„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ – სპეციალური პროგრამა ახალი მასწავლებლისა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების ხელშეწყობისთვის

1054

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი  ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი  პედაგოგების მომზადებით.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი მიმართულებით:

  1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები;
  2. ბიოლოგია და ქიმია;
  3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება).

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

დატოვეთ კომენტარი