19 აპრილი, პარასკევი, 2024

803-ე სტროფის ანალიტიკური კომენტარი

spot_img

„ვეფხისტყაოსანშიׅ“ „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“ ერთ-ერთი გამორჩეული თავია. ამ თავიდან შემოგთავაზებთ ერთი სტროფის (803) ანალიზს. ეს სტროფი კი ასეთია:

„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,

არ გარდავა გარდუვლელად მომავალი საქმე ზენა;

წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;

არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“

ცრემლთა ღვრა და დარდი სასარგებლო არაა, ზეციური გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება, კაცმა გასაჭირი უნდა მოითმინოს და არავის შეუძლია განგების შეცვლა –  ასეთია სტროფის პარაფრაზი, მაგრამ ჩვენთვის აქ სხვა რამეა საინტერესო.

რადგან ბედი ცდაა, უნდა ვეცადოთ, რომ დარდი სიხარულით შევცვალოთ, _ გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი“. რომ არა იმდენი ექსპერიმენტი და მცდელობა, რაოდენიც ავთანდილმა თავის თავზე აიღო, პოემაში ბედნიერი დასასრული არ გვექნებოდა. არაბი სპასპეტისთვის ცხოვრება „ბერი კიტრების“ კრეფა არაა. წუთისოფელმა მას რამდენჯერმე ხელთ ნაჭერი ბედნიერება გამოაცალა, მაგრამ ასე ურჩევნია ავთანდილს (მან სამწლიანი ოდისეა მაშინ დაიწყო, როცა თინათინმა სიყვარული გამოუცხადა, უცხო მოყმის ამბის არაბეთში ჩატანის მერეც და ქორწილის დასრულებისთანავე  ტოვებს სატრფოს), რადგან დარდისთვის ვერც ტარიელს იმეტებს და არც თავად უნდა იყოს ფიცის გამტეხი ან არამეგობრული.

მეორეც, საგულისხმოა, რომ ავთანდილი განგების გარდაუვლობას აღიარებს. სამაყარო წინააღმდეგობებითაა სავსე: ცოდვა და მადლი, ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი, სიყვარული და მტრობა, სიბრძნე და სიბრიყვე გვერდიგვერდ არსებობენ და ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. განგების ძალა, ეს არის რწმენის ერთგვარი, მძაფრი გამოხატვა.  პოემაში გამოხატულ თეზისს, რომ ბედი მუხთალია, ხოლო განგება – სამართლიანი, არაერთგან გვახსენებს რუსთაველი. სტროფის მიხედვით, გასაჭირის გადასატანად მოთმენაა საჭირო და განგება (ღვთის ნება) შეუცვლელია.

ნატალი ბუსკივაძე – სსიპ გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები