თამარ ქიტიაშვილმა ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცა

94

პირველად საქართველოში, ბენეფიციარებმა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსი დაასრულეს IT მიმართულებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები მიიღეს. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მან ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცა.

27-მა ბენეფიციარს შორის, რომლებმაც პროფესიული მომზადების პროგრამების კურსი წარმატებით დაასრულა, არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით ადრეულ ასაკში დაინტერესდნენ. ძირითადი შემადგენლობა IT სფეროში დასაქმებული პირები იყვნენ, რომლებმაც კურსი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული წინსვლის მიზნით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ კურსზე ბენეფიციარებმა პროფესიული მომზადების 3 პროგრამა დაასრულეს: სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Java); ვებგვერდის ინტერფეისის მოდელირება (Mark Up); Javascript დეველოპერი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარებმა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსი  IT მიმართულებით დაასრულეს და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროფესიები დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია სამომავლოდ არაერთი პროგრამის დანერგვას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი