მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ერთვება

331

✔ ახალი სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ.

✔ ელექტრონული პროგრამა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.

✔ პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვლიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე იფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი