24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

2022 წლის 1 იანვრიდან სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა იცვლება

spot_img

პრემიერ-მინისტრის მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილი №602 დადგენილების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან, სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ახალი სისტემა ამოქმედდება. „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში განხორციელებული  ცვლილების მიხედვით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მი­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა მოსწავლეთა რიცხოვნობის მიხედვით განისაზღვრა, პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით და საჯარო სკოლის  მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სკოლებისთვის. ცვლილების თანახმად, განსხვავებულ დაფინასებას მიიღებენ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებიც.👇👇👇

            📌🔘  იხილეთ ბრძანება 

ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 516 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 708 ლარით;

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 513 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 705 ლარით;

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო  სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 690 ლარით;

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით;

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 492 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 666 ლარით;

♦ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 483 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო  სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 654 ლარით;

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 699 ლარით;

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 495 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით;

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 666 ლარით;

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 471 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 654 ლარით;

♦ არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 468 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 645 ლარით;

საჯარო სკოლების დაფინანსება მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 612 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 837 ლარით;

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 609 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 834 ლარით;

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 606 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 816 ლარით;

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 594 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 798 ლარით;

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 582 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 789 ლარით;

♦ საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 567 ლარით;

♦ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 774 ლარით.“

ცვლილების თნახმად, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების  გარდა,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად, გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის  შრომის  ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 600 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“

ცვლილება შეეხო, ასევე, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების დაფინანსებასაც. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების  გარდა,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება, საჯარო სკოლაში ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის  ანაზღაურებისათვის − 620  ლარის  ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები