მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ ფუნქციონირება 1750 მსმენელით დაიწყო

353

1 ნოემბერს, საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.  პროგრამა თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 1750 მონაწილეს ითვლის. (აქედან 537 მოქმედი მასწავლებელია).

   

ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

მასწავლებლები მომზადდებიან:

♦ ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების

♦ ბიოლოგია და ქიმიის

♦ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა

♦ ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების

♦ დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.

♦ მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან. ლექციები რაიონული ცენტრებისა და დიდი ქალაქების სკოლების ბაზაზე კვირაში სამჯერ – პარასკევი, შაბათი, კვირა – ჩატარდება. პრაქ­ტი­კის გავ­ლას მსმე­ნე­ლე­ბი, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად, უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში შეძ­ლე­ბენ.

„საკ­მა­ოდ მკაცრ მოთხოვ­ნებს ვუ­ყე­ნებთ – მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი არ გუ­ლის­ხ­მობს მხო­ლოდ ლექ­ცი­ის ტი­პის სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თებს, გვექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ვიც და უკუ­კავ­ში­რიც, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, კლას­ში ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ვიყ­ვა­ნოთ, რომ­ლებ­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, რომ გა­მარ­თუ­ლად შეძ­ლე­ბენ სწავ­ლე­ბას- აცხადებს მანანა რატიანი.

კურსის წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის შემდეგ მსმე­ნე­ლი სერ­ტი­ფი­კატს მიიღებს და ის მზად იქნება იან­ვარ­ში, არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სკო­ლაში შევიდეს.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი