20 აპრილი, შაბათი, 2024

6 მოს­წავ­ლით დაწყე­ბუ­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი

spot_img

15 სექ­ტემ­ბერს სკო­ლის ზა­რი ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო­ხე­თის არას­რულ სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც და­ი­რე­კა, თუმ­ცა, მხო­ლოდ 6 მოს­წავ­ლის­თ­ვის. მათ შო­რის ერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლია – თეკ­ლა თა­ვა­ძე. სკო­ლის ძველ­თაძ­ველ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ის­ტო­რი­ულ ზარ­ზე და­რეკ­ვის პა­ტი­ვიც მას ხვდა წი­ლად. ეს ერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბაა, რად­გან ბო­ლო წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე პირ­ვე­ლი კლა­სი სა­ერ­თოდ არ ჰყავ­დათ. გა­ცი­ლე­ბით კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვაა მომ­დევ­ნო ორ წე­ლი­წად­ში, რო­ცა ჯერ 2, შემ­დეგ კი 3 პირ­ველ­კ­ლა­სელს ელო­დე­ბი­ან…

სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიგ­რა­ცია არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა, ამ სო­ფელ­ში ეს მსახ­ვ­რა­ლი პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან და­იწყო… შე­დე­გად, ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­და ის დრო, რო­ცა ამ სკო­ლა­ში 200-მდე მოს­წავ­ლე იყო, სო­ფელს კი ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი ავ­სებ­და. იმ დღე­საც სკო­ლას­თან შეკ­რე­ბი­ლი უფ­რო­სი თა­ო­ბის ხალ­ხი სი­ნა­ნუ­ლით იგო­ნებ­და, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი და­დი­ო­და სოფ­ლის ცალ­კე­უ­ლი უბ­ნე­ბი­დან.

დღეს ამ ყვე­ლა­ფერს მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა – უმუ­შევ­რო­ბაც და­ერ­თო, რაც კი­დევ უფ­რო სწრა­ფად ცლის სო­ფელს – მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­სა­ხუ­რის მო­სა­ძებ­ნად თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში მი­დის, ზო­გი თურ­ქეთ­ში გა­და­იხ­ვე­წე­ბა ხოლ­მე სე­ზო­ნურ მუ­შა­ხე­ლად, ან სუ­ლაც ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­მო სკო­ლამ წლე­ულს 2 მოს­წავ­ლე და­კარ­გა – ჯერ კი­დევ შარ­შან მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში წა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ და ბავ­შ­ვე­ბიც თან წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა შარ­შან ისი­ნი ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში მა­ინც სწავ­ლობ­დ­ნენ, წელს ესეც აიკ­რ­ძა­ლა… ისე­დაც ლა­მის დაც­ლილ სო­ფელ­ში და­ი­კე­ტა კი­დევ ერ­თი ოჯა­ხი, სო­ფელს მო­აკ­ლ­და ახალ­გაზ­რ­და ცოლ-ქმა­რი, სკო­ლას – მოს­წავ­ლე… არა­ფერს ვამ­ბობთ წი­ნა წლებ­ზე, რო­ცა, იმა­ვე მი­ზე­ზით, რამ­დე­ნი­მე ოჯახ­მა და­ტო­ვა სო­ფე­ლი ან სუ­ლაც – ქვე­ყა­ნა (ცხა­დია, შვი­ლებ­თან ერ­თად), თუმ­ცა ამა­ზე ვინ წუხს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში… არა­და, ნე­ბის­მი­ე­რი სოფ­ლის­თ­ვის ტრა­გე­დიაა ასე გა­მო­კე­ტი­ლი ყო­ვე­ლი ოჯა­ხი… არა­და, ეს სო­ფე­ლი ხე­ვის­წყა­ლას ხე­ო­ბა­ში, სუფ­სის ხე­ო­ბის გვერ­დით, ბახ­მა­როს მთე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე იმ ზო­ნა­ში შე­დის, რო­მე­ლიც, არ­ც­თუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა ყო­ფი­ლა – სოფ­ლის სა­კულ­ტო მთას „ორ­კე“ ჰქვია, თუმ­ცა მას ყვე­ლა „აგა­რაკს“ ეძა­ხის, ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას კი, ვფიქ­რობ, ახ­ს­ნა არ სჭირ­დე­ბა. პი­რა­დად მი­სა­უბ­რია თა­ვის დრო­ზე ამ სოფ­ლის უხუ­ცეს­თან – ჟო­რა თა­ვა­ძეს­თან, ვინც მა­შინ 90-ს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი. მას ბავ­შ­ვო­ბი­დან ახ­სოვ­და იქ ხი­მინ­ჯებ­ზე შემ­დ­გა­რი სახ­ლე­ბი თა­ვი­სი დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბით, სა­დაც თურ­მე ბა­ბუ­ა­მისს ურემ­ზე შედ­გ­მუ­ლი ვე­ე­ბა მუ­ხის კას­რე­ბით სას­მე­ლი წყა­ლი აჰ­ქონ­და, თვი­თონ კი, პა­ტა­რა ბავ­შ­ვი, იმ ურ­მებს შე­მო­ახ­ტე­ბო­და და ისე ადი­ო­და ზე­ვით. ნაძ­ვე­ბით და­ფა­რულ, კო­ნუ­სუ­რი ფორ­მის ამ მთა­ზე ად­რე დი­დი ეკ­ლე­სი­აც მდგა­რა, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტე­ბის შე­მოს­ვ­ლას შე­ე­წი­რა, მა­ნამ­დე ერ­თ­გ­ვა­რი რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტ­რიც ყო­ფი­ლა – იქ თურ­მე ყო­ველ შა­ბათს წირ­ვა-ლოც­ვას სა­ხალ­ხო დღე­ო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბო­და, სა­დაც არა მარ­ტო ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის, არა­მედ ლან­ჩხუ­თი­დან და მე­ზო­ბე­ლი სამ­ტ­რე­დია-ვა­ნის სოფ­ლე­ბი­და­ნაც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ… მარ­თა­ლია, დღეს სო­ფელ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი არა­ფე­რია, მაგრამ ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა, ბლო­მად ჩან­ჩ­ქე­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია — გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ჰა­ე­რი და სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი (და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჩიყ­ვის სამ­კურ­ნა­ლო­დაც გა­მოდ­გე­ბა) მას საკ­მა­ოდ კარგ ტუ­რის­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უსა­ხავს, თუმ­ცა უგ­ზო­ო­ბა და სხვა ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნა ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ნა­სახ­ში­ვე კლავს… ასეთ ბუ­ნე­ბას უცხო­ეთ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან, ჩვენ კი ბუ­ნე­ბამ გვი­ბო­ძა და ვერ ვი­ყე­ნებთ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ბო­ლოს დროს, სოფ­ლის ტუ­რის­ტულ იმიჯს პერ­ს­პექ­ტი­ვა გა­უჩ­ნ­და – შენ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კო­ტე­ჯიც თით­ქ­მის მზა­დაა, ამ ყვე­ლა­ფერს კი აქა­უ­რე­ბი იმე­დით შეჰ­ყუ­რე­ბენ… პან­დე­მი­ამ სას­ტუმ­როს დას­რუ­ლე­ბა-ამოქ­მე­დე­ბა გვა­რი­ა­ნად შე­ა­ფერ­ხა, მაგ­რამ ეს დრო შორს აღა­რაა…

და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ სკო­ლას და ახალ სას­წავ­ლო სე­ზონს, რაც სოფ­ლის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საც კია. სოფ­ლის­თ­ვის სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას სულ მახ­სენ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერ­თი ამაგ­და­რი მოღ­ვა­წის, ლი­ა­ნა თო­დუ­ას ფრა­ზა სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან. ის ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბის დროს, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, მა­შინ­დელ გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, ანუ დღე­ვან­დელ რე­სურ­ს­ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და ჯერ კი­დევ მა­შინ და­ა­რის­ხა ზა­რე­ბი: სო­ფე­ლო, მი­ხე­დე სკო­ლას! სოფ­ლის­თ­ვის ხომ ტრა­გე­დიაა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნა­ჩე­ნის ტოლ­ფა­სია სკო­ლის და­ხურ­ვა… ამი­ტომ ზე­მო­ხე­თე­ლე­ბი (თუმ­ცა, ალ­ბათ, ყვე­ლა სო­ფელ­ში ასეა, სა­დაც მსგავ­სი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლაა) ყო­ველ ახალ სას­წავ­ლო წელს მოს­წავ­ლე­ებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ შეჰ­ხა­რი­ან და ამ დღეს ისი­ნიც აუცი­ლებ­ლად იკ­რი­ბე­ბი­ან სკო­ლა­ში, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად (ცხა­დია, იმათ ვგუ­ლისხ­მობ, ვი­საც დღეს მოს­წავ­ლე არ ჰყავს აქ) – მათ­თ­ვის ეს ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი პირ­ვე­ლი ზა­რი ყო­ფი­ლა…

მის და­რეკ­ვამ­დე მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა წარ­მო­ად­გი­ნეს, რო­მე­ლიც, მა­თი მცი­რე­რიცხოვ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა ლექ­სე­ბით, სიმ­ღე­რი­თა თუ სხვა სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რე­ბით. თან, სკო­ლას მსგავ­სი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, აპა­რა­ტუ­რაც აქვს.

ამ ნა­წილ­ში პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა თეკ­ლა თა­ვა­ძე­მაც გვა­რი­ა­ნად გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი, რო­მე­ლიც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ვი­და სკო­ლა­ში – რამ­დე­ნი­მე ლექ­სი წა­ი­კითხა… რა კარ­გიაო, ბავ­შ­ვუ­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით წა­მო­ი­ძა­ხა, რო­ცა საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­უძღ­ვ­ნენ და თა­ვის მერ­ხ­თან დას­ვეს… მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც გა­იხ­სე­ნა, ჯერ კი­დევ 1 დღით ად­რე რო­გო­რი გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით ელო­და თურ­მე ამ დღის დად­გო­მას, ღა­მე კი სა­ნა­ხევ­როდ არ ეძი­ნა და სის­ხამ დი­ლით მშობ­ლებ­ზე ად­რეც წა­მომ­ხ­ტა­რა ფეხ­ზე… იმე­დია, სწავ­ლა­შიც ასე­თი ყო­ჩა­ღი იქ­ნე­ბა. მით უფ­რო, ფრი­ად ჭკვი­ა­ნი გო­გოა და სა­ა­მი­სოდ ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა აქვს.

ის კლას­კომ­პ­ლექ­ტ­ში ის­წავ­ლის ან­დ­რია მეს­ხ­თან ერ­თად, იგი თა­ვის კლას­ში – მე­ო­რე­ში,  ასე­ვე ერ­თა­დერ­თი მოს­წავ­ლეა. ცხა­დია, მა­საც გა­და­ე­ცა ლეპ­ტო­პი, თუმ­ცა სკო­ლა­მაც და­ახ­ვედ­რა სა­ჩუქ­რე­ბი – სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი. სა­ჩუქ­რე­ბი მის­მა უმ­ც­როს­მა დამ – კა­ტო­მაც მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ორი წლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა პირ­ვეკ­ლა­სე­ლი. ასე­ვე და­სა­ჩუქ­რ­და ან­დ­რი­ას პა­ტა­რა და — მა­რი­ა­მი, რო­მელ­მაც გაგ­ვა­ო­ცა თა­ვი­სი ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლო­ბით. ის ძმის გაკ­ვე­თი­ლებ­საც და­ეს­წ­რო და ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ი­ღო, მას გა­ი­სად უწევს სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა.

ოღონდ ეს კია, რომ თეკ­ლას საკ­მა­ოდ შო­რი­დან მო­უ­წევს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი – მა­თი ოჯა­ხი ზე­მო­ხე­თის თე­მის უშო­რეს სო­ფელ თხი­ლა­გან­ში, სწო­რედ ორ­კეს მთის ძირ­ში ცხოვ­რობს, იქი­დან სკო­ლამ­დე კი სრუ­ლი 2 კი­ლო­მეტ­რია. თან მე­ზობ­ლად არც სხვა ბავ­შ­ვია. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ისევ ან­დ­რიაა, იგი, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტ­რ­ში ცხოვ­რობს, ოღონდ პა­ტა­რე­ბი ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე მარ­ტო მა­ინც ვერ ივ­ლი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით – ზამ­თარ­ში ან წვი­მა­ში. მით უფ­რო, გზად ორ­ჯერ უწევთ მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვა, რო­მელ­თა­გა­ნაც კა­პი­ტა­ლუ­რი ხი­დი მხო­ლოდ ერ­თ­ზეა. ად­რე, რო­ცა სკო­ლა­ში უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ, პა­ტა­რებს გამ­ცი­ლებ­ლის პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დათ, ახ­ლა კი მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან, გა­მოჰ­ყ­ვ­ნენ და გაჰ­ყ­ვ­ნენ შვი­ლებს. თუმ­ცა სკო­ლის დაწყე­ბის დღეს­ვე, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო შეტყო­ბი­ნე­ბა, რომ სკო­ლას ტრან­ს­პორ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა — იმე­დია, ასეც მოხ­დე­ბა.

თა­ვად სკო­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და ახალ სას­წავ­ლო წელს. შე­ნო­ბა ისე­დაც ახა­ლი აგე­ბუ­ლია – 2006 წელს საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში აშენ­და. კად­რე­ბიც საკ­მა­რი­სად ჰყავთ – წლე­ულს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლიც და­ი­მა­ტეს, მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა კი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­წე­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც ისა­უბ­რებს, თუმ­ცა მა­ნამ გეტყ­ვით, რომ მან ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ჭი­რო­ე­ბად დამ­ხ­მა­რე ფარ­თის არარ­სე­ბო­ბა და­ა­სა­ხე­ლა – სკო­ლას სჭირ­დე­ბა სა­აქ­ტო ან სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, თუნ­დაც სა­თავ­სო ფარ­თი… ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­გახ­სენ­დეს სკო­ლის ძვე­ლი შე­ნო­ბა – მყა­რი, ძალ­ზე სქე­ლი კედ­ლე­ბით და საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ფარ­თი, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად გას­წევ­და ამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. თუმ­ცა ის ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბის შემ­დეგ და­ან­გ­რი­ეს – სოფ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. არა­და, იმ სკო­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა ამ ახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე ბევ­რად იაფი დაჯ­დე­ბო­და, თან ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, გა­ცი­ლე­ბით დი­დი ფარ­თის შე­ნო­ბა იყო.

ირ­მა სა­ნი­კი­ძე, მას­წავ­ლე­ბე­ლი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ყვე­ლა სკო­ლას ვუ­ლო­ცავ ახალ სას­წავ­ლო წელს. ბედ­ნი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი სას­წავ­ლო წე­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ყვე­ლას­თ­ვის. რაც მთა­ვა­რია – მშვი­დო­ბი­ა­ნი. ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვი­საც ვი­სურ­ვებ­დი ყო­ველ­მ­ხ­რივ უკე­თე­სო­ბას – გვყავ­დეს ბევ­რი მოს­წავ­ლე, რა­თა სკო­ლა შე­ნარ­ჩუნ­დეს და სო­ფელ­მაც იარ­სე­ბოს, რად­გან, ჩე­მი აზ­რით, სკო­ლის არ­სე­ბო­ბა სოფ­ლის არ­სე­ბო­ბა­საც ნიშ­ნავს, ორი­ვე ავ­სებს ერ­თ­მა­ნეთს. იმე­დია, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა არ მოგ­ვი­წევს, უფ­რო მშვი­დო­ბი­ა­ნი და უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი სას­წავ­ლო წე­ლი­წა­დი გვექ­ნე­ბა.“

ვა­სილ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი გვყავს – მცი­რე­კომ­პ­ლექ­ტი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის 1 მოს­წავ­ლეც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. 9-წლი­ან სკო­ლა­ში 5 კლა­სია, აქე­დან 2 კლას-კომ­პ­ლექ­ტია – I-II და VII-IX.

სი­ახ­ლე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, დაგ­ვე­მა­ტა ერ­თი სა­ა­თი – ჭად­რა­კი პირ­ველ კლას­ში, რაც წლე­ულს პირ­ვე­ლად მოხ­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გა­დამ­ზად­დნენ, ჩვენ­თან სა­განს პი­რა­დად მე ვას­წავ­ლი.

მეტ-ნაკ­ლე­ბად, კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­შია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვენ ვართ – ხე­ლოვ­ნე­ბა-მუ­სი­კის და უცხო ენა-რუ­სუ­ლის სა­ა­თებ­ზე გვქონ­და კონ­კურ­სი გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. მუ­სი­კა­ზე ჩაგ­ვე­შა­ლა, არა­ვინ გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, რუ­სულ­ზე კი მი­ვი­ღეთ ახა­ლი კად­რი – მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვი­და, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა. ის ჩო­ხა­ტა­უ­რის №1 სკო­ლა­ში მუ­შა­ობს და შე­თავ­სე­ბით ივ­ლის აქაც – კვი­რა­ში 2 სა­ა­თია კლას-კომ­პ­ლექ­ტ­ში, VII-IX კლა­სე­ბი. ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლიც ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გვყავს – ძვე­ლი კად­რი, რო­მე­ლიც გა­მოც­და­ზე არ გა­სუ­ლა, თუმ­ცა კა­ნო­ნი გვაძ­ლევს მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უფ­ლე­ბას, თუ ვა­კან­სი­ა­ზე არა­ვინ გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რე­ბა.

ერ­თი სიტყ­ვით, კად­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვართ: 4 წამ­ყ­ვა­ნი, 1 მენ­ტო­რი, 2  უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 1 კი მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვი­საც ვემ­ზა­დე­ბით – უკ­ვე შე­ვავ­სეთ სა­თა­ნა­დო კითხ­ვა­რი და მოთხოვ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც დად­გე­ნილ დრო­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ. ამა­ვე მოთხოვ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვა­ყე­ნეთ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო უსაფ­რ­თხო­ე­ბის დე­ტექ­ტო­რე­ბი, შე­ნო­ბის სხვე­ნი შევ­წამ­ლეთ ასე­ვე ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სა­გან­გე­ბო ხსნა­რით; სა­ვა­რა­უ­დოდ, წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი მოგ­ვ­ცემს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბის და­მა­ტე­ბაც გვინ­და… სკო­ლის ეზო კა­პი­ტა­ლუ­რა­დაა შე­მო­ღო­ბი­ლი – ჩვე­ნი სახ­ს­რე­ბით რკი­ნის ღო­ბე შარ­შან­წინ გა­ვა­კე­თეთ.

პრობ­ლე­მაა ის, რომ არ გვაქვს დამ­ხ­მა­რე შე­ნო­ბა. სკო­ლის ფარ­თი ისე­დაც მცი­რეა, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი პა­ტა­რაა და ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბა რა­ღაც ტი­პის დამ­ხ­მა­რე ფარ­თი – სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, სა­დაც თუნ­დაც  ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გავ­მარ­თავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით – წვი­მი­ან ამინ­დ­ში, მშობ­ლებს შევ­ხ­ვ­დე­ბით, ან – სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა ზამ­თარ­ში გაკ­ვე­თი­ლი რომ ჩა­ა­ტა­როს, ან – თუნ­დაც საწყო­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ბევ­რი სა­ბუ­თია, ბევ­რი ნივ­თია, რო­მე­ლიც სკოლამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შე­ი­ნა­ხოს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, შე­შის შე­სა­ნა­ხიც არ გვაქვს. არა­და, გათ­ბო­ბა ისევ შე­შა­ზეა. რა­ღაც ბრე­კე­ტე­ბი კი არი­სო, თუმ­ცა შე­სა­ნა­ხად სა­გან­გე­ბო ად­გი­ლიც უნ­დაო, თან ცო­ტა ძვი­რიც ღირ­სო და ისიც არ ვი­ცი, ჩვე­ნი ღუ­მე­ლე­ბის­თ­ვის თუ ივარ­გებს – და­ტეს­ტ­ვა მინ­და და ვნა­ხოთ. თან, რო­ცა ზამ­თარ­ში ძლი­ე­რი ყინ­ვაა ან ცი­ვი ქა­რია, შე­შის გათ­ბო­ბაც არ გვყოფ­ნის – ხის შე­ნო­ბაა და სით­ბოს კარ­გად ვერ იჭერს. ასეთ დროს ელექ­ტ­რო­გა­მათ­ბობ­ლებს ვახ­მართ. მთლი­ა­ნად ელექ­ტო­გათ­ბო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლაც შე­იძ­ლე­ბა – ფი­ნან­სუ­რად კი გვე­ყო­ფა ჩვე­ნი სახ­ს­რე­ბი, თუმ­ცა მაგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ელექ­ტ­რო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ დატ­ვირ­თ­ვას ვერ გა­უძ­ლოს. ხის შე­ნო­ბა­ში ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის დატ­ვირ­თ­ვას ისეც ვე­რი­დე­ბით – ხან­ძრის რის­კის გა­მო, თუმ­ცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბაც წე­ლი­წად­ში 5-10 დღე თუ იქ­ნე­ბა.“

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები