კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ჯან­სა­ღი საკ­ლა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნა პირ­ველ კლას­ში

139

სკო­ლა­ში შეს­ვ­ლას­თან ერ­თად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იც­ვ­ლე­ბა ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა. მის უდარ­დელ ცხოვ­რე­ბას საქ­მი­ა­ნი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე დღე­ე­ბი ენაც­ვ­ლე­ბა და ბავშვს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი — მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა. ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის დახ­მა­რე­ბა ახალ საქ­მი­ან გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა­ში, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სას­წავ­ლო ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ლი­ბე­რა­ლურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ჩემს კლას­ში, 22 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ჩა­ი­რიცხა და მათ შო­რის, ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბდნენ — ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, ბე­ლა­რუ­სი­ის და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ისი­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გ­ნენ. კლას­ში რომ ჯან­სა­ღი სას­წავ­ლო გა­რე­მო შე­იქ­მ­ნას, სა­ჭი­როა მოს­წავ­ლე­ებ­ში ტო­ლე­რან­ტო­ბის გრძნო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მოს­წავ­ლე­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, ვეც­ნო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს შო­რის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გრძნო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ვცდი­ლობ, კლას­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ, ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ვამ­კ­ვიდ­რო, რად­გან მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის, ასე­ვე უმ­ცი­რე­სო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­თათ­ვის. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა „ამ­დიდ­რებს“ სას­წავ­ლო გა­რე­მოს. მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე­მო­ში, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლეს უვი­თარ­დე­ბა:

⇒ მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ხედ­ვა;

⇒ კონ­ფ­ლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბის უნა­რი;

⇒ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა;

სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათს ვი­ყე­ნებ იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა უკეთ გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი და შეძ­ლონ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის, ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ დროს უკეთ ხდე­ბა მოს­წავ­ლის რე­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა და კლას­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გან­ვი­ხი­ლავთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებს, ვეც­ნო­ბით სწავ­ლი­სა თუ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას წა­მოჭ­რილ სირ­თუ­ლე­ებს, ვზრუ­ნავთ მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. სწო­რედ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქვა­კუთხედს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კლას­ში შევ­ქ­მე­ნი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით პრინ­ცი­პებს ემ­ყა­რე­ბა და მოს­წავ­ლეს ერ­თი­ა­ნო­ბის გრძნო­ბას, სო­ცი­ა­ლურ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვებს უვი­თა­რებს. ამი­ტო­მაც, სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათ­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, კერ­ძოდ კი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, პირ­ველ ეტაპ­ზე, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ მოს­წავ­ლე­ებს უკეთ გა­ეც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, სა­მუ­შა­ოს და­გეგ­მ­ვამ­დე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ არ­ჩე­ვა­ნი და ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­ექ­მ­ნათ პრო­დუქ­ტი.

აქ­ტი­ვო­ბა 1 — ერ­თ­მა­ნე­თის გაც­ნო­ბა

კლას­ში ჯან­სა­ღი საკ­ლა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად სა­ჭი­როა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის გაც­ნო­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის უკეთ გა­საც­ნო­ბად ხა­ტა­ვენ ხე­ლებს, ხე­ლის გულ­ზე წე­რენ თა­ვი­ანთ სა­ხე­ლებს, ასა­ხე­ლე­ბენ საყ­ვა­რელ ნივთს, სა­თა­მა­შოს, ზღაპ­რის გმირს, ტკბი­ლე­ულს, ფერ­სა და სხვას. მე­ო­რე ეტაპ­ზე, ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ თავს, ნა­მუ­შევ­რებს კე­დელ­ზე ვაკ­რავ, რო­დე­საც ისი­ნი კლას­ში არ არი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­დი­ან ნა­ხა­ტებ­თან, ამო­იც­ნო­ბენ მე­გო­ბარს და ასა­ხე­ლე­ბენ მის საყ­ვა­რელ ნივთს, სა­თა­მა­შოს, ტკბი­ლე­ულ­სა და სხვა.

აქ­ტი­ვო­ბა 2 — ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა

პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს უჭირთ სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბის კონ­ტ­რო­ლი, ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია მათ­ში რეფ­ლექ­სი­ის უნა­რის, სა­კუ­თა­რი და სხვი­სი ემო­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­გე­ბა და თვით­კონ­ტ­რო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა. ემო­ცი­ე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­მო­ვი­ყე­ნე ასე­თი თა­მა­ში — ვუ­რი­გებ ბა­რა­თებს სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ა­თა სა­ხელ­წო­დე­ბით, მა­გა­ლი­თად: მოწყე­ნი­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი და სხვ. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ ამ ემო­ცი­ას და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა უნ­და ამო­იც­ნონ, პა­სუ­ხო­ბენ შე­კითხ­ვას: რას გრძნობს ბავ­შ­ვი? რას იგ­რ­ძ­ნობ­დით თქვენ ამ დროს? ასეთ დროს ბავ­შ­ვე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებს, ერ­თ­სა და იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნ­დეთ.

ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბის შემ­დეგ, ვსხდე­ბით წრე­ში და ვაწყობთ დის­კუ­სი­ას — ჩვე­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის რო­მელ­მა კე­თილ­მა საქ­მემ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­ყე­ნოს კარგ ხა­სი­ათ­ზე. იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის შემ­დეგ, კლას­ში ვირ­ჩევთ მათ­თ­ვის სა­სურ­ველ კე­თილ საქ­მე­ებს:

⇒ ღი­მი­ლი­ა­ნი მი­სალ­მე­ბა ნაც­ნო­ბი­სად­მი;

⇒ მოწყე­ნი­ლი მე­გობ­რის­თ­ვის სა­სა­ცი­ლო ამ­ბის მო­ყო­ლა;

⇒ მე­გობ­რის­თ­ვის კომ­პ­ლი­მენ­ტის თქმა;

⇒ ზამ­თ­რის ფრინ­ვე­ლე­ბის­თ­ვის საკ­ვე­ბუ­რის მოწყო­ბა;

⇒ ხე­ე­ბის დარ­გ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვ.

სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, კვლავ იმარ­თე­ბა დის­კუ­სია და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რეფ­ლექ­სია. იხ­სე­ნე­ბენ მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­კე­თეს და პა­სუ­ხო­ბენ კითხ­ვას — რა რე­აქ­ცია მი­ი­ღეს ამ დროს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ამ­გ­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლას­ში და­დე­ბი­თი კლი­მა­ტის შექ­მ­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბა 3 — რამ­დე­ნი ან­ბა­ნია?

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის პირ­ვე­ლი ასო­ე­ბის გაც­ნო­ბი­სას, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ სხვა ქვეყ­ნე­ბის დამ­წერ­ლო­ბა­ზეც. მოს­წავ­ლე­ებს ვაც­ნობ ბე­ლა­რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ან­ბა­ნის რამ­დე­ნი­მე ასოს. სა­მი­ვე ან­ბანს მოს­წავ­ლე­ებს მათ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პერ­სო­ნა­ჟი ჟი­რა­ფი ჟო­ზე აც­ნობს. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი აჰ­ყ­ვე­ბი­ან ჟი­რაფ ჟო­ზეს სიმ­ღე­რას ან­ბან­ზე. მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ, თუ რო­გორ გა­მო­ით­ქ­მის ესა თუ ის სიტყ­ვა თურ­ქულ და ბე­ლა­რუ­სულ ენა­ზე. თურ­ქი და ბე­ლა­რუ­სი ბავ­შ­ვე­ბი ორი­ვე ენას ფლო­ბენ.

აქ­ტი­ვო­ბა 4 — ჩე­მი იავ­ნა­ნა

ვეც­ნო­ბით და პა­ტივს ვცემთ თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის კულ­ტუ­რას. მოს­წავ­ლე­ებს ვას­მე­ნი­ნებ სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბის იავ­ნა­ნას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­იც­ნო­ბენ ქარ­თულ, ბე­ლა­რუ­სულ და თურ­ქულ იავ­ნა­ნას. აჰ­ყ­ვე­ბი­ან ნაც­ნობ მე­ლო­დი­ას, წყვი­ლებ­სა და ტრი­ა­დებ­ში თა­მა­შო­ბენ თო­ჯი­ნო­ბა­ნას და თო­ჯი­ნას იავ­ნა­ნას სიმ­ღე­რით აძი­ნე­ბენ.

აქ­ტი­ვო­ბა 5 — კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, სა­ბავ­შ­ვო სიმ­ღე­რე­ბი, სა­მო­სი და ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი

კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გან­ც­დი­სა და მი­სი და­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ვი­ყე­ნებ „კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლოგს“. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის უკეთ გა­საც­ნო­ბად ვეც­ნო­ბით ტრა­დი­ცი­ულ სა­მოსს, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ სა­ცეკ­ვაო ფორ­მას წარ­მო­ად­გენს. კლას­ში მო­ვაწყ­ვეთ ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღე. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­მა, მშობ­ლებ­თან ერ­თად, წარ­მო­ად­გი­ნეს ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი, მო­უს­მი­ნეს და აჰ­ყ­ვ­ნენ სა­მი­ვე ეროვ­ნე­ბის სა­ბავ­შ­ვო სიმ­ღე­რებს, და­ბო­ლოს, მშობ­ლებ­თან ერ­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია-და­გე­მოვ­ნე­ბა გაიმართა.

აქ­ტი­ვო­ბა 6 — ჩე­მი საყ­ვა­რე­ლო ზღაპ­რის გმი­რი

მოს­წავ­ლე­ე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის საყ­ვა­რელ ზღაპ­რის გმირს, უყუ­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ნა­ხატ ფილ­მებს. ხა­ტა­ვენ ზღაპ­რის გმირს და ამ­ზა­დე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას და გა­მო­ფე­ნას.

აქ­ტი­ვო­ბა 7 — ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ზღა­პა­რი

ერ­თობ­ლი­ვი კითხ­ვის მე­თო­დით, მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ ზღაპ­რებს, მსჯე­ლო­ბენ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით გმი­რებ­ზე, მარ­ტი­ვად ახა­სი­ა­თე­ბენ მოქ­მედ პი­რებს, ირ­ჩე­ვენ საყ­ვა­რელ ზღა­პარს.

აქ­ტი­ვო­ბა 8 — საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რი­სა­გან ნა­ხა­ტი ფილ­მის შექ­მ­ნა

ზღაპ­რე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ნა­ხა­ტი ფილ­მის შექ­მ­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. გან­ხი­ლუ­ლი ზღაპ­რე­ბი­დან მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ „კომ­ბ­ლე“ აირ­ჩია. ამი­ტომ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბაც ამ ზღაპ­რის ილუს­ტ­რი­რე­ბი­დან და­ვიწყეთ.

ბავ­შ­ვე­ბი ზღა­პარს სი­უ­ჟე­ტე­ბად ანა­წევ­რე­ბენ, ხა­ტა­ვენ ამ სი­უ­ჟე­ტებს, ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით ალა­გე­ბენ და ემ­ზა­დე­ბი­ან ნა­ხა­ტი ფილ­მის შე­საქ­მ­ნე­ლად. მოს­წავ­ლე­ებს ვაძ­ლევ სტი­მულს, ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ონ ნა­ხა­ტი ფილ­მის შექ­მ­ნა­ზე. ხელს ვუწყობ მა­თი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გაზ­რ­დას. ვა­ხა­ლი­სებ პრო­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვებს და, მუ­შა­ო­ბი­სას, ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბი­სა­კენ ვუ­ბიძ­გებ.

აქ­ტი­ვო­ბა 9 — ერ­თად შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტი ფილ­მი

სი­უ­ჟე­ტე­ბის და­ხატ­ვის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, აწყო­ბენ მე­ქა­ნი­კურ კა­მე­რას და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს უჩ­ვე­ნე­ბენ ნა­ხატ ფილმს „კომ­ბ­ლე“, რა­საც 5 სი­უ­ჟე­ტის­გან შემ­დ­გა­რი ნა­მუ­შევ­რის პრე­ზენ­ტა­ცია მოს­დევს. ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­ლე­ნენ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე­მო­ში ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მე­დი­ა­ცი­ას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სწავ­ლო­ბენ. მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტი ფილ­მი აძ­ლევთ იმის იმედს, რომ კლას­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბას და­ე­უფ­ლე­ბი­ან.

შე­დე­გი — დას­კ­ვ­ნა

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კლას­ში ვქმნი ინ­ტე­რაქ­ტი­ულ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს ემ­ყა­რე­ბა. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და პრო­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა მეხ­მა­რე­ბა კლას­ში სა­ერ­თო კულ­ტუ­რი­სა და ემო­ცი­უ­რად უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მოს ფორ­მი­რე­ბა­ში. ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებს ერ­თი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რო ჩემს კლას­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­სა, ერ­თად მუ­შა­ო­ბენ. ვცდი­ლობ, შევ­ქ­მ­ნა მე­გობ­რუ­ლი და არა ეთ­ნი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი ნიშ­ნე­ბით და­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. კლას­ში ასე­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა ლა­ღი, გა­ბე­დუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

დი­ა­ნა ბე­რი­ძე

სსიპ მინ­დია აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თხილ­ნა­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

დატოვეთ კომენტარი