ვეცადოთ შევქმნათ რაიმე ღირებული ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ

84

რუბრიკის”ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ირაკლი გოგუაკრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი

ირაკლიგვიამბე მშობლიური სკოლისა და მასწავლებლების შესახებრამდენად წარმატებული მოსწავლე იყავიგანსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი მომავალი და პროფესიული არჩევანი?

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა თქვენს რუბრიკაში მოწვევისთვის. ვეცდები, მკითხველს საინტერესოდ გავუზიარო საკუთარი გამოცდილება. განათლება, ჩემთვის, უკვე სკოლიდანვე იყო პრიორიტეტული. მოგეხსენებათ, განათლებული საზოგადოება ქმნის ქვეყნის, ასევე საკუთარ მომავალს, მაშინ ეს ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული. აქტიურად ვიყავი ჩართული საერთაშორისო კონკურსებში. ერთ-ერთ წელს გავხდი საერთაშორისო მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული რეგიონში, ეს ჩემი პირველი წარმატება იყო სკოლაში, რომლის სერტიფიკატსაც დღემდე ვინახავ. წარჩინებით დავამთავრე ქალაქ ხობის პირველი საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, სტუდენტობა საქართველოში, ჩემი კარიერული განვითარებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო – ეროვნული გამოცდებით ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე, ასევე მეორადი პროფესიით – საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. პირველი კურსიდანვე, აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, ვმონაწილეობდი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ვიყავი, არაფორმალური განათლების ფარგლებში, რამდენიმე პროექტის ორგანიზატორი და მონაწილე, ასევე საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის “აიესეკი” წევრი და გლობალური გაცვლითი პროგრამის მოხალისე მონაწილე, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ვგეგმავდით პროექტებს, უცხოელ მეგობრებთან ერთად. სწორედ ამ ყველაფერმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სამომავლო კარიერის (მაგისტრატურის) დაგეგმვაში საზღვარგარეთ, კონკრეტულად – პოლონეთში.

დამეთანხმები ალბათრომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებანებისმიერი ადამიანირომელსაც სურს თავის პერსონალურ რეზიუმეში ოქროს ასოებით შეავსოს განათლების გრაფაარჩევანს უცხოეთზე აკეთებსმიამბერა გზა გაიარე საქართველოდან პოლონეთის რესპუბლიკამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად მაინცდამაინც კრაკოვი?

დიახ, გეთანხმებით. სამწუხაროდ, საქართველოში საერთაშორისო დონის განათლების მიღება ძალიან რთულია. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ყველა განვითარებადი ქვეყნის პრობლემაა. განათლების სისტემაში უფრო მეტი რეფორმა გვჭირდება. პროგრესი, ამ მიმართულებით, შეინიშნება, მაგრამ არასაკმარისია გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის. უკვე დიდი ხნით ადრე მქონდა დაგეგმილი სამომავლო მიზნები – საქართველოში ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ, რამდენიმე სამაგისტრო პროგრამაზე მქონდა შეტანილი საბუთები, რომლებიც სრულ დაფინანსებას სთავაზობდნენ საერთაშორისო სტუდენტებს. კონკურსის წესით მოვხვდი პოლონეთის მთავრობის საუკეთესო სტუდენტთა სიაში. სრული დაფინანსებით და ყოველთვიური სტიპენდიით. ამ გზის გავლა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. კრაკოვი საუკეთესო ადგილია პოლონეთში განათლების მისაღებად, რასაც მისი მრავალწლიანი ისტორია ადასტურებს.

მიამბე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ისტორიაროგორ ხდება სტიპენდიების და გრანტების მოპოვებარა პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები?

კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი თანამედროვე უმაღლესი სასწავლებელია, იმავდროულად, კარგად ორგანიზებული ტრადიციები აქვს, რომელიც 1925 წლიდან მოსდევს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლაა ქვეყანაში, სწავლისა და კვლევის მთავარი ცენტრი. უნივერსიტეტისათვის დამახასიათებელია შესასწავლი საგნების ფართო არეალი. ეკონომიკასთან ერთად ისწავლება სოციოლოგია, სამართალი, ისტორია, ფილოსოფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ეკოლოგია, ტურიზმი და სხვ. სწავლის პარალელურად, სტუდენტებს საერთაშორისო სტაჟის მიიღების შესაძლებლობა აქვთ. სასწავლებელი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტუდენტებს ეძლევათ შანსი, მიიღონ ორმაგი ხარისხი – კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის და უცხო პარტნიორი უნივერსიტეტის გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში ან აშშ-ში.

შესანიშნავი გარემოა აკადემიური და არააკადემიური ღონისძიებებისთვის. სასწავლებელს აქვს კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები, თანამედროვე ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სტუდენტური საცხოვრებელი.სტიპენდიის შენარჩუნებაადვილი ნამდვილადარ არის,საჭიროა მაღალიაკადემიური მოსწრებადა დიდიშრომა. რასაკვირველია,ყველაფერი შესაძლებელია.მოგეხსენებათ, პოლონეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის და ამ პროგრამის ფარგლებში ხდება სტუდენტების სწავლის სრული დაფინანსება. ცნობილია, ბანაჰის, კირკლადის და ახალგაზრდა მეცნიერების პროგრამები. შესაძლებელია, ასევე, სხვადასხვა ფონდებიდან გრანტების მოპოვება.ადვილი ნამდვილად არაა, მაგრამ მთავარია მიზნებისა და პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და აუცილებლად ყველაფერი გამოვა. სტუდენტები ევროპაში დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ.აღსანიშნავია უამრავი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, განსაკუთრებით პოპულარულია ერასმუს პლიუსის პროგრამები. ასევე, სტუდენტური სტაჟირების პროგრამები წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Microsoft, Google,IBM, Capgemini, ING და ა.შ. ერთი სიტყვით, ევროპაში სტუდენტს უნიკალური შანსი აქვს, რომ განვითარდეს და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.

რა პროფესიას ეუფლებირამ განაპირობა პროფესიის არჩევანირომელ კურსზე ხარ?

ვარ კრაკოვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ასევე, სტრასბურგის ბიზნეს სკოლის ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობ დისერტაციაზე. მიუხედავად დიდი არჩევანისა, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი საერთაშორისო ურთიერთობებით და ბიზნეს ადმინისტრირებით. ჩემი ფაკულტეტი კი პროფესიის ორივე განხრით დაუფლების შესაძლებლობას მაძლევს. ეს სწავლების ინოვაციური მეთოდია, რითაც სტუდენტს, ამ მხრივ, უნიკალური შანსი ეძლევა.

კრაკოვის უნივერსიტეტში ალბათ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდავინ არიან ისინიმოკლედ მიამბე მათ შესახებ.

კრაკოვი პოლონეთის საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება უკვე საუკუნეებია. აქ არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი – იაგელონიის უნივერსიტეტი, რომელიც 650-წლიან ისტორიას ითვლის. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, მწერლები, პოეტები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ა.შ. გამოვყოფდი კოპერნიკს, შტეფან ბანაჰას, ვისლავა შიმბორსკას, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.

უცხოეთშისოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგადუცხოელ სტუდენტებსსწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზეგაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?

მუშაობის უფლება მაქვს ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ უმეტეს დროს სწავლას ვუთმობ, ასევე, კონფერენციებსა და კონგრესებში ვმონაწილეობ. ვცდილობ, საინტერესო ხალხთან მქონდეს ურთიერთობა და გავიზიარო მათი გამოცდილება. ამ ზაფხულს, სტაჟირება გავიარე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტში. რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილება მივიღე და სამომავლოდაც ვაპირებ თანამშრომლობას.

სამეფო დედაქალაქი კრაკოვი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთშიშენთვის რა არის ამ ქალაქში განსაკუთრებული და შთამბეჭდავისად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებას?

გეთანხმებით, კრაკოვი მართლაც უძველესი და უნიკალურია თავისი ისტორიით. აქ ყველაფერი განსაკუთრებული და შთამბეჭდავია. მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა მიჩნეული. ათასწლოვანი ისტორიის წყალობით, ქვეყნის გულად მიიჩნევა.

თავისუფალ დროს მეგობრებთან და მოგზაურობაში ვატარებ. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს პირადად ვეზიარო, ვეცნობი  ინოვაციებს სხვადასხვა დარგებში. როგორც ბერნარდ შოუ თვლიდა, მიღებული განათლება არაფერია იმასთან შედარებით, რაც კითხვას, მოგზაურობას და ადამიანებთან ურთიერთობას მოაქვსო, რასაც სრულიად ვეთანხმები. ასევე, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. რამდენიმე პრიზი მაქვს მიღებული მოყვარულ ფოტოგრაფთა კონკურსში. სამომავლოდ ბევრი გეგმები მაქვს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

ჩემი აზრით, ეს  ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, რადგან აქ უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას იღებ, რაც დამსაქმებლისთვის, უმეტეს შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს. უკვე მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა მსოფლიო სტუდენტთა ორგანიზაცია და დიასპორის სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში, ვეცნობოდით სხვადასხვა სამინისტროების მუშაობის სტილს, სტრატეგიებს და ვიღებდით ინფორმაციას სამომავლო გეგმებზე. ასევე, საინტერესო შეხვედრები გვქონდა პარლამენტარებთან და პრემიერთან.

რას ურჩევ ახალგაზრდებსრომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში, მიზნები და პრიორიტეტები უნდა იყოს სწორად დასახული. ასევე, მნიშვნელოვანია მუშაობა საკუთარ თავთან. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა არაა, ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაცაა. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რაიმე ღირებული შევქმნათ ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, დიდი შრომის გარეშე შედეგიც ნაკლებად სავარაუდოა. თომას ედისონი ამბობდა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ძალიან მალე ვყრით ფარ-ხმალს. წარმატებისკენ მიმავალი უფრო სწორი გზა მუდმივ, კიდევ ერთხელ ცდაშია.

დაბოლოსრა არის ისრაც ევროპამ მოგცაშენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო ახალი შესაძლებლობები და საკუთარი თავის პოვნა.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

დატოვეთ კომენტარი