ახალი სკოლის მოდელი — შეფასებები

1753

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი

„სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის“ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან წუხს, რო­დე­საც ჩვენ გვაქვს არ­ც­თუ ისე კარ­გი მიღ­წე­ვე­ბი ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში. თუ ამ შე­დე­გებს კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, მივ­ხ­ვ­დე­ბით, რომ ამ და­ბა­ლი შე­დე­გე­ბის ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ის, რომ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა დი­დია. სამ­წუ­ხა­როდ, უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი და ამ მიღ­წე­ვებ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სი — რო­გო­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მის ოჯახს, სად ცხოვ­რობს, რო­გო­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მშობ­ლებს, რო­გორ სკო­ლა­ში სწავ­ლობს ეს ბავ­შ­ვი, რამ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან და ა.შ.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ღა­რი­ბი თე­მის სკო­ლე­ბი და ამ­დე­ნად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ იყოს ისე­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და­მა­ტე­ბით სერ­ვი­სებს ასე­თი სკო­ლე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ მო­ვის­მი­ნე, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ ტი­პის სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

და კი­დევ ერ­თი, ზო­გა­დად, ცხა­დია, მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც ახა­ლი სკო­ლის ავ­ტო­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, არ ვდა­ვობ, მე­თო­დე­ბის გან­ხილ­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ასე­ვე, ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბა, კვლე­ვე­ბი და სხვ. უბ­რა­ლოდ, ეს ისევ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მაა და სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა და ვერ გა­და­ვე­დით გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ი­ღებ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას შე­უწყოს ხე­ლი.

ნი­ნო კა­პა­ნა­ძე

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტი/ქო­უ­ჩი სსიპ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წე­როვ­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში

ჩვე­ნი სკო­ლა პრო­ექ­ტ­ში პირ­ველ ეტა­ზე, 65 სკო­ლას შო­რის, ჩა­ერ­თო. პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სებ­ში 20 პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სია, რო­მელ­შიც 40-ზე მეტი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის.

რით არის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი? ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით და­სა­ხულ გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან მი­სას­ვ­ლელ გზას, ანუ სკო­ლის კუ­რი­კუ­ლუმს, სას­კო­ლო თე­მი თა­ვად ქმნის, უფ­რო ზუს­ტად, ავი­თა­რებს. ავი­თა­რებს, რად­გა­ნაც გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს შექ­მ­ნი­ლი თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, და­ნერ­გ­ვის ეტაპ­ზე, თა­ვად ავ­ტო­რე­ბი და მა­თი კო­ლე­გე­ბი გახ­დ­ნენ. ეს უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბის და სა­ერ­თოდ, მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. პა­რა­ლე­ლუ­რი (ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 5-6 პა­რა­ლე­ლუ­რი) კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ქმნი­ან სა­ერ­თო თე­მა­ტურ მატ­რი­ცას, რომ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. ის, თა­ვი­სი არ­სით, არის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლე­საც, სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან და მის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, შე­ფა­სე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მის­ცეს. პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გეგ­მა­ვენ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, რო­მე­ლიც, კომ­პ­ლექ­სუ­რი­დან კომ­პ­ლექ­სუ­რამ­დე, ერ­თ­დ­რო­უ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თად ხდე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბაც. შემ­დეგ იწყე­ბა მომ­დევ­ნო ეტა­პის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ასე შემ­დეგ. კო­ლე­გე­ბი უზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, სტრა­ტე­გი­ებს, მე­თო­დებს. სა­ბო­ლო­ოდ, შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცა სკო­ლის კუ­რი­კუ­ლუმ­ში იტ­ვირ­თე­ბა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ­სივ­რ­ცე­ში გან­თავ­სე­ბულ სა­ქა­ღალ­დე­ში ინა­ხე­ბა და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ექ­ს­პერ­ტის­თ­ვის, პრო­ექ­ტის მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ეს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლო­ბა ქმნის სა­შუ­ა­ლე­ბას, საგ­ნობ­რივ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, გა­ა­კე­თონ უკუ­კავ­ში­რი, შექ­მ­ნან და შე­მოგ­ვაშ­ვე­ლონ დამ­ხ­მა­რე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებს მუ­შა­ო­ბას გა­უ­ი­ო­ლებს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, 65 + 100 სკო­ლა წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში გაშ­ლილ პე­და­გო­გი­ურ „ლა­ბო­რა­ტო­რი­ას“, რო­მე­ლიც სცდის ახალ მიდ­გო­მებს, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს და ღია და გახ­ს­ნილ რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს პრო­ექ­ტის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ გაშ­ლის ეტაპ­ზე, რაც მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის იგეგ­მე­ბა, სკო­ლებ­მა უფ­რო მოქ­ნი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღონ.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ცენ­ტ­რ­ში, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლეა და მო­დე­ლი მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მი­ი­ღოს პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა, ჩა­ერ­თოს მის­თ­ვის დაძ­ლე­ვად სა­აზ­როვ­ნო პრო­ცე­სებ­ში და გა­ი­აზ­როს რა ნა­ბი­ჯებს დგამს კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნის დაძ­ლე­ვის­თ­ვის.

ად­ვი­ლი არ არის ამ სი­ახ­ლის კლას­ში გა­და­ტა­ნა, ყვე­ლა ხა­ლი­სით არ ერ­თ­ვე­ბა საქ­მე­ში, მაგ­რამ ერ­თი ფაქ­ტია, ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კო­სე­ბიც კი აღი­ა­რე­ბენ, რომ ასე­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის არას­დ­როს ყო­ფი­ლა. მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს, ისი­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უნა­რებს ივი­თა­რე­ბენ, ხა­ლი­სით წარ­მო­ად­გე­ნენ კომ­პ­ლექ­სუ­რის შე­დე­გად შექ­მ­ნილ პრო­დუქ­ტებს, რო­მელ­საც ხში­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ქმნი­ან. გა­სულ სე­მეს­ტ­რ­ში 100-მდე გაკ­ვე­თილს და­ვეს­წა­რით და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი იქ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პი­რო­ბად, რად­გან უკუ­კავ­ში­რი ყო­ველ­თ­ვის მყი­სი­ე­რი და კონ­კ­რე­ტუ­ლია, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზა­საც, უმე­ტეს­წი­ლად, თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი ისა­ხავს სა­კუ­თარ გაკ­ვე­თილ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზეც ას­წავ­ლი­ან, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, უფ­როს კლა­სებ­შიც იყე­ნე­ბენ ამ მიდ­გო­მებს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

შორს ვართ იმ აზ­რის­გან, რომ პრო­ექ­ტით და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა ამ დრო­ში ამომ­წუ­რა­ვად შევ­ძე­ლით, რად­გან არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი, იმა­ვე დრო­ის დე­ფი­ცი­ტის, პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის, ორ­ც­ვ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის და სხვა მო­მენ­ტე­ბის სა­ხით, ხან­და­ხან სუ­ბი­ექ­ტურ ბა­რი­ე­რებ­საც ვაწყ­დე­ბით, მაგ­რამ ეს ნე­ბის­მი­ე­რი რე­ფორ­მის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სია და დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ პრო­ექ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ ასე­თი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი

სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტი

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა 26 წელ­ზე მეტს მო­ით­ვ­ლის. პირ­ვე­ლად, რო­ცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ვე­დი, მხო­ლოდ 18 წლის ვი­ყა­ვი. მა­შინ ჯერ კი­დევ იყო და­უს­წ­რე­ბე­ლი სწავ­ლის ფორ­მა და მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა გავ­ბე­დე სწავ­ლე­ბა. 1993 წელს ბევრს უკ­ვირ­და, რა­ტომ ავირ­ჩიე მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ათას­ჯერ რომ მო­მე­ცეს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისევ მას­წავ­ლებ­ლო­ბას ავირ­ჩევ­დი…

გა­სულ წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში სას­წავ­ლო გეგ­მის და­გეგ­მ­ვა-და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე. გა­სა­უბ­რე­ბის ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე, შემ­დეგ — ინ­ტენ­სი­უ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი და საჩხე­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მამ­წე­სეს კუ­რი­კუ­ლუ­მის ექ­ს­პერ­ტად. მო­სა­ლოდ­ნე­ლი 27 მსმე­ნე­ლის ნაც­ვ­ლად, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი პე­და­გო­გი დამ­ხ­ვ­და პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე — ჩან­და, რომ სკო­ლა­ში ბევრს აინ­ტე­რე­სებ­და, რა იყო რე­ფორ­მის ეს ახა­ლი ტალ­ღა. თა­ვი­დან გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბუ­ლი და გა­მო­უმ­ჟ­ღავ­ნე­ბე­ლი სკეპ­ტი­ციზ­მიც იყო, რო­მე­ლიც ნელ-ნე­ლა და „ხა­ვერ­დოვ­ნად“ და­ვა­მარ­ცხეთ! რომ გითხ­რათ, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დამ­ჭირ­და ამის­თ­ვის, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე ისე­თ ხალ­ხ­თან მქონ­და პრო­ფე­სი­უ­ლი წაფ­ვის კურ­სი გავ­ლი­ლი, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნი­საა! მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა მათ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბი­სათ­ვის.

საჩხე­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გე­ბი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი დამ­ხ­ვ­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ირ­მა კა­პა­ნა­ძე 21-ე სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე დიდ სკო­ლას მარ­თავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით და მის­გან მუ­დამ ვგრძნობ­დი მხარ­და­ჭე­რას! მინ­და გა­ვიხ­სე­ნო გა­მორ­ჩე­უ­ლად სკეპ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს სა­ხალ­ხოდ გა­მოგ­ვიტყ­და, ეს რა კარ­გი რა­მე ყო­ფი­ლაო! ვე­რა­ვინ და­მა­ლავს იმ მიღ­წე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მას მოჰ­ყ­ვა სკო­ლებ­ში. ნა­ხონ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­გორ უხა­რი­ათ ბავ­შ­ვებს „მატ­რი­ცუ­ლი“ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს იმას, რომ მო­საწყე­ნი, სტა­ტი­კუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, დი­ნა­მი­კუ­რი პრო­ცე­სის შე­მოქ­მე­დია მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი — მხო­ლოდ მო­დე­რა­ტო­რი. ამ „მო­დე­ლის“ მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვი არის აღი­არე­ბუ­ლი და არა­ფე­რი ისე არ უნ­და პა­ტა­რას, რო­გორც აღი­ა­რე­ბა, და­ფა­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ვის რად უნ­და მხო­ლოდ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა?! ახ­ლა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის დროა!

ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ და გავ­ზარ­დოთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ტი­ულ ცოდ­ნას კი არ მივ­ცემთ, არა­მედ მო­ვამ­ზა­დებთ სწავ­ლის სწავ­ლი­სათ­ვის, მუ­დამ მზად უნ­და იყ­ვ­ნენ სი­ახ­ლე­ე­ბის ფე­ხის ასაწყო­ბად! ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც „იგე­მებს“ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, მას­წავ­ლე­ბელს აღარ მის­ცემს უფ­ლე­ბას, რომ სხვაგ­ვა­რად წარ­მარ­თოს საქ­მი­ა­ნო­ბა სკო­ლა­ში.

ამ „მო­დე­ლის“ მი­ხედ­ვით მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა კონ­ტაქ­ტუ­რი კო­ლე­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან და ზო­გა­დად, იმ თემ­თან, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი შე­ხე­ბა აქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან. მას­წავ­ლებ­ლებს ერ­თი მი­ზა­ნი აერ­თი­ა­ნებთ — მოს­წავ­ლის პროგ­რე­სი.

არ მინ­და სა­კითხის რო­მან­ტი­ზე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე ისაა, რომ კუ­რი­კუ­ლუ­მის და­გეგ­მ­ვა-და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე არა მარ­ტო ჩე­მი თა­ვი წარ­მო­ვა­ჩი­ნე კარ­გად, არა­მედ შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი საჩხე­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­მე­ნატ­რე­ბი­ან ხოლ­მე…

ნი­ნო მა­ხა­რაშ­ვი­ლი-ბუხ­რი­კი­ძე

კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი, ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი

ხა­შუ­რის №3 სა­ჯა­რო სკო­ლა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში. პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა და სას­კო­ლო კლი­მა­ტის გა­ჯან­სა­ღე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბას და ამ გზით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­მო­ცოცხ­ლე­ბას, საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­დაქ­ცე­ვას მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და შე­მეც­ნე­ბი­თი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­გი­ლად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვას.

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა­ში, რო­გორც ყვე­ლა სკო­ლა­ში, ხა­შუ­რის №3 სკო­ლა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, კუ­რი­კუ­ლუ­მის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, პე­და­გო­გე­ბი. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლემ არა მარ­ტო ცოდ­ნა უნ­და მი­ი­ღოს, არა­მედ სას­წავ­ლო მა­სა­ლა იმ­დე­ნად სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და არ­სობ­რი­ვად უნ­და გა­ი­თა­ვი­სოს, რომ მი­სი კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­აზ­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა შეძ­ლოს. სკო­ლის გა­რე­მო კი, პი­როვ­ნე­ბა­ზე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და უსაფ­რ­თხო, რაც ყვე­ლა მო­ზარდს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ისე და­გეგ­მოს თი­თო­ე­უ­ლი თე­მა, რო­მელ­საც გაკ­ვე­თილ­ზე შე­ი­ტანს, რომ ეს მა­სა­ლა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის თა­ნაბ­რად გა­სა­გე­ბი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ვე­ლად გაჩ­ნ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, პე­და­გო­გებს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა სა­კითხ­ზე უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში ვე­სა­უბ­როთ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში­ვე, ვე­ძე­ბოთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი. კუ­რი­კუ­ლუ­მის ექ­ს­პერ­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს ვაძ­ლევთ დრო­ულ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ უკუ­კავ­შირს, რო­მე­ლიც დამ­ყა­რე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პო­ზი­ტივ­ზე. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორი­ენ­ტი­რია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი არც შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბით და არც გა­მოც­დი­ლე­ბით არა­ვის ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, 22 მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა მათ­გა­ნი უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გია. მათ უბ­რა­ლოდ არ ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის აღ­რიცხ­ვი­სა და სხვე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის ჩვე­ვა. პრო­ექ­ტი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სწო­რედ ამ ხარ­ვეზს ავ­სებს. ეს, ერ­თი მხრივ, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ ზრდას უწყობს ხელს, მე­ო­რე მხრივ კი — სკო­ლის ერ­თი­ან გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებს: აქ­ტი­უ­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს; ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა მოს­წავ­ლის წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით — მოს­წავ­ლის თან­და­თა­ნო­ბი­თი მიყ­ვა­ნა ახალ ცოდ­ნამ­დე, ნაც­ნობ კონ­ტექ­ს­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით; ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა — მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა­ში ცნე­ბა­თა ბმუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა; სწავ­ლის სწავ­ლა — იმ სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იყე­ნებს; ცოდ­ნის სა­მი კა­ტე­გო­რია: დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი (რა ეწო­დე­ბა?), პრო­ცე­დუ­რუ­ლი (რო­გორ შე­ვას­რუ­ლო?) და პი­რო­ბი­სე­უ­ლი (რო­დის გა­მო­ვი­ყე­ნო?) — სას­წავ­ლო მა­სა­ლის არა მხო­ლოდ და­მახ­სოვ­რე­ბა, არა­მედ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­აზ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მხა­რე ამ ხუ­თი პრინ­ცი­პის საკ­ლა­სო ოთახ­ში რე­ა­ლი­ზე­ბამ­დე და­იყ­ვა­ნე­ბა.

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლებს ვთა­ვა­ზობ­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შებს, რო­მე­ლიც მათ საკ­ლა­სო ოთახ­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გა­და­ტა­ნი­სათ­ვის იყე­ნებ­დ­ნენ და არ­გებ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს. და­წე­რილ მატ­რი­ცებს კი ვტეს­ტავ­დით გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და ვაკ­ვირ­დე­ბო­დით რო­გორ იზ­რ­დე­ბო­და დღი­თი დღე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის უნა­რი. კლას­ში არ რჩე­ბო­და და­უ­საქ­მე­ბე­ლი მოს­წავ­ლე. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნა­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი, შემ­დეგ კი ხდე­ბა ამ და­ვა­ლე­ბე­ბის გა­სიტყ­ვე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს იმ­დე­ნად მოს­წონთ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ სხვაგ­ვარ სწავ­ლე­ბას აღარც მო­ი­სურ­ვე­ბენ. წარ­სულს ჩა­ბარ­და ტექ­ს­ტე­ბის მხო­ლოდ და­ზე­პი­რე­ბა. ახ­ლა ხდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, შე­და­რე­ბა, ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა და აზ­რის და­სა­ბუ­თე­ბა.

2019 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სკო­ლა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტი მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­ა­ტა­რა მშო­ბელ­თა თან­დას­წ­რე­ბით ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­დაც მათ და­ი­ნა­ხეს თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ჩვენს სკო­ლა­ში შევ­ქ­მ­ნათ ნი­მუ­ში იმი­სა, თუ რა არის ჩვენ­თ­ვის კარ­გი სკო­ლა და კარ­გი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. შემ­დეგ კი მის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევრს შე­უძ­ლია და მარ­თებს წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ამი­ტომ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ზრუნ­ვი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და არა კონ­კუ­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მზია სა­ლა­ძე

სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქ. ბა­თუ­მის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

რო­გორც დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 40-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით, უამ­რა­ვი სი­ახ­ლი­სა და რე­ფორ­მის მო­ნა­წი­ლე ვარ, ამი­ტომ თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ვი­სა­უბ­რო პრო­ექ­ტის „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ ხში­რად ადა­რე­ბენ ფი­ნურ და ეს­ტო­ნურ მო­დე­ლებს, რა­შიც ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი. პრო­ექ­ტი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ და სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტია. ჩე­მი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა: რაც ახ­ლა ხდე­ბა ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში და რა­საც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ჰქვია, არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ნერ­გი­ლი რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. მი­სი მი­ზა­ნია პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს მის­ცემს. ახა­ლი სკო­ლის მო­დელს ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი აქვს: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და კარ­გი ადა­მი­ა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის სა­ჭი­რო გა­რე­მოს შექ­მ­ნა.

ვე­თან­ხ­მე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ კარ­გი პე­და­გო­გი ყვე­ლა დრო­ში კარ­გად ახერ­ხებ­და თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, თუმ­ცა ახა­ლი მო­დე­ლი მათ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა მთა­ვა­რი — სწავ­ლე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ად­რე მოს­წავ­ლე­ებს არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნათ ცოდ­ნის ადაპ­ტი­რე­ბა და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ტრან­ს­ფე­რი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან, მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას შო­რის. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ მოკ­ლე­ვა­დი­ან, კონ­კ­რე­ტულ სა­გაკ­ვე­თი­ლო მი­ზან­ზე. ახა­ლი მო­დე­ლით კი, მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი მოს­წავ­ლის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბია; პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა გა­ი­აზ­როს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა — რა­ში სჭირ­დე­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში, სად, რა ფორ­მით და რას­თან კავ­შირ­ში შეძ­ლებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შემ­დეგ, კი მოს­წავ­ლეს სულ სხვა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია და ინ­ტე­რე­სი აღეძ­რე­ბა. პე­და­გო­გებ­მა და­იწყეს ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ გა­უ­ჩი­ნონ მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცია, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის, უნა­რე­ბის და გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის თან­ხ­ვედ­რა.

სკო­ლის პე­და­გო­გებს შო­რის ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ე.წ. „ფა­რუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი“. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან კო­ლე­გი­ა­ლუ­რე­ბი; ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ არი­ან; პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ას­წავ­ლი­ან სას­წავ­ლო თე­მას, რო­მე­ლიც კუ­რი­კუ­ლუმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი (მუ­შა­ო­ბენ თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცის მი­ხედ­ვით). თე­მის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე, ერ­თობ­ლი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ თე­მა­ტურ მატ­რი­ცას (კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, მსჯე­ლო­ბენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე), აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ და ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან და გა­ნი­ხი­ლა­ვენ, არ­ჩე­ვენ სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ანტს.

პრო­ექ­ტის სი­კე­თეს ისიც მოწ­მობს, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მოს­წონს მთა­ვარ ობი­ექტს, ვის­თ­ვი­საც ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა — მოს­წავ­ლეს. ეს კი, ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რია პრო­ექ­ტის შე­სა­ფა­სებ­ლად. ბო­ლოს კი გა­ვი­მე­ო­რებ ქალ­ბა­ტონ თა­მარ ჯა­ყე­ლის სიტყ­ვებს: „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ ბევ­რი ქვე­ყა­ნა გა­და­ი­ღებს და გა­მო­ი­ყე­ნებს.

 

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

დატოვეთ კომენტარი