აჭარის გარდა, 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადადის

183

28 ოქტომბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და იმ სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

აჭა­რის გარ­და, 1419 სკო­ლაა, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სკო­ლებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ხო­ლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ორ­შა­ბათ­სა და სამ­შა­ბათს, სა­არჩევ­ნო უნბნე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბულ სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. მო­მა­ვა­ლი კვი­რის ოთხ­შა­ბა­თი­დან კი, სწავ­ლა ჩვე­ულ ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლ­დე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს შემ­დეგ, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­როს­კურ­სე­ლე­ბის სწრა­ფი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­ს­ზე, რომ­ლის გავ­ლის შემ­დე­გაც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი ექი­მებს კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შევ­ხ­ვ­დი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რებს და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნებს. და­იწყო უფ­როს­კურ­სე­ლე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სწრა­ფი კურ­სის გავ­ლის პრო­ცე­სი, რომ მათ ჰქონ­დეთ მზა­ო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენს ექი­მებს და­ეხ­მა­რონ კო­ვიდ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ ორ­შა­ბათს უკ­ვე გვექ­ნე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ზერ­ვი, ანუ უფ­როს­კურ­სელ­თა ბა­ზა, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს ეს ტრე­ნინ­გი.

კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. აქ შე­დის დახ­მა­რე­ბა რო­გორც ქოლ-ცენ­ტ­რ­ში, ასე­ვე კო­ვიდ სას­ტუმ­რო­სა და სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რ­ცე­ებ­ში. ცხა­დია, უფ­როს­კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ექიმს არ ანაც­ვ­ლე­ბენ, უბ­რა­ლოდ ეხ­მა­რე­ბი­ან და ასის­ტი­რე­ბას უწე­ვენ მათ. სწო­რედ ამ თვალ­საზ­რი­სით მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­როს­კურ­სე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი. ეს მა­თი ცოდ­ნის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და, რაც მთა­ვა­რია, თუ სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნ­და და ჩვენს ექი­მებს ასის­ტენ­ტე­ბი დას­ჭირ­დათ, ჩვე­ნი უფ­როს­კურ­სე­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან დიდ როლს ითა­მა­შე­ბენ,” – გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.

დატოვეთ კომენტარი