25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ნე­ნე ჟვა­ნია სას­წავ­ლებ­ლად 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით მი­იწ­ვია

spot_img

„გო­გო­ნა, რო­მე­ლიც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის სამ­ყა­როს,“ – ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის თბი­ლი­სის 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე ნე­ნე ჟვა­ნი­ას მი­სი მე­გობ­რე­ბი.

18 წლის ნე­ნე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოთხ­მა უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ – ჰარ­ვარ­დის, პენ­სილ­ვა­ნი­ის, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა და უილი­ამ­სის კო­ლეჯ­მა — სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­იწ­ვია. სა­ბო­ლო­ოდ, მან არ­ჩე­ვა­ნი ჰარ­ვარ­დ­ზე შე­ა­ჩე­რა და, მო­მა­ვა­ლი წლი­დან, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ფი­ზი­კის შე­რე­ულ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე ის­წავ­ლის. ეს ნე­ნეს­თ­ვის დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა.

„ჩე­მი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა შპა­გა­ტის სწავ­ლა იყო. მე­რე მიზ­ნად და­ვი­სა­ხე ვე­კუ­ას სკო­ლა­ში მოხ­ვედ­რა, რად­გან მინ­დო­და, ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ებ­ში მე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს უმ­თავ­რე­სად მე ვი­ღებ, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ ისეთ პო­ზი­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას, სა­დაც ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რ­სა თუ აღი­ა­რე­ბა­ზე,“ – გვიყ­ვე­ბა ნე­ნე ჟვა­ნია.

პირ­ვე­ლი შპა­გა­ტი­დან ჰარ­ვარ­დამ­დე ნე­ნეს ცხოვ­რე­ბის გზა წარ­მა­ტე­ბე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი იყო. სკო­ლის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გახ­და, აიღო ახალ­გაზ­რ­და ნა­ტუ­რა­ლის­ტ­თა ტურ­ნი­რის ოქ­რო­სა და ბრინ­ჯა­ოს, ასე­ვე, ახალ­გაზ­რ­და ფი­ზი­კოს­თა ტურ­ნი­რის ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბი. ნე­ნე გო­გო­ნა­თა შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი კო­დი­რე­ბის შე­ჯიბ­რის „Technovation Girls Sakartvelo“-ს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ა­ში გა­დის სტა­ჟი­რე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბის­თ­ვის მო­ნა­წი­ლე­თა ფორ­მე­ბის დი­ზა­ინ­ზეც მუ­შა­ობს. ნე­ნე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას არ ერი­დე­ბა და თვლის, რომ წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ მიზ­ნე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა: „მთა­ვა­რია, იპო­ვო სფე­რო, რო­მე­ლიც გულ­წ­რ­ფე­ლად გა­ინ­ტე­რე­სებს და არას­დ­როს მის­ცე სხვებს უფ­ლე­ბა, შენს არ­ჩე­ულ გზას უხე­შად შე­ე­ხონ. თუ ვინ­მე ამ­ბობს, რომ შე­ნი ინ­ტე­რე­სი აბ­სურ­დუ­ლია ან მზად არ ხარ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, პრობ­ლე­მა მას­შია და არა შენ­ში.“

18 წლის ნე­ნე უკ­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და თით­ქ­მის ყვე­ლაფ­რის მი­მართ თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა აქვს. სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის მო­ტი­ვა­ტო­რად პი­რად „მარცხს“ იყე­ნებს. ამ­ბობს, რომ მი­სი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ბიძ­გია, არ და­ნებ­დეს და მე­ტად გან­ვი­თარ­დეს: „ოპ­ტი­მის­ტუ­რად ფიქ­რი ყო­ველ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი არაა. არ ვთვლი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა პრობ­ლე­მი­სა, იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვ­ლე­ბა, ავი­თა­რებს ადა­მი­ანს. პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა და შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა, გა­მოს­წო­რე­ბა უფ­რო მე­ტის მომ­ცე­მია, ვიდ­რე უკე­თე­სი „ხვა­ლინ­დე­ლი დღის“ იმე­დი.“

ნე­ნე ჟვა­ნია ამა­ყობს სა­კუ­თა­რი მე­გობ­რე­ბით, მა­თი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ყო­ველ­თ­ვის აქვს და ნე­ბის­მი­ერ დროს მზა­დაა, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნაც გა­უ­ზი­ა­როს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, სად იქ­ნე­ბა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ უნ­და, რომ ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე ოპ­ტი­კურ კვლე­ვებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თა­მა­შე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში სცა­დოს ბე­დი. ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბის წინ, ნე­ნე თა­ნა­ტო­ლებს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვას აძლევს: „გიყ­ვარ­დეთ და და­ა­ფა­სეთ გუნ­დუ­რო­ბა, მაგ­რამ გა­ნა­ვი­თა­რეთ თა­ვი იმ დო­ნემ­დე, თუ მთე­ლი თქვე­ნი გუნ­დი წას­ვ­ლას და­ა­პი­რებს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მარ­ტო­მაც შეძ­ლოთ.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები