23 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

„ხომ ყვე­ლას გვინ­და, რომ რო­დის­მე ზე­ცი­დან ჩვენს მხარ­ზეც ჩა­მო­ეშ­ვას ფე­რად-ფე­რა­დი, ცეცხ­ლო­ვა­ნი ჩი­ტი?“

spot_img

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­მა სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­მა, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენ­მა, ჰანს ქრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოქ­როს მედ­ლის გა­და­ცე­მი­სას წარ­მოთ­ქ­მულ სიტყ­ვა­ში ისა­უბ­რა იმა­ზე, რა­ტომ არ წერს უფ­რო­სე­ბის­თ­ვის და რა­ტომ დარ­ჩე­ბა სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლად. ას­ტ­რი­დი ამ­ბობ­და, რომ მას სურ­და იმ მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის და­ე­წე­რა, რომ­ლებ­საც სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ. მი­სი აზ­რით კი, მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი ახ­დე­ნენ სას­წა­ულს კითხ­ვის დროს.

 

ქარ­თ­ვე­ლი მეზღაპ­რის, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის წიგ­ნ­ში „კა­ცი და მი­სი უც­ნა­უ­რი პი­ა­ნი­ნო“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა  “ინ­ტე­ლექ­ტი“, 2021 წე­ლი) ათი ზღა­პა­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ამ ზღაპ­რებს უკ­ვე ზრდას­რუ­ლი კითხუ­ლობ, რწმუნ­დე­ბი, რომ გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვილს შე­უძ­ლია, ას­ტ­რი­დის მი­ერ ნახ­სე­ნებ სას­წა­ულს დი­დო­ბა­შიც გა­ზი­ა­როს; გაქ­ცი­ოს ისეთ მკითხ­ვე­ლად, რო­მელ­საც წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­გიძ­ლია.

ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე წე­რილ­ში – „ნა­ცარ­ქე­ქი­ას აპო­ლო­გია“ – წერს, რომ „ზღა­პა­რი ეწო­დე­ბა ისეთ ამ­ბავს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლის ძლე­ვით მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბას გვა­უწყებს“. გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბი სწო­რედ ამ აღ­მა­ტე­ბულ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს გვახ­სე­ნებს და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ წიგ­ნ­ში თავ­მოყ­რი­ლი ზღაპ­რე­ბი, ერ­თ­გ­ვა­რად, იგა­ვე­ბი­ცაა. იგა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს და, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკითხ­ველს, და­სა­ვიწყებ­ლად არ­გა­სა­მე­ტე­ბელ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გვას­წავ­ლის და ფიქ­რის სა­ბაბს გვი­ჩენს.

„კა­ცი და მი­სი უც­ნა­უ­რი პი­ა­ნი­ნო“ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ზღაპ­რით იწყე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ისე­თი კა­ცია, სას­წა­უ­ლე­ბის რომ სჯე­რა და ყო­ველ­დღე ამ სას­წა­ულს ელის. სას­წა­უ­ლი კი აუცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და გა­ნა იმი­ტომ რომ, ზღა­პა­რია და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს – არა! – რო­გორც ავ­ტო­რი გვარ­წ­მუ­ნებს, სას­წა­უ­ლე­ბი ჩვენს თავს მხო­ლოდ მა­შინ არ ხდე­ბა, რო­ცა მი­სი არ გვჯე­რა – ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხომ მთა­ვა­რი სწო­რედ სურ­ვი­ლის სიძ­ლი­ე­რეა!

„ღა­მით, რო­ცა ყვე­ლას სძი­ნავს, ერ­თი კა­ცი და­დის ქა­ლაქ­ში.

და­დის და შეს­ც­ქე­რის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ან ცას.

გა­ნა­თე­ბუ­ლი დი­დი ქუ­ჩი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი არა ჩანს. ამი­ტომ კა­ცი ძველ, ვიწ­რო ქუ­ჩებს ირ­ჩევს სა­სი­ა­რუ­ლოდ.

და­დის, თუ რო­მე­ლი­მე აივან­ზე ქოთ­ნე­ბით გა­მოდ­გ­მულ ყვა­ვი­ლებს ნა­ხავს, მათ სურ­ნელს შე­ი­სუნ­თ­ქავს და ეღი­მე­ბა.

თუ შე­ამ­ჩ­ნევს, აივან­ზე სა­რეცხის თოკ­ზე ბავ­შ­ვე­ბის ტან­საც­მე­ლი ჰკი­დია, ჩა­ი­ყოფს ჯი­ბე­ში ხელს, ამო­ი­ღებს რა­ი­მე სა­თა­მა­შოს და ააგ­დებს აივან­ზე…

და­დის ასე, ხან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს უყუ­რებს, ხან აივ­ნებს აკ­ვირ­დე­ბა…

ხან­და­ხან ეს მაღ­ლა ცქე­რა ისე გა­ი­ტა­ცებს, ვე­ღა­რა­ფერს ამ­ჩ­ნევს, წა­მოჰ­კ­რავს ფეხს და ცხვი­რით ეცე­მა მი­წა­ზე. ამი­ტო­მაც ცხვი­რი აქვს გა­სი­ვე­ბუ­ლი და ზო­გი ნაც­ნო­ბი ზურგს უკან დიდ­ცხ­ვი­რა­საც ეძა­ხის…

ახ­ლა, რაც მთა­ვა­რია, იმას მო­გიყ­ვე­ბით:

ამ კაცს მთე­ლი სი­ცოცხ­ლე სჯე­რო­და, დღეს თუ არა, ხვალ აუცი­ლებ­ლად სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბაო“.

ზღა­პა­რი „კა­ცი და მი­სი უც­ნა­უ­რი პი­ა­ნი­ნო“ თით­ქოს­და ძა­ლი­ან მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას გვახ­სე­ნებს (რო­მელ­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად ვი­ვიწყებთ ხოლ­მე): სას­წა­უ­ლია ყვე­ლა ამ­ბა­ვი, შე­იძ­ლე­ბა სხვის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რიც კი, თუ ის გულ­წ­რ­ფე­ლი სი­ხა­რუ­ლით გვავ­სებს. მთა­ვა­რია, სას­წა­უ­ლე­ბის და­ნახ­ვა და მი­სი აღ­ქ­მა შეგ­ვეძ­ლოს და ასე ბევ­რი ძვირ­ფა­სი წუ­თის შეგ­რო­ვე­ბას შევ­ძ­ლებთ. გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლიც ამას გვიმ­ტ­კი­ცებს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი პა­ტარ-პა­ტა­რა ბედ­ნი­ე­რე­ბე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სუ­ლაც არაა პა­ტა­რა და, შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც კი იყოს. სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბით ცხოვ­რობს ზღაპ­რის მთა­ვა­რი გმი­რი და აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სევ­დამ გა­ი­მარ­ჯ­ვოს ისეთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით ავ­სებს?!

ამას­თა­ნა­ვე, სას­წა­უ­ლი რომ იხი­ლო, სხვაც უნ­და გებ­რა­ლე­ბო­დეს, – გვა­რი­გებს ავ­ტო­რი, – სხვი­სი დარ­დის მო­ზი­ა­რე და შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი უნ­და იყოო. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ეს ზღაპ­რე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი მცნე­ბე­ბი­ცაა, ზოგ­ჯერ ასე რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი რომ გვეჩ­ვე­ნე­ბა ხოლ­მე.

მეზღაპ­რე ცდი­ლობს დაგ­ვა­ნა­ხოს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა უფ­რო მე­ტად გა­ცე­მა­შია და არა მი­ღე­ბა­ში. გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი არ იყო, რო­ცა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის აივან­ზე, სრუ­ლი­ად უც­ნობ ბავ­შ­ვებს ხა­ლა­თის ჯი­ბე­ში სა­თა­მა­შოს უტო­ვებ და თან წარ­მო­იდ­გენ მათ გა­ცის­კ­როვ­ნე­ბულ სა­ხე­ებს, რო­დე­საც ამ სა­თა­მა­შოს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩე­ნენ?! – ეს წიგ­ნი სწო­რედ ასე­თი სი­ხა­რუ­ლის ძა­ლა­ზე გვა­ფიქ­რებს, გვას­წავ­ლის და სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს პა­ტარ-პა­ტა­რა ზღაპ­რებ­ში აქ­სოვს; თა­ნაც ისე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ყოფ­ნი­სას არ გაგ­ვახ­სენ­დეს თა­კო ბაქ­რა­ძის ულა­მა­ზე­სი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ეს ათი ზღა­პა­რი და, ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მი­ვი­ღოთ, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლის მომ­ლო­დი­ნე კაცს, უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბულ მეზღაპ­რეს, მხი­ა­რულ კაცს ან აფ­ლა­ფა­ტოს არ გა­ა­ხა­რებ­დათ.

ხში­რად, რო­დე­საც გვინ­და ამ­ბის, ად­გი­ლი­სა თუ ადა­მი­ა­ნის გა­მორ­ჩე­ულ სი­კარ­გეს გა­ვუს­ვათ ხა­ზი, ვამ­ბობთ, რო­გო­რი ზღაპ­რუ­ლი ამ­ბა­ვი, ად­გი­ლი თუ ადა­მი­ა­ნიაო. გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი სწო­რედ ასეთ ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბა, სა­დაც ავ­ტო­რი თით­ქოს შენ გვერ­დით მო­კა­ლა­თე­ბუ­ლა, ზის და გი­ამ­ბობს ყვე­ლა­ზე თბილ, მხი­ა­რულ­სა და ამა­ვე დროს, სევ­დი­ან ამ­ბებს. მის­თ­ვის მთა­ვა­რი შენ ხარ, მკითხ­ვე­ლი, და ათი­ვე ზღა­პა­რიც ისეა და­წე­რი­ლი, ავ­ტორს ყველ­გან შენ­კენ აქვს მოპყ­რო­ბი­ლი გუ­ლის­ყუ­რი, რა­თა ბო­ლომ­დე შე­გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს მათ­ში ჩაქ­სო­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, ღი­მი­ლის, სი­კე­თის, მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და სევ­დის ძა­ლა და არას­დ­როს და­გა­ვიწყოს ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ავ­ტორს ხომ სწო­რედ ასე სწამს, რომ ზღა­პა­რი უნ­და იყოს კე­თი­ლი, უნ­და გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოს ბავ­შ­ვი და ამას­თა­ნა­ვე, ხან­და­ხან უნ­და და­ა­ნაღ­ვ­ლი­ა­ნოს კი­დეც, იმი­ტომ რომ ნაღ­ვე­ლი  ადა­მი­ანს რა­ღაც კარ­გი­სა­კენ უბიძ­გებ­სო. თა­ვი­სი ზღაპ­რის გმი­რი კა­ცუ­ნე­ბიც ხომ იმა­ვეს გვას­წავ­ლი­ან: „სევ­დაც უნ­და გა­მო­ცა­დო ხან­და­ხან, რომ უკეთ იგ­რ­ძ­ნო, რა არის სი­ხა­რუ­ლი“.

ამ წიგ­ნი­დან სევ­და­ზე, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, „თეთ­რი ზღა­პა­რი“ მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­საც გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი დე­დის ხსოვ­ნას უძღ­ვ­ნის. მწე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მსურ­და, დე­დას წა­ე­კითხა „თეთ­რი ზღა­პა­რი“ და მოს­წო­ნე­ბო­დაო.

„თეთ­რი ზღა­პა­რი“ ობოლ ბი­ჭუ­ნა­ზეა და რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია სევ­დი­ა­ნი არ იყოს, მაგ­რამ, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი გვა­ი­მე­დებს, რომ სევ­დას ყო­ველ­თ­ვის თან სდევს იმე­დის დი­დი ძა­ლა, რო­მე­ლიც და­კარ­გულ დე­დას ზოგ­ჯერ ალუბ­ლის ხედ, ზოგ­ჯერ კი მშვე­ნი­ერ თეთრ გე­დად გვიბ­რუ­ნებს და ასე გვი­ყუ­ჩებს ყო­ველ­გ­ვარ სევ­და­სა და ნაღ­ველს.

„და ერთ ღა­მეს, რო­ცა ბი­ჭუ­ნა სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად იჯ­და ფიქ­რის გო­რა­ზე და სავ­სე მთვა­რეს შეს­ც­ქე­რო­და, მან ბი­ჭებს გა­ან­დო დე­და­მი­სის ლა­მა­ზი ამ­ბა­ვი.

გა­ან­დო და გუ­ლის ფან­ც­ქა­ლით ელო­და, თუ რას ეტყოდ­ნენ. ში­შობ­და, ვა­ი­თუ არ და­მი­ჯე­რონ და სა­სა­ცი­ლო­დაც ამიგ­დო­ნო.

მაგ­რამ ბი­ჭებს სუ­ლაც არ გაჰ­კ­ვირ­ვე­ბი­ათ.

თურ­მე ყვე­ლა ბიჭს ემარ­თე­ბა ასე: ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ხან ნა­ზი, თეთ­რ­ყ­ვა­ვი­ლა მცე­ნა­რეა დე­და­მი­სი, ხან კი სევ­დი­ა­ნი, დი­დი, თეთ­რი ფრინ­ვე­ლი“.

ამ წიგ­ნ­ში ერ­თ­მა­ნეთ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­თა გუ­ლე­ბი სი­კე­თი­თაა სავ­სე. ერთ-ერ­თი ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის მსგავ­სად, მეზღაპ­რე კა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მაზ ზღაპ­რებს წერს. მას, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერ­თი ქა­ლი შე­უყ­ვარ­დე­ბა და მთა­ვა­რი ამ­ბა­ვიც სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა. ზღა­პა­რი გვას­წავ­ლის, რომ შე­საძ­ლოა, ვინ­მემ სიტყ­ვით მოგ­ვიკ­ლას გუ­ლი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის მის­გან გან­სა­კურ­ნე­ბელ წა­მალს; შე­საძ­ლოა, ვინ­მემ გულ­შიც კი გვეს­რო­ლოს, მაგ­რამ, მა­რა­დი­სო­ბას შე­ვერ­წყათ და იმად ვიქ­ცეთ, რი­თაც ჩვე­ნი სუ­ლი იყო სავ­სე: ჩი­ტად ან ხო­მალ­დად. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რით იყო ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სავ­სე ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით.  ამ ზღაპ­რით ავ­ტო­რი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის, ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სამ­ყა­როს გა­და­ხედ­ვის­კენ გვი­ბიძ­გებს და სურ­ვილს გვი­ჩენს, უკე­თე­სე­ბი გავ­ხ­დეთ – წყნა­რი და ჩუ­მი მეზღაპ­რე­სა­ვით ღირ­სე­უ­ლე­ბი.

გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი თა­ვის ზღაპ­რებ­ში იმ იდე­ას აქ­სოვს, რომ ლა­მა­ზი ფიქ­რე­ბით არ­სე­ბო­ბა, ლა­მა­ზი სამ­ყა­როს შექ­მ­ნა და კე­თი­ლი მეზღაპ­რე­სა­ვით ცხოვ­რე­ბა უკ­ვა­ლოდ არას­დ­როს ჩა­ივ­ლის, რო­გო­რი სას­ტი­კიც არ უნ­და იყოს გა­რე­მო თუ ადა­მი­ა­ნე­ბი, თუნ­დაც ისე­თი, რო­გო­რიც მეზღაპ­რე კა­ცის ან­ტი­პო­დი – ბარ­თ­ლო­მე აღ­მოჩ­ნ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, კვა­ლი ხომ მხო­ლოდ იმ ალი­ყუ­რე­ბი­სა და პან­ღუ­რე­ბის­გან რჩე­ბა, რომ­ლებ­საც ვიმ­სა­ხუ­რებთ, რო­გორც ამას ერთ-ერ­თი ზღაპ­რის ის მხი­ა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი გვას­წავ­ლის, ტკბილ­სა და გემ­რი­ელ წყლებს რომ ჰყი­დის.

ფრან­გი მწე­რა­ლი, „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის“ ავ­ტო­რი ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გონ უფ­რო­სებ­მა, რად­გან მათ ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს ახ­სოვს, რომ ისი­ნიც ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­დი­ან. სწო­რედ ამი­ტომ უძღ­ვ­ნის მის მთა­ვარ ნა­წარ­მო­ებს ლე­ონ ვერტს, რო­დე­საც ის პა­ტა­რა ბი­ჭი იყო. სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი სწო­რედ იმის გახ­სე­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა, რა­საც ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ხში­რად ვი­ვიწყებთ ხოლ­მე. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბის ეს კრე­ბუ­ლი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, შემ­დეგ კი იმ დი­დე­ბის­თ­ვის და­წე­რი­ლი წიგ­ნია, რომ­ლებ­საც სურთ, მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად იცხოვ­რონ და სა­კუ­თარ თავს მა­თი და­ვიწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცენ.

 

 თაკო ბაქრაძის ილუსტრაციები

გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბი შეხ­სე­ნე­ბაა, რომ რა­ღაც მთა­ვა­რი გვა­ვიწყ­დე­ბა, თუნ­დაც სხვის­თ­ვის გაწ­ვ­დი­ლი ხე­ლი, თუნ­დაც სას­წა­უ­ლის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­ლო­დი­ნი. ვინ და, ბავ­შ­ვებ­მა ეს ყო­ვე­ლი­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან და სწო­რედ ამი­ტომ იწე­რე­ბა მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი სიბ­რ­ძ­ნე­ე­ბით სავ­სე წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მათ­თან ერ­თად ყვე­ლა ასა­კის მკითხ­ვე­ლი უნ­და ვე­ზი­ა­როთ, მით უფ­რო, რომ რო­გორც თა­ვად ავ­ტო­რი ამ­ბობს, ის წერს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გუ­ლის სიღ­რ­მე­ში მუ­დამ ბავ­შ­ვე­ბად რჩე­ბი­ან.

და­ბო­ლოს, მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა  და­ვუთ­მო ზღა­პარს, რო­მელ­საც „აჩ­ლა­ჩუ­ჩა და აფ­ლა­ფა­ტო“ ჰქვია. ის ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის დარ­ჩე­ბა სამ­შობ­ლო­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ტექ­ს­ტად.

რო­ცა აჩ­ლა­ჩუ­ჩა ქა­ლა­ქი­დან გა­და­იხ­ვე­წა, აფ­ლა­ფა­ტოს ჰკითხეს, შენც ხომ არ აპი­რებ გაქ­ცე­ვა­სო? და თუ რო­გო­რი კა­ცია აფ­ლა­ფა­ტო, თა­ვად ეს მო­ნაკ­ვე­თი გვი­ამ­ბობს:

„ – რას ამ­ბობთ, ჩემს ქა­ლაქს რო­გორ დავ­ტო­ვებ, ეგ რამ გა­ფიქ­რე­ბი­ნა­თო, – იღი­მე­ბო­და ნაღ­ვ­ლი­ა­ნი.

აბა, აქე­დან სად წა­ვი­დო­და, რო­ცა იცო­და, რომ ამ ქა­ლა­ქის გა­და­სარ­ჩე­ნად და გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მის ყვე­ლა წი­ნა­პარს ბრძო­ლე­ბი ჰქონ­და ხმლით ხელ­ში გა­და­ტა­ნი­ლი. ბევ­რ­მა მათ­გან­მა კი თა­ვიც შეს­წი­რა ამას…

ღა­მით დიდ­ხანს ვერ იძი­ნებ­და ხოლ­მე აფ­ლა­ფა­ტო. იჯ­და თა­ვის ოთახ­ში და კედ­ლებს შეს­ც­ქე­რო­და, ხო­ლო კედ­ლე­ბი წი­ნა­პარ­თა სუ­რა­თე­ბით იყო სავ­სე, აქ იყო აფ­ლა­ფა­ტოს მა­მაც, პა­პაც, პა­პის მა­მაც და პა­პის პა­პაც…

ქა­ლა­ქის ყვე­ლა ფან­ჯა­რა ჩაქ­რე­ბო­და ხოლ­მე და აფ­ლა­ფა­ტოს ფან­ჯ­რებ­ში­ღა მო­ჩან­და შუ­ქი.

შეს­ც­ქე­რო­და აფ­ლა­ფა­ტო სუ­რა­თებს და ცდი­ლობ­და თვა­ლი გა­ეს­წო­რე­ბი­ნა წი­ნაპ­რე­ბი­სათ­ვის…

აი, ასე­თი კა­ცი იყო აფ­ლა­ფა­ტო“.

თუ რო­გორ გაგ­რ­ძელ­და აფ­ლა­ფა­ტოს ამ­ბა­ვი, ამ ჯა­დოს­ნურ კრე­ბულ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ და სულ გახ­სოვ­დეთ, რა­ტომ გვი­ამ­ბო გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის ამ­ბა­ვი: „…მინ­და გთხო­ვოთ: მო­დით, ძმე­ბო, დავ­კი­დოთ ჩვე­ნი ოთა­ხის კედ­ლებ­ზე წი­ნა­პარ­თა სუ­რა­თე­ბი და ვე­ცა­დოთ, თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მათ მზე­რას. ხომ ყვე­ლას გვინ­და, რომ რო­დის­მე ზე­ცი­დან ჩვენს მხარ­ზეც ჩა­მო­ეშ­ვას ფე­რად-ფე­რა­დი, ცეცხ­ლო­ვა­ნი ჩი­ტი?“

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები