და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის

433

სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში — „სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი“

თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღებ­ში სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა 1 ოქ­ტომ­ბ­რი­დან იგეგ­მე­ბა. კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ბა­ღებს მთე­ლი რი­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევთ, რა­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სი ყვე­ლა იმ წე­სის დაც­ვით წარ­მარ­თონ, რა­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო აწე­სებს. პირ­ველ რიგ­ში, სა­ყუ­რადღე­ბოა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვე­ბის სა­კითხი, ჯგუ­ფე­ბის გა­დატ­ვირ­თ­ვის პრობ­ლე­მა და ბევ­რი სხვა. ამ მხრივ, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და დრო­უ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში „სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი“, რო­მე­ლიც ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ 2020 წლის 9 სექ­ტემ­ბერს წა­რად­გი­ნა. ან­გა­რი­ში მომ­ზად­და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) მხარ­და­ჭე­რით, პრო­ექ­ტის „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი ცენ­ტ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში. ეს დო­კუ­მენ­ტი ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებს, სა­უ­ბა­რია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, კვე­ბა­ზე, ჰი­გი­ე­ნა­ზე, ჯან­დაც­ვა­ზე, ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, აღ­მ­ზ­რ­დელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე, გე­ოგ­რა­ფი­ულ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­სა და სხვა სა­კითხებ­ზე.

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სად­გე­ნად, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა 143 ბა­გა-ბა­ღის და 45 სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ა­ტა­რა, თბი­ლის­სა და 10 რე­გი­ონ­ში, სულ 51 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში.

„მო­ნი­ტო­რინ­გ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ, 2014 წელს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­და, რაც ძი­რი­თა­დად შე­ე­ხო აღ­საზ­რ­დელ­თა ჯან­საღ, და­ბა­ლან­სე­ბულ და ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლურ კვე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბებს. თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში კვლავ რჩე­ბა მთე­ლი რი­გი სა­კითხე­ბი, რაც შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან მეტ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს,“ — აღ­ნიშ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა, ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ემი კლენ­სი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ და ვი­თარ­დე­ბი­ან უსაფ­რ­თხო და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ გა­რე­მო­ში, რის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, კვე­ბა და ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვა.

„2017 წელს ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბევრ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ აქვს სა­ჭი­რო უსაფ­რ­თხო ში­და და გა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის პი­რო­ბე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. COVID-19 პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ეს სა­კითხე­ბი კი­დევ უფ­რო პრობ­ლე­მა­ტუ­რია და შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რი გახ­დეს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის.“ — გა­ნაცხა­და ემი კლენ­სიმ.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბას და სას­წავ­ლო და სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო ინ­ვენ­ტარ­სა და ეზო­ე­ბის კე­თილ­მოწყო­ბის სა­კითხებს ეხე­ბა; კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის სიმ­ცი­რე.

იუნი­სე­ფის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ანა ჯა­ნე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ სა­ნი­ტა­რია-ჰი­გი­ე­ნა არ არის პრობ­ლე­მა, კო­ვი­დის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ძა­ლი­ან დი­დი საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია, ასე­ვე, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი: „რო­დე­საც ჯგუფ­ში 45 ბავ­შ­ვია, იქ, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კია. რა თქმა უნ­და, სა­ნი­ტა­რია-ჰი­გი­ე­ნა არის ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ბა­ღე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1/3-ში გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი (მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ჯგუ­ფე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს შე­ად­გენს). სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია ქა­ლა­ქებ­ში. საკ­მა­რი­სი ფარ­თის უქონ­ლო­ბის გა­მო, ხში­რად, სა­ძი­ნე­ბე­ლი სივ­რ­ცე, იქ, სა­დაც ბავ­შ­ვებს უნ­და ეძი­ნოთ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ახა­ლი, და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფის სივ­რ­ცე. ამი­ტომ, ეს ორი­ვე სა­კითხი სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა და და­მა­ტე­ბით ბა­რი­ერს ქმნის რე­ა­ლუ­რად, კო­ვი­დის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ბა­ღე­ბის გახ­ს­ნას­თან და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კო­ვიდ­მა გა­ამ­ძაფ­რა ამ სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაწყ­ვე­ტის სა­კითხი“.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით შემ­დე­გი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა:

არა­საკ­მა­რი­სი ფარ­თის გა­მო, შეზღუ­დუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, არას­ტან­დარ­ტულ შე­ნო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში;

სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი არ არის სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლი შშმ ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თუ­ლო­ბას;

სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ეზო არ არის მოწყო­ბი­ლი აღ­საზ­რ­დელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

არა­საკ­მა­რი­სია ინ­ვენ­ტა­რი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვეა სა­ძი­ნებ­ლე­ბის, სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­სა­დი­ლო ოთა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით;

სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი იშ­ვი­ა­თად მა­რაგ­დე­ბა აღ­საზ­რ­დელ­თა ასა­კი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­თა­მა­შო­ე­ბით;

სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი არ არის მოწყო­ბი­ლი ბავ­შ­ვ­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით, შშმ ბავ­შ­ვ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით; ფარ­თო­ბი და ინ­ვენ­ტა­რი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა აღ­საზ­რ­დელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. ამას­თან, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ნა­წილ­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თბი­ლი წყლით;

აღ­მ­ზ­რ­დელ­თა უმე­ტე­სო­ბას არ აქვს გავ­ლი­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კითხებ­ზე; ეს ხელს უშ­ლის ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­თა გა­მოვ­ლე­ნა­სა და მათ­ზე დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას;

შე­მოწ­მე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის 34%-ში ირიცხე­ბი­ან შშმ აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი, თუმ­ცა მათ­გან მხო­ლოდ 14.2%-ს ჰყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის კად­რი;

პრობ­ლე­მუ­რია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხიც; სოფ­ლე­ბის მხო­ლოდ 13,75%-დან ხდე­ბა აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში.

კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, მაია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა და მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რ­მა, ლი­კა ღვინ­ჯი­ლი­ამ წა­რად­გი­ნეს.

„ბა­ღებ­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, — ამ­ბობს ანა ჯა­ნე­ლი­ძე, — მაგ­რამ ხში­რად თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს არ ყოფ­ნით რე­სურ­სი იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მას გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ამი­ტომ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში, დღეს, უკ­ვე გვაქვს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა­გან ოთხი დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია (ერთს ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით, 2017 წლის შემ­დეგ, ეს არის ინ­ფ­რას­რუქ­ტუ­რის სტან­დარ­ტი, მო­ლო­დი­ნიც ნუ­ლო­ვა­ნია, რომ მა­ლე დამ­ტ­კიც­დე­ბა) და სტან­დარ­ტე­ბიც გვაქვს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან (ვგუ­ლის­ხ­მობ რო­გორც ფი­ნან­სურ რე­სურსს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნურს), რომ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს და მათ იცოდ­ნენ, რო­გორ აღას­რუ­ლონ ის სტან­დარ­ტე­ბი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი იმედს გა­მოთ­ქ­ვამს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად შე­მუ­შა­ვე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რო­გორც ჯან­საღ, უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს, ასე­ვე ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

დატოვეთ კომენტარი