19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) სწორად ორგანიზებისთვის  

spot_img

„ახალი განათლება“ სთავაზობს მასწავლებლებს მხარდამჭერ პუბლიკაციათა სერიას მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) სწორად ორგანიზებისთვის

წამყვანობისთვის:

მიმართულება 1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

კომპეტენცია „მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა“ (არჩევითი)

მტკიცებულება:

მიღწევათა დიაგნოსტირება ინსტრუმენტით „ანგარიშის ფორმა“ (ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე)

ანგარიშის ფორმა
რა უნდა მომხდარიყო?   (რა საკითხი/ქვესაკითხი უნდა შეესწავლა მოსწავლეს?

რა კომპლექსური დავალება უნდა გამოეყენებინა საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად?)

მოსწავლეს უნდა დაეწერა მოთხრობა, რომლის სიუჟეტის წყაროდ (ანუ ფაბულად) გამოიყენებდა  ტექსტიდან რომელიმე ეპიზოდს. წერისას გამოკვეთდა აბზაცებს, დაიცავდა ენობრივ ნორმებსა და პუნქტუაციის წესებს. ასევე, მისი მისამართით იყო რეკომენდაციები:

♦ გაითვალისწინე ჟანრობრივი მახასიათებლები, დრო და სივრცე, რომელშიც ხდება მოქმედება, პერსონაჟები, კონფლიქტი, მოქმედების განვითარება;

♦ გამოკვეთე ეპოქა, რომელშიც ხდება თქვენ მიერ გადმოცემული ამბავი;

♦ შეარჩიე მთხრობელი და ამის მიხედვით პირი (პირველი, მეორე, მესამე), რომლის საშუალებითაც გადმოსცემთ ამბავს ;

♦ დაიცავი მოვლენათა თანმიმდევრობა ;

♦ შეარჩიე ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც შეეხება მოთხრობაში გადმოცემული ამბავი;

♦ ნაამბობი გაამდიდრე ფაქტებითა და დეტალებით, რომლებშიც გამოჩნდება პერსონაჟის ხასიათი, ემოციები, შინაგანი სამყარო, შთაბეჭდილებები, განცდები, ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან;

♦ გამოკვეთე მთავარი სათქმელი;

♦ გამოკვეთე სიუჟეტის განვითარების საფეხურები: კვანძის შეკვრა, მოვლენათა განვითარება, კვანძის გახსნა.

♦ სათქმელის მხატვრულად გადმოსაცემად გამოიყენე ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: შესაბამისი ლექსიკა და სტილი, ეპითეტი, შედარება, ჰიპერბოლა, მეტაფორა და სხვ;

♦ თხრობისას გამოიყენე დროისა და სივრცის აღმნიშვნელი ზმნიზედები, შინაარსისა და აგებულების მიხედვით მრავალფეროვანი წინადადებები.

 

რა მოხდა?  ( რამდენად კარგად გაართვა მოსწავლემ თავი გამოწვევას ?)

მოცემულობა აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად

მოსწავლემ თავი გაართვა იმას, რომ ნამუშევარში წარმოდგენილი იყო:

ჟანრობრივი მახასიათებლები, დრო და სივრცე, რომელშიც ხდება მოქმედება, პერსონაჟები, კონფლიქტი, მოქმედების განვითარება;

ეპოქა, რომელშიც ხდება თქვენ მიერ გადმოცემული ამბავი;

მთხრობელი და ამის მიხედვით პირი (პირველი, მეორე, მესამე), რომლის საშუალებითაც გადმოსცემთ ამბავს ;

მოვლენათა თანმიმდევრობა ;

ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც შეეხება მოთხრობაში გადმოცემული ამბავი;

ფაქტები და დეტალები, რომლებშიც გამოჩნდება პერსონაჟის ხასიათი, ემოციები, შინაგანი სამყარო, შთაბეჭდილებები, განცდები, ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან;

მთავარი სათქმელი;

სიუჟეტის განვითარების საფეხურები: კვანძის შეკვრა, მოვლენათა განვითარება, კვანძის გახსნა.

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: შესაბამისი ლექსიკა და სტილი, ეპითეტი, შედარება, ჰიპერბოლა, მეტაფორა და სხვ;

დროისა და სივრცის აღმნიშვნელი ზმნიზედები, შინაარსისა და აგებულების მიხედვით მრავალფეროვანი წინადადებები.

 

 

რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის?

 

სხვაობა თითქმის არ იყო, რადგან მოსწავლე გამოირჩეოდა მაღალი მზაობით, ყველა შეფერხების დროს ჩემგან იღებდა მხარდაჭერას, უკუკავშირს.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად?
უნდა გაგრძელდეს ამ მოსწავლესთან ძლიერი სამოტივაციო ინსტრუმენტების გამოყენება.
დამატებითი კომენტარი
მოსწავლეს მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ მეტად ჩაერთოს ურთიერთსწავლების პროცესში.

 

რეკომენდაცია ანგარიშის ფორმის შევსებისთვის:

„ანგარიშის ფორმა“ წარმოადგენს სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს! ის არაა ერთადერთი, მაგრამ მარტივად შესავსები დოკუმენტია.

დოკუმენტი შევასეთ რამდენიმე მოსწავლეზე და არა მხოლოდ ერთზე (თუ კლასში გყავთ 25 მოსწავლე, დაახლოებით, ანბანური ან სხვა პრინციპით შეარჩიეთ რამდენიმე (3-5 მოსწავლე).

ინფორმაცია არ გააყალბოთ, იყავით გულწრფელები და დაეყრდენით მხოლოდ თქვენს პრაქტიკას! ამავე ინსტრუმენტზე დაყრდნობით წარმოადგინეთ კურიკულუმის განვითარების ნიმუში/ნიმუშები შემდეგი მოცემულობების გათვალისწინებით (ერთი ან რამდენიმე მიმართულება).

კურიკულუმის განვითარება

აქ შეიძლება აისახოს თემის სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება შემდეგი მიმართულებით:

⇒ სავალდებული თემის ფარგლებში ძირითადი საკითხების გამოკვეთა/ძირითადი საკითხების სხვაგვარად გადაჯგუფება;

⇒ ძირითადი კონტექსტ-მაგალითის ამსახველი რესურსის დახვეწა/სხვა რესურსებით ჩანცვლება;

⇒ ძირითადი კონტექსტ-მაგალითის გაყვანა სხვა ქვესაკითხებზე, ქვეცნებებსა და სამიზნე ცნებებზე;

⇒ თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების განსხვავებულად ფორმულირება;

⇒ კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება; ორიენტირება მოსწავლის უფრო საინტერესო პერფორმანსზე / პროდუქტისშექმნაზე;

კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული დაზუსტებების (ქუდის ქვეში „ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ“) და მათთან დაკავშირებული შეკითხვების ფორმულირების შეცვლა / განსხვევებულად დაჯგუფება;

⇒ აქტივობებისა და დამატებითი რესურსების ჩანიშვნა, რომლებზე დაყრდნობითაც ეფექტურად მოხერხდა სამიზნე ცოდნის კონსტრუირება.

⇒ შენიშვნა: აღნიშნეთ, რომ ერთ ან რამდენიმე თემატურ მატრიცაში რა ცვლილებები უნდა შეიტანოთ კათედრასთან შეთანხმებით. არსებული მატრიცის მიერ გაწერილი სცენარში არსებული დაბრკოლებები უნდა გადაილახოს განმავითარებელი ინსტრუმენტების გამოყენებით (დამაზუსტებელი შეკითხვების, აქტივობების, რესურსების დამატება), რომლებსაც მომავალ სასწავლო წლისთვის უკვე ასახავთ ე.წ. მატრიცაში.

ამით სრულად კმაყოფილდება კრიტერიუმის მოთხოვნები:

აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი მოსწავლის / მოსწავლეების მიღწევები და საჭიროებები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით;

ნაჩვენებია ინსტრუმენტები, რომლთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება, დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა და გაანალიზებულია მოპოვებული მონაცემები, გამოტანილია რელევანტური დასკვნები და შედეგების საფუძველზე შეტანილია შესაბამისი ცვლილება/ცვლილებები საგნობრივ კურიკულუმში.

ესგ-ის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები