გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში…

5053

ნა­დია დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი

ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან ცო­ტა მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან უნ­და დაგ­ვეწყო. შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა იმი­სათ­ვის, რომ სას­წ­რა­ფოდ და­უფ­ლე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მის, მათ შო­რის, Teams, Zoom, Feeds, Google Classroom-ის გა­მო­ყე­ნე­ბას დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და შე­დე­გად, ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით ის, რომ გა­სულ სას­წავ­ლო წელს ვა­ტა­რებ­დით დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებს და სას­წავ­ლო წე­ლი აკა­დე­მი­ურ წლად არ გა­მოცხად­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ამ პე­რი­ოდ­ში, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის გა­მო, სწავ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის არ­ც­თუ მცი­რე რიცხ­ვი, რო­მელ­თათ­ვი­საც დღე­საც იგი­ვე პრობ­ლე­მა დგას და რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ. ჩვე­ნი მხრი­დან კი, ალ­ბათ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წევს, რა­თა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი აღ­დ­გე­ნა მა­ინც მო­ვახ­დი­ნოთ.

ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი გა­სა­ჭი­რი რა­ღაც ახალს გვას­წავ­ლის და გა­მოც­დი­ლე­ბას გვძენს, კო­ვიდ პან­დე­მი­ა­მაც თა­ვი­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩვენ­ზე, ყვე­ლა ვცდი­ლობ­დით, მოვ­რ­გე­ბო­დით რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას და მა­ინც გვე­კე­თე­ბი­ნა ჩვე­ნი საქ­მე.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ისე­დაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ადა­მი­ა­ნებს შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით — Facebook — ურ­თი­ერ­თო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბულ მას­შ­ტა­ბებს მი­აღ­წია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში გა­დავ­სახ­ლ­დით. ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბო­და Facebook-ის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის, რო­მელ­თათ­ვი­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელს ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვე­ბი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. Facebook-ზე ადა­მი­ა­ნი მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი გახ­დეს, ამი­ტო­მაც მცი­რეწ­ლო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­თან ამ ქსე­ლით სარ­გებ­ლო­ბა არ იყო კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა, საწყის ეტაპ­ზე, ზო­გი­ერთ მას­წავ­ლე­ბელს არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და და სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იყო მოს­წავ­ლე­ებ­თან მა­თი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მინ­დო­და, რომ მას­წავ­ლებ­ლებს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის Teams პლატ­ფორ­მის ათ­ვი­სე­ბა­სა და, ზო­გა­დად, სწავ­ლე­ბი­სას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მექ­მ­ნა Facebook ჯგუ­ფი „ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“ — https://bit.ly/34HtM3Y, რო­მელ­შიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ.

ამ ჯგუფ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად, ეც­ნო­ბი­ან ახალ-ახალ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და იღე­ბენ მყი­სი­ერ პა­სუ­ხებს იმ კითხ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში უჩ­ნ­დე­ბათ. ჯერ მხო­ლოდ მე­ოთხე თვეა, რაც ეს ჯგუ­ფი არ­სე­ბობს და მას­ში უკ­ვე 8000-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ჯგუ­ფის წევ­რ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა და სა­მუ­შა­ოც იზ­რ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფერს ვუმ­კ­ლავ­დე­ბი.

Facebook ჯგუ­ფის შექ­მ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის ჩა­წე­რა და მა­თი ატ­ვირ­თ­ვა Youtube არ­ხ­ზე — http://bit.ly/2P9Cfa9.

ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს, ძი­რი­თა­დად, ვწერ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და ვა­ზი­ა­რებ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ Facebook ჯგუფ­ში. მი­ხა­რია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩე­მი Youtube არ­ხი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და, დღე­ი­სათ­ვის, 3000-ზე მე­ტი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მათ შო­რის არი­ან სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის და სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბი, მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი რომ ყვე­ლა მათ­გა­ნის მოთხოვ­ნი­ლე­ბას მი­ე­სა­და­გე­ბა, ამა­ში მა­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი მარ­წ­მუ­ნებს და ვცდი­ლობ, სწო­რედ მათ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ჩავ­წე­რო და გა­ვუ­ზი­ა­რო.

სა­მო­მავ­ლოდ, მინ­და, ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ და თა­ვა­დაც შექ­მ­ნან მსგავ­სი არ­ხე­ბი Youtube-ზე, სა­დაც გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ და კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ შეს­წავ­ლი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ებს.

ოქ­ტომ­ბ­რი­დან გა­ნახ­ლ­და „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი და არა­ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ახ­ლა უკ­ვე რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, რო­გორც დის­ტან­ცი­ურ, ასე­ვე პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბის ფორ­მატ­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მზა ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი უამ­რავ კითხ­ვას სვა­მენ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლა, რო­ცა ზო­გი­ერთ მათ­განს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მო­უ­წევთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

მე, რო­გორც მა­თე­მა­ტი­კის საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი, გა­ვაც­ნობ მათ ჩემს პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას და მივ­ცემ გარ­კ­ვე­ულ რჩე­ვებს რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ასე­ვე გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა იმ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის, რა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ტარ­დე­ბა იმ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში, რო­მელ­შიც ეს გაკ­ვე­თი­ლი ტარ­დე­ბა.

მას­წავ­ლე­ბელ­თა ერთი ნა­წი­ლი რჩე­ვებს ითხოვს ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩე­მი აზ­რით, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, საკ­ლა­სო ოთახ­ში გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას, კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მად ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის არ­ჩე­ვა არ იქ­ნე­ბა კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ცო­ტა ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა შო­რის დის­ტან­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვის გა­რე­შე.

თუ online შეხ­ვედ­რი­სას ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­დაწყ­ვეტთ, წი­ნას­წარ შე­და­გი­ნეთ სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი, რა­თა ისე­დაც მცი­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო არ და­ხარ­ჯოთ კლა­სის ში­და ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე — https://bit.ly/2GTen8Q

გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლე­ებს შე­უქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი და მშვი­დი გა­რე­მო, თუ რა­მე ისე არ გა­მო­ვა, რო­გორც და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ ან თუ მოს­წავ­ლე, თუნ­დაც ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რულ კითხ­ვა­ზე, ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, მკაც­რად ნუ გან­ს­ჯით, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­ზე არა­ნაკ­ლებ გა­ნიც­დი­ან უცხო ადა­მი­ა­ნის დას­წ­რე­ბას გაკ­ვე­თილ­ზე.

გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, შე­საძ­ლოა, შე­იქ­მ­ნას პრობ­ლე­მე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ე­ცა­დეთ წი­ნას­წარ მო­აგ­ვა­როთ ეს სა­კითხი, მი­ნი­მუმ, და­ე­უფ­ლოთ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას კომ­პი­უ­ტერ­ში. შე­ი­ძი­ნეთ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ნე­ტის პა­კე­ტი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაკ­ვე­თი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლეთ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია გაკ­ვე­თილ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და მა­თი გა­ზი­ა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

ჩვე­უ­ლებ­რივ საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში, მო­ე­რი­დეთ ისე­თი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მელ­თან შე­ხე­ბაც, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს მო­უ­წი­ოს, ასე­ვე, ნუ გა­აც­ვ­ლე­ვი­ნებთ მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნეთს შო­რის რე­სურ­სებს, ბა­რა­თებს, მარ­კე­რებ­სა და ა.შ.

ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას, წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­დეთ თქვე­ნი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი და სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა, ვი­დეო-აუდი­ო­ფა­ი­ლე­ბი თუ რო­მე­ლი­მე სა­ი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ხმო­ვა­ნი ფა­ი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სის­ტე­მუ­რი ხმის ჩარ­თ­ვა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფა­ი­ლის ხმას მსმე­ნე­ლე­ბი ვერ მო­ის­მე­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად ვერც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ — https://bit.ly/3iXwkQB

Teams პლატ­ფორ­მა­ზე რე­სურ­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ფა­ი­ლე­ბის, ასე­ვე Desktop-ისა და Windows-ის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, Desktop-ის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც პრე­ზენ­ტა­ტო­რი თა­ვი­სი კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე გა­ა­კე­თებს, ხო­ლო Windows-ფან­ჯ­რის გა­ზი­ა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ მხო­ლოდ იმ ფან­ჯა­რას, რო­მელ­საც გა­უ­ზი­ა­რებთ, მაგ., თუ აზი­ა­რებთ Teams-ის ფან­ჯა­რას Windows-ის რე­ჟიმ­ში, მა­შინ მოს­წავ­ლე­ე­ბი ხე­და­ვენ მხო­ლოდ იმას, რაც ხდე­ბა Teams-ის ფან­ჯა­რა­ში — https://bit.ly/2SRHT1i

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, Teams-ის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ა­ში, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რი­სას, ორი ფან­ჯა­რა იხ­ს­ნე­ბა, ერ­თ­ში უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო მე­ო­რე­ში კი ჩანს ჯგუ­ფის ფან­ჯა­რა, კო­მენ­ტა­რე­ბი, რე­სურ­სე­ბი და ა.შ.

შე­გიძ­ლი­ათ, ეს სი­ახ­ლე თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოთ, ერ­თი ფან­ჯ­რის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაკ­ვე­თი­ლი­დან გას­ვ­ლის და გა­თიშ­ვის მა­ღა­ლი რის­კი იყო.

Teams-ში დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას, გა­მო­ი­ყე­ნეთ ხე­ლის აწე­ვის ფუქ­ნ­ცია, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, დრო­ის და­კარ­გ­ვის გა­რე­შე, წარ­მარ­თოთ გაკ­ვე­თი­ლი.

თუ გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ გაკ­ვე­თი­ლი ზედ­მე­ტად ხმა­უ­რი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მო­ი­ყე­ნეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მიკ­რო­ფო­ნის მარ­თ­ვის შეზღუდ­ვის ფუნ­ქ­ცია და პრე­ზენ­ტა­ტო­რის უფ­ლე­ბა მი­ე­ცით მას, ვინც ხელს იწევს და სურს პა­სუ­ხის გა­ცე­მა — https://bit.ly/33RYzvQ

არ და­გა­ვიწყ­დეთ გაკ­ვე­თი­ლის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის რეფ­ლექ­სი­ის და­წე­რი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევთ თქვე­ნი­ვე გაკ­ვე­თი­ლის ხელ­მე­ო­რედ ნახ­ვა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა — https://bit.ly/2SSWCZQ

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, წი­ნას­წარ მო­ი­ფიქ­რეთ და შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ ჩარ­თ­ვას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ის, რომ ზო­გი­ერთ ვირ­ტუ­ა­ლურ და­ფა­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია მა­უ­სის ან ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამი­ტომ, რე­სურ­სე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ეფექ­ტუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა.

კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას.

გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ „გან­მ­საზღ­ვ­რელ და გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია აქვთ. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი (გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა) ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის დო­ნის დად­გე­ნას საგ­ნობ­რი­ვი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გებ­თან/ყვე­ლა­სათ­ვის სა­ერ­თო კრი­ტე­რი­უმ­თან მი­მარ­თე­ბით, მე­ო­რე (გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა) კი აღ­წერს მოს­წავ­ლის მი­ერ გან­ვ­ლილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გზას; ახა­სი­ა­თებს მის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს; წარ­მო­ა­ჩენს თუ რი­სი გა­გე­ბა, გა­აზ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და და გა­უ­ად­ვილ­და მოს­წავ­ლეს მი­სი ეფექ­ტი­ა­ნად დახ­მა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით.“ — გზამ­კ­ვ­ლე­ვი (მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით).

გაკ­ვე­თილ­ზე ნუ გა­მოთ­ქ­ვამთ წუ­ხილს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვი­ღა­ცას უკე­თე­სი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი აქვს და ვი­ღა­ცას არა, ნუ უსაყ­ვე­დუ­რებთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ ტე­ლე­ფო­ნით არი­ან შე­მო­სუ­ლე­ბი და არა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­დან, ამას ისი­ნი ისე­დაც გა­ნიც­დი­ან და ამის აღ­ნიშ­ვ­ნით პრობ­ლე­მა მა­ინც არ მოგ­ვარ­დე­ბა.

აქ­ვე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის იმ კრე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­გად­გე­ბათ თქვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­სა და Teams პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში:

Ms Teams-ში მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი: https://bit.ly/3lAoBtl

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი: https://bit.ly/3dij7Ax

PowerPoint პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი: https://bit.ly/3dub3gt

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით: https://bit.ly/30U53bJ

პროგ­რა­მა GeoGebra-ს გა­მო­ყე­ნე­ბის ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი: https://bit.ly/3djQzH0

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი: https://bit.ly/34LQBUb

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტეს­ტე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ში: https://bit.ly/3fl3tVH

და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, ნე­ბის­მი­ე­რი გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რე­მო იყოს მშვი­დი და პო­ზი­ტი­უ­რი.

ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და რის­კე­ბი წი­ნას­წარ გათ­ვა­ლეთ, გქონ­დეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გეგ­მა ბ)-ც კი, თუმ­ცა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ყვე­ლას მოს­დის შეც­დო­მა ან ჩნდე­ბა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, ამი­ტომ პა­ნი­კა­ში ნუ ჩა­ვარ­დე­ბით და სცა­დეთ, ისევ სიმ­შ­ვი­დით გა­უმ­კ­ლავ­დეთ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას.

ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, გა­და­უხ­ვი­ოთ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ად­გი­ლოთ ან შეც­ვა­ლოთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, შემ­დეგ კი, გაკ­ვე­თი­ლის რეფ­ლექ­სი­ა­ში კარ­გად ასა­ხოთ თქვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბი.

გა­მე­ხარ­დე­ბა, თუ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და რჩე­ვე­ბი გა­მო­ად­გე­ბათ ჩვენს ძვირ­ფას მას­წავ­ლებ­ლებს.

მინ­და ვუ­სურ­ვო მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი!

ვი­სურ­ვებ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნოს კო­ვიდ-19 და დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნით და იმ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, რო­მე­ლიც კო­ვიდ-19-ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­გან მი­ვი­ღეთ.

დატოვეთ კომენტარი