არ შეუშინდეთ რისკს და წაგებას

185

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ნინუცა ნანიტაშვილი

🔶ნი­ნუ­ცა, მე-12 კლა­სი­დან სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე, რო­გორ მოხ­ვ­დი GHSEP პროგ­რა­მა­ში, მი­ამ­ბე, ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ…
და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის N155 სა­ჯა­რო სკო­ლა, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე. XII კლა­სი ამე­რი­კა­ში, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ტიფ­ტონ­ში გა­ვი­ა­რე. ყვე­ლა­ფე­რი 15-წუ­თი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბით და­იწყო, და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვე­ში კი, ვა­შინ­გ­ტო­ნის აერო­პორ­ტ­ში ვი­ყა­ვი. ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი „ერ­თხელ ამე­რი­კა­ში“.
უკ­ვე მე­ო­ცე წე­ლია, რაც მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა FLEX შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, ის­წავ­ლონ ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში. პროგ­რა­მას აფი­ნან­სებს ამე­რი­კის მთავ­რო­ბა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას უწევს „სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი“. ეს ერ­თ­წ­ლი­ა­ნი უფა­სო პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს IX-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის ამე­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნას, ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში (high school) სწავ­ლას და ამე­რი­კელ მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რე­ბას. ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ მე-10 კლას­ში გა­ვი­გე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში ჩა­ვი­ჭე­რი, და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მო­მა­ვალ წელს ისევ გავ­სუ­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და ჩე­მი თა­ვის­თ­ვის და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ ინ­გ­ლი­სურ ენა­ში ამ­დენ­წ­ლი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა წყალ­ში არ ჩაყ­რი­ლა. შემ­დეგ წელს, მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად უნ­და გა­მოგ­ვევ­ლი­ნა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კითხ­ვის, მოს­მე­ნის და წე­რის უნა­რე­ბი. ეს საკ­მა­ოდ გრძე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 3-სა­ა­თი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბა იყო. უკ­ვე მე­სა­მე ტურ­ში რომ გა­და­ვე­დი, და­ვიწყე ფიქ­რი, რომ მარ­თ­ლა შე­იძ­ლე­ბო­და ამე­რი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ არა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი, მე­გო­ნა ბევრს თუ ვი­ლა­პა­რა­კებ­დი, აღარ გა­მო­ვი­დო­და. გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და შე­ვავ­სე სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად წერ — ინ­ტე­რე­სებს, მიღ­წე­ვებს, სკო­ლის ნიშ­ნებს, ასე­ვე აგ­ზავ­ნი მას­წავ­ლებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ას და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ბო­ლოო შე­დე­გებს 5 თვე ვე­ლო­დე­ბო­დით მე და ჩე­მი კლა­სე­ლი, ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბა­რი სა­ლო­მე ხახ­ლიშ­ვი­ლი. 8 მა­ისს გა­ვი­გეთ, რომ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და ამე­რი­კა­ში მივ­დი­ო­დით ერ­თი წლით. თუმ­ცა, არა FLEX-ის, არა­მედ GHSEP (Georgian High School Exchange Program) პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ასე­ვე ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი უწევ­და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას და 50 მოს­წავ­ლის ამე­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნას გუ­ლის­ხ­მობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პროგ­რა­მა მხო­ლოდ ორი წე­ლი და­ფი­ნან­ს­და, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ 100-ვე ახალ­გაზ­რ­დამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს და შემ­დე­გაც მათ დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს და ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში.

🔶 მი­ამ­ბე ტიფ­ტო­ნის უმაღ­ლე­სი სკო­ლის ის­ტო­რი­ი­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ. რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თულ სკო­ლა­სა და ამე­რი­კულ სკო­ლას შო­რის?
ქა­ლაქ ტიფ­ტო­ნის უმაღ­ლე­სი სკო­ლა, ანუ Tift Country High School ტი­პუ­რი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლაა, სა­დაც IX-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთ დიდ შე­ნო­ბა­ში სწავ­ლო­ბენ. შტა­ტის მას­შ­ტა­ბით, რე­ი­ტინ­გით, 10-დან მე-5 სკო­ლაა. მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ზე მე­ტია. სკო­ლა­ში მრა­ვა­ლი კლუ­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებს პა­სუ­ხობს: სპორ­ტის — კა­ლათ­ბურ­თის, ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის, ფეხ­ბურ­თის (soccer), ბე­ის­ბო­ლის, გოლ­ფის, ტე­ნი­სის, ფრენ­ბურ­თის, ცურ­ვის, მკლავ­ჭი­დის; უცხო ენე­ბის — ეს­პა­ნუ­რის, ფრან­გუ­ლის; მა­თე­მა­ტი­კის; მეც­ნი­ე­რე­ბის და სხვ. სკო­ლას აქვს სა­კუ­თა­რი გა­ზე­თი და მოს­წავ­ლე­თა საბ­ჭო (Student Council). ასე­ვე მუ­შა­ობს სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დერ­თა კლუ­ბე­ბი (Key Club, Beta Club). ტიფ­ტო­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით, გა­წევ­რი­ან­დეს ისეთ კლუ­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა ახალ­გაზ­რ­და ბიზ­ნეს­მენ­თა, მარ­კე­ტო­ლოგ­თა და მე­წარ­მე­თა, ფერ­მერ­თა, ექიმ­თა, კუ­ლი­ნარ­თა და სხვ.
სკო­ლას ჰყავს სა­კუ­თა­რი ბენ­დი, თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი, ვო­კა­ლის გუნ­დი, არის ხატ­ვის კლა­სე­ბი და ROTC, ანუ რე­ზერ­ვის­ტი ოფიც­რე­ბის კურ­სე­ბი. მოკ­ლედ, აქ შე­ნი ნი­ჭის და უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა და ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლია. კლუ­ბე­ბის წევ­რე­ბი ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად იკ­რი­ბე­ბი­ან, იღე­ბენ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას, ამ­ზა­დე­ბენ პრო­ექ­ტებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რე­გი­ო­ნულ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, რაც მთა­ვა­რია, იძე­ნენ მე­გობ­რებს და ატა­რე­ბენ ძა­ლი­ან კარგ დროს.
ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ტიფ­ტის სკო­ლა­ში არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი საგ­ნე­ბია, არა­მედ ისე­თი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბიც, რაც გეხ­მა­რე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე არ­ჩე­ვან­ში — რა პრო­ფე­სი­ას გინ­და და­ე­უფ­ლო მო­მა­ვალ­ში. სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცხრი­ლი ყო­ველ დღე ერ­თი და იგი­ვეა, მხო­ლოდ 4 სა­გა­ნი შე­ის­წავ­ლე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის ხან­გ­ძ­ლი­ვო­ბა 90 წუ­თია. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მო­ი­აზ­რებს უფ­რო მეტ პრაქ­ტი­კუმს, ვიდ­რე თე­ო­რი­ულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას. გა­მო­კითხ­ვის მე­თო­დი — თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რი ქვი­ზე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, შუ­ა­ლე­დუ­რი და სა­ბო­ლოო გა­მოც­დე­ბი. იქ არას­დ­როს გი­წევს შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით და­ფას­თან დგო­მა და გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ბა­რე­ბა, და­ფას­თან მხო­ლოდ პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს გა­დი­ხარ. დას­წ­რე­ბი­სა და ქუ­ლე­ბის აღ­რიცხ­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად ­ხ­დე­ბა, სე­მეს­ტ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს პი­რა­დად აც­ნობს მათ ქუ­ლებს, მაქ­სი­მუ­მი 100-ია, შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მა­ხა­სი­ა­თე­ბელს ემ­ყა­რე­ბა. ვფიქ­რობ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის. მას­წავ­ლე­ბელს მი­მარ­თა­ვენ ქალ­ბა­ტო­ნო/ბა­ტო­ნო­თი და გვა­რით, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძა­ლი­ან გახ­ს­ნი­ლია, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელს ემე­გობ­რო, მო­უყ­ვე შე­ნი ის­ტო­რი­ე­ბი, თუ რა­ი­მეს ვერ გა­ი­გებ, და­გეხ­მა­რე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს არა­ნა­ი­რად არ აისა­ხე­ბა ნიშ­ნებ­ზე, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რია. მოს­წავ­ლე­ებს არ ეში­ნი­ათ მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რო­გორც ჩვენ­თან, თუმ­ცა, მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბა, რაც ვფიქ­რობ, მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, იქ ცო­ტა ნაკ­ლე­ბად აქვთ.
გა­და­წე­რა და კარ­ნა­ხი არ შე­იძ­ლე­ბა, ამ დროს არა მხო­ლოდ ის ის­ჯე­ბა ვინც იწერს, არა­მედ ისიც, ვინც აწე­რი­ნებს. მახ­სოვს, ეს­პა­ნუ­რის მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან 3-ჯერ მი­ვი­ღე გაფ­რ­თხი­ლე­ბა, რად­გან ჩემ გვერ­დით მსხდო­მებს სულ ვეხ­მა­რე­ბო­დი ტეს­ტე­ბის და­წე­რა­ში, ბო­ლოს მითხ­რა: ვი­ცი, რომ შენ იცი და სხვას ეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ თუ გა­მოც­და­ზეც ასე მო­იქ­ცე­ვი, 0 ქუ­ლას და­გი­წე­რო.
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე, კლა­სე­ბად და­ყო­ფის სის­ტე­მა. რო­გორც იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვაქვს, მა­გა­ლი­თად: მე-11ა ან მე-111 კლა­სე­ბი. ტიფ­ტის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში მსგავ­სი რამ არ იყო, სტუ­დენ­ტი თვი­თონ ირ­ჩევს ყვე­ლა სა­განს და არ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი კლა­სე­ბი და დამ­რი­გებ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, არც კონ­კ­რე­ტუ­ლი ოთა­ხი ეკუთ­ვ­ნის რო­მე­ლი­მე კლასს. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს სა­კუ­თა­რი ოთა­ხი აქვს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­დი­ან გაკ­ვე­თილ­ზე და არა მას­წავ­ლე­ბე­ლი. შეს­ვე­ნე­ბე­ბის დროს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა, რო­დე­საც დე­რეფ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი ნა­კა­დი მოძ­რა­ობს, ოთა­ხი­დან ოთა­ხამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას.
ჩე­მი აზ­რით, იქ სწავ­ლა უფ­რო მარ­ტი­ვია, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ამოწ­მებ შენს ცოდ­ნას ტეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასე­ვე, არც პროგ­რა­მაა დატ­ვირ­თუ­ლი. ჩე­მი აზ­რით, სწავ­ლა­ზე ყვე­ლა­ფერს აქვს გავ­ლე­ნა — კარ­გი შე­ნო­ბა, ოთა­ხის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი, კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს კარ­გად ის­წავ­ლოს, სწავ­ლის პრო­ცე­სიც სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სოა.
კი­დევ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქარ­თულ და ამე­რი­კულ სკო­ლას შო­რის ის არის, რომ იქ უნარ­შეზღუ­დუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც სწავ­ლობ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც ცალ­კე ჯგუ­ფებ­ში არი­ან, თუმ­ცა ხში­რად ვერ­თ­ვე­ბო­დით ერ­თად სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.
სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ხა­ლი­სო რამ კეთ­დე­ბო­და, რა­შიც მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ტიფ­ტონს „მსოფ­ლი­ოს კითხ­ვის დე­და­ქა­ლა­ქის“ ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა 2000 წელს. არ­სე­ბობს სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ყო­ველ წიგნს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ქუ­ლა, სი­დი­დი­სა და ნა­წარ­მო­ე­ბის სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით, წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, კომ­პი­უ­ტერ­ში შე­გიძ­ლია გა­ი­ა­რო ტეს­ტი­რე­ბა ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ და მი­ი­ღო ქუ­ლა, რო­მე­ლიც დიდ სის­ტე­მა­ში ინა­ხე­ბა. ერთ წელს, ტიფ­ტონ­ში, დი­დიც და პა­ტა­რაც, მოს­წავ­ლეც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც — მთე­ლი ქა­ლა­ქი ჩა­ერ­თო ამ მა­რა­თონ­ში და 900 000-ზე მე­ტი წიგ­ნი წა­ი­კითხეს, ქა­ლაქ­მა 1 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ქუ­ლა მო­ი­პო­ვა და ეს ტი­ტუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­ერ­თი­ან­და და ყველ­გან ყვე­ლა წიგნს კითხუ­ლობ­და.
კი­დევ აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი სკო­ლის გა­მო­საშ­ვებს, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სკო­ლის ბო­ლო ზა­რის­გან. მან­ტი­ე­ბი, დი­დი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ქუ­დე­ბის ჰა­ერ­ში სრო­ლა… — ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გი იყო. თუმ­ცა, მე ჩვე­ნი ბო­ლო ზა­რიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა ვერ მო­ვას­წა­რი, თუმ­ცა ამე­რი­კა­ში მო­ვიწყ­ვე ბო­ლო ზა­რი და ყვე­ლას გა­ვა­ცა­ნი ჩვე­ნი ტრა­დი­ცია და ხელ­მო­წე­რე­ბიც შე­ვაგ­რო­ვე.
ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ვცდი­ლობ­დი, ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მეც­ნო, რად­გან ცო­ტამ თუ იცო­და, რომ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა სა­ხე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო. გავ­მარ­თე ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­ზენ­ტა­ცია სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა აუდი­ტო­რი­ას­თან — დაწყე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის კლას­ში ხა­ჭა­პუ­რის გა­მოცხო­ბით, ბენ­დ­თან მუ­სი­კა­ლურ საკ­რა­ვებ­ზე და ფოლ­კ­ლორ­ზე სა­უბ­რით, თე­ატ­რა­ლურ კლას­ში ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლის იმ­პ­რო­ვი­ზე­ბით, ხმლე­ბის ქვეშ ნე­ფე-პა­ტარ­ძ­ლის გა­ტა­რე­ბით, „ვი­სია, ვი­სი­ას“ სიმ­ღე­რი­თა და სხვ. სა­ერ­თო ჯამ­ში, 35-ზე მე­ტი პრე­ზენ­ტა­ცია მო­ვაწყ­ვე. ამის­თ­ვის დავ­ჯილ­დოვ­დი კი­დეც გაც­ვ­ლი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა­გან და წლის ბო­ლოს, გაც­ვ­ლით სტუ­დენ­ტებს შო­რის, „გლო­ბა­ლურ ლი­დე­რად“ გა­მო­მაცხა­დეს სა­მო­ქა­ლაქო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ლი­დე­რო­ბა­ში მიღ­წე­ვე­ბის­თ­ვის.

🔶ამე­რი­კულ სკო­ლა­ში რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი?
კომ­პი­უ­ტე­რულ ბა­ზა­ში შე­დის ყვე­ლა სტუ­დენ­ტის ქუ­ლე­ბი და დგე­ბა რე­ი­ტინ­გი. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ეწყო­ბა „ღირ­სე­ბის სა­ღა­მო“, სა­დაც იმ მოს­წავ­ლე­ებს იწ­ვე­ვენ, რო­მელ­თაც 91-ზე მე­ტი სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა აქვთ. ეს ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, მოს­წავ­ლე­ებს აჯილ­დო­ვე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი მედ­ლე­ბი­თა და დიპ­ლო­მე­ბით. ეს წა­ხა­ლი­სე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მაა, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე აცხა­დე­ბენ შენს გვარს და გად­მოგ­ცე­მენ ჯილ­დო­ებს. თუ 91-დან 95 ქუ­ლამ­დე გაქვს, „ღირ­სე­უ­ლი სტუ­დენ­ტის“ ტი­ტულს იღებ. 95-დან ზე­ვით კი — „უმაღ­ლე­სი წო­დე­ბის ღირ­სე­ბის სტუ­დენ­ტი“ ხდე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მქონ­და პა­ტი­ვი, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი „უმაღ­ლე­სი წო­დე­ბის ღირ­სე­ბის სტუ­დენ­ტი“, კლას­ში, რე­ი­ტინ­გით, 294 მოს­წავ­ლი­დან მე-7 ვი­ყა­ვი. წარ­ჩი­ნე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე, ანე­ბივ­რე­ბენ სა­ჩუქ­რე­ბით, შე­ღა­ვა­თე­ბით, იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და ა.შ.

🔶გან­საზღ­ვ­რა თუ არა შე­ნი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ტიფ­ტო­ნის უმაღ­ლეს­მა სკო­ლამ?

კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სია არ გა­ნუ­საზღ­ვ­რავს, თუმ­ცა, მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­მე­ცა­და ჩე­მი თა­ვი სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, გა­მე­გო რა გა­მომ­დის კარ­გად და რა — არა, რი­სი კე­თე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს და ა.შ., რაც არა მარ­ტო პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, პი­როვ­ნუ­ლა­დაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. რო­გორც უკ­ვე ვთქვი, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­გა­ნი და კლუ­ბი იყო. ვი­ყა­ვი შო­უს გუნ­დ­ში, რომ­ლის ყო­ვე­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა კონ­ცერ­ტი იყო, გვქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი სკო­ლა­შიც და გას­ვ­ლი­თი ტუ­რე­ბიც სხვა ქა­ლა­ქებ­სა და შტა­ტებ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი იყო, რო­გორც ცნო­ბილ ტე­ლე­სე­რი­ალ GLEE-შია. ასე­ვე მოვ­სინ­ჯე ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დრა­მა­ში, დავ­დ­გით 5 სპექ­ტაკ­ლი, მათ შო­რის მი­უ­ზიკ­ლ­ში მქონ­და ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლი. წლის და­საწყის­ში მო­ეწყო სკო­ლის Idol, ანუ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი, რო­გორც American Idol, სა­დაც მე­სა­მე ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. სხვა­თა შო­რის ერთ-ერთ ტურ­ში ვიმ­ღე­რე ქარ­თუ­ლი „იავ­ნა­ნა“, რო­მელ­საც თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ას­რუ­ლებს. ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ ჯაზ ბენ­დ­ში ვო­კა­ლის­ტად მი­მიწ­ვი­ეს, ვაწყობ­დით კონ­ცერ­ტებს, ვი­ყა­ვით ფლო­რი­და­ში გას­ტ­როლ­ზე და ჩავ­წე­რეთ CD. ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის მი­ზი­დავ­და და ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ვი­თან­ხ­მე კი­დეც, რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა თე­ატ­რა­ლურ­ში, თუმ­ცა, ში­და გა­მოც­დე­ბამ­დე ჩა­მოს­ვ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე.
ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, ასე­ვე, ბიზ­ნე­სის და მარ­კე­ტინ­გის კლა­სი. პრო­ფე­სი­ად ეს სფე­რო არ ამირ­ჩე­ვია, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მომ­წონს და არც არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში ბიზ­ნე­სი წა­მო­ვიწყო. ერ­თა­დერ­თი, რაც გა­ვაგ­რ­ძე­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. იქ სკო­ლის ახა­ლი ამ­ბე­ბის ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ვი­ყა­ვი. ასე­ვე, რო­გორც ვახ­სე­ნე, ბევ­რი ლი­დერ­თა კლუ­ბია და იქაც გავ­წევ­რი­ან­დი, ძა­ლი­ან ბევრ საქ­ველ­მოქ­მე­დო და მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დე­გაც ვაგ­რ­ძე­ლებ.

🔶მი­ამ­ბე ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე — რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამე­რი­კე­ლე­ბი, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი საქ­მით, სა­ღა­მოს აწყო­ბენ ოჯა­ხურ „Shopping“-ს ან ვახ­შამს, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს უყ­ვე­ბი­ან ამ­ბებს, ხუმ­რო­ბენ და ა.შ. დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ სპორტს და ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას. რა თქმა უნ­და, მთელ ამე­რი­კა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან ის ძა­ლი­ან დი­დია და ხალ­ხიც თა­ვი­სე­ბუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. შე­მიძ­ლია მოკ­ლედ მო­გიყ­ვე ჩე­მი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­დ­ნენ ჯან­საღ კვე­ბას. კვი­რა­ში ერ­თხელ, გა­რეთ საჭ­მე­ლად გავ­დი­ო­დით, ოჯა­ხის მე­გობ­რებ­თან ერ­თად.
ამე­რი­კა­ში სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბე­ბი ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ. სკო­ლის ან კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ძი­რი­თა­დად, ცალ­კე გა­და­დი­ან საცხოვ­რებ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მა­გა­ლი­თად, მად­ლი­ე­რე­ბის დღეს, აწყო­ბენ ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებს.
ტიფ­ტო­ნი არც ისე დი­დი ქა­ლა­ქია, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ცნო­ბი­ლია რო­გორც მე­გობ­რუ­ლი ქა­ლა­ქი. მარ­თ­ლაც, ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობს და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა. ჩას­ვ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, რომ ამ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი — ნი­ნო მე­ო­რე ჯორ­ჯი­ი­დან, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან.
ამე­რი­კე­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ მო­ხა­ლი­სე­ო­ბას. ვი­ღა­ცის დახ­მა­რე­ბა იქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და უფ­რო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. პა­ტა­რაც და დი­დიც — ყვე­ლა ერ­თ­ვე­ბა მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, იქ­ნე­ბა ეს ერ­თობ­ლი­ვად პარ­კის და­ლა­გე­ბა თუ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა. მეც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მო­ხა­ლი­სე ვი­ყა­ვი და იმის­თ­ვის, რომ გა­ვი­ღე დრო და ენერ­გია ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, თე­თ­რი სახ­ლი­დან მი­ვი­ღე „პრე­ზი­დენ­ტის მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი სერ­ვი­სის ოქ­როს მე­და­ლი“ და ბა­რაკ ობა­მას მად­ლო­ბის წე­რი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კე­ლე­ბი ტო­ლე­რან­ტე­ბი არი­ან, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ეროვ­ნე­ბის და რა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცხოვ­რობს. ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­ობს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, არც თუ ისე პრეს­ტი­ჟულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, თუმ­ცა, მათ ყო­ველ­თ­ვის აქვთ „ჯი­ბის ფუ­ლი“. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია კარ­გი კა­რი­ე­რის შექ­მ­ნა, არი­ან მი­ზან­და­სა­ხულ­ნი, ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ პო­ლი­ტი­კა და ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბი მო­აგ­ვა­რონ.

🔶სად და რო­გორ ატა­რებ­დი თა­ვი­სუ­ფალ დროს?
თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, ისევ სკო­ლა­ში ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი. სკო­ლა­ში იმი­ტომ, რო­გორც გითხა­რით, სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბებ­ში ვი­ყა­ვი გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნას, კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი და და­ლე­ვა 21 წლამ­დე არ შე­იძ­ლე­ბა. გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა სად­მე ერ­თად წას­ვ­ლა — კი­ნო, კონ­ცერ­ტი, კა­ფე, ვინ­მეს­თან შეკ­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა თა­მა­შე­ბი.
ყო­ველ პა­რას­კევს ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის ან კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­შე­ბი იმარ­თე­ბა, რაც ცალ­კე მოვ­ლე­ნაა. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ტიფ­ტონის სკო­ლის ლურჯ და თეთრ ფე­რებ­ში იღე­ბე­ბი­ან, თა­მაშს აფორ­მებს დი­დი ბენ­დი და ცეკ­ვა­ვენ „Cheerleader“-ები.

🔶ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში წას­ვ­ლა? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი ეწყო­ბა?
სხვად­ს­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში არა, თუმ­ცა ქა­ლა­ქებ­სა და შტა­ტებ­ში კი — რე­გი­ო­ნულ ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე. ერ­თხელ, ჩი­კა­გო­ში შე­ვიკ­რი­ბეთ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, მოლ­დო­ვა­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო.

🔶ამის შემ­დეგ, ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რო­მელ კურ­ს­ზე ხარ და რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?
ამე­რი­კი­დან დავ­ბ­რუნ­დი 2010 წლის მა­ი­სის ბო­ლოს, ჩა­ვა­ბა­რე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, მი­ვი­ღე 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა. ამ­ჟა­მად, მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად სო­ცი­ო­ლო­გია ავირ­ჩიე, ხო­ლო და­მა­ტე­ბით — ჟურ­ნა­ლის­ტი­კა.
ასე­ვე, ამე­რი­კი­დან ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ და­ვი­ნიშ­ნე GHSEP (უფ­როს­კ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის) კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კო­ორ­დი­ნა­ტო­რად, ერ­თი წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი ამე­რი­კულ საბ­ჭო­ებ­ში და ყო­ველ­თ­ვი­უ­რად 5-7 ღო­ნის­ძი­ე­ბას ვაწყობ­დი (საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბი ბავ­შ­ვ­თა და მო­ხუც­თა სახ­ლებ­ში, გა­რე­მოს და­სუფ­თა­ვე­ბა, ხე­ე­ბის დარ­გ­ვა, კულ­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა კამ­პა­ნი­ე­ბი და სხვ.).

🔶და­ბო­ლოს, რა მოგ­ცა ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ერ­თ­მა წელ­მა, რა რჩე­ვას მის­ცემ­დი თა­ნა­ტო­ლებს?
ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად გა­ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვი და შე­საძ­ლე­ლო­ბე­ბი, გავ­ხ­დი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამის­თ­ვის არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა. ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ვურ­ჩევ­დი, რომ ყო­ველ­თ­ვის ეცა­დონ მი­ი­ღონ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, არ შე­ე­შინ­დეთ რის­კის და წა­გე­ბის, არ გა­უშ­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­დან, რად­გან ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბათ, გა­იც­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი და იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შორს ცხოვ­რე­ბამ სხვა ჭრი­ლი­დან და­მა­ნა­ხა ჩვე­ნი თა­ვი, უფ­რო და­ვა­ფა­სე ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის­ტო­რია, გავ­ხ­დი უფ­რო პატ­რი­ო­ტი და მივ­ხ­ვ­დი, რომ ესა თუ ის სა­კითხი უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა მო­ვაგ­ვა­როთ და ამის­თ­ვის არ არის აუცი­ლე­ბე­ლი რო­მე­ლი­მე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ჩა­რე­ვა. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ რა­ღაც კარ­გი, შე­ვი­ტა­ნოთ და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი და სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ალ­ბათ, მე­ო­რე რჩე­ვა იქ­ნე­ბო­და, რომ იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჩა­ერ­თონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მხო­ლოდ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს. ცო­ტა უხერ­ხუ­ლია რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და არ მინ­და დი­დაქ­ტი­კუ­რი სა­უ­ბა­რი გა­მო­მი­ვი­დეს. უბ­რა­ლოდ, რაც ამე­რი­კა­ში და­ვი­ნა­ხე და აქაც მინ­და და­ვი­ნა­ხო, არის აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რ­დო­ბა, რო­მე­ლიც კარ­გი მო­მავ­ლის შექ­მ­ნა­ზე ფიქ­რობს.

🔶მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, სა­მო­მავ­ლოდ ხომ არ გეგ­მავ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?
ჯერ­ჯე­რო­ბით დი­დი ხნით წას­ვ­ლას არ­სად ვგეგ­მავ, შე­იძ­ლე­ბა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა გა­ვაგ­რ­ძე­ლო საზღ­ვარ­გა­რეთ, თუმ­ცა, დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი