გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში

258
თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა სა­ჯა­რო ონ­ლა­ინ ლექ­ცია „გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში“, სპი­კე­რი იყო სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლექ­ცია ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს მო­ი­ცავ­და. დღეს იმ ძი­რი­თად აქ­ცენ­ტებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას, რაც, ჩვე­ნი აზ­რით, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.
ლექ­ცია გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბით და­იწყო, ზო­გა­დად, რა არის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რა ში­ნა­არსს მო­ი­ცავს და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებს სა­ხელ­მ­წი­ფოს. ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და­ეთ­მო — რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო ამ გა­მოწ­ვე­ვას, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იყო თუ არა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და, რა უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, პან­დე­მი­ის პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რეც კი აღი­ნიშ­ნა, მარ­თა­ლია ერ­თა­დერ­თი, მაგ­რამ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად პო­ზი­ტი­უ­რი.
ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძის სა­უ­ბა­რი, ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხე­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­თა­ვე­ბად დავ­ყა­ვით (რა თქმა უნ­და, ტექ­ს­ტიც შე­მოკ­ლე­ბუ­ლია) და გთა­ვა­ზობთ გან­ს­ჯის­თ­ვის. კარ­გი იქ­ნე­ბა, თქვენს მო­საზ­რე­ბებ­საც თუ გაგ­ვი­ზი­ა­რებთ (გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ სა­გა­ზე­თო წე­რი­ლე­ბი) პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, მარ­ტი­დან დღემ­დე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა

გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრაქ­ტი­კა­ში აისა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მა­თი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე, თა­ნას­წო­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რად­გან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს და­საქ­მე­ბას­თან, შე­მო­სავ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას­თან, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან. გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ არის ცალ­კე მდგო­მი, თვით­მ­ყო­ფა­დი უფ­ლე­ბა, მას გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი და სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან აღ­ს­რუ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს, აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, ხე­ლი შე­უწყოს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით.

სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი

სა­ხელ­მ­წი­ფოს როლ­ზე სა­უბ­რი­სას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ:

პირ­ვე­ლი, ეს არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა — სა­ხელ­მ­წი­ფო აქ­ტი­უ­რად უნ­და ქმნი­დეს და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბს ქვე­ყა­ნა­ში.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა, რაც თა­ვის თავ­ში სხვა­დას­ხ­ვა ას­პექტს მო­ი­ცავს, კერ­ძოდ, სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რად და ფი­ზი­კუ­რად მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის­გან დაც­ლი­ლი.

რას გუ­ლის­ხ­მობს ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­საწ­ვ­დო­მო­ბა? სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­გა­ლით­ზე თუ გან­ვი­ხი­ლავთ, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა უფა­სოა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის, უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე, საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბას. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში.

ფი­ზი­კურ მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რაც, ცხა­დია, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი უნ­და იყოს. ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად, წა­მო­ი­წია მი­სი მოქ­ნი­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით — რამ­დე­ნად მო­ერ­გო ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ სო­ცი­ა­ლურ თუ სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ალ­ბათ, ამ პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ ამ ჭრილ­ში გა­მოჩ­ნ­და, რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლი და მზად იყო ის მსგავ­სი კრი­ზი­სის­თ­ვის.

რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო ამ ცვლი­ლე­ბას

ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ამ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მი­ა­ყე­ნა შო­კი და დარ­ტყ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთ მი­ლი­არ­დ­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე და სტუ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა სწო­რედ პან­დე­მი­ის გა­მო. ვხე­დავთ იმა­საც, რომ არ­სე­ბი­თია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ, მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­სა და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებს შო­რის. კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ამ პან­დე­მი­ის გა­მო, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის ჭრილ­ში, და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ქვეყ­ნებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის 99% და­ზა­რალ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო, ცხა­დია, ამ ქვეყ­ნე­ბის რიგ­შია. რაც ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, ამ მხრივ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის გა­მოწ­ვე­ვა და პრობ­ლე­მა. ცხა­დია, პან­დე­მი­ამ ეს ვი­თა­რე­ბა უფ­რო მე­ტად გა­ამ­ძაფ­რა და უფ­რო ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხა სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და მოწყ­ვ­ლა­დო­ბის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ზე, რომ­ლე­ბიც, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­შიც აწყ­დე­ბოდ­ნენ პრობ­ლე­მებს.

სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი პროგ­ნო­ზე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შემ­დე­გი წე­ლი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, რად­გან პან­დე­მი­ამ, ერ­თი მხრივ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნებს, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, აისა­ხა იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვ­ლე­ბა. ხალ­ხის გა­ღა­რი­ბე­ბას­თან ერ­თად, უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლე თუ სტუ­დენ­ტი მი­ა­ტო­ვებს სწავ­ლას. გა­ე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი ში­შო­ბენ იმა­საც, რომ გა­ნათ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, აღარ იყოს პრი­ო­რი­ტეტ­თა შო­რის, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი

პირ­ვე­ლი — ინ­ტერ­ნეტ­ზე მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და კომ­პი­უ­ტე­რის ფლო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­შიც სა­კ­მაოდ დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ს არ აქვს წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 64%-ს აქვს კომ­პი­უ­ტერ­ზე წვდო­მა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 80%, ვი­საც ინ­ტერ­ნეტ­ზე აქვს წვდო­მა, მცი­რე არ არის, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იყე­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ტერ­ნეტს (ან იყე­ნებ­და პან­დე­მი­ამ­დე), ძი­რი­თა­დი არის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი თით­ქ­მის არას­დ­როს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის­თ­ვის.

მე­ო­რე — სას­წავ­ლო ინ­ფ­რას­რუქ­ტუ­რა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არის მორ­გე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, არ გვაქვს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და ცოდ­ნაც გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­ში პე­და­გო­გე­ბიც მოგ­ვ­მარ­თავ­დ­ნენ, ში­შობ­დ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რიც კი და­ე­კარ­გათ, რად­გან არ ფლობ­დ­ნენ უნარ-ჩვე­ვებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ გა­უვ­ლი­ათ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა. ისი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რო­დე­საც სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად უნ­და გა­და­ეწყოთ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც კომ­პი­უ­ტე­რის, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი არ ჰქონ­დათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, ასე­ვე სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სწო­რედ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლ სას­წავ­ლო წელს იმა­ვე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ — არა­საკ­მა­რი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი, არა­საკ­მა­რი­სი წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. ეს იწ­ვევს იმას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ფორ­მა­ლუ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, რად­გან, ერ­თი მხრივ, მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და, მე­ო­რე მხრივ, ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ჯგუ­ფი სწავ­ლე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბა.

მე­სა­მე — ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ სპონ­ტა­ნუ­რად და­იწყო, თით­ქოს პრო­ცეს­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და პრაქ­ტი­კა, ვტეს­ტავ­დით გარ­კ­ვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, თუმ­ცა ეს არ აღ­მოჩ­ნ­და ეფექ­ტუ­რი რი­გი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, შშმ ბავ­შ­ვე­ბი, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი ფორ­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში (ვსა­უბ­რობ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე). ეს იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე, გა­მო­ძებ­ნი­და თუ არა ის რა­ღაც სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის ბავ­შ­ვი ეფექ­ტუ­რად ჩარ­თუ­ლი­ყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. ცხა­დია, ეს ეხე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, წყვეტ­დ­ნენ, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კა ექ­ნე­ბო­დათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­ბო­ლოს, სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვის პრობ­ლე­მა გვქონ­და. რე­ა­ლუ­რად, დღეს, ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც არ არის წყა­ლი (ვი­რუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის კი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნაა); არ არის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლობა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში (რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში), რად­გან გა­დატ­ვირ­თუ­ლია სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბი, აუდი­ტო­რი­ე­ბი და მა­შინ სხვა­ნა­ი­რი პრინ­ცი­პი უნ­და მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ იმის­თ­ვის, რომ სტუ­დენ­ტო­ბის მო­ბი­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო. დღეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვრჩე­ბით, რად­გან ვერ იქ­ნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოპ­ტი­მა­ლუ­რი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა

შევ­ხე­დოთ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლითს და ვნა­ხოთ, იქ­ნებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის რო­მე­ლი­მე იყოს რე­ლე­ვან­ტუ­რი:

შვე­დე­თი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა სივ­რ­ცე­ში. შვე­დეთ­მა სა­ერ­თოდ არ და­ხუ­რა სკო­ლე­ბი და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რ­ძე­ლებ­და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. თუმ­ცა, ისიც ვი­ცით, რო­გო­რი მა­ღა­ლი იყო იქ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­თხ­ვე­ვე­ბის რიცხ­ვი.

იაპო­ნი­ის მა­გა­ლი­თი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კის, რად­გან მათ სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბი­თი დას­წ­რე­ბა და­ნერ­გეს. ეს გუ­ლის­ხ­მობ­და იმას, რომ ერთ დღეს ნა­ხე­ვა­რი კლა­სი ეს­წ­რე­ბო­და, ნა­ხე­ვა­რი — მე­ო­რე დღეს, დღე გა­მოშ­ვე­ბით, მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში. ასე­ვე, ისი­ნი ძა­ლი­ან მკაც­რად იცავ­დ­ნენ პირ­ბა­დი­სა და სხვა დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტა­რე­ბის წე­სებს, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ურუგ­ვა­ის მა­გა­ლი­თი, სა­დაც სკო­ლე­ბი მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­იხ­ს­ნა, კერ­ძოდ, მათ­თ­ვის, ვინც, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, ვერ ახერ­ხებ­და ონ­ლა­ინ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩარ­თ­ვას. გა­იხ­ს­ნა, ასე­ვე, სოფ­ლად მდე­ბა­რე მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი, სა­დაც მო­ბი­ლო­ბაც მცი­რეა.

რა იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი? შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, სწო­რედ ურუგ­ვა­ის მა­გა­ლი­თი გან­ვი­ხი­ლოთ ერთ-ერთ სა­ბა­ზი­სოდ, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თი. ალ­ბათ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ გა­ე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სტრა­ტე­გი­ის გან­საზღ­ვ­რა და­ე­ფუძ­ნოს უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, ასე­ვე, ამ სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მა­ღალ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ესე­ნი უნ­და იყ­ვ­ნენ მშობ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა წრე­ე­ბი­დან, ისი­ნი, ვის­ზეც რე­ა­ლუ­რად აისა­ხე­ბა ამ სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი. რო­დე­საც ვერ ხერ­ხ­დე­ბა ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის თუ სტუ­დენ­ტის ჩარ­თ­ვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბი უნ­და იყოს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი.

ისევ მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კას რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, სტუ­დენ­ტე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის 31% აღ­მოჩ­ნ­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მიღ­მა (ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის, სი­ღა­რი­ბის თუ სხვა ბა­რი­ე­რე­ბის გა­მო), და­ახ­ლო­ე­ბით, 463 მი­ლი­ო­ნი სტუ­დენ­ტი და მოს­წავ­ლე, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც გვაქვს სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის ზო­გად სა­ფე­ხურ­ზე, ამი­ტომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ ამ ჯგუ­ფებს, გა­ვი­მე­ო­რებ, შე­საძ­ლოა, ურუგ­ვა­ის მა­გა­ლით­ზე.

პრობ­ლე­მე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ყვე­ლა­ზე მე­ტად, პან­დე­მი­ის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ზა­რალ­დ­ნენ სსსმ და შშმ ბავ­შ­ვე­ბი, ასე­ვე სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თაც გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­შიც). ეს ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს, რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ზე ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში იღებს და რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს; ეხე­ბა ფი­ზი­კუ­რი სივ­რ­ცის ადაპ­ტი­რე­ბას, უფ­რო მე­ტად სას­წავ­ლო მა­სა­ლის ადაპ­ტი­რე­ბას. პან­დე­მი­ის დროს და­ვი­ნა­ხეთ, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ჩა­ერ­თ­ნენ ონ­ლა­ინ დის­ტან­ცი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში, რად­გან მათ­თ­ვის, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში (შე­საძ­ლოა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში), ეს და­მა­ტე­ბით სტრეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი; სხვა ტი­პის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შეზღუდ­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა არ იყო ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში მორ­გე­ბუ­ლი მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს (სა­თა­ნა­დო მა­სა­ლე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა და ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ზე მორ­გე­ბა) და გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი გვქონ­და, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სივ­რ­ცე­ებს იყე­ნებ­და ამის­თ­ვის.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი და­იწყო პან­დე­მი­ის დროს — ტე­ლეს­კო­ლა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­ზე გა­და­ცე­მე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ხით გა­და­ი­ცე­მო­და, თუმ­ცა, რო­დე­საც შშმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ბავ­შ­ვე­ბი ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უყუ­რებ­დ­ნენ, თუმ­ცა შემ­დეგ მათ­თ­ვის ეს მო­საწყე­ნი ხდე­ბო­და, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ იყო მორ­გე­ბუ­ლი მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს და ა.შ. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შშმ ბავ­შ­ვე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­მა აღ­მო­ჩ­ნ­დ­ნენ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პან­დე­მი­ის გავ­ლი­ლი პე­რი­ო­დი ჩვენ­თ­ვის იყოს, რო­გორც ნას­წავ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რომ ჩვე­ნი შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბა, ცხოვ­რე­ბა ამ ნას­წავ­ლი გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ბა­მი­სად დავ­გეგ­მოთ. ჩვენ ხომ არ გვაქვს იმის ილუ­ზია, რომ შემ­დეგ წელს და­ვუბ­რუნ­დე­ბით სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ებს და ფი­ზი­კურ სივ­რ­ცე­ში შეგ­ვეძ­ლე­ბა სწავ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­მახ­ვილ­დეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ზე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფორ­მა­ტე­ბის მორ­გე­ბა­ზე. ამ ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს უნ­და ვუ­პა­სუ­ხოთ.

პან­დე­მი­ის პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე

ერ­თა­დერ­თი პო­ზი­ტი­უ­რი, რაც პან­დე­მი­ამ მოგ­ვ­ცა, თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ ასე ით­ქ­ვას, არის ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­იწყო ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. ახ­ლა საწყის ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ შემ­დეგ წელს უფ­რო კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბით შეგ­ვეძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი და არა მხო­ლოდ პრობ­ლე­მებ­ზე. პან­დე­მი­ის­გა­ნაც უნ­და ვის­წავ­ლოთ რა­ღაც და ალ­ბათ ეს არის, რა­საც ახ­ლა ვსწავ­ლობთ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი რო­გორც ზო­გად, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე.

რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად

გა­ე­როს აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რე­კო­მენ­და­ცი­ა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ზად­და. ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეხე­ბა სწავ­ლე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვას და, ზო­გა­დად, სწავ­ლე­ბის მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. დღეს დიდი ყუ­რადღე­ბა უნ­და ეთ­მო­ბო­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნარ-ჩვე­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჩე­მი აზ­რით, სა­მი­ნის­ტ­რომ მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფე­ბი უნ­და შექ­მ­ნას მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად აქვთ პრობ­ლე­მე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და წვდო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის და მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ში­ში კი არ უნ­და ჰქონ­დეთ, რომ ამის გა­მო სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ, არა­მედ — მხარ­და­ჭე­რის იმე­დი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ აღი­ა­რე­ბენ, რომ მსგავ­სი ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მომ­ზად­დეს სა­ბა­ზი­სო კვლე­ვა და რე­ა­ლუ­რად და­ვი­ნა­ხოთ ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც პე­და­გო­გებს, ისე მოს­წავ­ლე­ებს აქვთ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა უნ­და ჩა­ტარ­დეს — რო­მელ რე­გი­ონ­ში, რო­მელ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რა ტი­პის გა­მოწ­ვე­ვებ­თან გვაქვს საქ­მე, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე იყოს შე­სა­ბა­მი­სი, პრო­აქ­ტი­უ­ლი და არა სპონ­ტა­ნუ­რი ან რე­აქ­ტი­უ­ლი (რო­დე­საც პრობ­ლე­მა გა­მოჩ­ნ­დე­ბა, წა­ვი­დეთ და მო­ვაგ­ვა­როთ). მა­გა­ლი­თად, საქ­ს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია კომ­პი­უ­ტე­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან წვდო­მა, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კა­ხე­თის რე­გი­ონ­შია. მსგავ­სი კვლე­ვე­ბიც გვჭირ­დე­ბა, რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ მო­ნა­ცე­მე­ბი, სად არის ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჭი­რო­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამ სა­ჭი­რო­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. გა­ე­როს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აც ასე­თია, რომ შევ­ძ­ლოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, შევ­ძ­ლოთ იქ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია მო­ნი­ტო­რინ­გი, შე­ფა­სე­ბა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, ხომ არ აქვს მას ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი და რამ­დე­ნად არის მარ­თ­ლაც გა­ნათ­ლე­ბის მიმ­ცე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.

გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც შემ­დეგ წელს ვე­ლით

ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც ჩვენ შემ­დეგ წელს ვე­ლით, არის და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ზე, რად­გან პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სიმ­წი­რე. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, დღეს­ვე უნ­და და­ვიწყოთ რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. თუ არ გვექ­ნე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის რუ­კა, თუ პრობ­ლე­მე­ბი არ გვექ­ნე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ, პი­რო­ბი­თად, კა­ხეთ­ში გვჭირ­დე­ბა 200 მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა, თბი­ლის­ში — 50-ის, ცხა­დია, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაც და დო­ნო­რუ­ლი თუ სხვა ტი­პის მხარ­და­ჭე­რა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მსგავ­სი ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ჯერ შე­ვის­წავ­ლოთ და შემ­დეგ დავ­ფიქ­რ­დეთ, გვაქვს თუ არა რე­სურ­სი და სა­მი­ნის­ტ­როს ფარ­გ­ლებ­ში მოხ­დეს ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თუ გარ­კ­ვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო.

ცხა­დია, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი მსგავს პრო­ცე­სებ­ში ყო­ველ­თ­ვის არის ხოლ­მე ჩარ­თუ­ლი და ჩვენ, სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, ვცდი­ლობთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ საკ­მა­ოდ დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2 082 მხო­ლოდ სა­ჯა­რო სკო­ლაა, ცხა­დია, პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია და რთუ­ლი იქ­ნე­ბა მა­თი და­ფარ­ვა, თუმ­ცა, ეტა­პობ­რი­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

გა­ე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

უმ­თავ­რე­სი რე­კო­მენ­და­ცია — სა­ხელ­მ­წი­ფომ თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს და მიჰ­ყ­ვეს ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბას. ერ­თი მხრივ, შეძ­ლოს ვი­რუ­სის პრე­ვენ­ცია იმ­გ­ვა­რად, რომ ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას; მე­ო­რე მხრივ კი, სკო­ლე­ბის თუ უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გახ­ს­ნის პრო­ცე­სი იყოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით შე­ფას­დეს, სად შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუდი­ტო­რი­ებ­ში, სად — არა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა — ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ამა თუ იმ რე­გი­ონ­ში, სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა.

ცხა­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყველ­გან ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის ერ­თ­ნა­ი­რი სუ­რა­თი არ არის — გვაქვს ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან მცი­რეა ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არც იყოს. ურუგ­ვა­ის მა­გა­ლი­თი რომ ვახ­სე­ნე, იქ სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა იყო, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ და­ხუ­რუ­ლა სოფ­ლებ­ში, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, სა­დაც ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბი არ იყო. მათ, ასე­ვე, შეძ­ლეს, სსსმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, დის­ტან­ცი­უ­რის მიღ­მა, ფი­ზი­კურ სივ­რ­ცე­ში სწავ­ლე­ბა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, რაც, ცხა­დია მო­ბი­ლო­ბას შე­ამ­ცი­რებ­და, რად­გან სსსმ პი­რებ­ზე სა­უბ­რი­სას, ძა­ლი­ან მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი (ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის 3-5%) იგუ­ლის­ხ­მე­ბა.

გა­ე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მჭიდ­რო კავ­ში­რი უნ­და იყოს ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა თუ შეზღუდ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ რის­კებ­თან და სა­კითხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით წყდე­ბო­დეს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვის­თ­ვის, ალ­ბათ, უფ­რო ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, ვიდ­რე მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და მა­ღალ კლა­სებ­ში — არა. ესეც იმა­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და შე­ფას­დეს, რო­მელ კლა­სებ­შია გარ­და­უ­ვა­ლი, რომ, მა­გა­ლი­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის­თ­ვის იაროს სკო­ლა­ში ბავ­შ­ვ­მა და რო­მელ კლა­სებ­ში არ დგას ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, პრაქ­ტი­კუ­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი უნ­და შე­მუ­შავ­დეს, რო­გორ მოხ­დე­ბა ამ ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მოქ­ნი­ლო­ბა

გა­ე­როს ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ციაა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა უნ­და იყოს უფ­რო მოქ­ნი­ლი. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში? გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მოქ­ნი­ლო­ბა ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პია, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ და ეს გუ­ლის­ხ­მობს შექ­მ­ნილ სო­ცი­ა­ლურ თუ სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფოს მორ­გე­ბის უნარს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ჩნდე­ბა პან­დე­მია და იქ­მ­ნე­ბა ჯა­ნმ­რ­თე­ლო­ბის რის­კე­ბი, რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლია ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იმის­თ­ვის, რომ, პი­რო­ბი­თად, მე­ო­რე დღეს­ვე გა­და­ვერ­თოთ და და­ვიწყოთ სწავ­ლე­ბა. ან, ვთქვათ, რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში დღეს არ გვაქვს კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ხვალ რომ გაჩ­ნ­დე­ბა, რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლია რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინ­ფ­რას­რუქ­ტუ­რა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი იმის­თ­ვის, რომ ახალ რე­ა­ლო­ბას მო­ვერ­გოთ.

მე­ო­რე მხრივ, მოქ­ნი­ლო­ბა მოწყ­ვ­ლა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს, ესე­ნი არი­ან: სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, შშმ პი­რე­ბი, გო­გო­ნე­ბი, რად­გან გენ­დე­რუ­ლი ას­პექ­ტი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ყო­ველ­თ­ვის ახ­ლავს (ჩვე­ნი ტი­პის ქვე­ყა­ნა­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თ­ვის არის), დევ­ნი­ლე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მიგ­რან­ტე­ბი, რო­მელ­თაც სხვა ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ. რამ­დე­ნად არის მზად ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე, რომ, ერ­თი მხრივ, მო­ერ­გოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს და მე­ო­რე მხრივ, პან­დე­მი­ის კვალ­დაკ­ვალ გა­ჩე­ნილ რის­კებს უპა­სუ­ხოს სა­თა­ნა­დო მოქ­ნი­ლო­ბით — გა­და­ვი­დეს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე ან დაბ­რუნ­დეს ფი­ზი­კურ სივ­რ­ცე­ში, შექ­მ­ნას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი და სხვ.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

აუცი­ლებ­ლად და­ვაკ­ვირ­დე­ბით რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი იქ, სა­დაც სწავ­ლე­ბა ფი­ზი­კურ სივ­რ­ცე­ში წა­რი­მარ­თე­ბა. რო­გორც გითხა­რით, ეს ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით, 100-მდე სკო­ლა იყო, რო­მელ­საც წყა­ლი სა­ერ­თოდ არ მი­ე­წო­დე­ბო­და). ასე­ვე, გეგ­მა­ში გვაქვს, რომ შე­ვა­ფა­სოთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი იმ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ონ­ლა­ინ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ვნა­ხოთ რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ეს გა­რე­მო და არის თუ არა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის­გან და­ცუ­ლი, ხომ არ გვრჩე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი ამ პრო­ცე­სის მიღ­მა, მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მო. აუცი­ლებ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით, რამ­დე­ნად არის სწავ­ლე­ბის ახა­ლი ფორ­მა­ტე­ბი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სიღ­რ­მი­სე­ულ კვლე­ვას ვგეგ­მავთ.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

დატოვეთ კომენტარი