თსუ-ს ფსიქოლოგები მოქალაქეებს პანდემიით შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარებიან

732
30 მარტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება. ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა.
ცხელი ხაზი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით, ფაკულტეტთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში შეიქმნა.
მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გაუწევენ.

ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center

შემდეგი განრიგით: ორშაბათი-პარასკევი – 10.00-18.00სთ, შაბათი – 10.00-17.00სთ, კვირა – 14.00-16.00სთ.

ამასთან, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის’’, გასული კვირიდან, უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას სთავაზობენ. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობა და უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება.

დატოვეთ კომენტარი