კარ­გად და­სა­ლა­გე­ბე­ლი მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი – დირექტორების შეფასებები

471

გა­სულ წელს, მი­ხეილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დრო­ე­ბი­თი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­თა რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვერ აფა­სებ­და, წარ­სულს ჩა­ბარ­და. დღეს მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს აღარც 12 გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის ში­შის დაძ­ლე­ვა უწევს და აღარც მის მშო­ბელს ამ­დე­ნი­ვე საგ­ნის რე­პე­ტი­ტო­რის­თ­ვის გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის მო­ძი­ე­ბა, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­თ­ლაც უმ­ძი­მეს ტვირ­თად აწ­ვა ოჯა­ხებს. მოკ­ლედ, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც და­ი­ზო­გა და ბავ­შ­ვე­ბის ნერ­ვე­ბიც, მა­გა­რამ ამის გარ­და, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შე­იც­ვა­ლა სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით? რა გავ­ლე­ნა იქო­ნია (სა­ერ­თოდ, იქო­ნია თუ არა?) კა­ტის გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბამ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე?

„სკო­ლის რო­ლის დაბ­რუ­ნე­ბის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი“ – რე­ფორ­მის ინი­ცი­ა­ტო­რი მი­ნის­ტ­რი ამ რო­ლის დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთ გზად სწო­რედ გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და. და­იბ­რუ­ნა თუ არა ამ გა­დაწყევ­ტი­ლე­ბით სკო­ლამ და­კარ­გუ­ლი რო­ლი და ახ­ლა რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ცე­მა ატეს­ტა­ტი? –  წა­ი­კითხეთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი.

გუ­ლნაზ ხორ­ბა­ლა­ძე

№128 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მე­თორ­მე­ტე კლას­ში, წელს, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას გა­მოც­დის სა­ხით არ ვგეგ­მავთ, ატეს­ტა­ტი გა­ი­ცე­მა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გა­წე­რი­ლი წე­სის მი­ხედ­ვით – სა­ფე­ხუ­რის და­ჯა­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნე­ბი უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ IX, X და XI კლა­სებ­ში. ესგ-ში არ­სე­ბობ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ ატეს­ტატს მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი მი­ი­ღებ­დ­ნენ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის — კა­ტის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­დე­გად, თუმ­ცა, გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ჩა­ნა­წე­რიც აღარ არ­სე­ბობს და ახ­ლა ქუ­ლა მი­ი­ღე­ბა მე­თორ­მე­ტე კლას­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის შე­ჯა­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ანუ ყვე­ლა სა­გან­ში და­ჯამ­დე­ბა წლი­უ­რი ქუ­ლე­ბი, ვი­საც 30% გაც­დე­ნა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, ექ­ს­ტერ­ნის გა­მოც­დის დაძ­ლე­ვა მო­უ­წევს.

რა შეც­ვა­ლა კა­ტის გა­მოც­დის გა­უქ­მე­ბამ? ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს მე­თორ­მე­ტე კლა­სის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ახლა უფ­რო მე­ტად ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­კენ მიჰ­ყავთ და უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, რაც რე­ა­ლუ­რად მათ წი­ნა­შეა. მა­გა­ლი­თად, ზოგს მა­თე­მა­ტი­კა­ში უჭირს მე­ტად, ზოგს – ქარ­თულ­ში, ნა­წილს კი­დევ – სხვა საგ­ნებ­ში. ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, პო­ზი­ტი­ვია ისიც, რომ ახ­ლა მოს­წავ­ლე ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფიქ­რობს და აღარ არის გა­ო­რე­ბუ­ლი, რო­გორც ეს გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის დროს იყო. არ იცო­და, რომ­ლის­თ­ვის მი­ე­ხე­და, ორ­ცეცხ­ლ­შუა იყო მოქ­ცე­უ­ლი – კა­ტის გა­მოც­დებ­სა და ეროვ­ნულ გა­მოც­დებს შო­რის. ერ­თი მხრივ, თით­ქოს, ეს კარ­გია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა – არა­საკ­მა­რი­სი. მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ში­და­შე­ფა­სე­ბის ბერ­კე­ტი ან ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი (ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი) ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლის პროგ­რა­მა­სა და მი­სა­ღებ პროგ­რა­მას ერთ გა­მოც­და­ზე შე­ა­მოწ­მებს. ეს მოს­წავ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც აუცი­ლებ­ლად გაზ­რ­დის. ად­რე იყო სა­უ­ბა­რი ამ ტი­პის გა­მოც­და­ზე, ორ­ნა­წი­ლი­ან ტეს­ტ­ზე, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­ა­ფა­სებ­და, რო­გორ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და სას­კო­ლო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით და უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის­თ­ვის, ერთ გა­მოც­და­ზე ორ შე­დეგს აჩ­ვე­ნებ­და. ეს მარ­თ­ლაც მშვე­ნი­ე­რი იდეა იყო, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი აღარ მი­დის.

ამ ტი­პის გა­მოც­დას ვემ­ხ­რო­ბი, მაგ­რამ არა ცალ­კე გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დას, მით უფ­რო ისეთს, რო­გო­რიც კა­ტის გა­მოც­და იყო – მხო­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რივ ცოდ­ნა­ზე გათ­ვ­ლი­ლი და არა უნა­რებ­ზე,  ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე. ეს „წყალ­წყა­ლა“ გა­მოც­და იყო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებს ამოწ­მებ­და და გა­მოც­დი­დან გა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე ვერ გე­უბ­ნე­ბო­და (რად­გან თა­ვა­დაც ვერ იგებ­და), რა­ში მი­ი­ღო 5, 6 ან 10 ქუ­ლა.

რომ შე­ვა­ჯა­მო, ერთ წე­ლი­წად­ში, კა­ტის გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, გარ­და იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ცე­მა სკო­ლის ატეს­ტა­ტი, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გეტყ­ვით, რომ მოს­წავ­ლე ატეს­ტატს სა­კუ­თა­რი შრო­მის შე­დე­გე­ბით მი­ი­ღებს – საკ­ლა­სო-სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, სე­მეს­ტ­რუ­ლი ნიშ­ნე­ბი, წლი­უ­რი ნიშ­ნე­ბი და ა.შ. წელს მე­თორ­მე­ტე კლას­ში გა­მოც­და იმი­ტომ არ დავ­ნიშ­ნეთ, რომ პირ­ვე­ლი წე­ლია და ვაკ­ვირ­დე­ბით, რა მოჰ­ყ­ვე­ბა ამ ცვლი­ლე­ბას, სხვა მხრივ, სკო­ლას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ჩა­ა­ტა­როს ში­და გა­მოც­და და შე­ა­ფა­სოს მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი.

გა­მოც­დის გა­უქ­მე­ბამ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია ხომ არ გა­აქ­რო – არა, ამას ვერ ვიტყ­ვი. შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი მარ­თ­ლაც ასე ფიქ­რობს, ბო­ლოს მა­ინც არა­ვინ მა­მოწ­მებს გა­მოც­დით და რა­ტომ ვის­წავ­ლო, რო­ცა შე­იძ­ლე­ბა უფ­რო იოლად გა­მოვ­ძ­ვ­რე, არ ვი­ცი, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ახ­ლა იმ პრო­ფი­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რად, რა პრო­ფი­ლიც აქვთ არ­ჩე­უ­ლი. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. რო­ცა ორი მი­ზა­ნი გაქვს ერ­თ­დ­რო­უ­ლად მი­საღ­წე­ვი, მა­შინ უფ­რო მე­ტად იბ­ნე­ვი, ეს დი­დებ­საც გვი­ჭირს, არა­თუ მოს­წავ­ლე­ებს. უძი­ლო ღა­მე­ე­ბის ხარ­ჯ­ზე რთუ­ლია მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ასეთ რე­ჟიმ­ში იყ­ვ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლობ­დ­ნენ მე­თორ­მე­ტე კლას­ში – მთე­ლი წე­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­დ­ნენ რო­გორც კა­ტის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ისე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ, მხარს ვუ­ჭერ კა­ტის გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად მოხ­დეს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლის მი­ღე­ბაც და სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბაც. სა­ბა­ზო­დან სა­შუ­ა­ლო­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად მოს­წავ­ლეს მე­ტი უნ­და მოვ­თხო­ვოთ ისე­ვე, რო­გორც სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას. შე­საძ­ლოა, სა­მი­ნის­ტ­რო­ში მო­ფიქ­რე­ბუ­ლიც აქვთ რა­მე, არ ვი­ცი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ მო­ლო­დინ­ში ვართ, რომ შე­იც­ვ­ლე­ბა მიდ­გო­მე­ბიც, გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მაც, პრო­ფი­ლე­ბიც და ა.შ. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან, ის, რაც ამ ეტაპ­ზე გვაქვს, ხა­რის­ხი­ა­ნი არ არის. მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი კარ­გად და­სა­ლა­გე­ბე­ლია, თა­ვის გა­მოც­დებ­თან ერ­თად.

თამ­თა კვა­რაცხე­ლია

ბა­თუ­მის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

ერ­თი მხრივ, რა თქმა უნ­და, იმ ფორ­მით გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის არ­სე­ბო­ბა (ვგუ­ლის­მობ კა­ტის) შეც­დო­მა იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მოც­დე­ბის და­ნიშ­ვ­ნამ თით­ქოს და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ზე იმ კუთხით, რომ მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეს სწავ­ლას, სკო­ლა­ში სი­ა­რულს, გაკ­ვე­თი­ლებ­საც უფ­რო აქ­ტი­უ­რად ეს­წ­რე­ბოდ­ნენ — სკო­ლა უფ­რო მე­ტად იქ­ცა ცოდ­ნის მი­სა­ღებ ად­გი­ლად, მაგ­რამ მე­რე, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი, ამას მი­ეჩ­ვივ­ნენ და თავს აღარც გა­მოც­დე­ბის გა­მო იწუ­ხებ­დ­ნენ და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის გა­რე­შეც ახერ­ხებ­დ­ნენ, რო­გორ­ღაც, ჩა­ბა­რე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ და­ზე­პი­რე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, სხვა­თა შო­რის, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ამ გა­მოც­დებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი! რაც მთა­ვა­რია, ეს გა­მოც­დე­ბი მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გა­მო­ლე­ნას ვერ ახერ­ხებ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მა­ხინ­ჯი სა­ხე მი­ი­ღო, ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და.

მე­ო­რე მხრივ, ცხა­დია, გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბამ უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბა­ზე. მაგ­რამ მთა­ვა­რი ის კი არ არის, გა­მოც­და იქ­ნე­ბა თუ არა, მთა­ვა­რია რო­გო­რია ნდო­ბის ხა­რის­ხი — რო­გორ ენ­დო­ბა მოს­წავ­ლე და მშო­ბე­ლი სკო­ლას. ამ მხრივ, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში. მუდ­მი­ვად ტრი­ა­ლებს აზ­რი, რომ სკო­ლა მოს­წავ­ლეს ვერ აძ­ლევს იმ დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ითხოვს და ა.შ. თუმ­ცა, ასე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ამის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა სწო­რედ ნდო­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში სკო­ლა კარგ გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, მაგ­რამ მას მა­ინც არ ენ­დო­ბი­ან არც მოს­წავ­ლე­ე­ბი და არც მშობ­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლოა, ამა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ლიც დი­დია.

ახ­ლა დღის წეს­რიგ­ში სხვაგ­ვა­რი გა­მოც­დე­ბი და სხვა ფორ­მით შე­ფა­სე­ბა დგას. ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო ამ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს (მჯე­რა, რომ აუცი­ლებ­ლად გა­დად­გამს, რად­გან ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბიც მოძ­ველ­და და აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს), მა­ნამ­დე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სკო­ლამ თა­ვად შეც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კითხის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, და­ნიშ­ნოს ში­და გა­მოც­დე­ბი — კლა­სი­დან კლას­ში გა­და­საყ­ვა­ნი (ამას არ კრძა­ლავს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა) ან ჩა­ა­ტა­როს დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი წე­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში იმი­ტომ, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ასე­თი ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ, თუნ­დაც, ის და­კარ­გუ­ლი ნდო­ბა აღიდ­გი­ნოს სკო­ლამ. რაც მთა­ვა­რია, გა­მოც­და გა­მო­ჭე­რის სა­შუ­ა­ლე­ბად კი არ უნ­და იქ­ცეს, არა­მედ გახ­დეს აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მოს­წავ­ლის პროგ­რე­სის­თ­ვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ, მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა და­ი­ნა­ხონ რე­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. მხო­ლოდ ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით შე­უძ­ლია სკო­ლას შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა.

წელს ჩვენ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბის გა­მოც­დის ფორ­მით შე­ფა­სე­ბას არ ვგეგ­მავთ, იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან საფ­რ­თხი­ლო ამ­ბა­ვია, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და და­მა­ტე­ბით ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს მო­ითხოვს. ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კარ­გი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი წე­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე-12 კლას­ში, წელს, ამას ვერ ვგეგ­მავთ, მე-11, მე-10 და მე-9 კლა­სებ­ში კი ვა­ტა­რებთ. გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ვფრთხი­ლობთ, რად­გან ამის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა გვჭირ­დე­ბა.

მო­მა­ვალ წელს, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, აუცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ ასე­თი ტი­პის შე­ფა­სე­ბებს, რად­გან უკ­ვე სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, თუნ­დაც წი­ნა კლა­სებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი წე­რე­ბის სა­ხით. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფ­რ­თხი­ლეს მო­ითხოვს, ამი­ტომ რას გა­ვა­კე­თებთ მო­მა­ვალ წელს, ამა­ზე ზაფხუ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა ნა­წე­რი დე­ტა­ლუ­რად გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ამის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ.

ზო­გა­დად კი, გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბით, ცხა­დია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა –  ისე გა­მო­ვი­და, რომ მა­შინ მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი გა­მოც­დე­ბის ში­შით და­დი­ო­და სკო­ლა­ში. თუმ­ცა, ახ­ლაც ასეა –  ნა­წი­ლი სკო­ლა­ში მხო­ლოდ იმის გა­მო და­დის, რომ ექ­ს­ტერ­ნის ჩა­ბა­რე­ბა არ მო­უ­წი­ოს, ნა­წი­ლი კი იმის­თ­ვის, რომ ის­წავ­ლოს და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­როს, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც გა­მოც­დე­ბამ­დე მივ­დი­ვართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ატეს­ტა­ტის მი­ღე­ბას, ვფიქ­რობ, წელს მოს­წავ­ლე­ებს ეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმათ, ვინც და­დი­ო­და სკო­ლა­ში, რად­გან ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით დად­გე­ნი­ლი 10-ბა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბი­დან, მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ზღვრად დად­გე­ნი­ლი 5 და მე­ტი ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა, ატეს­ტატს მი­ი­ღებს. ეს კი, ნამ­დ­ვი­ლად არ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც არ აც­დენს სკო­ლას და გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წ­რე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფას­დე­ბა და თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებს ამ ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვას. თუმ­ცა, ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში არ და­დი­ან, არ შე­ფას­დე­ბი­ან და ექ­ტერ­ნა­ტის გა­მოც­დით შე­ფა­სე­ბა მო­უ­წევთ. ჩემს სკო­ლა­ში, ამ მხრივ, ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად ერი­დე­ბი­ან ექ­ს­ტერ­ნის ჩა­ბა­რე­ბას.

თა­მარ კა­პა­ნა­ძე

თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი

რა თქმა უნ­და, სკო­ლას ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვად და­ნიშ­ნოს სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბი არა მხო­ლოდ მე­თორ­მე­ტე კლას­ში, არა­მედ სხვა კლა­სებ­შიც. ჩვენ არ მიგ­ვი­ღია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ მე-12 კლას­ში გა­მოც­დე­ბი დაგ­ვე­ნიშ­ნა, თუმ­ცა, სხვა კლა­სებ­ში ორ-ორ გა­მოც­დას ვა­ტა­რებთ. მე­თორ­მე­ტე კლას­ში იმი­ტომ არ ჩავ­თ­ვა­ლეთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა, რომ მა­ინც რთუ­ლი პე­რი­ო­დია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის — ეს წე­ლი მათ­გან ძა­ლი­ან დი­დი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გა­ღე­ბას მო­ითხოვს, წინ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აქვთ, ასე­ვე, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სას­კო­ლო მა­სა­ლა აქვთ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, რომ და­დე­ბი­თი ნიშ­ნე­ბი მი­ი­ღონ – ყვე­ლა სა­გან­ში, მინიმუმ, 5 ქუ­ლა. ამი­ტომ, კი­დევ გა­მოც­დის და­ნიშ­ვ­ნა სა­ჭი­როდ არ ჩავ­თ­ვა­ლეთ. 5 ქუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ატეს­ტატს მი­ი­ღე­ბენ.
ზო­გა­დად, რა­ტომ არის გა­მოც­და ცუ­დი, თუ­კი ის ცოდ­ნის შე­ჯა­მე­ბას მო­ახ­დენს? ამ კუთხით, ბავ­შ­ვე­ბის გან­წყო­ბა­ზეა სა­მუ­შაო. საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად, სას­წავ­ლო გეგ­მით გა­წე­რილ დრო­ში უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, ეს უნ­და იყოს გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სი და არა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ორ-სამ თვე­ში, მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­გა­ნი. ცხა­დია, მოს­წავ­ლე მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის არ უნ­და ემ­ზა­დე­ბო­დეს. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­ა­შიც ასეა, გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­გა­ნი, გა­მოც­დი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, არა­ე­ფექ­ტუ­რია. ჩვენც ვა­დას­ტუ­რებთ ამას, რომ ორ-სამ თვე­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლო ორ-სამ წე­ლი­წად­ში ასათ­ვი­სე­ბე­ლი მა­სა­ლა. ამი­ტომ ჩავ­თ­ვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ წლის ბო­ლოს­თ­ვის ჰქონ­დეთ ბავ­შ­ვებს მზაო­ბა იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა ში­და გა­მო­ც­დებს ჩა­უ­ტა­რებს.
ასე რომ, ვერ გეტყ­ვით, რომ კა­ტის მოხ­ს­ნამ რა­მით დაგ­ვა­ზა­რა­ლა, ცოდ­ნის მი­ღე­ბის ან დას­წ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. პრინ­ციპ­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­საწყ­ვე­ტია რა შე­ღა­ვა­თებს და­ა­წე­სებს გაც­დე­ნებ­ზე. ჩვენ არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თი არ დაგ­ვი­წე­სე­ბია, რად­გან ვფიქ­რობთ, ეს ძა­ლი­ან ცუ­დი სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან. ამი­ტომ, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აკონ­ტ­რო­ლე­ბენ გაც­დე­ნე­ბის და­წე­სე­ბულ 30%-იან ზღვარს თი­თო­ე­ულ სა­გან­ში, რომ არ დას­ჭირ­დეთ ექ­ს­ტერ­ნის ფორ­მით გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად, მა­ღალ კალ­სებ­ში 70-80%-იანი დას­წ­რე­ბა გვაქვს.
მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე კი, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის მოხ­ს­ნა ვერ იმოქ­მე­დებ­და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი გა­მო – თუ მე მხო­ლოდ გა­მოც­დის­თ­ვის ვსწავ­ლობ, მო­ტი­ვა­ცია ისე­დაც არ მაქვს, თუ ზო­გა­დად ვსწავ­ლობ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მა­შინ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ და მხო­ლოდ გა­მოც­დის­თ­ვის არ ვსწავ­ლობ.

თა­მაზ კი­ლა­ძე

ლან­ჩხუ­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

კა­ტის გა­მოც­დის მოხ­ს­ნამ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი შეც­ვ­ალა, ერ­თა­დერ­თი – მოს­წავ­ლეს აღარ აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ წლის ბო­ლოს 12 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა დას­წ­რე­ბა არც კა­ტის გა­მოც­დე­ბის დროს იყო მა­ღა­ლი და არც მი­სი გა­უქ­მე­ბის შემ­დე­გაა, დას­წ­რე­ბის ხა­რის­ხი ამით არ შეც­ვ­ლი­ლა. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს, დას­წ­რე­ბა რომ მა­ღა­ლი იყოს, 12 სა­ათ­ზე უმ­თავ­რ­დე­ბათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი (სა­მი გაკ­ვე­თი­ლი, ხან­და­ხან მე­ოთხე გაკ­ვე­თილ­ზეც უწევთ დას­წ­რე­ბა). ასე რომ, არას­წო­რი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა, თით­ქოს კა­ტის გა­მოც­დე­ბის დროს უფ­რო მე­ტად და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში და ახ­ლა ნაკ­ლე­ბად და­დი­ან. და­სა­მა­ლი არ არის, რომ ამ კუთხით სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არც მა­შინ გვქონ­და და არც ახ­ლა გვაქვს. ქარ­თუ­ლის, მა­თე­მა­ტი­კის, უცხო ენის, ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებს ყო­ველ­თ­ვის უფ­რო ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და ახ­ლაც ასეა, ეს საგ­ნე­ბი უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბათ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც სწავ­ლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ისი­ნი,  შე­იძ­ლე­ბა, რე­პე­ტი­ტორ­თა­ნაც და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ სკო­ლა­ში ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ კარ­გა­ვენ.

ჩე­მი აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია, გა­მოც­და სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას ჩა­ტარ­დეს, და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა, მით უფ­რო იმ სტი­ლით, რო­გო­რიც გვქონ­და, არაფ­რის­მომ­ცე­მია. გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­და­ზე ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი იღებ­დ­ნენ მა­ღალ ქუ­ლებს ან პი­რი­ქით, და­ბალ ქუ­ლებს, გა­ოც­დე­ბო­დი. ამი­ტომ, იქ, სა­დაც შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბაა, გა­მოც­დას არა­ნა­ი­რი აზ­რი არ აქვს. გა­მოც­დას მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექ­ნე­ბა აზ­რი, თუ მოს­წავ­ლის უნა­რებს შე­ა­მოწ­მებს, გა­მო­ავ­ლენს მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­სა და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ში, გვიჩ­ვე­ნებს შე­უძ­ლია თუ არა მას მსჯე­ლო­ბა, და­სა­ბუ­თე­ბა და ა.შ. კა­ტის გა­მოც­და კი, უბ­რა­ლოდ, იყო მე­ქა­ნიზ­მი, რომ სკო­ლა­ში, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შექ­მ­ნი­ლი­ყო რაც შე­იძ­ლე­ბა სტრე­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა — ფო­რი­ა­ქი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, სტრე­სი… მოს­წავ­ლეს უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა არაფ­რის მომ­ცე­მი გა­მოც­და იმის­თ­ვის, რომ აეღო ატეს­ტა­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბას, მი­ი­ღონ თუ არა ატეს­ტა­ტი, გა­მოც­დე­ბის დრო­საც ასე­თი­ვე ტი­პის შე­ფა­სე­ბით გა­დი­ო­და მოს­წავ­ლე გა­მოც­და­ზე – მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქუ­ლე­ბით აფა­სე­ბენ. თუ­კი მა­შინ ვენ­დო­ბო­დით, რა სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს იმის­თ­ვის, რომ ახ­ლა არ ვენ­დოთ? მი­ნი­მუმ ხუ­თი ქუ­ლა უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლეს ყვე­ლა სა­გან­ში, რომ ატეს­ტა­ტი მი­ი­ღოს. ამის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ატა­რე­ბენ შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბებს და მა­თი გა­და­საწყ­ვე­ტია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ა­ტა­რე­ბენ თუ მხო­ლოდ წლის ბო­ლოს. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და იყოს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან.

წელს სკო­ლა­ში, მე­თორ­მე­ტე კლას­ში, ში­და გა­მოც­და არ დავ­ნიშ­ნე, მაგ­რამ მეცხ­რე და მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის­თ­ვის ნა­ე­კი­დან, ყო­ველ წელს, ვყი­დუ­ლობ გა­მოც­დას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ, რა ხდე­ბა ჩვენს სკო­ლა­ში ამ კლა­სებ­ში, რომ ვნა­ხოთ სად უჭირთ მოს­წავ­ლე­ებს და შემ­დეგ სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი გა­ვა­კე­თოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ სა­გან­ში – ქარ­თულ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში – აღ­ნიშ­ნულ კლა­სებ­ში, ვა­ტა­რებთ გა­მოც­დებს. შე­დე­გებს ცენ­ტ­რ­ში აანა­ლი­ზე­ბენ და, ამ ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან. კარ­გია, რომ მე­ექ­ვ­სე კლას­ში შე­ფა­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი იწყე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი