მიხეილ ბატიაშვილი: „რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დეჟავის შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ“  

705

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში ორდღიანი გამოსვლის შედეგები შეაჯამა.

„დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დეჟავის შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვიცხოვრებ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და იმის უფლება, რომ   დღენახევარი ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ ფარულ ჩანაწერს და პასუხი გავცეთ ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მე მჯერა, რომ ის გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არის მიმართული მხოლოდ რეფორმებისკენ და ამას ალტერნატივა არა აქვს“ – განაცხადა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი