მდგმუ­რე­ბის მდგმუ­რე­ბი

205
„1959 წლიდან ამ სასწავლებელში ვარ, რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი გვეწყება, მაგრამ ჯერაც არ ვიცი, სად დავიწყებთ მას“ – ეს შემაშფოთებელი სიტყვები, 11 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ წარმოთქვა და ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვა. ეს მრავალტანჯული უნივერსიტეტი ამ პროფილის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უნდა ზრუნავდეს სამოყვარულო თუ მაღალი მიღწევების სპორტის მეცნიერულად განვითარებაზე და ყველაფერ იმაზე, რაც სპორტს უკავშირდება – მენეჯმენტი, სპორტული მედიცინა, მწვრთნელები, სპორტის მასწავლებლები, ახალი თაობისა თუ, ზოგადად, საზოგადოების ყველა ფენის სწორი ფიზიკური აღზრდა და სხვა. წესით, ასეთ ინსტიტუციას ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, უმაღლესი სპორტული განათლების ეს ერთადერთი კერა მართლაც საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი – საკუთარი ბაზა არ გააჩნია და სასწავლებლიდან სასწავლებელში მოგზაურობს. ვაკეში მდებარე ძველი შენობა ავარიულია, საკუთარი შენობის აშენებას კი ჰპირდებიან და ამბობენ, რომ მისთვის ბიუჯეტში თანხაც გათვალისწინებულია, მაგრამ წელს სხვათა იმედად არიან. მორიგ ნავსაყუდელად სოხუმის უნივესიტეტია შერჩეული, სადაც მათთვის რემონტი ტარდება, და ბატონი ჯემალი ხუმრობს, მდგმურების მდგმურები ვიქნებითო. თუმცა, საქმე სახუმაროდ რომ არაა, კარგად ესმის და მასთან ინტერვიუს რომ წაიკითხავთ, თავადაც დარწმუნდებით.

 

— რა მდგო­მა­რე­ო­ბაა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რ­ძე­ლებთ სწავ­ლას ძველ მი­სა­მარ­თ­ზე?

— კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნო­ბის გა­რე­შე ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, არ­სად არ გვიშ­ვე­ბენ. ახ­ლა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ის მო­ნა­ხეს, რომ სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არე­მონ­ტე­ბენ ერთ სარ­თულს, მე­რე, ალ­ბათ, მე­ო­რე­საც დაგ­ვი­მა­ტე­ბენ და იქ უნ­და გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ. სო­ხუ­მე­ლე­ბი თვი­თონ მდგმუ­რე­ბი არი­ან და ჩვენ მდგმუ­რე­ბის მდგმუ­რე­ბი გა­მოვ­დი­ვართ, სა­ნამ ახალ კორ­პუსს აგ­ვი­შე­ნე­ბენ.

— სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მა­ინც თუ გა­ნა­ახ­ლეთ?

— კი, 28 სექ­ტემ­ბერს ჩვენც და­ვიწყეთ დის­ტან­ცი­უ­რად სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. კვი­რა­ში ორი დღე აკა­დე­მი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გვექ­ნე­ბა სპორ­ტულ ბა­ზებ­ზე, სა­მი დღე კი — თე­ო­რი­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად. პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი მძლე­ოს­ნო­ბა­ში, ტან­ვარ­ჯიშ­ში ჩვენ­სა­ვე სპორ­ტულ ბა­ზებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა — მანდ გვიშ­ვე­ბენ, პრობ­ლე­მა არ არის. ეს დარ­ბა­ზე­ბი ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბაა. სულ ოთხი დარ­ბა­ზი გვაქვს — ფრენ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის და ორი ტან­ვარ­ჯი­შის. ისი­ნი მი­შე­ნე­ბუ­ლია ცენ­ტ­რა­ლურ კორ­პუსს, რო­მე­ლიც ავა­რი­უ­ლია და სწო­რედ ისაა პრობ­ლე­მუ­რი. გვაქვს ჭი­და­ო­ბის დარ­ბა­ზი, სა­დაც ლე­ი­ბე­ბია და­გე­ბუ­ლი, ტი­რი, ჩოგ­ბურ­თის ოთხი კორ­ტი, სტა­დი­ო­ნი და მი­ნი-ფეხ­ბურ­თის მო­ე­და­ნი. ასე­ვე, გვაქვს სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ე­ბი და, ხუთ­შა­ბათ-პა­რას­კევს, სწო­რედ ამ ბა­ზებ­ზე გვექ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი. რო­გორც გითხა­რით, და­ნარ­ჩე­ნი სა­მი დღე თე­ო­რი­ულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს და­ეთ­მო­ბა, ოღონდ — ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში, ვიდ­რე ნე­ბას დაგ­ვ­რ­თა­ვენ, რომ პი­რის­პირ ვე­სა­უბ­როთ სტუ­დენ­ტებს.

— რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ეს შე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ შე­ი­ლა­ხა, რაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წი­ნა­მორ­ბე­დი სპორ­ტის აკა­დე­მია და შე­ნო­ბა და­ცა­ლეს…

— მარ­თ­ლაც მა­შინ და­ზი­ან­და გან­სა­კუთ­რე­ბით. ჩვენ 2007 წელს გა­მოგ­ვა­სახ­ლეს და მას შემ­დეგ, სა­ძირ­კ­ველ­ში წყა­ლი მი­უშ­ვეს, შე­ნო­ბის დან­გ­რე­ვა უნ­დო­დათ. მა­ში­ნაც ამ აზ­რ­ზე ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე ვფიქ­რობ — ად­გი­ლი უნ­დათ, ეს ტე­რი­ტო­რია აინ­ტე­რე­სებთ, რად­გან მიმ­ზიდ­ვე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ად­გი­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ — ვა­კე, ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი. რო­ცა ეს უნი­ვე­რსი­ტე­ტი ააშე­ნეს — 1954 წელს, მა­შინ ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი იყო. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა 1950 წელს და­იწყეს და 1954-ში და­ას­რუ­ლეს, მე კი 1959 წლი­დან ვარ — 5 წლის შე­სუ­ლი იყო ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. მი­სი აშე­ნე­ბი­დან 66 წე­ლი­წა­დია გა­სუ­ლი და კა­ციშ­ვილს არ მოს­ვ­ლია აზ­რად, რომ კა­პი­ტა­ლუ­რად გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნათ, მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კურ რე­მონტს თუ ჩა­უ­ტა­რებ­დ­ნენ, ლა­მა­ზად რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­ღე­ბი­ლი. ვინ იცის, ამ 66 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი მი­წის­ძ­ვ­რა იყო, რამ­დენ­ჯერ შე­ირ­ყა შე­ნო­ბა. ამას მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც ემა­ტე­ბა — ჩვენ წინ უკ­ვე სა­მი სახ­ლია აშე­ნე­ბუ­ლი, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი არ­ყევს შე­ნო­ბას. ახ­ლა ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მე­ოთხე სარ­თულ­ზე ვერც ახ­ვალ. ცენ­ტ­რა­ლუ­რი კორ­პუ­სი შე­და­რე­ბით უფ­რო მყა­რად დგას, მაგ­რამ კი­ბე­ე­ბია ცუდ დღე­ში — ისი­ნი ცალ­ფა აგუ­რი­თაა მო­შე­ნე­ბუ­ლი და მარ­თ­ლაც არ შე­იძ­ლე­ბა აუდი­ტო­რი­ებ­ში შეს­ვ­ლა.

— და მა­შინ წი­ნა წლებ­ში რო­გორ გაძ­ლევ­დ­ნენ იქ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას?

— წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი მა­ში­ნაც იყო. 2018 წელს მე თვი­თონ მო­ვიყ­ვა­ნე ექ­ს­პერ­ტე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­დან, რა­თა სა­ბუ­თი მქო­ნო­და, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ვითხოვ­დი ახალ შე­ნო­ბას. მათ და­ას­კ­ვ­ნეს, რომ შე­ნო­ბა ნამ­დ­ვი­ლად ავა­რი­უ­ლია და სას­წ­რა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­მაგ­რე­ბა. ბი­უ­ჯეტ­ში უკ­ვე დევს ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასა­შე­ნებ­ლად სა­ჭი­რო თან­ხა — 8 მი­ლი­ო­ნია გათ­ვ­ლი­ლი, გა­მაგ­რე­ბას კი 2 მი­ლი­ო­ნამ­დე დას­ჭირ­დე­ბა. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს შე­ნო­ბა უნ­და გა­ა­რე­მონ­ტონ.

— ახა­ლი შე­ნო­ბა არ გირ­ჩევ­ნი­ათ?

— მის აშე­ნე­ბას გვპირ­დე­ბი­ან დიღ­მის მა­სივ­ში, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რედ, უკა­ნა მხა­რეს — ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი „ოლიმ­პი­უ­რი პარ­კის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ოღონდ იქ მარ­ტო კორ­პუსს გვი­შე­ნე­ბენ და გვპირ­დე­ბი­ან, რომ იქ რაც ბა­ზე­ბია, თქვე­ნი იქ­ნე­ბაო. რო­გორ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი, რო­ცა ის ბა­ზე­ბი უკ­ვე სხვებს აქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

გე­მახ­სოვ­რე­ბათ, 2015 წელს, ევ­რო­პის ზაფხუ­ლის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი რომ ჩა­ვა­ტა­რეთ, მი­სი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე იყო ალე­კო ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი. იმ ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის 280 მი­ლი­ო­ნი ლა­რი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და ამ კაც­მა ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა და გა­ა­კე­თა მძლე­ოს­ნო­ბი­სა და ფეხ­ბურ­თის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მძლე­ოს­ნო­ბის ბი­ლი­კე­ბი აღარ გვაქვს, მკვდა­რია მძლე­ოს­ნო­ბა, მაგ­რამ გა­ვი­და ცო­ტა დრო და ის მძლე­ოს­ნო­ბის მო­ე­და­ნი ვი­ღა­ცამ წა­ი­ღო, მძლე­ოს­ნებს კი, მგო­ნი შიგ­ნით არც უშ­ვე­ბენ.

ამ ბა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვნა­ხეთ: 49-წლი­ა­ნი იჯა­რით ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას გა­და­ვე­ცით, სა­დაც ახ­ლა გა­მა­ლე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია. მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ვუ­წე­რეთ, რომ უნ­და გა­ა­კე­თონ მძლე­ოს­ნუ­რი ბი­ლი­კე­ბი, სახ­ტო­მი და ბირ­თ­ვის კვრის სექ­ტო­რი. სახ­ტომ სექ­ტორ­ში იქ­ნე­ბა სი­მაღ­ლე­ზე, სიგ­რ­ძე­ზე, ჭო­კით და სამ­მა­გი ხტო­მე­ბი. ამ ეტაპ­ზე, შუ­ბის კვრა, უროს ტყორ­ც­ნა და სხვა დის­ციპ­ლი­ნე­ბი არ გვექ­ნე­ბა. გვინ­დო­და, 4 სარ­ბე­ნი ბი­ლი­კი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ტრი­ბუ­ნა დად­გეს და 3 ბი­ლი­კი გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, სა­ვარ­ჯი­შოდ ერ­თიც საკ­მა­რი­სია და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლად გვყოფ­ნის. მით უფ­რო, სუფ­თა წრე 400 მეტ­რი იქ­ნე­ბა. ვიდ­რე ჩვენ­სას აგ­ვი­შე­ნე­ბენ ან თუნ­დაც სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­ცა გა­და­ვალთ, პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს მა­ინც აქ ჩა­ვა­ტა­რებთ, ვა­კე­ში, ახ­ლან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზებ­ზე, რად­გან სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ აუდი­ტო­რი­ე­ბი გვექ­ნე­ბა ორ სარ­თულ­ზე და არა ბა­ზე­ბი, აუდი­ტო­რი­ებ­ში კი პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს ვერ ჩა­ვა­ტა­რებთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ვე­რა­ვის, რომ ეს სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სპორ­ტუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი ბა­ზე­ბი, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას სჭირ­დე­ბა რო­ი­ა­ლი, ვი­ო­ლი­ნო, სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ას — სა­ღე­ბა­ვე­ბი, ტი­ლო, ფუნ­ჯე­ბი და სხვა. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ერ­თი სტუ­დენ­ტის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რი სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჯდე­ბო­და — 5 ათა­სი მა­ნე­თი. მა­შინ ფულს სტუ­დენ­ტე­ბი არ იხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფოს ამ­დე­ნი უჯ­დე­ბო­და მა­თი მომ­ზა­დე­ბა, მე­ო­რე ად­გილ­ზე ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ — 4950 მა­ნე­თი, ანუ 50 მა­ნე­თით ნაკ­ლე­ბი. ად­რე, ხე­ლოვ­ნე­ბის და სპორ­ტის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის, თე­ატ­რი­სა და ამ სფე­როს სხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტორ­მა თქვა, ჩვე­ნი ინ­ვენ­ტა­რი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, მა­გა­ლი­თად, რო­ი­ალს 50-60 ათა­სი დო­ლა­რი უნ­დაო. კი, გე­თან­ხ­მე­ბით, ვუთხა­რი მე, მაგ­რამ ის რო­ი­ა­ლი 50 წე­ლიც კი გემ­სა­ხუ­რე­ბათ და და­უკ­რავს, მაგ­რამ მე ბურთს რომ ვყი­დუ­ლობ, რო­მე­ლიც, ვთქვათ, 50 დო­ლა­რი ღირს და ასე­თი, სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში, წე­ლი­წად­ში, 500-1000 ცა­ლი მინ­და, აბა, გა­და­ი­ან­გა­რი­შეთ, რო­მე­ლია უფ­რო ძვი­რი. ამას­თა­ნა­ვე, შე­იძ­ლე­ბა, ბურ­თ­ში დღეს 100 დო­ლა­რი მივ­ცე და ხვალ გა­ფუჭ­დეს. თან აქ მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თის ბურ­თებ­ზე არაა სა­უ­ბა­რი — ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას თა­ვი­სი ინ­ვენ­ტა­რი უნ­და და აბა, მითხა­რით, რა ღირს მოთხი­ლა­მუ­რე­ე­ბის, ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის თუ სხვა­თა ეკი­პი­რე­ბა?! მა­ინც ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ეს ვე­რა­ვის.

— ისევ წი­ნა შე­კითხ­ვას და­ვუბ­რუნ­დე­ბი: თუ მა­შინ გაძ­ლევ­დ­ნენ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას, ახ­ლა რა­ტო­მაა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა?

— რო­გორც გითხა­რით, 2018 წელს, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან მოყ­ვა­ნილ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა და­დო დას­კ­ვ­ნა, რომ შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია და ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­მაგ­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ 6 წე­ლი­წად­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცია უნ­და გა­ვი­ა­როთ და რა­კი დას­კ­ვ­ნა­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი ნა­ხეს, არ მოგ­ვ­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დაგ­ვეხ­მა­რა მე­გო­ბა­რი — სეუ-ს რექ­ტო­რი გი­ორ­გი კავ­თე­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ავ­ლა­ბარ­ში, თა­ვის ახალ შე­ნო­ბა­ში, სა­მი სარ­თუ­ლი დაგ­ვით­მო და 6-წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გაგ­ვი­ფორ­მა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია გაგ­ვევ­ლო, რაც შევ­ძე­ლით კი­დეც. მის მი­მართ მად­ლო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მეთ­ქ­მის, დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ახ­ლა ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ვარ­ღ­ვი­ეთ, რად­გან წლე­ულს სეუ-ს აქვს ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­სავ­ლე­ლი და ჩვენ რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, თა­ვად ვერ გა­ივ­ლიდა.

— სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­დის გა­დახ­ვალთ?

— ვე­ლო­დე­ბით, იქ რე­მონ­ტი რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა, მაგ­რამ წელს მი­სი დას­რუ­ლე­ბა მე­ეჭ­ვე­ბა. ალ­ბათ, პირ­ველ სე­მეტრს ვა­კე­ში გა­ვა­ტა­რებთ. მეც და ჩე­მი მო­ად­გი­ლე­ე­ბიც ჯერ იქ ვართ, კან­ცე­ლა­რია, კად­რე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, დაც­ვა — ყვე­ლა­ნი პირ­ველ სარ­თულ­ზე ვართ, და­ნარ­ჩენ სარ­თუ­ლებ­ზე ვერ ავ­დი­ვართ. რე­მონ­ტი რომ დამ­თავ­რ­დე­ბა, გა­და­ბარ­გე­ბა­საც ხომ დრო უნ­და და ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ პირ­ველ სე­მესტრს აქ ჩა­ვამ­თავ­რებთ და მე­ო­რე­დან გა­და­ვალთ. გვე­უბ­ნე­ბი­ან, ახა­ლი შე­ნო­ბის ასა­შე­ნე­ბე­ლი ფუ­ლი სა­გა­ი­სო ბი­უ­ჯეტ­ში უკ­ვე დევს და ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი თუ დაგ­ვიმ­ტ­კი­ცებს, ერთ წე­ლი­წად­ში ავა­შე­ნებ­თო. ვნა­ხოთ…

— რო­გორც ვი­ცი, იმ წლებ­ში, რო­ცა მა­შინ­დე­ლი ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი გა­ა­უქ­მეს, საკ­მა­ოდ მდი­და­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბიც გა­ნად­გურ­და…

— აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და. ანა­ტო­მი­ის უნი­კა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი გვქონ­და, რო­მე­ლიც სულ და­ლე­წეს. იმ შე­ნო­ბა­ში დევ­ნი­ლე­ბი შე­მო­უშ­ვეს — პარ­კე­ტი აყა­რეს და შე­შად გა­მო­ი­ყე­ნეს. მე­რე, რო­ცა დავ­ბ­რუნ­დით, ახა­ლი რე­მონ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ.

— წელს რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღეთ, რამ­დენ ფა­კულ­ტეტ­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე?

— 200-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ვი­ღეთ და ოთხი­ვე კურ­ს­ზე 800 სტუ­დენ­ტი გვყავს. რაც აღ­ვად­გი­ნეთ ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი, უკ­ვე სა­მი გა­მოშ­ვე­ბა გვყავ­და, ასე­ვე 800-მა კაც­მა და­ამ­თავ­რა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ფა­კულ­ტე­ტი ორია, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მე­სა­მე მე­ო­რეს­თა­ნაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტე­ტი და მე­ნეჯ­მენ­ტი. გარ­და ამი­სა, ორი პროგ­რა­მა გვაქვს. მათ შო­რის ერ­თი ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მაა, სა­დაც ამ დღე­ებ­ში გვქონ­და გა­მოც­და და 37 კა­ცი მი­ვი­ღეთ. ეს ის კონ­ტინ­გენ­ტია, რო­მელ­თაც სხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბა სურთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არაა დი­დი ციფ­რი. ისი­ნი ჯერ მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­ში აბა­რე­ბენ გა­მოც­დას და წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­დი­ან ჩვენ­თან. ად­რე გვქონ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­გავ­ლი­ლი პროგ­რა­მა — ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სამ­დე მი­ვე­დით და მე­რე მოხ­ს­ნეს. მი­ზეზს ვერ გეტყ­ვით, სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ა­უქ­მა და ახ­ლა მას­წავ­ლე­ბელს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მით არა­ვინ ამ­ზა­დებს. არ­სე­ბობს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ორი წლის წინ და­ვიწყეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რა­ი­ო­ნი მო­ვი­ცა­ვით — 1700-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვამ­ზა­დეთ. და­სავ­ლეთ­ში მხო­ლოდ ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით, მეტს კი და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და. ბა­თუმ­შიც ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­სურ­ვა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და მათ­ვე და­ა­ფი­ნან­სეს, რაც გა­ვა­კე­თეთ, მა­ში­ნაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს ვქი­რა­ობ­დით და ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბი ადგილზე ატა­რებ­დ­ნენ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს.

— მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტეტ­ზე წელს რამ­დე­ნი კა­ცი მი­ი­ღეთ?

— 17 სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე 101 კა­ცი მი­ვი­ღეთ. არც ეს არაა საკ­მა­რი­სი — 100-ს კი არა, 200-300 კაცს უნ­და ვი­ღებ­დეთ. არა­და, თა­ვი­დან 53 კა­ცი მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ მე­რე თან­და­თან გვე­მა­ტე­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი — მე­რე 130 მი­ვი­ღეთ, შემ­დეგ — 200, შარ­შან — 235, წელს — 207.

— თუმ­ცა მწვრთნე­ლე­ბის, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის პე­და­გო­გე­ბის მა­ინც დი­დი დე­ფი­ცი­ტია. თქვე­ნი აზ­რით, რა უნ­და გა­კეთ­დეს ამ ხარ­ვე­ზის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად?

— ამ ეტაპ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წყდე­ბა, მაგ­რამ თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი იყო და არა­ვის ჰქონ­და მას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლის მო­ტი­ვა­ცია, ახ­ლა კი სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ხალ­ხი მო­დის — ჩვენს სერ­ტი­ფი­კატს რომ აიღე­ბენ, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბას აძ­ლე­ვენ და 1000 ლა­რამ­დეა ხელ­ფა­სი. თუმ­ცა, უნ­და და­აბ­რუ­ნონ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და და­ა­ფი­ნან­სოს. ხელ­ფა­სი არაა ამ პრობ­ლე­მის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, მაგ­რამ დი­დი მო­ტი­ვა­ცია ნამ­დ­ვი­ლად არის, თუმ­ცა ეს ასეა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში.

ესაუბრა ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი