ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

210

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) შესაბამისად.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი დააგროვა და, ამასთან ერთად, მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

დატოვეთ კომენტარი