25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

15 დეკემბრამდე უმაღლესებმა ანკეტა-კითხვარებში უნდა ასახონ საგანმანათლებლო პროგრამები,  რომლებზეც 2022 წელს კონკურსს გამოაცხადებენ

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ანკეტა-კითხვარების შევსების თაობაზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2021 წლის 15 დეკემბრამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით შეავსოს სპეციალური ანკეტა-კითხვარი. ამ დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღებას. ანკეტაში  უნდა აისახოს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც კონკრეტული უმაღლესი სასწავლებელი 2022 წელს  კონკურსს გამოაცხადებს.

2022 წლის გამოცდებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ შეხვედრებისა და ღია კარის დღეების გამართვას მომავალშიც გეგმავს. დეტალური ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები