მინისტრმა ოქტომბრიდან ხელფასების ზრდა დააანონსა – ვინ მიიღებს მომატებულ ანაზღაურებას?

2701

 

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები დრო ექნებათ, ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის ზრდა შეეხება ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზიდენტის ცერემონიათა სასახლეში მასწავლებლებთან შეხვედრისას.

• უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს;

• წამყვანი მასწავლებლები მიიღებენ – 1435 ლარს;

• მენტორი მასწავლებლები მიიღებენ – 1745 ლარს.

(მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს)

➡️ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

➡️ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს.

➡️ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:

• უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი;

• წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი;

• მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი.

მასწავლებლების გარდა, სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც.

„პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდება სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს. ამ შემოდგომიდან საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ ხელფასი და თავისთავად ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება და შეეხება ყველა პერსონალს. ასევე, პირველი სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასი მინიმუმ 150 ლარით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი