ერთად დავამარცხოთ საზოგადოებაში არსებული სტიგმა

277

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი, 2007 წლის, 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. მისი მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევ პრობლემად რჩება აუტიზმის შესახებ საზოგადოების არაინფორმირებულობა, რაც სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ვაწყდებით შემთხვევებს, როცა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლებს შვილების საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩაყვანას სთხოვენ ან  სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან გადაყვანას. არის შემთხვევები, როცა უარსაც კი ამბობენ საგანმანათლობლო პროცესში ჩართვაზე, ამას ემატება სახელმწიფოში არასაკმარისი სერვისები და მომსახურება. ასეთი რეალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი სწორედ საზოგადოების დაბალი ცნობადობაა.

ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ საზოგადოებაში არსებული სტიგმა, შევცვალოთ დამოკიდებულებები და ნორმები, რომლებიც ხშირად დაუძლეველ ბარიერად იქცევა ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და განვითარებას ვერ ახერხებენ.

დატოვეთ კომენტარი