ერ­თხელ მი­ნის მიღ­მა

253

გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის პრობ­ლე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­შიც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. პრობ­ლე­მა თავს ხში­რად სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე ქალ­თა და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის კონ­ტექ­ს­ტ­ში იჩენს. გენ­დე­რუ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ბაზ­რის შექ­მ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხრივ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, ქალ­თა და­საქ­მე­ბის გზა­ზე, უხი­ლავ ბა­რი­ე­რა­დაა აღ­მარ­თუ­ლი, რის გა­მოც მათ ჯერ კი­დევ უჭირთ სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ქალ­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი მრავ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვით ან­გა­რი­შებ­ში ასა­ხუ­ლია არა­ერ­თი საქ­მე ქალ­თა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი წი­ნა­სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო პე­რი­ოდ­ში.

რა არის სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი დის­ბა­ლან­სის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი­ან ქა­ლე­ბი და­საქ­მე­ბი­სას, წი­ნა­სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ეტაპ­ზე, კერ­ძოდ, გა­სა­უბ­რე­ბის დროს ან და­საქ­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ანაზღა­უ­რე­ბის მხრივ… სწო­რედ ამ თე­მა­ტი­კა­ზე მომ­ზად­და, პრო­ექ­ტის „ერ­თხელ მი­ნის მიღ­მა“ ფარ­გ­ლებ­ში, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კო­მიქ­სი, რო­მელ­შიც რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ერ­თი შე­ხედ­ვით უჩი­ნა­რი, ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი, დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბია ასა­ხუ­ლი.

„ეს არ არის მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, ეს ნამ­დ­ვი­ლი ის­ტო­რი­ე­ბია, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი აწყ­დე­ბი­ან უხი­ლა­ვი მი­ნის მიღ­მა და არ იცი­ან, რო­გორ და­იც­ვან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი. წა­მოგ­ვ­ყე­ვით მი­ნის მიღ­მა, სა­დაც გაჩ­ვე­ნებთ იმ პრობ­ლე­მებს, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და დაბ­რ­კო­ლე­ბებს, რო­მელ­თაც ქა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყ­დე­ბი­ან და რომ­ლე­ბიც მი­ნის მე­ო­რე მხრი­დან არ ჩანს“.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო. თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის მხარ­და­ჭე­რით და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გო­გო­ნე­ბი — მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი, ნი­ნო ჯღარ­კა­ვა, მა­რი­ამ მხე­ი­ძე და ქე­თი მურ­ღუ­ლია ერ­თი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დ­ნენ. იმუშავეს პროექტზე  „ერ­თხელ მი­ნის მიღ­მა“ და მო­ამ­ზა­დეს კომიქსი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქალ­თა და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას.

2019 წლის 16 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის აუდი­ტო­რი­ა­ში, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ შექ­მ­ნი­ლი კო­მიქ­სის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბით — „გო­ნე­ბა იგებს ყველა ომს“ წარ­დ­გა ფსი­ქო­ლო­გი და პერ­სო­ნა­ლუ­რი ქო­უ­ჩი გვან­ცა გა­დე­ლია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სო­ფო მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა ქალ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სა­კითხებ­ზე ისა­უბ­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჯერ კი­დევ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე, თბი­ლის­სა და მინ­ს­კ­ში, გა­ი­მარ­თა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი (18-30 წლამ­დე მონა­წი­ლე­ე­ბისთვის), რომლის მი­ზა­ნი იყო ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რაც პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში დღემ­დე არ­სე­ბობს. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლით გრა­ფი­კულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, სო­ფია (ბე­რი­ძე) სტავ­რო­გი­ნამ, რე­ა­ლურ ამ­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ის­ტო­რი­ებ­ზე შექ­მ­ნა ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კო­მიქ­ს­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა: „კო­მიქ­სის იდე­ამ თავ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ა­ჩი­ნა პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ხატ­ვის პრო­ცეს­ში თა­ვი­სით და­ლაგ­და მა­თი ხა­სი­ა­თი. სა­ნამ უშუ­ა­ლოდ დი­ა­ლოგ­ზე გა­და­ვი­დო­დი, ხუ­თი­ვე გმირს უკ­ვე თა­ვი­სი ნი­შა ჰქონდა. ჩემ გარ­შე­მო ბევრ ადა­მი­ანს ვკითხე, გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, რა ხდე­ბო­და მათ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ გა­რე­მო­ში. გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სტა­ტის­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ, ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი ავირ­ჩიე, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან „კა­ცურ“ პრო­ფე­სი­ე­ბად ით­ვ­ლე­ბა, ან მა­მა­კა­ცე­ბი მო­ცე­მულ ვა­კან­სი­ებ­ში უფ­რო მე­ტი პრი­ვი­ლე­გი­ით სარ­გებ­ლო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პერ­სო­ნა­ჟებს, ისი­ნი არ არი­ან მში­შა­რა ქა­ლე­ბი და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ კითხ­ვებ­სა და ქცე­ვა­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას ახ­დე­ნენ. კო­მიქ­სის გმი­რე­ბი პირ­და­პი­რე­ბი არი­ან და კო­რექ­ტუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ დამ­საქ­მე­ბელს. მინ­და ყვე­ლა დის­კ­რი­მი­ნე­ბულ­მა ქალ­მა იცო­დეს, რომ აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­იც­ვას — გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნორ­მაა“.

ხში­რად დამ­საქ­მებ­ლე­ბი არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ქალ­თა მი­მართ დის­კ­რი­მი­ნა­ცია შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ან სხვა მი­ზე­ზის გა­მო. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ასე­თ კითხ­ვებს სვა­მენ: და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ? ხომ არ აპი­რებთ და­ო­ჯა­ხე­ბას? შვი­ლი ხომ არ გყავთ?… რო­გორც ქალს (ქა­ლი მძღო­ლი), არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი „ტი­პის“ მომ­ხ­მა­რებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა? მა­ინ­ტე­რე­სებს, ბავ­შ­ვი რამ­დე­ნად შე­დის თქვენს გეგ­მებ­ში? ხომ არ შე­გიშ­ლით ის ხელს? ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ წი­ნას­წარ რის­კე­ბის შე­სა­ხებ… თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში ეჭ­ვი არ შე­მაქვს, უბ­რა­ლოდ, ხომ გეს­მით, თქვენ მო­მა­ვა­ლი დე­და ხართ, მა­ლე ჩვი­ლის მოვ­ლა მო­გი­წევთ… გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბაც დაგ­ჭირ­დე­ბათ. ეს დე­ტა­ლე­ბი გარ­კ­ვე­ულ რის­კებს შე­უქ­მ­ნის კომ­პა­ნი­ას… რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში (ორ­სუ­ლო­ბა) სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა? ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლი­და, უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბო­და თქვენ­თ­ვის? …მზად ხართ და­მა­ტე­ბი­თი დრო და­უთ­მოთ სამ­სა­ხურს, თუ ამას თქვე­ნი პო­ზი­ცია და საქ­მე მო­ითხოვს? ორი პა­ტა­რა ბავ­შ­ვის ფონ­ზე, რო­გორ აპი­რებთ ამას?.. ორი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვი საკ­მა­ოდ რთუ­ლი თე­მაა. რამ­დე­ნად შეძ­ლებთ, მა­თი მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სამ­სა­ხურ­ში დრო­უ­ლად გა­მოცხა­დე­ბას? და ა.შ. — ამო­ნა­რი­დი პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან „ერ­თხელ მი­ნის მიღ­მა“. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა დამ­საქ­მე­ბე­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაც­ვ­ლად, ქალის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რეო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. ხშირად ქა­ლებს სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით არ იღე­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რი არ არის ფე­მი­ნუ­რი და მა­მა­კა­ცურ ძა­ლას მო­ითხოვს, რაც რე­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს პრობ­ლე­მა, რა თქმა უნ­და, ცნო­ბი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი, გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა ქა­ლი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, ბევ­რ­მა თა­ვა­დაც არ იცის ამის შე­სა­ხებ, რად­გან დამ­საქ­მებ­ლე­ბი ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რო­ბენ.

ნი­ნო ჯღარ­კა­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი: „ჩემ­თ­ვის, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მუდ­მი­ვად ვი­ყო ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. პრო­ექ­ტის იდეა და ჩვე­ნი გუნ­დის შექ­მ­ნა რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტარ­და ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი — ქე­თი და ორი მა­რი­ა­მი. პრო­ექ­ტ­ში, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მოლ­დო­ვას, რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის და სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი ქა­ლე­ბი. პრო­ექ­ტის და­სას­რულს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მოცხად­და საგ­რან­ტო კონ­კურ­სი. მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დაგ­ვე­წე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რა თე­მა იქ­ნე­ბო­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იდეა იყო. ბო­ლოს ჩვე­ნი მე­გო­ბ­რის, ქე­თი მურ­ღუ­ლი­ას იდე­ის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ან­დით — კო­მიქ­სის შექ­მ­ნის იდე­ამ ყვე­ლა აღ­გ­ვაფ­რ­თო­ვა­ნა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მა­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ქალ­თა და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ავირ­ჩი­ეთ. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვუ­კავ­შირ­დით რე­გი­ო­ნა­უ­ლი აკა­დე­მი­ის მო­ნა­წი­ლეს, ალექ­სან­დ­რა ჰარიტონოვას ბე­ლა­რუ­სი­დან, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვ­თან­ხ­მ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე“.

მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი, მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი: „პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ქა­ლებ­მა და დამ­საქ­მებ­ლებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, რომ პრო­ფე­სი­ას და სამ­სა­ხურს სქე­სი არ აქვს. მი­უ­ღე­ბე­ლია გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცია.

ჩვენი მი­ზა­ნია, იმ პრობ­ლე­მე­ბი­ს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში აწყ­დე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის, ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი უხი­ლა­ვია. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ეს გა­მო­გო­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბია და ქა­ლე­ბი თა­ვად იქ­მ­ნი­ან „შუ­შის ჭერს“. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, კო­მიქ­სის მკითხ­ველს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­მო­ი­ხე­დოს მი­ნის მიღ­მა და და­ი­ნა­ხოს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში აწყ­დე­ბი­ან“.

მა­რი­ამ მხე­ი­ძე, იურის­ტი: „ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ქა­ლე­ბი დღეს დგა­ნან, ვფიქ­რობ, ის­ტო­რი­უ­ლად მოგ­ვ­დევს. და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორც ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მი­სა, რის წი­ნა­შეც დღეს ქა­ლე­ბი დგა­ნან, არის ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბით სავ­სე გა­რე­მო. ჩვენ საბ­ჭო­თა კავ­შირ გა­მოვ­ლი­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, მუდ­მი­ვად ჩაგ­რუ­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ქა­ლის ფუნ­ქ­ცია ბავ­შ­ვე­ბის გა­ჩე­ნით და ოჯა­ხის მოვ­ლით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და. ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, ძი­რი­თა­დად, ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი აერ­ჩი­ათ, ქა­ლის­თ­ვის კარ­გი პრო­ფე­სიააო რომ იტყოდ­ნენ. თით­ქოს მათ არ ჰქონდათ ოც­ნე­ბე­ბი, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი ან უნა­რი იმი­სა, რომ რა­ღაც უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნის ნა­წი­ლი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ჩვენ ამ წარ­სუ­ლი­დან მოვ­დი­ვართ და რა გა­საკ­ვი­რია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბისთვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბისა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვი­ან, შეხ­ვ­დეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე. დღეს ქა­ლად ყოფ­ნა, რო­მელ­საც ჰყავს ოჯა­ხი, უვ­ლის შვი­ლებს, არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, იმ გა­რე­მო­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ვე­ლი 7 ქა­ლი­დან 1 ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლია. მა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ თა­ვის ქო­ნე­ბას გვა­რის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ ბი­ჭებს უტო­ვე­ბენ, ქა­ლებს ხში­რად უსახ­ლ­კა­როდ ტო­ვე­ბენ, შემ­დე­გი ლო­გი­კით — „გათხოვ­დე­ბა და ქმა­რი მი­ხე­დავს“. ბევრ ქალს, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა, ხში­რად წა­სას­ვ­ლე­ლიც კი არ აქვს, რომ ძა­ლა­დო­ბას თა­ვი მო­ა­რი­დოს. ამ სტა­ტის­ტი­კის შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა კი, ვფიქ­რობ, მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბით იწყე­ბა, რის­თ­ვი­საც, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბათ სამ­სა­ხუ­რი, მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და თა­ვი­ან­თი შრო­მის პრო­პორ­ცი­უ­ლი ანაზღა­უ­რე­ბა“.

ქე­თი მურ­ღუ­ლია, სო­ცი­ო­ლო­გი, დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მე­დიამკვლე­ვა­რი: „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რო­ლი­სად­მი, უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა თუ სტა­ტუს­ზე. ეს იწ­ვევს ქა­ლე­ბის მცი­რე ჩარ­თუ­ლო­ბას ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, ეკო­ნო­მი­კურ და, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2010 წელს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით, ეფექ­ტუ­რი შე­დე­გე­ბი ვერ გა­მო­ი­ღო, რა­საც არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა მოწ­მობს. „The Global Gender Gap“-ის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო, 145 ქვე­ყა­ნას შო­რის, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით, 82-ე ად­გილ­ზე იყო. ეს კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი პრობ­ლე­მა­ტუ­რია და სა­ერ­თო სუ­რა­თის შე­საც­ვ­ლე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, პირ­ველ რიგ­ში კი, ქა­ლე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ ფონ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქალ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის, რო­ლის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით, რა­თა მა­თი ხმა ის­მო­დეს და მა­თი პრობ­ლე­მე­ბი ღია დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი იყოს“.

მაკა ყიფიანი

 

დატოვეთ კომენტარი