100-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბის დრო­უ­ლად დას­რუ­ლე­ბას ელო­დე­ბა

0
118

სა­ქარ­თ­ვე­ლო-სომ­ხე­თის საზღ­ვ­რის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ლალ­ვა­რის მთის ფერ­დობ­ზე, სო­ფე­ლი ახ­კერ­პი მდე­ბა­რე­ობს. სოფ­ლის მი­და­მო­ებ­შია ჰუ­ჯა­ბის სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც XIII სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, აქ­ვეა ად­რინ­დე­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სატ­რა­პე­ზო, გა­ლა­ვა­ნი და სხვა ნა­გე­ბო­ბა­ნი. აქ, ამ პა­ტა­რა სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რა, თით­ქ­მის, ერ­თი სა­უ­კუ­ნის წინ, 1928 წელს, გა­იხ­ს­ნა. დაწყე­ბით კლა­სებ­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბი მი­ტო­ვე­ბულ ხის ქოხ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­მი წლის შემ­დეგ, 1931-1932 წლებ­ში, სკო­ლა 8-წლი­ა­ნად გა­და­კეთ­და ორ­ც­ვ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბით, ხო­ლო 1944 წლი­დან ახ­კერ­პის სა­შუ­ა­ლო სკო­ლად იწო­დე­ბა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 50-იანი წლე­ბი­დან, საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ და არ­სე­ბუ­ლი 8-წლი­ა­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სოფ­ლის მოთხოვ­ნას. მა­შინ ეს პრობ­ლე­მა უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­და­იჭ­რა, სოფ­ლის მკვიდ­რის, ბახ­შო ბარ­ხუ­და­რი­ა­ნის კე­თი­ლი ჟეს­ტის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და სო­ფელს და გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პრო­ექ­ტით აუშე­ნე­ბია სოფ­ლის „კან­ტო­რა“. სწო­რედ ეს შე­ნო­ბა და­უთ­მო მან სკო­ლას, თა­ვად მა­შინ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ მუ­შა­ობ­და.

დღემ­დე ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წია ჩვენს სკო­ლას, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებ­და გან­ვი­თა­რე­ბას, კარ­გი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის: გრი­გოლ ბარ­ხუ­და­რი­ა­ნის, გე­ვორგ  კა­რა­პე­ტი­ა­ნის, აშოტ მა­თე­ვო­სი­ა­ნის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით. დღე­ი­სათ­ვის ხუ­თი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გი, 30-40-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით, ემ­სა­ხუ­რე­ბა ახ­კერ­პე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის საქ­მეს. წარ­სულ­შიც არა­ერ­თ­მა მეც­ნი­ერ­მა თუ სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში წარ­მა­ტე­ბულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა ასა­ხე­ლა ჩვე­ნი სკო­ლა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის პროგ­რა­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ჩვენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, სწავ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ.  აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი წიგ­ნა­დი ფონ­დიც აქვს, მათ შო­რის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, ქარ­თულ და სომ­ხურ ენებ­ზე.

2022 წელს მომ­ხ­და­რი მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად, სკო­ლის შე­ნო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, აიკ­რ­ძა­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და სკო­ლამ მუ­შა­ო­ბა სოფ­ლის ყო­ფილ სა­მე­დი­ცი­ნო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა. ახ­ლა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი და 100-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე ახა­ლი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის დრო­უ­ლად დას­რუ­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან, რომ სწავ­ლა კე­თილ­მოწყო­ბილ, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ.

ვი­ო­ლე­ტა სუ­კა­სი­ა­ნი
მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახ­კერ­პის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ