19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძის განცხადებას, სისტემური ტესტირების შეჩერების თაობაზე, სარეკომენდაციო მოწოდებას უწოდებს

spot_img

„ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება, ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, რომ არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს,“ – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება იმ კატეგორიისთვის, ვინც ჯანდაცვის სამინისტროდან ტესტირების სერვისს უფასოდ იღებდა. ასევე აგრძელებენ კოვიდის ტესტირებას კომერციული ლაბორატორიები და, ამ კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის.“

მინისტრი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდებად მიიჩნევს, რადგან „ომიკრონს“ სწრაფი გადადება და გავრცელება ახასიათებს და იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და, კომერციული იქნება თუ უფასო, ტესტი გაიკეთოს. თუ ამის სურვილი ექნებათ, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდემწვანე პასპორტისბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად გქონდა კოვიდი. შეიძლება ეს ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება ან სხვ.– აცხადებს ჯანდაცვის ზურაბ აზარაშვილი.

შეგახსენებთ, 25 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას: დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების .. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით იმიტომ, რომ, ძირითადად, სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე გადავერთოთ. სიმპტომებიანი ადამიანები, სასურველია, ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადებაა, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. თუ ადამიანებს აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი იზოლაციაში გადავიდნენ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტიც“ მიეცემათ: „სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, რომელიც მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობდა, მერე ბაზაშიც აისახება.“

რაც შეეხება საკითხს, დაწესდება თუ არა შეზღუდვები და შეეხება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამირან გამყრელიძემ უპასუხა: „ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობას და ქვეყნების ეკონომიკას მიადგა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი წარმოადგინა განათლების სამინისტრომ, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ეს პროცენტი ძალიან პატარაა. აქედან გამომდინარე, სკოლებთან მიმართებაში, ისევ საჭიროდ ჩაითვალა დაკვირვება. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი უჭერს მხარს, არის: სხვა სფეროებთან შედარებით, სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე უნდა იყოს გახსნილი“.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ავტონომიურია და თავად ხელმძღვანელობა იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას: „ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად ყოფილიყვნენ აცრილი. არ დავასახელებ უნივერსიტეტებს, სადაც დაბალია აცრის მაჩვენებელი, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები