3 ნოემბერი, კვირა, 2024

26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან

spot_img

მე­სამე ნა­წი­ლი

 ანა (ოლ­ღა) სო­ლო­ღაშ­ვი­ლი

 

1903 წლი­დან იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი. 1918 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში, ხე­ლი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს.

1918 წელს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.

1919 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით. იყო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­რე­დაქ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩაბ­მუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა არა­ლე­გა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში.

1925 წლი­დან ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

 

ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი1882 წელს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მეჯ­ვ­რის­ხევ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ხარ­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ულ-ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და 1917 წლამ­დე აქ­ტი­უ­რად ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი იყო. მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კა­რი­ე­რის და­საწყის­ში­ვე იქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას – 1912 წელს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თ­ლომ და­ნა­შა­უ­ლი ვერ და­ად­გი­ნა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

1917 წლი­დან ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი კი­დევ უფ­რო მე­ტად ერ­თ­ვე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და მთელ თა­ვის დრო­სა და ენერ­გი­ას სწო­რედ აქეთ­კენ მი­მარ­თავს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, მას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს წევ­რად ირ­ჩე­ვენ, მა­ლე­ვე ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ერ­თი წლის შემ­დეგ კი თბი­ლი­სის ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ხმოს­ნად ირ­ჩე­ვენ. ასე მი­უ­ახ­ლოვ­და ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი 1919 წლის 12 მარ­ტის მოვ­ლე­ნას, რო­მელ­მაც სა­მუ­და­მოდ გან­საზღ­ვ­რა მი­სი ად­გი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში – ის ხდე­ბა იმ ხუთ ქალ­თა­გან ერთ-ერ­თი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რე­ბად აირ­ჩი­ეს. უფ­რო მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტ­ზე მხო­ლოდ ორი ქა­ლის ხელ­მო­წე­რა გვხვდე­ბა და ერთ-ერ­თი სწო­რედ ანა სო­ლო­ღაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის.

სა­რე­დაქ­ციო და სა­პენ­სიო ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის გარ­და, ანა სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნიც იყო. რო­გორც ჩანს, პე­და­გო­გის ხა­სი­ა­თი მას ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე დაჰ­ყ­ვე­ბო­და და ამი­ტომ, გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე უარს არას­დ­როს ამ­ბობ­და. 1925 წელს ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უბ­რუნ­და თა­ვის პირ­ვან­დელ პრო­ფე­სი­ას და სამ­ხ­რეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქ­ში მას­წავ­ლებ­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე, 1921 წელს, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, ანა არ ტო­ვებს სამ­შობ­ლოს. პი­რი­ქით, ის კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის ბრძო­ლას და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში ებ­მე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ქალ­თა კო­მი­ტე­ტის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად არა­ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

1925 წლი­დან 1937 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. თუმ­ცა, რად­გან 1937 წელს მას ან­ტი­საბ­ჭო­თა და ან­ტი­სა­კოლ­მე­ურ­ნეო პრო­პა­გან­დი­სა და შო­ვი­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის ბრალ­დე­ბით დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯეს, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში კვლავ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, იმ­დე­ნად, რომ რე­ჟიმ­მა გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ მი­სი სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯა­ში და­ი­ნა­ხა.

ანამ არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, არა­მედ სიკ­ვ­დი­ლი­თაც და­ამ­ტ­კი­ცა, თუ რამ­ხე­ლა ძა­ლა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ერთ ქალს, თუ­კი ის მთელ თა­ვის ენერ­გი­ას სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის­კენ მი­მარ­თავს. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა ანა სო­ლო­ღაშ­ვილს სი­ცოცხ­ლის ფა­სად და­უჯ­და, თუმ­ცა სწო­რედ ამ ბრძო­ლამ ის სა­მუ­და­მოდ უკ­ვ­დავ­ყო – ის­ტო­რი­ას ძლი­ე­რი, მებ­რ­ძო­ლი და გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ქა­ლის კი­დევ ერ­თი მკვეთ­რი სა­ხე შე­ე­მა­ტა. ის ამა­ყად იკა­ვებს ად­გილს იმ ქა­ლე­ბის რიგ­ში, რომ­ლე­ბიც იდ­გ­ნენ იქ, სა­დაც რა­ღაც იც­ვ­ლე­ბო­და.

 

1937 წელს საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის 37-ე ხელ­მომ­წე­რი, ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი. რიცხ­ვი 37 ანას­თ­ვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნ­და: ერ­თი მხრივ, ეს ციფ­რი მი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბულ ამ­ბავს, ქვეყ­ნის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი — სი­ცოცხ­ლის დას­რუ­ლე­ბას. თუმ­ცა, ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლის დახ­ვ­რე­ტა არა მი­სი, არა­მედ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის კი­დევ ერ­თი მარ­ცხი იყო. ამ გა­ნა­ჩე­ნით მათ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ერ­თი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იყო, ვიდ­რე მთე­ლი სის­ტე­მა. ანას არ­სე­ბო­ბა საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­და საბ­ჭო­თა კავ­შირს, რად­გან მი­სი ყო­ვე­ლი ქმე­დე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბა კი ის ძლი­ე­რი იარა­ღია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტი­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფ­რ­თხობს.

1937 წელს შინ­სახ­კო­მის სამ­ხ­რეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის რა­ი­ო­ნულ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ და­ა­პა­ტიმ­რა და ამა­ვე წლის 27 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ-ს შინ­სახ­კომ­თან არ­სე­ბულ­მა სა­მე­ულ­მა (ე.წ. „ტრო­ი­კა“), ან­ტი­საბ­ჭო­თა და ან­ტი­სა­კოლ­მე­ურ­ნეო პრო­პა­გან­დის და შო­ვი­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის, ასე­ვე მენ­შე­ვიკ­თა ლი­დერ რა­მიშ­ვილ­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით, ოლ­ღა სო­ლო­ღაშ­ვილს დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯა.

 

ფა­რი-ხა­ნუმ (ფა­რი­ხან) სო­ფი­ე­ვა

პირ­ვე­ლი მუს­ლი­მი ქა­ლი დე­პუ­ტა­ტი მსოფ­ლი­ო­ში

ამ ხუ­თი ღირ­სე­უ­ლი ქა­ლის გვერ­დით არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს პირ­ვე­ლი მუს­ლი­მი ქა­ლი დე­პუ­ტა­ტის, ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვას ღვაწ­ლი და მი­სი მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა. ქარ­თუ­ლი პრე­სა 1918 წელს წერ­და: „აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თი ფრი­ად სამ­ხი­ა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა; ხმო­სან­თა რიცხ­ვ­ში შე­დის ყა­რა­ი­ა­ზის ოლ­ქი­დან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მუ­სულ­მა­ნე­ლი ქა­ლი, ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვი. პირ­ვე­ლი სა­ე­რო­ბო ყრი­ლო­ბა და­ი­ნიშ­ნა 2 დე­კემ­ბერს…“

 

მრა­ვა­ლი წლის შემ­დე­გაც ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვა რჩე­ბა სა­ა­მა­ყო წი­ნაპ­რად, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არა­მედ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით არ­ჩე­უ­ლი პირ­ვე­ლი მუს­ლი­მი ქა­ლი დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც იბ­რ­ძო­და სხვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვა გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში და­ი­ბა­და. მი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ის მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩვე­ნამ­დეა მოღ­წე­უ­ლი, ის­ტო­რი­კოს ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვამ 1918 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტ­თა პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი და­ა­მარ­ცხა და ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი გახ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წყა­როს თა­ნახ­მად, ტფი­ლი­სის მაზ­რა­ში ბო­ლო არ­ჩევ­ნე­ბი ყა­რა­ი­ა­ზის ოლ­ქ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ამომ­რ­ჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, წამ­ყ­ვა­ნი პარ­ტი­ე­ბის – სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის, „ჰუმ­მე­თის“, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და ესე­რე­ბის კან­დი­და­ტე­ბის ჭი­დილ­ში უპარ­ტიო კან­დი­დატ­მა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ეროვ­ნე­ბის მუს­ლიმ­მა ქალ­მა, ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვამ პრო­პორ­ცი­ულ სი­ებს აჯო­ბა და თბი­ლი­სის სა­მაზ­რო ერო­ბის მე­ხუ­თე ხმო­სა­ნი გახ­და ყა­რა­ი­ა­ზის ოლ­ქი­დან, რა­საც მა­შინ­დე­ლი პრე­სა დი­დი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და.

„მი­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა ავ­ტო­რი­ტე­ტი და გავ­ლე­ნა უნ­და ჰქო­ნო­და თა­ვის სო­ფელ­ში, რომ მთელ სო­ფელს ხმა მი­ე­ცა მის­თ­ვის – ქა­ლის­თ­ვის. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კულ­ტუ­რის უმაღ­ლე­სი დო­ნე,“ – წერს ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი.

სო­ფი­ე­ვას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მი­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრე­ცე­დენ­ტია. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, რო­ცა ქა­ლის ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვიზ­მი უიშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხ­ვე­ვა იყო, ფა­რი-ხა­ნუმს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ, რო­გორც ქალს კა­ცის თვი­სე­ბე­ბით და ასეც ეძახ­დ­ნენ – „ჩი-ფა­რი“, ანუ კა­ცი ფა­რი. ფა­რი ხა­ნუ­მი იყო ღირ­სე­უ­ლი ქა­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და უნა­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, უფ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში. მან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად შეძ­ლო, და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში აეშე­ნე­ბი­ნათ რკი­ნიგ­ზა, რაც თა­ვის­თა­ვად ყო­ველ­თ­ვის ნიშ­ნავ­და იმ ად­გი­ლის პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლია, რომ ფა­რი-ხა­ნუმ­მა პი­რა­დად აიღო ბან­კის სეს­ხი იმი­სათ­ვის, რომ ობოლ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფა­რი გა­ეხ­ს­ნა და რაც მთა­ვა­რია, ის სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე არ წყვეტ­და სხვე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მას. მან შეძ­ლო და პატ­რი­არ­ქა­ლურ სის­ტე­მა­ში და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი. არ შე­უ­შინ­და გა­მოწ­ვე­ვებს, გა­ბა­ტო­ნე­ბულ წე­სებს და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რა ქვე­ყა­ნას, თა­ვის ხალხს და სო­ფელს.

1921 წელს, საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად, ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბა და­ყა­დაღ­და. 1937 წლის საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებს ვერც ფა­რი-ხა­ნუ­მის ოჯა­ხი გა­და­ურ­ჩა. მას რვა ძმა ჰყავ­და, აქე­დან ხუ­თი დახ­ვ­რი­ტეს, და­ობ­ლე­ბუ­ლი ძმის­შ­ვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ფა­რი-ხა­ნუმ­მა აიღო.

ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვა 1953 წელს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

♦♦♦

„26 მა­ი­სის ქა­ლებ­მა“ ჯერ კი­დევ 1918 წელს შეძ­ლეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა, რაც იმედს გვი­სა­ხავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტს შეძ­ლე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბის“ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

ილუსტრატორი: ნინი მარიხაშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები