25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ხა­ტი­სოფ­ლის სკო­ლა ლუქ­სემ­ბურ­გის ეპო­ქი­დან

spot_img

ხა­ტი­სო­ფე­ლი (ყო­ფი­ლი წი­თელ­სო­ფე­ლი) ქვე­მო ქარ­თ­ლში,  ფო­ლა­და­უ­რის ხე­ო­ბა­ში, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რა­ჭი­სუბ­ნის თე­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, მდი­ნა­რე ბოლ­ნის­წყ­ლის (მა­შა­ვე­რის მარ­ჯ­ვე­ნა შე­ნა­კა­დი) ხე­ო­ბა­ში, ზღვის დო­ნი­დან 560 მეტ­რ­ზე, რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან 7კმ და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ხა­ტი­სო­ფე­ლი თა­ვის ის­ტო­რი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ით­ვ­ლის. კერ­ძოდ, 1584 წელს, ალ­გე­თის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პირ­ზე, სო­ფელ ხა­ტი­სო­ფელ­თან, ოს­მალ­თა 20 ათასიანი არ­მია და­ბა­ნა­კე­ბუ­ლა რეზ­ვან ფა­შას სარ­დ­ლო­ბით. სვი­მონ მე­ფემ ოს­მალ­თა ბა­ნა­კი თა­ვად დაზ­ვე­რა (ბა­ნაკ­ში ისე შე­აღ­წია, რო­გორც „სვი­მონ მე­ფის ელ­ჩ­მა“) და მე­ფის სა­ხე­ლით და­ზა­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა. გა­ხა­რე­ბულ­მა ოს­მალ­თა ფა­შამ თან­ხ­მო­ბა გა­ნაცხა­და. მე­ო­რე დღეს, გა­თე­ნე­ბამ­დე, რო­ცა მტრის ბა­ნაკს ჯერ კი­დევ ეძი­ნა, მე­ფე სვი­მო­ნი, 4000 ქარ­თ­ვე­ლით თავს და­ე­ცა მტრის ბა­ნაკს, თურ­ქ­თა 20 000 მე­ომ­რი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ამოწყ­ვი­ტა, ბევ­რი ტყვედ აიყ­ვა­ნა, ნა­წი­ლი გა­იქ­ცა და გა­და­ი­კარ­გა.

სო­ფელ ხა­ტი­სო­ფელ­ში ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ციაა წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მე-17 სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლია. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტაძ­რამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ეკ­ლე­სი­ამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა სრუ­ლად მო­ეწყო, რაც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის.

დღე­ვან­დე­ლი მო­სახ­ლე­ნი აქ XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში მო­სუ­ლან, – ყვე­ბი­ან სო­ფელ­ში, რო­მელ­საც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს წი­თელ­სო­ფელს ეძახ­დ­ნენ, XX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში კი სა­ხე­ლი აღუდ­გი­ნეს.

ხა­ტი­სო­ფელ­ში, ძი­რი­თა­დი მკვიდ­რი ქარ­თ­ლე­ლე­ბის გარ­და, სახ­ლო­ბენ იმერ­ლე­ბი, რაჭ­ვე­ლე­ბი, ასე­ვე, სომ­ხე­ბი და ბერ­ძ­ნე­ბიც. XX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი, ხუ­ლოს რა­ი­ო­ნი­დან, სო­ფელ­ში აჭა­რე­ლი ეკო­მიგ­რან­ტე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლეს. ისი­ნი სოფ­ლის შე­სას­ვ­ლელ­ში კომ­პაქ­ტუ­რად სახ­ლო­ბენ და აჭარ­ლე­ბის უბანს ქმნი­ან.

2014 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხა­ტი­სო­ფელ­ში 387 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, 100-მდე ოჯა­ხი, აქე­დან 21 ოჯა­ხი აჭა­რი­დანაა.

1922-24 წლებ­ში მა­სობ­რი­ვად გა­იხ­ს­ნა დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა საცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში არ­ჩევ­დ­ნენ ისეთ ოჯა­ხებს, რო­მელ­თაც თა­ვი­სუ­ფა­ლი ოთა­ხი ჰქონ­დათ, რა თქმა უნ­და, ოჯა­ხის თან­ხ­მო­ბით. ხა­ტი­სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნეს ით­ვ­ლის. აქ დაწყე­ბი­თი სკო­ლა იჯა­რით გა­იხ­ს­ნა ორ ოთახ­ში: ერ­თი ოთა­ხი ბა­და­ლაშ­ვი­ლე­ბის და ერ­თიც თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლ­ში – გვიყ­ვე­ბი­ან თე­მურ თან­და­რაშ­ვი­ლი და ტა­რი­ელ მაღ­რა­ძე (წი­ნაპ­რე­ბის გად­მო­ცე­მით). იმ დრო­ი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო და უმ­რავ­ლე­სო­ბა მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­დათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან.

1930 წელს სკო­ლის­თ­ვის ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბის სა­კითხი გა­დაწყ­და. 1931 წელს სკო­ლა შვიდ­წ­ლე­დად გა­და­კეთ­და, შემ­დეგ კი – არას­რულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლად.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის 1938-1940 წლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად, ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნი ბორ­ჩა­ლოს მაზ­რის ქ. ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, სა­სოფ­ლო საბ­ჭო (ქა­ლა­ქის საბ­ჭო) – ბოლ­ნის­ხა­ჩი­ნი, სკო­ლის სრუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა კი – „წი­თე­ლი-სოფ­ლის არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა“. სკო­ლა და­არ­ს­და 1934 წელს. მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არა­ქარ­თულ ენა­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო ბა­ტო­ნი ვარ­ლამ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, სას­წავ­ლო ნა­წი­ლი კი – და­ვით ვარ­დე­ნის ძე ბა­ბუ­ნა­იშ­ვი­ლი. მათ­თან ერ­თად, სკო­ლის­თ­ვის მტკი­ცე სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტი­ვი: ვლა­დი­მერ ალექ­სან­დ­რეს ძე ჯი­ქია, იორა­მ ევ­ტი­ხის ძე ლო­რია, თი­ნა ივა­ნეს ასუ­ლი კვას­ხ­ვა­ძე და ნუ­ნუ ივა­ნეს ასუ­ლი უს­ტი­აშ­ვი­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, 1938-39 ს/წ-ს, შე­ად­გენ­და 144-ს, ხო­ლო 1939-40 ს/წ-ს კი – 156-ს.

სხვა­დას­ხ­ვა დროს სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ვარ­ლამ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, და­თი­კო იასა­ღაშ­ვი­ლი, ამი­რან კვა­ჭა­ძე, აპო­ლონ კვას­ხ­ვა­ძე, ნო­ნა ტა­ლა­ხა­ძე, ანი­კო ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, თე­მურ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ხა­ტი­სოფ­ლის სკო­ლას დი­დი ღვაწ­ლი და ამა­გი აქვს. აქ მრა­ვა­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი აღი­ზარ­და. პე­და­გოგ-აღ­მ­ზ­რ­დელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­მო­სუ­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან. მათ გვერ­დით გა­მოჩ­ნ­დ­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბიც. სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და სხვ.

თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნის წინ აშე­ნე­ბუ­ლი სკო­ლა ამ­ჟა­მად აღარ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. და­პი­რე­ბა, რომ სო­ფელ­ში ახა­ლი სკო­ლა აშენ­დე­ბო­და, და­პი­რე­ბად დარ­ჩა. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლას, 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში, გა­დას­ცეს გე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი არა­ტი­პუ­რი შე­ნო­ბა. ამა­ვე წელს, სკო­ლას ცალ­კე სექ­ტო­რად შე­უ­ერ­თ­და მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სო­ფელ ვა­ნა­თის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, და­ი­ხუ­რა, ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მშობ­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლით, ამი­ტომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი ქარ­თულ სექ­ტორ­ზე შე­მოჰ­ყავთ.

1987 წლი­დან დღემ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რია ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რი, ბა­ტო­ნი თე­მურ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, დი­რექ­ტო­რო­ბა და სკო­ლის მარ­თ­ვა რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, მაგ­რამ ბ-ნი თე­მუ­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და აკე­თებს, რა­თა სკო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს: „36 წე­ლი გა­ვი­და, რაც დი­რექ­ტო­რი ვარ. სკო­ლა­ში ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მომ­ხ­და­რა, თუმ­ცა გა­მო­ვარ­ჩევ­დი იმას, რომ სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოა, გვყავს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი. მო­ვა­ხერ­ხეთ და სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყლის პრობ­ლე­მა და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი მო­ვაგ­ვა­რეთ. სკო­ლა მთლი­ა­ნად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მოთხოვ­ნებ­ზე, გვაქვს ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა, მაგ­რამ მო­მავ­ლის გეგ­მა­ში მაქვს გათ­ბო­ბის გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნა. სკო­ლა­ში ცალ­კე გა­მო­ი­ყო და გა­რე­მონ­ტ­და ბიბ­ლი­ო­თე­კის ოთა­ხი და ექი­მის კა­ბი­ნე­ტი. გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი სკო­ლა. ახ­ლა სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და თუ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ იქ­ნა სა­თა­ნა­დოდ, სკო­ლას გა­უ­ჭირ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა. ჩვე­ნი სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია და, შეძ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თ­ვის მო­ემ­ზა­დონ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვფიქ­რობ, გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვა­ლი წლე­ბი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა“.

ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში 9 აკა­დე­მი­უ­რი კლა­სია, 72 მოს­წავ­ლე და 12 მას­წავ­ლე­ბე­ლი. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გვყავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში. მათ ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი ხელ­შეწყო­ბა და თა­ნად­გო­მა აქვთ დი­რექ­ცი­ი­სა და კო­ლექ­ტი­ვის­გან, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სოდ და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით წა­რი­მარ­თოს.

მა­გუ­ლი გე­ლა­ძე

სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­ტი­სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები