გა­აზ­რე­ბუ­ლი თუ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი კამ­პა­ნია, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დი­დი აგ­რე­სია წარ­მოშ­ვა

860

 

ამ ბო­ლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უც­ნა­უ­რი კამ­პა­ნია გა­ჩაღ­და სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ — ვი­ღაც იღებს კონ­ტექ­ს­ტი­დან ამოგ­ლე­ჯილ მო­ნაკ­ვეთს სა­ბავ­შ­ვო ლექ­სი­დან და აქ­ვეყ­ნებს, სხვე­ბი იზი­ა­რე­ბენ, ავ­რ­ცე­ლე­ბენ და იწყე­ბა გან­ქი­ქე­ბა შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი, უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით. რაც სა­გუ­ლის­ხ­მოა, ყვე­ლა ამო­ნა­რი­დი წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან ამოკ­რე­ბი­ლი ნაწყ­ვე­ტი, რაც კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებს სუ­რათს — აი, რას ას­წავ­ლი­ან ჩვენს შვი­ლებს სკო­ლა­ში! გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბავ­შ­ვო ლექ­სი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აღიქ­მე­ბა, რო­გორც სას­კო­ლო საპ­როგ­რა­მო. ამ „ცუ­დი“ ლექ­სე­ბის სა­პირ­წო­ნედ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა „დე­და ენა“ და რი­ტო­რი­კა — არ გვინ­და ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, და­ვაბ­რუ­ნოთ „დე­და ენა“. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ კამ­პა­ნი­ის სა­მიზ­ნე მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლიც გახ­და, მი­სი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შ­ვო ლექ­სი („ქი­სა, ქი­სა, ბა­რა­ქი­სა…“) და­ცინ­ვის ობი­ექ­ტად იქ­ცა. უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, ასე­ვე, უცხო­უ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შებს, რამ­დე­ნი­მე თარ­გ­მ­ნილ ლექსს, თა­ნა­მე­დრო­ვე ქარ­თ­ველ ავ­ტო­რებს, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.
ამ მოვ­ლე­ნას, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­ბუ­ლინ­გიც კი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ, გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ა­ტა შა­მუ­გია წე­რი­ლით „და­ვიც­ვათ პა­ტა­რე­ბის ლექ­სე­ბი დი­დე­ბის­გან“, მა­რი­ამ წიკ­ლა­ურ­მა ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე და­წე­რა, რომ „ეს ცი­ლის­მ­წა­მებ­ლუ­რი ფე­ის­ბუქ­კამ­პა­ნია ხში­რად სრუ­ლი­ად მარ­თუ­ლი მოვ­ლე­ნა მგო­ნია კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან. თქვენ რა გინ­დათ, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ფოლ­კ­ლო­რი ქარ­თულ ხალ­ხურ ლექსს ჰგავ­დეს? იქაც „მზე დე­დაა ჩე­მი“ დაგ­ხ­ვ­დე­ბათ? არც იუმო­რი აქვს სხვა ხალხს, არც ფან­ტა­ზია, მხო­ლოდ სამ­შობ­ლო­ზე უნ­და იწე­რე­ბო­დეს ლექ­სე­ბი?“
რამ­დე­ნად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და თუ ასეა, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ვის აძ­ლევს ხელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თ­ვა — ამ შე­კითხ­ვე­ბით მივ­მარ­თეთ მწე­რალს, სა­ბავ­შ­ვო ავ­ტორს მა­რი­ამ წიკ­ლა­ურს.

— ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, ფე­ის­ბუქ­ზე ერ­თ­გ­ვარ ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­და სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და გან­ქი­ქე­ბა. წერ­დით, რომ ეს კამ­პა­ნია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გგო­ნი­ათ. თქვე­ნი აზ­რით, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა შექ­მ­ნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი?

— მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ და­ინ­ტე­რეს­დით და ეხ­მა­უ­რე­ბით ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც ბევ­რი ავ­ტო­რი აღ­მოჩ­ნ­და სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე. ბო­ლომ­დე კი­დევ გა­სარ­კ­ვე­ვია, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს აჟი­ო­ტა­ჟი, თუმ­ცა ბევრ რა­მეს უნ­და და­ვარ­ქ­ვათ თა­ვი­სი სა­ხე­ლი. პირ­ველ რიგ­ში ვამ­ბობ, რომ ეს და­საგ­მო­ბი მოვ­ლე­ნაა, რაც უნ­და მარ­თუ­ლი ან უმარ­თა­ვი იყოს. რად­გან ორ­თა­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ გა­აზ­რე­ბულ­მა თუ გა­უ­აზ­რე­ბელ­მა კამ­პა­ნი­ამ დი­დი აგ­რე­სია წარ­მოშ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბევრ ღირ­სე­ულ ავ­ტორს მი­ა­ყე­ნა და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფა, გა­მო­ავ­ლი­ნა ის ნე­გა­ტი­ვი, რომ­ლი­თაც სავ­სეა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა. და­ამ­ცი­რა არა მხო­ლოდ ავ­ტო­რე­ბი, არა­მედ ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ა­ყე­ნა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის, ნა­წარ­მო­ე­ბის და მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი და ღირ­სე­ბა; გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უცო­დი­ნა­რო­ბა და გა­უცხო­ე­ბა სა­ბავ­შ­ვო დარ­გის მი­მართ, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ და ა.შ. და ა.შ. იქამ­დეც კი მი­ვე­დით, რომ ზო­გი მწერ­ლე­ბის და­ჭე­რა­საც კი ითხოვ­და ამა თუ იმ ლექ­სის გა­მო… გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და ცი­ნიზ­მის, და­უნ­დობ­ლო­ბის, უკულ­ტუ­რო­ბი­სა და ლა­მის რეპ­რე­სი­ე­ბი­სად­მი ჩვე­ნი ფა­რუ­ლი „სიმ­პა­თი­ე­ბიც“, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, თურ­მე, დღემ­დე ცოცხ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუ ამას ყვე­ლა­ფერს ვი­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აგო­რებს და იცის რა შე­დეგ­ზეც გა­ვა მი­სი მო­წა­დი­ნე­ბა, ის ჩემ თვალ­ში უზ­ნეო კრი­მი­ნა­ლია, თუ ამას აკე­თე­ბენ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ესეც გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია, თუ ამას არა­ვინ აკე­თებს, უბ­რა­ლოდ, ერ­თო­ბი­ან სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, ესეც უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია. ეს ალ­ბათ სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის თე­მაა.

ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მით უფ­რო ჩვენ­ნა­ირს, რომ­ლის დი­დი ნა­წი­ლიც შე­უმ­დ­გა­რია, და­უ­საქ­მე­ბე­ლია, და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლია, ამ­ბი­ცი­უ­რია და მუდ­მი­ვად სტრეს­შია, რა თქმა უნ­და, არას­დ­როს და­ე­ზა­რე­ბა არც ქრის­ტეს ხე­ლა­ხა­ლი ჯვარ­ც­მა, არც ილი­ას­თ­ვის შუბ­ლის გახ­ვ­რე­ტა, არც არა­ვის დას­მე­ნა და და­მუ­ნა­თე­ბა, და­ცინ­ვა და გა­ნად­გუ­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია ამ სა­კითხ­ზე ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი, პრო­ტეს­ტი და დაგ­მო­ბა. მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის არა, დი­დი მას­შ­ტა­ბი მი­ი­ღო ამ კამ­პა­ნი­ამ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო გვერ­დებ­ზეც. მინ­და, რომ ამ სა­კითხებ­ზე სხვე­ბიც სა­უბ­რობ­დ­ნენ, არა მხო­ლოდ მხვერ­პ­ლი „იცავ­დეს თავს“.

— ერ­თი ტენ­დენ­ცი­აც იკ­ვე­თე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ამო­ნა­რი­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა, რო­გორც ნი­მუ­შე­ბი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან… ბუ­ნებ­რი­ვია რე­აქ­ცი­აც — რა ცუდ ლექ­სებს ას­წავ­ლი­ან პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს! ვის ინ­ტე­რეს­შია ეს კამ­პა­ნია და ხომ არ უმ­ზა­დებს გზას იმათ, ვინც სკო­ლებ­ში „დე­და ენის“ შე­ტა­ნის მომ­ხ­რეა?

— მძი­მე ბრალ­დე­ბაა, თუმ­ცა, გა­მო­რიცხუ­ლი არც ეგაა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბიზ­ნე­სი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბიზ­ნე­სია წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვის. და რად­გან ბიზ­ნესს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, მო­დი ეს ვკითხოთ მათ, ვი­საც ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა უწევს და ჩემ­ზე მე­ტი კომ­პე­ტენ­ცია აქვთ. მე, რო­გორც ერთ რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს ამ ბიზ­ნეს­თან, გარ­და სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რო­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვ­დეს თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით ამა თუ იმ ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, ნუ გა­მო­მა­ტა­ნი­ნებთ დას­კ­ვ­ნებს. ასეთ კითხ­ვებ­ზე უნ­და პა­სუ­ხობ­დ­ნენ გა­მომ­ცემ­ლე­ბი ან სუ­ლაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მხო­ლოდ ერთს ვიტყ­ვი, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რომ და­უშ­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ღი­ად გან­ხილ­ვის პრე­ცე­დენ­ტი, ჯერ მი­ა­ნი­ჭა და შემ­დეგ გა­უ­უქ­მა გრი­ფე­ბი წიგ­ნებს, შემ­დ­გომ უკ­ვე ახა­ლი გრი­ფი­რე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­იძ­რა და სა­კონ­კუ­რენ­ციო გა­რე­მოც და­ი­ძა­ბა, მას მე­რე შე­მო­ვი­და მო­და­ში სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რებ­ზე თავ­დას­ხ­მე­ბი. ფაქ­ტია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­გორც ასე­თი, უკავ­შირ­დე­ბა ამ უსი­ა­მოვ­ნო აჟი­ო­ტაჟს. ის ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და და ამ მა­სობ­რივ ის­ტე­რი­ას იწ­ვევ­და, სუ­ლაც არ ეკუთ­ვ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, მაგ­რამ მის­თ­ვის, ვინც ასეთ ანო­ნი­მურ ფო­ტო­ებს იღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­თავ­სებს, რა თქმა უნ­და ახ­ლო­ბე­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რა, წიგ­ნი და იცის , რო­გორ მი­აღ­წი­ოს შე­დეგს. ამას ემა­ტე­ბა უკ­ვე მა­სის მხრი­დან ე.წ. „ბუ­ლინ­გი“ ავ­ტო­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო შე­უ­რაცხ­ყო­ფა, რო­მე­ლიც წე­სი­ერ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

— ცო­ტა ხნის წინ, მსგავ­სი თავ­დას­ხ­მის ობი­ექ­ტი გახ­და ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის „მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში“. რა მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს საქ­მე, ნუ­თუ დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ აღ­ქ­მა?

— დი­ახ, აბა სხვა რაა ამის მი­ზე­ზი? წლე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბი გა­უ­უცხოვ­დ­ნენ სა­ზო­გა­დოდ კულ­ტუ­რას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, წიგნს… არის სა­ო­ცა­რი დე­ფი­ცი­ტი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ეკ­რა­ნი­და­ნაც — სა­უ­ბა­რი კულ­ტუ­რა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, წიგ­ნ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე… იცით, მწერ­ლე­ბი, სა­ერ­თოდ იაშ­ვი­ა­თად ჩა­ნან ეკ­რან­ზე, არ­სად არ ის­მის მა­თი სა­უ­ბა­რი, აზ­რი… მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ ტე­ლე­ფე­ი­სებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მე ვამ­ბობ იმ სივ­რ­ცეს, რო­მე­ლიც რა­ღაც ამაღ­ლე­ბულ­ზე, სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე ესა­უბ­რე­ბა ხალხს. 30 წე­ლია ის­მის მხო­ლოდ ჩხუ­ბი, კა­მა­თი, ლან­ძღ­ვა, ჭო­რი, და­ძა­ბუ­ლო­ბა… მა­შინ ჩანს მწე­რა­ლიც, მღვდე­ლიც, მეც­ნი­ე­რიც, სპორ­ტ­ს­მე­ნიც, თუ რა­ი­მე სენ­სა­ცი­უ­რი და ნე­გა­ტი­უ­რი ხდე­ბა… ესაა ერთ-ერ­თი მი­ზე­ზიც, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის რა ფე­რის საც­ვა­ლი აც­ვია მა­ვან ტე­ლე­სა­ხეს, მაგ­რამ არ იცის, რომ მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლი, 30 წლის გარ­დაც­ვ­ლი­ლი კლა­სი­კო­სი, უთა­ნა­მედ­რო­ვე­სი ავ­ტო­რია თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით და არც ის გა­ე­გე­ბა, რომ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა არ არ­სე­ბობს ფან­ტა­ზი­ის, იუმო­რის, ჯა­დოქ­რო­ბის, სიც­რუ­ის სიბ­რ­ძ­ნის გა­რე­შე… არც ის იცის, შა­ტა­ი­ძემ რა და­წე­რა ან მას­წავ­ლე­ბელს ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შემ­დ­გენს რის­თ­ვის დას­ჭირ­და ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი, პა­სა­ჟი ან პერ­სო­ნა­ჟი. ავა­დაა სამ­წუ­ხა­როდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, დას­ტ­რე­სი­ლი, და­ბოღ­მი­ლი და თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი, რომ მას და მის უცენ­ზუ­რო აზრს შე­უძ­ლია და­კარ­გუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა აპოვ­ნი­ნოს ყვე­ლას… პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მაც კი „ისა­ხე­ლეს“ თა­ვი და და­ი­ჯე­რეს, რომ კონ­ტექ­ს­ტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი და პერ­სო­ნა­ჟის ნათ­ქ­ვა­მი ორი წი­ნა­და­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ავ­ტორ­ზე და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე „მოთ­ქ­მა-გო­დე­ბა“… რა გვჭირს, ვერ ვხსნი, მაგ­რამ ვი­ცი, რომ კარ­გი არა­ფე­რი გვჭირს. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ოცი წლის მე­რე რომ გა­და­ას­ვე­ნეს დი­დუ­ბი­დან მთაწ­მინ­და­ზე, მის საფ­ლავ­ზე საბ­ჭო­თა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მწერ­ლის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი იდე­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დ­ნენ… ჩვენ რამ უნ­და გაგ­ვაკ­ვირ­ვოს, სა­უ­კე­თე­სო მწერ­ლე­ბი და ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მთე­ლი გვა­რე­ბი, ოჯა­ხე­ბი დავ­ხ­ვ­რი­ტეთ და გა­დავ­ტე­ხეთ ჩვე­ნი­ვე გან­ვი­თა­რე­ბის ხერ­ხე­მა­ლი… მაგ­რამ ნუ­თუ აღა­ფე­რი არ უნ­და გა­ვი­აზ­როთ და ისევ ბო­რო­ტე­ბამ გვმარ­თოს?

— უც­ნა­უ­რია, რომ ამ კამ­პა­ნი­ის მსხვერ­პ­ლი გახ­და მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლი, უფ­რო მე­ტად კი ის, რომ მის გან­მ­ქი­ქებ­ლებს შო­რის ბევრს, სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი ჰგო­ნია (მა­თი სტა­ტუ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე)…

— ეს რომ ერთს ჰგო­ნე­ბო­და ან თუნ­დაც ათს, სამ-ოთხ­მი­ლი­ო­ნი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, იმა­საც გა­ვიკ­ვირ­ვებ­დი, მაგ­რამ რო­ცა მას­ზე ასე და­მამ­ცი­რებ­ლად სა­უბ­რობ­და ასო­ბით და ლა­მის ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ისე­თე­ბიც, ვინც თვი­თონ ეპო­ტი­ნე­ბა პო­ე­ტის სა­ხელს და პო­ე­ზი­ას, ეს სა­ვა­ლა­ლოა, თავ­ზარ­დამ­ცე­მიც კი…

მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წე­ლია ამ დარ­გ­ში ვშრო­მობთ, უამ­რავ ცოცხალ შეხ­ვედ­რებს ვა­ტა­რებთ სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ხელ­საც ვერ ვარ­ქ­მევთ ამას, რაც ხდე­ბა. ამ­დე­ნი გან­მ­ქი­ქებ­ლი­დან, ერთ ადა­მი­ანს არ გას­ჩე­ნია კითხ­ვა, რა წიგ­ნე­ბი­დან არის ესა თუ ის ამო­ნა­რი­დი? წიგ­ნი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, არც მწერ­ლის სი­მარ­თ­ლე. მთა­ვა­რია ჰქონ­დეთ ფო­ტო, რო­მელ­ზეც ანო­ნი­მუ­რად, ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რის, ავ­ტო­რის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე და­ი­ნა­ხა­ვენ რა­ღა­ცას, რაც მათ მა­ღალ­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის საფ­რ­თხედ მო­ეჩ­ვე­ნე­ბა. ასე რომ, ზღაპ­რე­ბი ზღაპ­რუ­ლო­ბის და ლექ­სე­ბი პო­ე­ტუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის გა­რე­შე უნ­და ვწე­როთ. მა­გა­ლი­თად ასე „ჯა­მი ჭურ­ჭე­ლია“, „გო­გო­ნა სკო­ლა­ში მი­ვი­და“, „ძაღ­ლი ყეფს“. აბა, გა­ბე­დეთ და გა­და­უხ­ვი­ეთ ამ რუ­ხი, მძი­მე და რუ­ტი­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან… გა­ბე­დეთ და არ და­წე­როთ ლექ­სი ფარ-ხმალ­ზე…

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი