18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი – რა იც­ვ­ლე­ბა სკო­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლის­თ­ვის

spot_img

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მი­სი მი­ზა­ნია პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს მის­ცემს. ეს სი­ახ­ლე I-IV კლა­სებს შე­ე­ხე­ბა, მომ­ზად­და სას­კო­ლო კულ­ტუ­რი­სა და მე-4 კლა­სის მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი.

შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, უკ­ვე გა­მო­ი­ცა­და და და­იხ­ვე­წა. შემ­დე­გი ეტა­პია 50 სა­მიზ­ნე სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი საწყი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა. სას­კო­ლო კვლე­ვის კულ­ტუ­რის შე­ფა­სე­ბა სა­მიზ­ნე სკო­ლებ­ში უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. ტეს­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა დას­რულ­და და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ამა­ვე სკო­ლებ­ში, საგ­ნობ­რი­ვი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბიც შე­ფას­დე­ბა. სა­მიზ­ნე სკო­ლებ­ში ეს შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა, მი­სი მი­ზა­ნია წინ­ს­ვ­ლის გა­ზომ­ვა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად. შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უძღ­ვე­ბი­ან.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვის­თ­ვის პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან. 50 სკო­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­ში დას­რულ­და ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი გა­დამ­ზად­დ­ნენ. ტრე­ნინ­გი რამ­დე­ნი­მე მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბო­და, მო­მა­ვალ­ში მი­სი ჩა­ტა­რე­ბა რე­გი­ო­ნებ­შიც იგეგ­მე­ბა.

მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, და­ეხ­მა­რონ სკო­ლებს სას­კო­ლო კლი­მა­ტი­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ისი­ნი, I-IV კლა­სე­ბის პე­და­გო­გებ­თან, სკო­ლის ბა­ზა­ზე, ქო­უ­ჩინ­გის პრინ­ცი­პით იმუ­შა­ვე­ბენ შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა; სკო­ლის მარ­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ტრე­ნინ­გებს უძღ­ვე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტე­ბი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ტრე­ნე­რე­ბი. მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად, მუ­შა­ო­ბას მათ­თ­ვის შერ­ჩე­ულ სკო­ლებ­ში გა­ნაგ­რ­ძო­ბენ.

რას შეც­ვ­ლის ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი სკო­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლის­თ­ვის? მო­ახ­დენს თუ არა სა­სი­კე­თო გარ­და­ტე­ხას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში? რით იყო სა­ინ­ტე­რე­სო მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი? — ამ შე­კითხ­ვე­ბით მივ­მარ­თეთ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ინერ­გე­ბა და აქამ­დე მას­წავ­ლებ­ლებს არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ. ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვეს, ბევ­რი გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ ახა­ლი მო­დე­ლი იმით არის კარ­გი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ხეს აძ­ლევს — რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ცნე­ბის სა­ხით ყვე­ლა სა­გან­ში, რა­ზეც უნ­და იმუ­შა­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მას აღარ უწევს ქა­ო­სუ­რი მუ­შა­ო­ბა, დღეს ეს გა­ა­კე­თოს და ხვალ ის, იფიქ­როს იმა­ზე, რო­მე­ლი უნარ-ჩვე­ვა გა­ნუ­ვი­თა­როს მოს­წავ­ლეს, ცოდ­ნა მის­ცეს თუ ტექ­ს­ტი მო­ას­წ­როს (ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში იმ­დე­ნი ტექ­ს­ტია), იგი თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­გან, იცის, რომ აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, რამ­დე­ნი ტექ­ს­ტიც არის ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, იმ­დე­ნი მო­ას­წ­როს, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლეს მის­ცეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, თუნ­დაც ის უნარ-ჩვე­ვა, რაც მას ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვი­სას გა­მო­ად­გე­ბა. ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მოს­წავ­ლეს სწო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს. ასა­კის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი სა­კითხია ცნე­ბე­ბის სა­ხით გა­მო­ყო­ფი­ლი, რა­ზეც ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შაო­ბენ. მას­წავ­ლე­ბე­ლიც მშვი­დია, თა­ვის სას­წავ­ლო პრო­ცესს თვი­თონ მარ­თავს, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, არ არის სის­ტე­მი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლი. ძა­ლი­ან მარ­ტივ­დე­ბა სა­გან­თა­შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია, თე­მე­ბი და ცნე­ბე­ბი ისე უკავ­შირ­დე­ბა ერ­თ­მა­ნეთს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ად­ვი­ლად ახერ­ხებს ერ­თი სა­კითხის სხვა სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბას, ტრან­ს­ფე­რის არე­ა­ლის ცალ­კე გა­მოკ­ვე­თით და ა.შ.“ — ამბობს თეა გა­ბი­სო­ნია, თბი­ლი­სის 151-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი.

„ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი მო­დე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში რო­ცა შე­მო­დის, რა თქმა უნ­და, ეფუძ­ნე­ბა წი­ნა­რე კვლე­ვებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თას და შემ­დეგ მა­თი მოგ­ვა­რე­ბის­კენ, და­ლა­გე­ბის­კენ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბას. უკ­ვე წლე­ბია, საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლია პრობ­ლე­მე­ბი, ერთ-ერ­თი, მათ შო­რის, არის საკ­მაო და­შო­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან — ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ მოხ­დეს ცოდ­ნის ადაპ­ტი­რე­ბა, ტრან­ს­ფე­რი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, თით­ქოს და­ი­კარ­გა კავ­ში­რი მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას შო­რის. უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტი დეკ­ლა­რა­ტი­ულ ცოდ­ნა­ზე კეთ­დე­ბა. რა თქმა უნ­და, არის მცდე­ლო­ბა, რომ მოს­წავ­ლეს გა­მო­უ­მუ­შავ­დეს უნა­რე­ბი, ანუ მუ­შა­ო­ბა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნის­კენ იყოს მი­მარ­თუ­ლი და იმ მო­საზ­რე­ბა­საც ვე­თან­ხ­მე­ბი, რომ კარ­გი პე­და­გო­გე­ბი ყო­ველ­თვის, ყვე­ლა დრო­ში ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას, თუმ­ცა, ეს ახა­ლი მიდ­გო­მა მათ ცო­ტა ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს. კერ­ძოდ რას? — სწო­რე­ბა იყოს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე, არ ჩა­ვი­ციკ­ლოთ მოკ­ლე­ვა­დი­ან, კონ­კ­რე­ტულ, სა­გაკ­ვე­თი­ლო ქვე­მიზ­ნებ­ზე. ამ გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე სწო­რე­ბით უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დეს პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა და და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლეს გა­ი­აზ­როს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა-უნა­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა — რა­ში სჭირ­დე­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში, სად, რა ფორ­მით და რას­თან კავ­შირ­ში შეძ­ლებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას. რო­ცა მოს­წავ­ლე ამ ყვე­ლა­ფერს გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, სულ სხვა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია და ინ­ტე­რე­სი აღეძ­რე­ბა. — ამ­ბობს ლია ცერ­ც­ვა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტი (ქუ­თა­ი­სი). — რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, მა­თი რუ­ტი­ნუ­ლი, ე.წ. „ქა­ღალ­დო­მა­ნია“ ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა წარ­მო­სახ­ვით, კომ­პ­ლექ­სუ­რი გა­აზ­რე­ბით, ისი­ნი და­იწყე­ბენ ფიქრს იმა­ზე, რო­გორ გა­ა­ჩი­ნონ მოს­წავ­ლე­ებ­ში ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის, შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის და გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის თან­ხ­ვედ­რა, გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი ერ­თო­ბა. მოკ­ლედ, ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა ახა­ლი გზა უნ­და გა­მო­ა­ჩი­ნოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტი შე­დე­გე­ბის­კენ წაგ­ვიყ­ვანს.“

და­ლი ოსე­ფაშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის იორ­მუ­ღან­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლია, პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. მი­სი აზ­რით, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი მას­წავ­ლე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ნა­ახ­ლოს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა, უნა­რი. „ვი­ცით, რომ გა­ნათ­ლე­ბა არ არის მუდ­მი­ვი, ერთ ად­გი­ლას არ დგას, მუდ­მი­ვად იცვლება, იზ­რ­დე­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებს უჩ­ნ­დე­ბათ ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ზო­გი თვი­თონ ქმნის კლას­ში რა­ღაც ახალს. ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი მათ ამის ფორ­მუ­ლი­რე­ბის, დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რიც არის და მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნი­შა­ნი­ცაა, რო­ცა მის მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად იაზ­როვ­ნოს, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შეძ­ლოს იმ ცნე­ბე­ბი­სა და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბა, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის.

ერ­თია, რას ას­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­ო­რეა, რას სწავ­ლობს ბავ­შ­ვი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა მოს­წავ­ლე იაზ­რებს რას და რა­ტომ სწავ­ლობს, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი აგე­ბი­ნებს რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მის­თ­ვის სწავ­ლა, ეს უკ­ვე გვაძ­ლევს იმედს, რომ მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც ეს ბავ­შ­ვი და­ამ­თავ­რებს სკო­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იქ­ნე­ბა და შეძ­ლებს ადაპ­ტი­რე­ბას იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც მო­უ­წევს ყოფ­ნა. ბავშვს სკო­ლი­დან­ვე მივ­ცემთ არ­ჩე­ვა­ნის , სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გან­მ­ტ­კი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ამის წი­ნა­პი­რო­ბა კი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს, მუ­დამ გახ­ს­ნი­ლი სი­ახ­ლის­თ­ვის, მზად იმისთვის, რა­საც აკე­თებს, მის­ცეს გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბა, მი­მარ­თუ­ლე­ბა. მი­სი შრო­მა არ უნ­და იყოს ცალ­მ­ხ­რი­ვი, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის უნ­და იყოს ტან­დე­მი, მათ უნ­და იმე­გობ­რონ, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა. ეს ჯაჭ­ვი — მშო­ბე­ლი-ბავ­შ­ვი-მას­წავ­ლე­ბე­ლი — ისე უნ­და აეწყო­ს, რომ ამ სამ რგოლს შო­რის მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია იყოს.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი ბა­ზაა, რო­გორ მო­ემ­ზა­დოს მოს­წავ­ლე სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლის­თ­ვის, იქ­ნე­ბა ეს სას­კო­ლო სა­ფე­ხუ­რი თუ ცხოვ­რე­ბა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გას­ვ­ლის სა­ფე­ხუ­რი. ეს არის ახა­ლი მო­დე­ლის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ზეა აგე­ბუ­ლი მო­დე­ლი და ჩვენც სწო­რედ ამა­ში შე­ვუწყობთ ხელს მას­წავ­ლებ­ლებს. პროგ­რა­მის ექ­ს­პერ­ტე­ბი არ ვას­წავ­ლით, არ ვახ­ვევთ თავს რა­ღაც იდე­ებ­სა და აზ­რებს, უბ­რა­ლოდ, სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვაძ­ლევთ იმ ქმე­დე­ბებს, რა­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე არ იყოს პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლი და სკო­ლა­ში მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით არ და­დი­ო­დეს — მომ­ცეს და­ვა­ლე­ბა და შე­ვას­რუ­ლე. მთა­ვა­რია, რა­ტომ და­წე­რა ეს და­ვა­ლე­ბა, რა­ტომ ის­წავ­ლა ეს გაკ­ვე­თი­ლი და რა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს, ეს უნ­და ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას მი­ი­ტანს მოს­წავ­ლემ­დე, რა თქმა უნ­და, შე­დე­გი უკე­თე­სი გვექ­ნე­ბა. ზუს­ტად ეს არის შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა.“ — ამ­ბობს და­ლი ოსე­ფაშ­ვი­ლი.

ოზურ­გე­თის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგ მაია მეგ­რე­ლიშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ერთ-ერ­თი პლუ­სი ის იქ­ნე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს აღარ მო­უ­წევთ ყო­ველ­დღი­უ­რი გეგ­მე­ბის წე­რა. გა­ი­წე­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი — რა უნ­და აკე­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თი სა­ფე­ხუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, რა შე­დეგ­ზე გა­ვი­დეს მოს­წავ­ლე, „ეს არის მთა­ვა­რი. აუცი­ლე­ბე­ლია, ყო­ვე­ლი ახა­ლი ცოდ­ნა ძველ ცოდ­ნა­ზე და­შენ­დეს, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მაა მთა­ვა­რი“.

გან­ვ­ლი­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის და ტრე­ნინ­გე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერტს ნი­კო სი­ლა­გა­ძეს. მან გვითხ­რა, რომ 150-ე სკო­ლა­ში, რე­ა­ლუ­რად, ახა­ლი მიდ­გო­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის დახ­ვე­წა-გან­ვი­თა­რე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა.

„სულ ცო­ტა, სამ­ჯერ მა­ინც შე­იც­ვა­ლა და არ­სობ­რი­ვად და­იხ­ვე­წა ის ძი­რი­თა­დი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა სა­მუ­შა­ოდ გვაქვს აღე­ბუ­ლი. პი­ლო­ტი­რე­ბამ ისიც აჩ­ვე­ნა, რომ თვი­სებ­რი­ვად და არ­სობ­რი­ვად არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კითხ­ვაა, რო­გორ შეძ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე მთა­ვა­რი მიზ­ნე­ბის უფ­რო გა­სა­გე­ბად და სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ტა­ნა. სწო­რედ ამ მხრივ მოხ­და სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დახ­ვე­წა არ­სობ­რი­ვად. ამ რე­ფორ­მის არ­სი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვაა, რაც გუ­ლის­ხ­მობს შემ­დეგს: ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მიზ­ნე­ბი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ანუ ესგ არ არის სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, მიზ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. იდე­ა­ში, რამ­დე­ნი სკო­ლაც არის, ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის იმ­დე­ნი გზა უნ­და იყოს.“ — ამ­ბობს ნი­კო სი­ლა­გა­ძე.

სწო­რედ ამ მიზ­ნით მომ­ზად­და შუ­ა­ლე­დუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლებს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის აგე­ბა­ში მო­ეხ­მა­რე­ბა. შუ­ა­ლე­დუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი მას­წავ­ლე­ბელს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა და პა­სუხს გას­ცემს მთა­ვარ კითხ­ვა­ზე — რო­გორ დავ­გეგ­მო სას­წავ­ლო გეგ­მა და რო­გორ ვაქ­ციო ის ჩე­მი სკო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლად. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი არ­სი და მი­ზა­ნი ეს არის. გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი პე­და­გო­გებს მე­თო­დო­ლი­გი­ურ და ში­ნა­არ­სობ­რივ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერტს მი­აჩ­ნია, რომ ამ რე­ფორ­მის ორი­გი­ნა­ლო­ბა უფ­რო მიდ­გო­მებ­შია, ვიდ­რე მიზ­ნებ­ში. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა რე­ფორ­მას, მათ შო­რის ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­საც, ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი აქვს: ერ­თი, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და მე­ო­რე, სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნას გა­რე­მო, რო­მე­ლიც კარ­გი ადა­მი­ა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას შე­უწყობს ხელს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მიდ­გო­მებ­შია — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ­ცენ­ტი არ კეთ­დე­ბა ტრე­ნინ­გებ­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე და სხვ. სკო­ლა­ში მი­დის ოთხ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, შე­ის­წავ­ლის არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს მათ გა­დაჭ­რა­ში. მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე სკო­ლის კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად მუ­შა­ობს, ყა­ლიბ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი გუნ­დი.

„მხარ­დამ­ჭერ ჯგუფ­ში შე­დი­ან: ერ­თი — სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტი (რო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბაც მოხ­და ტრე­ნინ­გებ­ზე); მე­ო­რე — სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ექ­ს­პერ­ტის ასის­ტენ­ტი და თა­ნა­შემ­წე იქ­ნე­ბა ამ პრო­ცეს­ში; მე­სა­მე — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა; მე­ოთხე — ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან იმუ­შა­ვებს. ჯამ­ში, ოთხი­ვე სკო­ლის გარ­დაქ­მ­ნას და იმ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­შია და­სა­ხუ­ლი. ჯგუ­ფის წევ­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია და ტრე­ნინ­გე­ბიც იმი­ტომ ტარ­დე­ბა, რომ მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­არ­ჩი­ოს.“ — ამ­ბობს ნი­კო სი­ლა­გა­ძე.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა ხუთ­წ­ლი­ან პრო­ცესს მო­ი­აზ­რებს, რო­მელ­შიც, ამ ეტაპ­ზე, 50 სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი, სექ­ტემ­ბ­რი­დან კი­დევ 100 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი, პრო­ცეს­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა უნ­და მო­იც­ვას.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები