24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

2021 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკა

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

22 მარტის 11:00 საათის მონაცემები ასეთია:

✔ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19200-მდე აბიტურიენტმა გაიარა;

✔ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

✔ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 3 400-ზე მეტმა შეავსო;

✔ მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად 14 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა – ამ ჩამონათვალში არიან ის კანდიდატები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ისინი გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

„გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 10 დღე რჩება. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, რომ ეს პროცესი არ მიიყვანონ ბოლო დღეებამდე. მოგეხსენებათ, თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე და, შესაბამისად, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 მარტს გვექნება ონლაინ ღია კარის დღე ყველა აბიტურიენტისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია იქნება,“ – აღნიშნა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:

✔ ძირითად ეტაპზე (31 მარტის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

✔ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

✔ აბიტურიენტებისათვის – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“https://naec.ge/uploads/postData/20-21/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-FINAL.pdf (ინფორმაცია მომზადდა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც);

✔ მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეებისათვის – დამხმარე კრებულები;

✔ მაგისტრანტობის მსურველებისათვის – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები;

✔ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; ცნობარი და ტესტურ დავალებათა ნიმუშები”.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები