დღეს გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, თუ ვინ იქ­ნე­ბი ხვალ

262

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში″ სტუმარია ზუ­რაბ მუ­რა­კაშ­ვი­ლი

🔹 ზუ­რაბ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ვიწყოთ. ვი­ცი, რომ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი
თავ­და­პირ­ვე­ლად მსურს მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ ჩემ­და­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სის­თ­ვის. ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე ქა­ლაქ გურ­ჯა­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში, ვარ კონ­კურ­სის „სა­უ­კე­თე­სო მთარ­გ­მ­ნე­ლი 2006“ რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი სექ­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი.
სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 2009 წელს, ჩა­ვა­ბა­რე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თ­ვის სკო­ლა­ში ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ-უნ­გ­რულ პროგ­რა­მა­ზე (სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მო­ვი­პო­ვე 70%-იანი სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი, ამას და­ე­მა­ტა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და გრან­ტი, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­უ­რია სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი­სა და ჯამ­ში ჩემ მი­ერ მი­ღე­ბულ­მა გრან­ტ­მა შე­ად­გი­ნა ყო­ველ­წ­ლი­უ­რი 3150 ლა­რი, ოთხი სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე). პროგ­რა­მა მო­ი­ცავს სამ­წ­ლი­ან სწავ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხო­ლო და­მამ­თავ­რე­ბელ მე­ოთხე წელს ოქ­ს­ფორდ ბრუ­კის ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში. ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის სკო­ლა ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვე­რს­იტე­ტის — ოქ­ს­ფორდ ბრუ­კის მი­ერ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც გას­­ცემს ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის — ოქ­ს­ფორდ ბრუ­კის ხა­რის­ხის დიპ­ლო­მს. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ოქ­ს­ფორდ ბრუ­კის ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლას შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კრე­დი­ტე­ბის ურ­თი­ერ­თა­ღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს  ორ­მა­გი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მე­ბი ენი­ჭე­ბათ (ქარ­თუ­ლი — გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ბრი­ტა­ნუ­ლი

🔹ოქ­ს­ფორდ ბრუ­კის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის დიპ­ლო­მე­ბი). მე­სა­მე კურ­სის დას­რუ­ლე­ბი­სა და სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც სურს ბუ­და­პეშ­ტ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა, აბა­რებს წე­რი­ლო­ბით ტესტს ბიზ­ნეს ინ­გ­ლი­სურ­ში და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, სკა­იპ­ში გა­დის გა­სა­უბ­რე­ბას ბუ­და­პეშ­ტის სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­საც უნ­და გა­ნუ­მარ­ტოს, რა­ტომ სურს სწავ­ლა ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში და რა არის მი­სი მო­ტი­ვა­ცია. ტეს­ტი­რე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ოთხე სას­წავ­ლო წე­ლი ბუ­და­პეშ­ტ­ში ის­წავ­ლოს. სწო­რედ ამ ეტა­პე­ბის გავ­ლის შე­დე­გად მოვ­ხ­ვ­დი ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში, სა­დაც და­ვი­ცა­ვი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს ასა­ხავს. ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ბუ­და­პეშ­ტის ბიზ­ნეს სკო­ლის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის.

🔹 რო­გორც ვი­ცი, ბუ­და­პეშ­ტ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის AIESEC პრო­ექ­ტებ­ში, რა­მაც ალ­ბათ, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ძი­ნა
ბუ­და­პეშ­ტ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი სა­მი სას­წავ­ლო წე­ლი გა­ვა­ტა­რე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2010-2012 სას­წავ­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე მე­ო­რე კურ­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი გა­ვა­ტა­რე უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ოდე­სა­ში, სა­დაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის AIESEC ოდე­სის ლო­კა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის სამ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში. ოდე­სა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ოდე­სის სა­ხელ­მ­წი­ფო ეკო­ნო­მი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჩემს ბულ­გა­რელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნელ სტუ­დენ­ტებს ვუ­ტა­რებ­დი ვორ­კ­შო­პებს, ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: „ლი­დე­რი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში“, „დრო­ის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა“, „ეფექ­ტუ­რი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბა“.
და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ვუ­ტა­რებ­დი პრე­ზენ­ტა­ცი­ებს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ურ თე­მა­ტი­კა­ზე, ვაც­ნობ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ქარ­თულ კულ­ტუ­რას და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და შეზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე არას­რულ­წ­ლო­ვა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბას, მათ დახ­მა­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში და მა­თი ზო­გა­დი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას. რა თქმა უნ­და, სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის AIESEC პრო­ექ­ტებ­ში მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და იმ ფაქ­ტორ­მა, რომ ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ენა ინ­გ­ლი­სუ­რი იყო, შემ­დეგ­ში დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში, რო­მელ­საც ბუ­და­პეშ­ტ­ში მი­ვაღ­წიე.

🔹 რო­გორ უნ­და მი­ი­ღონ AIESEC-ის პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა და რა ეტა­პე­ბი უნ­და გა­ი­ა­რონ?

AIESEC-ის სა­შუ­ა­ლე­ბით საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბი­სათ­ვის და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლა. პირ­ველ რიგ­ში, მსურ­ველ­მა უნ­და შე­ავ­სოს აპ­ლი­კა­ცია, სა­დაც უნ­და და­ა­სა­ბუ­თოს, რა­ტომ სურს გახ­დეს ამ პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე. თუ­კი აპ­ლი­კა­ცია და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, შემ­დეგ AIESEC-ზე, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში იწყე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი. ბო­ლო ეტა­პი სკა­ი­პით გა­სა­უბ­რე­ბაა იმ ქვეყ­ნი­სა და ლო­კა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, სა­დაც გამ­გ­ზავ­რე­ბა სურს აპ­ლი­კანტს. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ძი­რი­თა­დად, AIESEC-ის პრო­ექ­ტებ­ში ­ჩარ­თ­ვის მსურ­ვე­ლე­ბი ერთ კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ხო­ლო მე ოდე­სის ლო­კა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ორ, შემ­დეგ, ორ­მ­ხ­რი­ვი სურ­ვი­ლის გა­მო, მე­სა­მე პრო­ექ­ტ­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

🔹 რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლის შე­სა­ხებ, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე სას­წავ­ლე­ბელ­ში?
ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის სკო­ლა, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რა­ლურ ევ­რო­პა­ში, უნ­გ­რეთ­ში მდე­ბა­რე­ობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს სკო­ლაა. ის ბრი­ტა­ნუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დი­კი­სა და სტან­დარ­ტე­ბის პრო­ვა­ი­დე­რია ცენ­ტ­რა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი 80-ზე მეტ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს. იქ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რე­მო და სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ახ­ლოს გა­ეც­ნონ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ მათ­თან მე­გობ­რუ­ლი და სა­მო­მავ­ლო პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის სკო­ლა ამ­ზა­დებს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ბიზ­ნეს მე­ნე­ჯე­რებ­სა და მო­მა­ვალ მე­წარ­მე­ებს. და­ვე­უფ­ლე ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სა და მე­ნეჯ­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას, სწავ­ლის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ვი­მუ­შაო, რო­გორც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რის, ასე­ვე მე­წარ­მის პრო­ფი­ლით.

🔹 ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში, ალ­ბათ, თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და…
ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი მრა­ვალ ცნო­ბილ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯერს, მე­წარ­მე­სა და ბიზ­ნეს­მენს. მა­გა­ლი­თად, გა­ბორ ჰე­რენ­დი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ FCB-ის სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში, ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იური­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის მრჩე­ვე­ლია ბიზ­ნეს სა­კითხებ­ში, ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, კი­ნო­წარ­მო­ე­ბის frederick production რე­დაქ­ტო­რია; მო­ნი­კა შრე­ი­ბე­რი HBO-ს ამე­რი­კუ­ლი სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი ცენ­ტ­რა­ლურ ევ­რო­პა­ში; პი­ტერ ბუ­სი — უნ­გ­რე­თის ყვე­ლა­ზე დი­დი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მმარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი და სხვ.

🔹 რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი? ასე­ვე, მინ­და ისა­უბ­რო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე…
უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ტოპ-მე­ნე­ჯე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც  დოქ­ტო­რის ხა­რისხს ფლო­ბენ და პა­რა­ლე­ლუ­რად ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებს ატა­რე­ბენ ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში. ისი­ნი თხრო­ბას აგე­ბენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ და პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ელ­ფერს სძენს ლექ­ცი­ებს. პრო­ფე­სო­რე­ბი კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე სა­სა­უბ­როდ ხში­რად იწ­ვე­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბილ მე­ნე­ჯე­რებს, ასე­ვე ხში­რია შეხ­ვედ­რე­ბი ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბულ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ სტუ­დენ­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა სე­მი­ნა­რებს, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხის მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბია, ეწყო­ბა ბიზ­ნეს-სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ქე­ი­სე­ბის ანა­ლი­ზი და გან­ხილ­ვა. სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო, რაც ნიშ­ნავს 3-4 სტუ­დენ­ტის­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ გუნდს, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა სხვდას­ხ­ვა სა­ხის Start up-ების სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა, სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნე­სის ანა­ლი­ზის, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნა, რის შემ­დე­გა­დაც პრე­ზენ­ტა­ცია კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გა­და­დის და გა­ნი­ხი­ლე­ბა ჯგუ­ფის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ხა­რის­ხი, სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც მდი­და­რია ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რით, სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნეს ჟურ­ნა­ლე­ბით და გა­მო­ცე­მე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რაც შე­საძ­ლე­ბელს ქმნის წიგ­ნებ­ზე წვდო­მას ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, ეს კი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.

🔹 ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო უნ­გ­რე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე. რა არის უნ­გ­რე­თის გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი?
რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ უნ­გ­რეთ­ში უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, უნ­გ­რე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 70% უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს საქ­მ­დე­ბა. კონ­კ­რე­ტუ­ლად ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს რიცხ­ვი 80-85%-ს აღ­წევს, რაც, ჩე­მი თვალ­საზ­რი­სით, ხაზს უს­ვამს გა­ნათ­ლე­ბის მა­ღალ დო­ნეს უნ­გ­რეთ­ში.

🔹 უცხო­ურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ეწყო­ბა სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა? კერ­ძოდ სად და რა მიზ­ნით?
სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ ეწყო­ბო­და რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, რად­გან სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის და­საწყის­ში, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ოჯა­ხუ­რი ტი­პის სას­ტუმ­რო­ში, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რის გა­მოც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის დე­ფი­ცი­ტი მქონ­და.

🔹 მი­ამ­ბე, უნ­გ­რე­თის შე­სა­ხებ, რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?
უნ­გ­რე­თი ცენ­ტ­რა­ლურ ევ­რო­პა­ში ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის და სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა. უნ­გ­რე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ბუ­და­პეშ­ტი, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი და ვსწავ­ლობ­დი, მდი­და­რია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რით. ბუ­და­პეშ­ტ­შია ევ­რო­პა­ში სიძ­ვე­ლით მე­ო­რე მეტ­რო, რომ­ლის არ­ქი­ტექ­ტო­რი გუს­ტავ ეიფე­ლი გახ­ლავთ. ბუ­და­პეშ­ტი, ასე­ვე, ცნო­ბი­ლია კლუ­ბე­ბით, ბა­რე­ბი­თა და რეს­ტორ­ნე­ბით, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ბუ­და­პეშ­ტი ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მრავ­ლად ეწყო­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და ჟან­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი. უგემ­რი­ე­ლე­სია უნ­გ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო; აქვთ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი კულ­ტუ­რა და გა­მოც­დი­ლება; გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რო­გორც მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­გე­ბი, ისე ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. უნ­გ­რეთ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის სა­თაო და რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბი და ქარ­ხ­ნე­ბი.
რაც შე­ე­ხე­ბათ ახალ­გაზ­რ­დებს, მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა. ქარ­თ­ვე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით აქ­ცენტს აკე­თე­ბენ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე და ცდი­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა იყ­ვ­ნენ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კად­რე­ბი და­საქ­მე­ბის ბაზ­რის სპე­ცი­ფი­კურ სეგ­მენ­ტ­ში.

🔹 სად და რო­გორ ატა­რებ­დი თა­ვი­სუ­ფალ დროს?
რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ბუ­და­პეშ­ტი ცნო­ბი­ლია კლუ­ბე­ბი­თა და ბა­რე­ბით, იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლი, რომ ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი უქ­მე­ე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, არც მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი და პა­რას­კე­ვი-შა­ბა­თი აქ­ტი­უ­რად ვის­ვე­ნებ­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბუ­და­პეშ­ტის სხვდას­ხ­ვა კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­ში. თა­ვი­სუ­ფალ დროს ფეხ­ბურ­თ­საც ხში­რად ვთა­მა­შობ­დით, ვა­ტა­რებ­დით ჩემ­პი­ო­ნა­ტებს, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გუნ­დე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თით­ქ­მის, ყო­ველ­თ­ვის ვი­მარ­ჯ­ვებ­დით.

🔹 ზუ­რაბ, მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
რთუ­ლი კითხ­ვაა. ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ჩე­მი მი­ზა­ნია, გა­ვიღ­რ­მა­ვო პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, შე­ვი­ძი­ნო ახა­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და გან­ვაგ­რ­ძო პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა. სა­მო­მავ­ლოდ, კვლავ ვა­პი­რებ საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლას, ამ­ჯე­რად, მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად მო­მა­ვალს, ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ქმნის სა­კუ­თარ მო­მა­ვალს, რად­გან დღეს გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ ვინ იქ­ნე­ბი ხვალ.

🔹 რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი, რა თქმა უნ­და, და­მა­ტე­ბი­თი პლუ­სი და პრი­ვი­ლე­გიაა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე, რის გა­მოც, დამ­საქ­მებ­ლე­ბი ეძე­ბენ ისეთ კად­რებს, რომ­ლებ­საც აქვთ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი და მო­ტი­ვა­ცია. ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ევ­რო­პულ, ამე­რი­კულ და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის, ეს არის რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა სწავ­ლის პრო­ცეს­ში. ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბით, სტა­ჟი­რე­ბე­ბი­თა და სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კით. რო­დე­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას ითხოვს, ქარ­თ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ აქვთ სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­შერ­წყ­მა სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტიაა, მო­ი­პო­ვო ის სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რო­მე­ლიც გსურს და აკე­თო ის საქ­მე, რაც გიყ­ვარს.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი