29 მარტი, პარასკევი, 2024

2021 წელს დაგეგმილი პროექტები

spot_img

? მანდატურის სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით, პანდემიით გათვალისწინებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განახორციელებას გეგმავს:

✅ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საპილოტე სკოლებში განაგრძობს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ბულინგის და ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის, ასევე, აღდგენითი პროცესების დანერგვის პროექტის იმპლემენტაციას.

✅ საპილოტე სკოლებში დაიწყება სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.

✅ გაიზრდება საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაკების როლი. მანდატურის სამსახურს, მათ შორის, რეგიონულ ცენტრებში, დაემატება 50 კვალიფიციური სოციალური მუშაკი.

✅ სასკოლო ჩარევა განხორციელდება სასიცოცხლო კრიზისების ინტერვენციის მიდგომის დანერგვით. აღნიშნული მიდგომა აღიარებულია ამერიკისა და ევროპის სასკოლო სივრცეში და ის მოსწავლის ქცევის პოზიტიური ცვლილების ხელშეწყობასა და სტრესული სიტუაციების დაძლევის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

✅ ონლაინ სივრცეში ძალადობის ამოცნობის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, მანდატურის სამსახურმა მოამზადა გზამკვლევი მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისათვის. გზამკვლევზე დაყრდნობით, სასწავლო პროცესის უკონტაქტოდ წარმართვის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება, სკოლას არ გამორჩეს მოსწავლის მიმართ არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეები.

✅ დაიწყება ფსიქოსოციალური მომსახურების ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრს მიწოდებული მომსახურების ეფექტიანობის შეფასების საშუალება მიეცემა, მიღებული შედეგები კი მტკიცებულებით წონას შეიძენს და მომსახურების გადახედვისა და დახვეწის საუკეთესო საშუალებას შექმნის.

✅ მანდატურის სამსახურის სპეციალისტების პროფესიული უნარების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაგეგმილია საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე მათი გადამზადება.

✅ გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური გახდება საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც შესაძლებელს გახდის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

✅ ამოქმედდება და სრული დატვირთვით ამუშავდება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ახალი ვებგვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. აღნიშნული ინტერნეტ პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ვებგვერდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ რეჟიმში, უსასყიდლოდ და სრული კონფიდენციალურობის დაცვით, მიიღოს სასურველი და კომპეტენტური ფსიქოსოციალური კონსულტაცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები