მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული მოდელი

296
გა­სუ­ლი სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რი­დან ქვეყ­ნის სა­მოც­და­ხუ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის I-IV კლა­სებ­ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ და­ი­ნერ­გა. მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რ­ში პრო­ექ­ტ­ში კი­დევ 100 სა­ჯა­რო სკო­ლა ჩა­ერ­თო. და­გეგ­მი­ლია, რომ 2024 წლამ­დე, პრო­ექ­ტ­მა ქვეყ­ნის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა მო­იც­ვას. მო­დე­ლი იან­ვ­რი­დან სა­მოც­და­ხუთ­ი­ვე სკო­ლის V-X კლა­სებ­შიც და­ი­ნერ­გე­ბა.

 

ნუგ­ზარ მი­რო­ტა­ძე

ჭი­ა­თუ­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი:

ქა­ლაქ ჭი­ა­თუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 43 სა­ჯა­რო და ერთი კერ­ძო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ყვე­ლა სკო­ლამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა შრო­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ინ­ს­პექ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა და სრუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და ახალ გა­მოწ­ვე­ვებს. ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უსაფ­რ­თხოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ნა­წი­ლია. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნ­და ახა­ლი რგო­ლი — მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებს, სკო­ლის ბა­ზა­ზე, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას — სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა, სკო­ლის მარ­თ­ვის ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა.

ჩვენ­მა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა ხე­ლი შე­უწყო ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას აღ­ნიშ­ნულ მო­დელ­ში ჩარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის ქო­უ­ჩე­ბი ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­დ­ნენ და უწევ­დ­ნენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პე­და­გო­გებს (მა­თი სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში). ატა­რებ­დ­ნენ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ კურსს, ამუ­შა­ვებ­დ­ნენ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც დი­დი რო­ლი სწო­რედ პან­დე­მი­ის დროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ას­რუ­ლეს. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ სკო­ლას იაზ­რებს, რო­გორც ერთ მთლი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­დაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, პე­და­გო­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი ერ­თი გუნ­დის წევ­რე­ბად აღიქ­ვა­მენ თავს და ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. მას­წავ­ლებ­ლებ­მა და სკო­ლამ უნ­და შეძ­ლონ მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მათ მოთხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ისე­თი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გზა.

გო­ჩა შუ­ბი­თი­ძე

სსიპ ქა­ლაქ ჭი­ა­თუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ჩვე­ნი სკო­ლა, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ჩარ­თუ­ლია „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტ­ში. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს პრო­ექ­ტი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მოს­წავ­ლე­ებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც დი­დი რო­ლი სწო­რედ შეზღუდ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ას­რუ­ლეს. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შეზღუ­დულ დრო­ში (ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი) და დის­ტან­ცი­უ­რად, მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ დროს, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სწო­რედ მოს­წავ­ლე­ზეა, მას ეძ­ლე­ვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სწავ­ლობს ნას­წავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას. სწო­რედ ეს მიგ­ვაჩ­ნია ამ პრო­ექ­ტის მთა­ვარ დამ­სა­ხუ­რე­ბად.

ცი­რა ბრეგ­ვა­ძე

ჭი­ა­თუ­რის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნ­და ახა­ლი რგო­ლი — მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სკო­ლის ბა­ზა­ზე პე­და­გო­გებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას — სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა, სკო­ლის მარ­თ­ვის ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს სკო­ლებ­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვას. მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბით სკო­ლა ქმნის სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას (კუ­რი­კუ­ლუმს) I-IV კლა­სე­ბის ყვე­ლა საგ­ნის­თ­ვის. პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ამ გეგ­მის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს კუ­რი­კუ­ლუ­მის ექ­ს­პერ­ტი წარ­მარ­თავს. გა­სულ სას­წავ­ლო წელს ჩვე­ნი სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გებ­ში, ამ აქ­ტი­ვო­ბამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ამ­ზა­და იმი­სათ­ვის, რომ პრო­ექ­ტის და­ნერ­გ­ვას აქ­ტი­უ­რად შე­უწყონ ხე­ლი. პე­და­გო­გე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლასთან და აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო გეგ­მე­ბი­სა და მატ­რი­ცე­ბის შედ­გე­ნა­ში.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მი­ხედ­ვით, სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლემ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ი­აზ­როს ესა თუ ის ცნე­ბა, შე­უქ­მ­ნას მას არა ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა ამა თუ იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ და­ეხ­მა­როს ში­ნა­არ­სის სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა, და­უთ­მოს ერ­თი ცნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას იმ­დე­ნი დრო, რამ­დენ­საც, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ, არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, მიჰ­ყ­ვეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ქვე­თა­ვებს და ყო­ვე­ლი ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლი ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნას და­უთ­მოს.

ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა პე­და­გოგს — ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი — კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ინ­ტერ­ნე­ტუზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ეს არის ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა— რამ­დე­ნად შეძ­ლებს და მო­ა­ხერ­ხებს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ პრო­ცეს­ში სიღ­რ­მი­სე­უ­ლად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და არა ფორ­მა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მი­მაჩ­ნია, რომ მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა მზა­დაა გა­უმ­კ­ლავ­დეს ამ გა­მოწ­ვე­ვას და ჩა­ერ­თოს აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში.

ნი­ნო სუ­ლი­აშ­ვი­ლი-არა­ბუ­ლი

სო­ფელ გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ჩვენს სკო­ლა­ში, 2019-2020 სას­წავ­ლო წელს — დაწყე­ბით და 2020-2021 სას­წავ­ლო წელს — სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა 2 კლუ­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის „მზის სხი­ვი“ და „ეკო კლუ­ბი“, გა­აქ­ტი­ურ­და კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ ხე­ლი შეგ­ვი­შა­ლა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა­ში. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ის­წავ­ლეს და დახ­ვე­წეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შედ­გე­ნა, და­იხ­ვე­წა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბი, რო­გორც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, ისე გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი. სკო­ლა სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია და აღი­ჭურ­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ად­ვილ­დათ TEAMS-ში მუ­შა­ო­ბა, რაც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მე-2 სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

2020-2021 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­დან ჩე­მი, რო­გორც სკო­ლი­ს დი­რექ­ტო­რის, რე­კო­მენ­და­ცი­ით მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც კარ­გად დახ­ვე­წეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ჩა­ა­ტა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სკო­ლა მზა­დაა თა­ვი­სუფ­ლად იმუ­შა­ოს ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნა­ლებ­ში, TEAMS-ში და გა­მო­ი­ყე­ნოს სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც.

თა­მარ ნე­ბი­ე­რი­ძე

სო­ფელ ზე­მო ქე­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

2019-2020 სას­წავ­ლო წელს ჩვე­ნი სკო­ლა მოხ­ვ­და სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის სი­ა­ში — კერ­ძოდ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნი იყო თუმ­ცა, კარ­გად გვქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, რად­გან სის­ტე­მა­ტ­უ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. I სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვეს­წ­რე­ბო­დით ტრე­ნინ­გებს და პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დით მატ­რი­ცებ­ზე (კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის). მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ისიც, რომ პრო­ექ­ტი მი­მარ­თუ­ლი იყო სკო­ლის, რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვგეგ­მავ­დით სა­კუ­თა­რი საგ­ნის კუ­რი­კუ­ლუმს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და ვუ­ზი­ა­რებ­დით კო­ლე­გებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ვიღ­რ­მა­ვეთ ცოდ­ნა სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მით რე­სურ­სის შექ­მ­ნა­ზე.

პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მოგ­ვ­წონს, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი და მარ­თ­ლაც მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და თე­მე­ბი იგეგ­მე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­ვე­წო­ნა ის, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის ცოდ­ნის შე­ძე­ნა მხო­ლოდ ნიშ­ნის მი­ღე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის­თ­ვის არაა საკ­მა­რი­სი. ორი­ენ­ტი­რი არა ნი­შან­ზე და ტეს­ტი­რე­ბა­ზე უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლეს, არა­მედ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ყე­ნე­ბა უნ­და შეძ­ლოს. მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში პან­დე­მი­ამ ხე­ლი შეგ­ვი­შა­ლა და პრო­ექ­ტ­მა სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით და ვი­დეოგაკ­ვე­თი­ლე­ბით ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.

პრო­ექ­ტი გრძელ­დე­ბა. მთა­ვა­რია სუ­ლით და გუ­ლით, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით ვა­კე­თოთ საქ­მე, რად­გან რო­გორც ვი­ცით , გა­ნათ­ლე­ბა მო­ითხოვს სი­ახ­ლე­ებ­სა და ცვლი­ლე­ბებს. იმე­დია, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაც   შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, რად­გან: „მა­შინ იხა­რებს მწიდ­ნა­ვი, ოდეს მი­ით­ვ­ლის მტევ­ნებ­სა“.

ეთერ და­ვი­თაშ­ვი­ლი

დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი:

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 2019-2020 სას­წავ­ლო წელს და­იწყო და სამ (ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­როს №1, სო­ფელ ზე­მო ქე­დის №2 და გა­მარ­ჯ­ვე­ბის) სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მიმდინარეობს. გა­სულ წელს ინ­ტერ­ვენ­ცია და­იწყო პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სებ­ში, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კი პრო­ექ­ტი მე­ხუ­თე-მეცხ­რე კლა­სებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ში, მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­დის საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი (ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი, ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტი, ასის­ტენ­ტი) და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­თან ერ­თად ზრუ­ნავს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გარ­დაქ­მ­ნა­ზე. ამ პრო­ექ­ტის, ისე­ვე რო­გორც სკო­ლა­ში მივ­ლე­ნი­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ზა­ნი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ნერ­გ­ვაა.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც მათ სხვა­დას­ხ­ვა პრინ­ცი­პე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. შექ­მ­ნი­ლი სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

ნი­ნო გვა­რა­მა­ძე

გარ­დაბ­ნის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი:

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, ასე­ვე სკო­ლის სა­ხით ისე­თი სივ­რ­ცის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც კარ­გი პი­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყობს ხელს. გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია ოთხი სა­ჯა­რო სკო­ლა: სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყო­ფის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ   სარ­თი­ჭა­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა და სსიპ ლე­ვან დევ­და­რი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ გარ­დაბ­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლია მხარ­დამ­ჭე­რი გუნ­დის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ სკო­ლებ­ში, ესე­ნია: საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. სკო­ლა­ში, ასე­ვე, უნ­და შე­იქ­მ­ნას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რიც, სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­დან წარ­გ­ზავ­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს ყვე­ლა აღ­ნიშ­ნული მხარ­დამ­ჭე­რი გუნ­დის წევ­რ­თან, ჩარ­თულ სკო­ლებ­თან და აქ­ტი­ურად მო­ნა­წი­ლე­ო­ბს და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ოც­დათხუთ­მე­ტი­ვე სკო­ლამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­იწყო კო­ვიდ-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­ვე, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, ყვე­ლა სკო­ლამ გა­ი­ა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ს­პექ­ტი­რე­ბა და მი­ი­ღო და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

დატოვეთ კომენტარი