დაიწყე სწავლა უფასოდ საბაუნიში ⇒ განათლება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

1304
👨‍🎓➡ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საბაუნიში ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უნივერსიტეტი სთავაზობს უფასოდ სწავლას. შეთავაზებით სარგებლობა შეეძლება ყველა იმ აბიტურიენტს, რომელიც ჩაირიცხება პირველი ან მეორე არჩევანით.
👩‍🎓➡ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, covid-19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 სასწავლო წელს, აბიტურიენტებს სთავაზობს ექსკლუზიურ შეთავაზებას, რომლის მიზანია, აბიტურიენტების ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღებაში. საბაუნი უერთდება სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას, შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიით განპირობებული ეკონომიკური სირთულეები.
👨‍🎓➡ განათლების მიღების პროცესში, შეთავაზება აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს შეუმსუბუქებს ფინანსურ წნეხს, რომელიც გამოწვეულია პანდემიის შედეგად განვითარებულ კრიზისულ პერიოდში. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
👩‍🎓➡ სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით საბაუნი ყოველთვის გამოირჩეოდა. ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლება უნივერსიტეტის სტრატეგიისა და პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
👨‍🎓➡ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – საბაუნი, 2001 წლიდან, წარმატებით პოზიციონირებს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, ახორციელებს მრავალფეროვან და ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტს ჰყავს 50-ზე მეტი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებელი 34 ქვეყანაში.
👩‍🎓➡ 2021 წლის იანვრიდან საბაუნი ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს შესთავაზებს ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციურ სტუდენტურ საერთო საცხოვრებლს.
👨‍🎓➡ საბაუნის ცენტრალური სასწავლო კამპუსი მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
📢 მისამართი: კ. ქუთათელაძის N3 (დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

 

ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს www.sabauni.edu.ge

დატოვეთ კომენტარი