24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წვიმდა

spot_img

წვიმდა… ბევრიც იწვიმა იმ დღეს, ალბათ ბუნებაც ემზადებოდა შემოდგომისთვის, ფოთლებისთვის, შიშვლად დარჩენილი ხეებისთვის, რომ კიდევ ერთი წელი გაეძლო სიმწვანის გარეშე. წვიმდა… დედას ხელში ეჭირა ატირებული ბავშვი და კედელზე, მოძველებულ ჩარჩოში ჩასმული სურათის გვერდით ცარიელ ადგილს აშტერდებოდა. წვიმდა… ბევრიც იწვიმა იმ ღამით. პატარა შვილის გვერდით, უძილოდ განვლილი კიდევ ერთი დღის გმირი, ცრემლით დასველებულ ბალიშს გრძნობდა. გრძნობდა, მაგრამ ეს ცრემლები მისგან შორს, სამშობლოს დასაცავად ომში მყოფი მეორე შვილის დაბრუნებას ვერა, ვერ შეძლებდა. სულის ტკივილს გრძნობდა, ჩუმად უსმენდა კიდეც, ელაპარაკებოდა ისე, რომ მძინარე პატარას არ გაღვიძებოდა. წვიმდა… ტკივილით მწოლიარეს მზის სხივებმა ამცნო გათენება, კიდევ ერთი დღის მოახლოება, მონატრებული შვილის გარეშე. უმიზნოდ წამოდგა საწოლიდან, პატარას დახედა და პლედი კიდევ ერთხელ მიაფარა. ისევ გაწვიმდა… ირგვლივ სიჩუმის ხმა ისმოდა. ეს სიჩუმე კი დედის გულში არსებულ წინათგრძნობას უფრო ჰგავდა, ვიდრე დუმილს და არაფრობას. კაკუნმა დაარღვია სიჩუმეც. ღია კარების შემდეგ უცხო პიროვნებებმა დაიკავეს დედის წინ არსებული სივრცე. ცუდია, რომ დედები ყველაფერს გრძნობენ, ახლა მანაც იგრძნო თითქოს უკვე განცდილი სიცარიელე, სიმარტოვე, სიჩუმე… წვიმდა… დედამ ხელში აიყვანა პატარა, ნაწვიმარ გზას გახედა არაფრის მოლოდინში მყოფმა და კედელზე არსებული მოძველებულ ჩარჩოში ჩასმული სურათის გვერდით, უკვე ახალ ჩარჩოში ჩასმულ სურათს შეხედა… წინათგრძნობა კედელზე არსებული, სივრცის შევსებისა გამართლდა… წვიმდა… ცისფერი თვალები კვლავ ცრემლით სავსე შეჰყურებს პატარა ბიჭუნას. შვილისა და ქმრის გარეშე დარჩენილი დედა, თავს იმით იიმედებს, რომ კედელზე თავისუფალი ადგილი სურათისთვის აღარ დარჩა… გადაიღო…

მელ ცეცხლაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები