი­ერთ მე­თოდს შე­უძ­ლია ბავ­შ­ვებს სტრე­სი შე­უქ­მ­ნას. ამი­ტომ მიზ­ნად და­ი­სა­ხა ორი რამ: დახ­მა­რე­ბო­და ბავ­შ­ვებს გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ უფ­რო მოქ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და შე­მო­ე­ღო ახა­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, რაც მოს­წავ­ლე­ებს და მათ მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბო­და, ჰქო­ნო­დათ პი­როვ­ნუ­ლი ღი­რსე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ ეს გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, გა­ი­ა­რა დოქ­ტო­რან­ტუ­რა, იკ­ვ­ლევ­და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კითხს მენ­ტა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბას და ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს.

სვა­რუ­პი მიყ­ვე­ბა სწავ­ლე­ბის ეკ­ლექ­ტი­კურ მე­თოდს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მიწ­ვ­დეს ბავ­შ­ვებს ქუ­ჩებ­ში, სოფ­ლის თე­მებ­ში, მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს, ეკო­ნო­მი­კუ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველებს და ასე­ვე ბავ­შ­ვებს ელი­ტუ­რი სკო­ლე­ბი­დან. თი­თო­ე­ულ ჯგუფს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. ის იყე­ნებს ჯგუ­ფურ დის­კუ­სი­ებს, დე­ბა­ტებს, თა­მა­შებს, სიმ­ღე­რებს, ხატ­ვას სწავ­ლე­ბის­თ­ვის, იბ­რ­ძ­ვის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

2016 წელს ის და­ჯილ­დოვ­და წლის Most Committed Person-ის წო­დე­ბით Early Childhood Association-ის მი­ერ. მან ასე­ვე მი­ი­ღო Global Teacher Prize-ის ჯილ­დო.

„ჩემთვის სწავ­ლე­ბა არის დუმილზე უარის თქმა. გა­ნათ­ლე­ბა არის ჩე­მი გზა, რომ გავ­ხა­დო ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი. მე სრულ­ვ­ყოფ ჩემს პრაქ­ტი­კას. ასე რომ, შე­მიძ­ლია გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო სწავ­ლა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მე აღმოვაჩინე სწავ­ლე­ბის ახა­ლი გზე­ბი და შე­მიძ­ლია ვას­წავ­ლო მათ, რო­გორ ის­წავ­ლონ უკე­თე­სად; ინო­ვა­ცი­უ­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა, ეფექ­ტუ­რი გან­რი­გი, ღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვა უფ­რო უსაფ­რ­თხო და მშვე­ნი­ე­რი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის.“

ლა­დო აფხა­ზა­ვა

გუ­რია, ჩი­ბა­თიის საჯარო სკოლა

სა­ქარ­თ­ვე­ლო

„ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და ზოგ­ჯერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის უნ­და იბ­რ­ძო­ლონ კი­დეც“.

ლა­დო აფხა­ზა­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლი­ან ღა­რიბ რე­გი­ონ­ში ას­წავ­ლის, სა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია, რის გა­მოც ბევ­რი მოს­წავ­ლის მშობ­ლე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში სა­მუ­შა­ოდ არი­ან წა­სუ­ლი, რა­თა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნონ ოჯა­ხებს. მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა და-ძმებ­თან ან ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან ერ­თად ისე ცხოვ­რობს, რომ მშობ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავთ. ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხან­და­ხან, ბევ­რი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში დი­ლის სა­უზ­მის გა­რე­შე მო­დის, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სკო­ლა­ში სას­წ­რა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბაც უწევთ, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი შიმ­ში­ლის გა­მო ცუ­დად ხდე­ბი­ან. ბევ­რი თავს ანე­ბებს სწავ­ლას და სა­მუ­შა­ოდ საზღ­ვარ­გა­რეთ მი­დის.

რე­გი­ონ­ში ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა­ცაა, მათ შო­რის ბავ­შ­ვ­თა შრო­მა. ლა­დომ მიზ­ნად და­ი­სა­ხა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნია, თუმ­ცა, აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის წინ წა­მო­წე­ვით, სხვა­დას­ხ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩარ­თ­ვით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. 2017 წელს ლა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დოს ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და.

„ჩვე­ნი სკო­ლა ერთ-ერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია სო­ფელ­ში. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­ნო­ბაა, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან უყ­ვართ აქ მოს­ვ­ლა. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ბავ­შ­ვებ­მა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ი­ვიწყონ, ეს არის მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ ვიწყებ ჩემს გაკ­ვე­თი­ლებს ასე მხი­ა­რუ­ლად. სკო­ლა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, მაგ­რამ პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა სწავ­ლე­ბამ, ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას. სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი, მოს­წავ­ლე­ე­ბის თვით­გა­მო­ხატ­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის“ გზით. ჩვენ გა­ვაძ­ლი­ე­რეთ მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს. რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­დაწყ­ვე­ტენ ახა­ლი წე­სის ან ქცე­ვის ნორ­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ვალ­დე­ბუ­ლია ეს აღას­რუ­ლოს. თუ­კი ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ხდე­ბა, ის ზრუ­ნავს არა მ­ხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე, არა­მედ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, სკო­ლა­სა და მთელ სო­ფელ­ზე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­დე­საც ჩემს მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მო­მავ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში ვხე­დავ, რა­თა მათ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თი სხვებ­საც მის­ცენ.“

თუ ლა­დო გლო­ბა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრი­ზით და­ჯილ­დოვ­დე­ბა, ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში იმ სკო­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, რო­მლებ­საც არ შე­უძ­ლიათ შე­ი­ძი­ნონ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ან უცხო­ე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი. ამ ფუ­ლით ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა ღა­რიბ სტუ­დენ­ტებს. გარ­და ამი­სა, ლა­დოს რა­ი­ონ­ში არ არ­სე­ბობს სკო­ლე­ბი კა­ფე­ტე­რი­ით, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა­ზე. შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბით, ეს სა­კითხი შე­იძ­ლე­ბა გა­დაწყ­დეს. სა­ბო­ლო­ოდ, ლა­დო თა­ვი­სი რე­გი­ო­ნის 26 სკო­ლას სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„მე მიყ­ვარს სწავ­ლე­ბა — ის მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გავ­ლე­ნა მო­ვახ­დი­ნო და უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა. მე ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, სა­ხა­ლი­სო და სა­მახ­სოვ­რო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ის მეხ­მა­რე­ბა გავ­ხ­ს­ნა მრა­ვალ­სა­კე­ტი­ა­ნი კა­რი.“

იასო­დაი სელ­ვა­კუ­მა­რა­ნი

Rooty Hill High School,

ახა­ლი სამ­ხ­რეთ უელ­სი,

ავ­ს­ტ­რა­ლია

 

იასო­დაი სელ­ვა­კუ­მა­რა­ნი ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ლი­დე­რი. დღე­ი­სათ­ვის იასო­დაი და­სავ­ლეთ სიდ­ნე­ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში Rooty Hill High School-ში ას­წავ­ლის. ეს არის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა კულ­ტუ­რუ­ლი და ენობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხში­რად იბ­რ­ძ­ვის სტე­რე­ო­ტი­პე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, თით­ქოს ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს არ შე­უძ­ლი­ათ დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ონ. იასო­და­ის მეშ­ვე­ო­ბით სკო­ლამ მა­ღალ შე­დე­გებს მი­აღ­წია, მა­ნამ­დე მას სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და. მხო­ლოდ რვაწ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან პირ­და­პი­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა­ზე, მო­ი­გო 2014 წლის Australian Council of Educational Leadership Mary Armstrong Award-ის ჯილ­დო, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­და გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ლი­დე­რის­თ­ვის. მან ასე­ვე მო­ი­პო­ვა Australian Teaching Fellowship 2018 წელს.

Rooty Hill High School, 2016 და 2017 წლებში, და­სა­ხელ­და ავ­ს­ტ­რა­ლი­ის 40 ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­ურ სკო­ლას შო­რის, ხო­ლო 2017 წელს იასო­დაი და­სა­ხელ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 35 წლამ­დე ასა­კის ავ­ს­ტ­რა­ლი­ის 30 ამო­მა­ვალ ვარ­ს­კ­ვ­ლავს შო­რის The Educator Australia magazine-ის მი­ერ.

„მე მიყ­ვარს, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. პრი­ვი­ლე­გიაა იმუ­შაო ამ პრო­ფე­სი­ა­ში, რად­გან ეს გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნა­ვი­თა­რო ინ­დი­ვი­დე­ბი, ჯგუ­ფე­ბი და შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც.“

 

მოამზადეს: მა­რი­ამ მხე­ი­ძემ, მა­თე ჯო­ხა­ძემ

დატოვეთ კომენტარი