25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

PHR ბავშვებს უსურვებს, ამ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, მათი უფლებები დაცული იყოს

spot_img

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვას ავრცელებს და ბავშვებს უსურვებს, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, ამ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში. ამავე მილოცვაში, ხაზგასმით აკეთებს აქცენტებს იმ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ქვეყანაში  ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში რჩება. PHR მიიჩნევს, რომ: „სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია და საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების არსებითად გაძლიერებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი და მდგრადი მოგვარებისთვის.“

გამოწვევებს შორის ასახელებს ბოლო წელს მთავრობის მკვეთრად გაუარესებული თანამშრომლობას ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან.ამ ორგანიზაციების მოსაზრებები, ფაქტობრივად, აღარ აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში, გართულებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და ბავშვთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებაც.“

მათივე აზრით, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშო იყორუსული კანონისინიცირება და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში, რაც, მათ შორის, საფრთხეს სწორედ ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უქმნიდა და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი 2022 წლის ანგარიშში მიუთითებს, გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსისაზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამოშეუჩერდათ, რაც, მეტი ალბათობით, მძიმე სოციალურეკონომიკური პირობების გამო, ქვეყნის დატოვებასთან არის კავშირში.“

საყურადღებოა PHR მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გაზრდილია ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა და, ამის პარალელურად, ისევ პრობლემად რჩება ეფექტური გამოძიების ჩატარება. ამის გარდა, ორგანიზაციის მიერ, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში, 2023 წლის გამოწვევებად სახელდება:

◊ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსაკუთრებით რთული უფლებრივი მდგომარეობა. როგორც 2023 წლის გაეროს შშმ პირთა კომიტეტი აღნიშნავს: შშმ ბავშვების არსებული შეფასების მოდელი კვლავ სამედიცინო მიდგომას ეყრდნობა და ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას, მიიღონ წვდომა ადეკვატურ სერვისებზე“.

◊ ქვეყანაში განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები – სიღარიბეში მყოფი შშმ, ასევე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია; ხოლო არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამები არ არის მორგებული შშმ ბავშვებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის მათ საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში.

◊ საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. „ბავშვთა სახლები“, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრებისა და განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს.

◊ განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა უფასო სასკოლო კვების არარსებობა.

◊ იგივე კვლევა მიუთითებს, რომ ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდა (ბაღები) მიუწვდომელია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, წამყვანია ის, რომ საცხოვრებელი სახლის ახლომდებარე ბაღი არ არის.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, PHR-მა, 1 ივნისს, განცხადებით მიმართა პროკურატურას – ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და მოითხოვა ეფექტური რეაგირება.

„საქმე შეეხება 2 წლისა და 10 თვის ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში, აღმზრდელის მხრიდან, 2021 წლის აპრილში განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღმზრდელმა 2 წლის და 10 თვის ბავშვზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, დაახლოებით, 7-ჯერ იძალადა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

 ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობიდან დღემდე გასულია 2 წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის რაიმე სერვისი არ მიუწოდებია.“

ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2023 წლის მაისში ჩაერთო.

1 ივნისს გაკეთებული ეს განცხადება, თავისთავად, კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას და გვაბრუნებს იმ რეალობაში, რომელიც „საყოველთაო დღესასწაულის“ მიღმაა. ამ ვითარებაში ყველაზე მეტად იმედის მომცემად გამოიყურება ბავშვთა უფლებების დამცველი და ქომაგი ორგანიზაციის განცხადება, რომ „PHR აგრძელებს ბავშვის ინტერესების დაცვას“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები