ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ახა­ლი მო­დე­ლი აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის

401

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, თუმ­ცა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სერ­ვი­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რ­დე­ბა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­სატყ­ვი­სი და ეფექ­ტუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შე­თა­ვა­ზე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

აუტიზ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის მო­დე­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მო­დე­ლი ილი­ას სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ერ, სა­მი­ნის­ტ­როს „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის“ „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის“ ქვეპ­როგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნა.

აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სი ეს არის სა­ჯა­რო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა კლას­ში აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის. მო­დე­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და მოს­წავ­ლე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მომ­სა­ხუ­რე­ბას მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე იღებს. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია: წი­ნას­წა­რი და­გეგ­მ­ვა, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა რგო­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა კლა­სის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან, სკო­ლის გა­რეთ და შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა. სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის ანა­ლიზს ეფუძ­ნე­ბა.

დღე­ი­სათ­ვის, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ამ კლა­სებ­ში არ­სე­ბულ­მა რე­ა­ლო­ბამ ახა­ლი მო­დე­ლის შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. 2017 წელს, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლა­სებ­ში კვლე­ვა ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­კითხ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მშობ­ლე­ბი და სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დას­წ­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი — ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს ადაპ­ტა­ცი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რე, სწავ­ლე­ბის შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის არარ­სე­ბო­ბა, სა­მუ­შაო მა­სა­ლის, ინ­ვენ­ტა­რის ნაკ­ლე­ბო­ბა და სხვ. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ახა­ლი მო­დე­ლი, კლას­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით, სა­ჯა­რო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში, ორი ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს აერ­თი­ა­ნებს: ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლასს და ასა­კის შე­სა­ბა­მის კლასს. მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში ასა­კის შე­სა­ბა­მის კლას­ში ირიცხე­ბა და იღებს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სი, და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის — ფსი­ქო­ლო­გი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი — ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და მოს­წავ­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ახა­ლი მო­დე­ლის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს სკო­ლებს აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში, მა­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. მო­ცე­მუ­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰყავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყველ­გან მიჰ­ყ­ვე­ბა, სა­დაც კი მოს­წავ­ლე მი­დის; კლას­ში მოს­წავ­ლე­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა 8, და­საშ­ვე­ბი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა — 2 წე­ლი. კლა­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: ერ­თი დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­მი ტუ­ტო­რი/სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი-სუ­პერ­ვი­ზო­რი და სა­მი მო­ხა­ლი­სე; ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის­თ­ვის სა­ჭი­როა ოთხი ზო­ნა: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის, სენ­სო­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო ზო­ნა. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დგე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ჯგუ­ფუ­რი და ტი­პურ კლას­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გან­რი­გი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლის კლას­ში შეს­ვ­ლამ­დე, ტარ­დე­ბა ღია გაკ­ვე­თი­ლი აუტიზ­მ­ზე და ტო­ლე­რან­ტო­ბა­ზე. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­თან ერ­თად.

ახა­ლი მო­დე­ლის წარ­დ­გე­ნას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, მშობ­ლე­ბი და სხვ.

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­მარ ჟღენ­ტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლე­ბი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გ­ნენ. „ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტ­რომ, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ახა­ლი მო­დე­ლი შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც სკო­ლის სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი დამ­ხ­მა­რე სერ­ვი­სია და მი­სი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში დახ­მა­რე­ბა და ინ­ტეგ­რა­ციაა. მო­დე­ლი ერ­თ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა სკო­ლე­ბის­თ­ვის, მას­ში აღ­წე­რი­ლია რო­გორც აუტიზ­მის სპექ­ტ­რის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, ასე­ვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ფორ­მი­რე­ბის ეტა­პე­ბი, დაწყე­ბუ­ლი გა­რე­მოს შერ­ჩე­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.“

მი­სი­ვე თქმით, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბის პროგ­რა­მა 2013 წლი­დან და­იწყო და დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. დაგ­რო­ვილ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი სის­ტე­მა­ში უნ­და მო­ექ­ცეს და შე­იქ­მ­ნას მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ეტაპს გა­წერს. შემ­დ­გო­მი ეტა­პი ახა­ლი მო­დე­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბა და და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა იქ­ნე­ბა.

იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სი, ნელ-ნე­ლა მოხ­დე­ბა ახალ მო­დელ­ზე გა­დაწყო­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი კლა­სი კი ამ მო­დე­ლის შე­სა­ბა­მი­სად გა­იხ­ს­ნე­ბა. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ ეს იქ­ნე­ბა ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის და ხელს შე­უწყობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, კლი­ნი­კურ­მა ნე­ი­როფ­სი­ქო­ლოგ­მა, თი­ნა­თინ ჭინ­ჭა­რა­ულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ახა­ლი მო­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ჯა­რო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სი, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ეტა­პობ­რი­ვად, უფ­რო ეფექ­ტუ­რად ინ­ტეგ­რირ­დ­ნენ თა­ვი­ანთ კლა­სებ­ში. ამ მო­დე­ლით ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, სკო­ლა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღონ და გა­ვიდ­ნენ შე­დეგ­ზე. შე­დე­გი კი აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

„ამ მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­ნი­საზღ­ვ­რა, რა ტი­პის ცოდ­ნა უნ­და ჰქონ­დეთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რა მო­დელს უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს სწავ­ლის მე­თო­დო­ლო­გია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოვ­დი­ვართ სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კი­დან და ვე­ფუძ­ნე­ბით ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით ანა­ლიზს, რო­გორც წარ­მ­მარ­თ­ველ პრინ­ციპს, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თ­ლა. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია თბი­ლი­სის 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა. კვლე­ვა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ მსგავ­სი მიდ­გო­მა და ამ მო­დელ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ამარ­თ­ლებს“ — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა­თი­ნი.

„მე­ო­რე წე­ლია, რაც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ფსი­ქო­ლო­გი ვარ. რო­დე­საც ახალ მო­დელს გა­ვე­ცა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რიცხობ­რი­ვი სიმ­ცი­რე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, —   გა­ნაცხა­და მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძემ,   55-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ფსი­ქო­ლოგ­მა — ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლას­ში 8 ბავ­შ­ვი სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია. ჩვენ შე­ვა­ფა­სეთ ისი­ნი უნა­რე­ბის მი­ხედ­ვით. მო­დე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე. მო­ლო­დი­ნე­ბი და­საწყი­სი­დან­ვე დი­დი გვქონ­და. შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი სირ­თუ­ლეა და­საძ­ლე­ვი — არის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, მცი­რეა მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან გვი­ჭირს. მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლას­ში, შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა მი­ე­ცე­მათ. ვფიქ­რობ, ესეც გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ტი­ვა­ციაა.“

ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ამ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სებ­ში, სხვა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად. სის­ტე­მა­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ არა მხო­ლოდ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან, არა­მედ მა­თი კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლებ­თა­ნაც. „საქ­მის კურ­ს­ში ვა­ყე­ნებთ და ვაც­ნობთ მათ მო­მა­ვალ კლა­სე­ლებს, რა­თა ისი­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დ­ნენ თა­ნა­ტო­ლებს, რო­მელ­თაც, პირ­ველ რიგ­ში, თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ“.

თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით, უმე­ტე­სი მათ­გა­ნი ელე­მენ­ტა­რულ სერ­ვი­სებ­საც კი მოკ­ლე­ბუ­ლია. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვის მომ­ლო­დი­ნე­თა სია ძა­ლი­ან გრძე­ლია და პროგ­რა­მა­ში ახა­ლი ბავ­შ­ვის ჩარ­თ­ვა მხო­ლოდ მა­შინ ხერ­ხ­დე­ბა, თუ ვინ­მე, ვინც ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას უკ­ვე იღებს, გა­მო­ე­თი­შე­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი იზ­რ­დე­ბოდ­ნენ და ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მთა­ვა­რი ნიშ­ნე­ბი ხომ სწო­რედ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტია. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის ახა­ლი მო­დე­ლი, რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა, უდა­ვოდ, დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მათ გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი