19 მარტი, სამშაბათი, 2024

2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.

რეგისტრირებულ კანდიდატთა პირველადი მონაცემები ასეთია:

♦ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

♦ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

♦საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 – ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

♦ მასწავლებელის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება

✔️ მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე  – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.

✔️ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას. ყოველკვირეულად მიმდინარეობს ონლაინ ღია კარის დღეები. შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის აბიტურიენტებისათვის ეტაპობრივად ტარდება.

ცენტრი წარმატებას უსურვებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს და კიდევ ერთხელ სთხოვს, წინასაგამოცდო პერიოდში მუდმივად გაეცნონ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები