19 აპრილი, პარასკევი, 2024

წე­რა, რო­გორც თე­რა­პია

spot_img

ლი­კა კორ­ძაია

სსიპ ქ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ალ­ბათ ყვე­ლა მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სამ­ყა­როს მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა უჩ­ნ­დე­ბა, უცხოვ­დე­ბა მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ და ჰგო­ნია, რომ მი­სი ად­გი­ლი, იმ კონ­კ­რე­ტულ ად­გი­ლას კი არა, სა­ერ­თოდ პლა­ნე­ტა­ზე არაა…

სწო­რედ ამ­გ­ვა­რი ფიქ­რე­ბი და გან­ც­დე­ბი მა­წუ­ხებ­და 13-14 წლის მო­ზარდს და ერ­თა­დერ­თი, რა­მაც გა­და­მარ­ჩი­ნა, ყვე­ლა გა­გე­ბით, იყო – წე­რა! ზო­გა­დად, წე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ხში­რად ვქმნი­დი ლექ­სებ­სა და ჩა­ნა­ხა­ტებს, მაგ­რამ მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მქონ­და, ყო­ვე­ლი ჩე­მი მცდე­ლო­ბა, და­მე­წე­რა რა­ღაც ახა­ლი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ამ­სუ­ბუ­ქებ­და, იმით მთავ­რ­დე­ბო­და, რომ კი­დევ უფ­რო მძი­მე დეპ­რე­სია მიპყ­რობ­და და ვგრძნობ­დი, თუ რა ღრმად ვეფ­ლო­ბო­დი პე­სი­მიზ­მის მო­რევ­ში… სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნ­და ჩე­მი დამ­რი­გე­ბე­ლი, ჩე­მი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც, რა­ღაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით, თით­ქოს გულ­თ­მი­სა­ნი­ვით იხე­დე­ბო­და ჩემს გულ­ში, გრძნობ­და იმ მო­მენ­ტ­ში რა მი­ჭირ­და, მა­წუ­ხებ­და და ისეთ თე­მებს გვაძ­ლევ­და და­სა­წე­რად, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად მცლი­და, მა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ნე­გა­ტი­ვის­გან და, მომ­დევ­ნო და­ვა­ლე­ბამ­დე, პე­პე­ლა­სა­ვით მსუ­ბუ­ქი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი ხოლ­მე…

…და, აი, გა­ვი­და ამ­დე­ნი წე­ლი და დღეს, თა­ვად მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე და მო­ვირ­გე მას­წავ­ლე­ბელ-ფსი­ქო­ლო­გის რო­ლი, რომ­ლის მთა­ვა­რი იარა­ღი, დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში, არის მე­დი­კა­მენ­ტი, სა­ხე­ლად – წე­რა.

ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია რომ კარ­გად უნ­და გვეს­მო­დეს, ამა­ზე ალ­ბათ ერ­თხ­მად ვთან­ხ­მ­დე­ბით და ახ­ლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჭი­რო კი არა, აუცი­ლე­ბე­ლიც კია. ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლი ხომ პო­ტენ­ცი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია, თა­ვი­სი ასა­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­ამ­ბო­ხე, აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­თა და მშფოთ­ვა­რე, ცეცხ­ლი­ვით აგიზ­გი­ზე­ბუ­ლი ეგო­თი, რო­მელ­საც სუ­ლის შე­ბერ­ვა და გა­ნე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ოღონდ ეს ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და დე­ლი­კა­ტუ­რად უნ­და მოხ­დეს, რომ ამ პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვი არ ჩაქ­რეს. მას­წავ­ლებ­ლის ვა­ლია, აგიზ­გი­ზე­ბუ­ლი ხან­ძა­რი იმ სა­სი­ა­მოვ­ნო კო­ცო­ნად გა­და­აქ­ცი­ოს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ათ­ბობს და ანა­თებს.

და რა უნ­და ქნას ამ დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს, მო­ზარ­დ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­როს, ხან მარ­ჯ­ვ­ნი­დან შე­მო­უვ­ლის და ხა­ნაც — მარ­ცხ­ნი­დან, მაგ­რამ მოს­წავ­ლე ცხრაკ­ლი­ტუ­ლით და­კე­ტი­ლი სკივ­რი­ვი­თაა, რომ­ლის გა­სა­ღე­ბიც სადღაც ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე გდია:

„და ჯერ იქ ჩას­ვ­ლა კაც­თა­გან,

არა­ვის გა­უ­ბედ­ნია“…

თუმ­ცა, ყვე­ლა ჭკვი­ან ხე­ლო­სანს აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი გა­სა­ღე­ბის ერ­თი სა­თა­და­რი­გო ას­ლი, რო­მელ­საც მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ა­ჩენს ხოლ­მე და მეც, ერ­თი ასე­თი ას­ლ­თა­გა­ნის მფლო­ბელ­მა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ამ სკივ­რის გა­ღე­ბა და შიგ ჩაჭყე­ტა მე­ცა­და.

გა­სა­ღე­ბი სა­ხე­ლად – „წე­რა“

იმი­სათ­ვის, რომ ბავშვს და­ვეხ­მა­როთ, თავ­და­პირ­ვე­ლად, ის უნ­და და­ვი­ნა­ხოთ! უნ­და ჩავ­წ­ვ­დეთ მის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს, შევ­ქ­მ­ნათ ზო­გა­დი ფსი­ქო­პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ეტა­პებ­ზე, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, გზამ­კ­ვ­ლე­ვი­ვით იქ­ნე­ბა.

თა­ვი­დან დი­დი სიფ­რ­თხი­ლით უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ თე­მე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლეს მივ­ცემთ სა­წე­რად (რა თქმა უნ­და, მის ასაკს უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს). უნ­და იყოს ზო­გა­დი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არამც და არამც პი­რა­დუ­ლი. არ უნ­და აფო­რი­ა­ქებ­დეს ახალ­გაზ­რ­დას იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მას ამ თე­მა­ში რა­ი­მე ინ­ტი­მურ­ზე მო­უ­წევს სა­უ­ბა­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­იძ­ლე­ბა და­ვიწყოთ მსუ­ბუ­ქად, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბით. შემ­დე­გი ეტა­პი – პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან: „რა სა­ერ­თოს ხე­დავ შენ­სა და ამ პერ­სო­ნაჟს შო­რის?“, „რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბით ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან?“… მოს­წავ­ლეც ნელ-ნე­ლა, დი­დი სიფ­რ­თხი­ლით (რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, უნ­დობ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი) იწყებს თა­ვის თავ­ზე ძუნ­წად სა­უ­ბარს და აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­სა და „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის“ კე­სოს შო­რის არა­ვი­თა­რი მსგავ­სე­ბა არაა, რად­გან ის, მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე­ტად ჰუ­მა­ნუ­რი არ­სე­ბაა და მის­თ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის კლა­სე­ბად და­ყო­ფა… (ჰმ!.. რო­გორც ჩანს, ცო­ტა ფიცხი და ფეთ­ქე­ბა­დია, რად­გან მას­ში ბრა­ზი გა­მო­იწ­ვია კე­სოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გლეხ­კა­ცო­ბის მი­მართ). მორ­ჩა! პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გ­მუ­ლია, ტყვი­ა­გა­უმ­ტარ, და­ბუ­რულ მი­ნას, რომ­ლის იქი­თაც ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის პე­ი­ზა­ჟია (თუმ­ცა არ ჩანს), ერ­თი პა­წა­წი­ნა ბზა­რი გა­უჩ­ნ­და და ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი, ამ მი­ნის სრუ­ლად ჩა­მომ­ს­ხ­ვ­რე­ვაა…

შემ­დეგ მო­დის ეტა­პი: „შენ რას გა­ა­კე­თებ­დი მის ად­გი­ლას?“, „რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი?“ და, აი, აქ უკ­ვე, მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მთე­ლი თა­ვი­სი ფან­ტა­ზია მო­იშ­ვე­ლი­ოს და თა­ვი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წარ­მო­იდ­გი­ნოს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მის­თ­ვის უცხო და უჩ­ვე­უ­ლოა. აი, რა არის ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ზა­ნი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა – თე­მის წე­რა, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლად, გა­მოგ­ვ­ც­დის ხოლ­მე იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­შიც ჩვე­ნი თა­ვი, ალ­ბათ, არა­სო­დეს წარ­მოგ­ვედ­გი­ნა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე შე­გიძ­ლია გა­მოს­ცა­დო, რად­გან ამ დროს ღრმად შე­იც­ნობ მის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას, აზ­როვ­ნე­ბის დი­ა­პა­ზონ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბის, ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა თუ სხვა გრძნო­ბა­თა მი­მართ…

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მოს­წავ­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა, რაც აუცი­ლებ­ლად მო­ვა, ოღონდ არა ერ­თ­ბა­შად, არა­მედ ნე­ლა და რთუ­ლად. თუმ­ცა, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ერ­თხელ მო­პო­ვე­ბუ­ლი ნდო­ბა და­სა­ბა­მი იქ­ნე­ბა თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მჭიდ­რო სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი­სა. თუკი მოს­წავ­ლეს არ უნ­და აუდი­ტო­რი­ი­სათ­ვის თე­მის ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვა და გვთხოვს, მხო­ლოდ ჩვენ წა­ვი­კითხოთ ჩუ­მად, ნუ გა­ვუ­ძა­ლი­ან­დე­ბით, დაე, წა­ვი­კითხოთ ჩუ­მად და ნუ გა­ვუ­ჩენთ იმის გან­ც­დას, რომ მის სულ­ში ვი­ღაც ხე­ლებს აფა­თუ­რებს და სურს, სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს მი­სი გო­ნე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში ჩახ­ლარ­თუ­ლი ფიქ­რე­ბი, ობო­ბას ქსე­ლი­ვით რომ მოს­დე­ბია მთელ სხე­ულს.

უმ­თავ­რე­სი და აუცი­ლე­ბე­ლიც კია პი­რა­დი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ზარ­დ­თან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 21-ე სა­უ­კუ­ნე და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მარ­ტი­ვად გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ვე­კონ­ტაქ­ტოთ მოს­წავ­ლეს. ეს პრო­ცე­სი კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცესს მა­გო­ნებს რა­ღა­ცით, რო­ცა მღვდელ­სა და აღ­მ­სა­რე­ბელს შო­რის კე­დე­ლია აღ­მარ­თუ­ლი და მა­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მხო­ლოდ პა­წა­წი­ნა სარ­კ­მე­ლია, რო­მე­ლიც სირ­ცხ­ვი­ლის დამ­თ­რ­გუნ­ველ, გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბელ როლს თა­მა­შობს, რა­თა მოხ­ს­ნას გა­უცხო­ე­ბის ბა­რი­ე­რი და მთლი­ა­ნად ჩა­მო­არ­ღ­ვი­ოს სტა­ტუ­სის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბაც მე­ტად ლა­ღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხდე­ბა.

სა­სურ­ვე­ლია, მოს­წავ­ლე ხში­რად შე­ვა­ქოთ, მივ­ცეთ მო­ტი­ვა­ცია და და­ვა­ჯე­როთ, რომ მი­სი თე­მა იმ­დე­ნად ახ­ლო­საა რე­ა­ლო­ბას­თან და იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად აქვს აღ­წე­რი­ლი სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ე­ბა, გრძნო­ბე­ბი და მა­თი მარ­თ­ვის ხერ­ხე­ბი, რომ მი­სი სა­შუ­ალე­ბით უამ­რა­ვი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­რებ­და. მსგავ­სი სა­უბ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო მო­ტი­ვა­ტო­რია, სულ რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, თუ რო­გორ უმაღ­ლ­დე­ბა ბავშვს თვით­შე­ფა­სე­ბა. ერთ დროს მორ­ცხ­ვი, გა­უ­ბე­და­ვი მოს­წავ­ლე, ახ­ლა სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, ომა­ხი­ა­ნად უკითხავს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს თე­მას იმა­ზე, თუ რა არის მის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რო­გორ შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო მარ­ტომ! მორ­ჩა! ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის თქვე­ნია და თქვენც მი­სი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რი ხართ, თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორ­მა­გი სიფ­რ­თხი­ლე და თავ­შე­კა­ვე­ბა მო­გეთხო­ვე­ბათ, რა­თა ეს ნდო­ბა ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნოთ, რთუ­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში და გა­მოვ­რიცხოთ მი­სით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ბო­ლო სა­ფე­ხუ­რი: „ვინ ვარ მე?!“, „მე ათი წლის შემ­დეგ“ და ა.შ. აი, აქ კი მოს­წავ­ლეს სრუ­ლად უწევს სა­კუ­თა­რი გუ­ლის სა­გულ­და­გუ­ლოდ ამო­ქო­ლი­ლი, დაგ­მა­ნუ­ლი, რვა­ლი­ვით მძი­მე და მყა­რი კა­რის შე­ღე­ბა და სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭუ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იქ არა­სო­დეს არის სი­ნათ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი წყა­რო და მო­ზარდს, ან­თე­ბუ­ლი ჩი­რაღ­დ­ნით ხელ­ში, უწევს ბო­რი­ა­ლი გო­ნე­ბის შრე­ებ­ში… თუ აქამ­დე არა­სო­დეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლა თა­ვის მე-ზე, იდენ­ტო­ბა­სა თუ ხა­სი­ა­თის ტემ­პე­რა­მენ­ტ­ზე, სწო­რედ ახ­ლა მო­უ­წევს, რად­გან სწო­რედ ახ­ლა დად­გა ჟა­მი სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბი­სა, სწო­რედ ამ ეტაპ­ზე იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა ხოლ­მე ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნა და ჩვენც გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სრუ­ლად დავ­ტ­კ­ბეთ მოს­წავ­ლის სუ­ლის პე­ი­ზა­ჟით, რომ­ლის „მზი­ან ჩრდი­ლებ­ში, მუ­დამ გა­ზაფხუ­ლი არი“.

თე­მის წე­რა მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში, ისე­თი აზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მა­ში, რა­საც, ალ­ბათ, ვე­რა­ვის­თან გა­ამ­ხელ­და. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს სულ იმას ვუ­მე­ო­რებ, რომ თე­მის წე­რა სა­უ­კე­თე­სო ფსი­ქო­თე­რა­პიაა – ყო­ველ­თ­ვის გუ­ლის­ყუ­რით გის­მენს, არ გაწყ­ვე­ტი­ნებს, მოთ­მი­ნე­ბით გე­ლო­დე­ბა, რო­დის და­იც­ლე­ბი და სულ ბო­ლოს, თუ ჩვე­ნი­ვე ნა­წერს გა­და­ვი­კითხავთ და სხვა, გა­რე­შე პი­რის, თვა­ლით და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რჩე­ვებ­საც მოგ­ვ­ცემს, დაგ­ვა­ნა­ხებს სად ვცდე­ბით, სად ვართ მარ­თა­ლი და რო­გორ ვი­პო­ვოთ მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი ამ დი­ლე­მი­დან.

წე­რას შე­უძ­ლია, რე­ა­ლუ­რი­დან ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­დაგ­ვის­რო­ლოს, სი­ნათ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით სპექ­ტ­რი, წა­მის მე­ა­სე­დებ­ში, გარ­და­ტე­ხოს ჩვენს არაც­ნო­ბი­ერ­ში და ის ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი გაგ­ვ­ხა­დოს, რო­მე­ლიც ირა­ოს აკე­თებ­და ლაჟ­ვარ­დის­ფერ ცა­ში და რომ­ლის: „სუ­ლი საზღ­ვ­რებს გა­დას­ც­დე­ბა ფრე­ნით“… შე­იძ­ლე­ბა დონ კი­ხო­ტად გვაქ­ცი­ოს, ამა­ო­ე­ბის ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი და ქა­რის წის­ქ­ვი­ლებ­თან გმი­რუ­ლად მებ­რ­ძო­ლი… იქ­ნებ „უც­ნო­ბი ქა­ლი“ მინ­და ვი­ყო, რო­მე­ლიც, აგერ უკ­ვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ერ­თ­გუ­ლე­ბის სუ­და­რა­შე­მოხ­ვე­უ­ლი, წე­რი­ლებ­თან ერ­თად, თეთრ ვარ­დებს უგ­ზავ­ნის გუ­ლის­ სწორს ყო­ველ და­ბა­დე­ბის დღე­ზე?!… იქ­ნებ ყვე­ლა­ზე მე­ამ­ბო­ხე, მი­ზან­და­სა­ხულ, ჯი­უტ, ჭკვი­ან და კე­თილ თო­ლია ჯო­ნა­თა­ნად მინ­და ვიქ­ცე, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე, რო­გორც კი სუ­ლის ძა­ხილს აჰ­ყ­ვა, ისე­თი აღარ იყო, რო­გო­რიც სხვებს უნ­დო­დათ, რომ­ლის­თ­ვი­საც, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი კა­ნო­ნი ის იყო, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავ­და, რო­მელ­მაც გა­არ­ღ­ვია ინერ­ტუ­ლო­ბის უხი­ლა­ვი ფარ­და და სხვებ­საც მო­უ­წო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის აღ­ზე­ვე­ბი­სა­კენ?!

წე­რა ისაა, რაც გვაქ­ცევს იმად, რად ქცე­ვაც თა­ვად გვინ­და იმ მო­მენ­ტ­ში. „მთე­ლი სხე­უ­ლი, ფრთის ერ­თი ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე, სხვა არა­ფე­რია, თუ არა თქვე­ნი­ვე აზ­რი, რო­მე­ლიც იმ ფორ­მით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ თქვე­ნი ხედ­ვის­თ­ვის იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი“. წე­რა ბო­ლომ­დე დაგ­ვ­ცემს ძირს, უმოწყა­ლოდ გვირ­ტყამს და ბო­ლოს, კო­ცონ­ზეც კი გვწვავს ორ­ლე­ა­ნე­ლი ქალ­წუ­ლი­ვით, იმ მიზ­ნით, რომ შემ­დეგ, კვლავ აღ­ვ­დ­გეთ ფე­ნიქ­სი­ვით ფერ­ფ­ლი­დან და ახა­ლი ძა­ლე­ბით შე­ვუ­ტი­ოთ სამ­ყა­როს. წე­რა, ის შუ­ა­მა­ვა­ლი პი­რი და უხი­ლა­ვი ფლუ­ი­დუ­რი კავ­ში­რია ჩვენ­სა და იმ ამო­უხ­ს­ნელ, მრა­ვალ­გ­ზის შე­უც­ნო­ბელ სამ­ყა­როს შო­რის, რო­მე­ლიც ხან დე­და­სა­ვით გვიკ­რავს თა­ვის თბილ გულ­ში და ხა­ნაც, დე­დი­ნაც­ვა­ლი­ვით, უმოწყა­ლოდ გვშოლ­ტავს ბას­რ­პი­რი­ა­ნი მათ­რა­ხით!

…და მა­შინ, რო­ცა გგო­ნია, რომ აღა­რა­ვის ახ­სოვ­ხარ, აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბი და შე­ნი არ­სე­ბო­ბით ამ­ძი­მებ ცოდ­ვე­ბით ისე­დაც დამ­ძი­მე­ბულ მი­წას, გა­იხ­სე­ნე, რომ შენ ფურ­ცელ­სა და კა­ლამს სჭირ­დე­ბი, რო­მე­ლიც ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­ა­მა­ყით მო­უყ­ვე­ბა ყვე­ლას იმას, თუ რო­გორ კვდე­ბო­დი და რო­გორ გა­დარ­ჩი!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები