აპელაციის შედეგები – მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია

303

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია. 

პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

⇒ წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 31500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

⇒ წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12000-მდე კანდიდატი. გასწორდა 10300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს.

 

დატოვეთ კომენტარი